MY HELL
5 წლის წინ
15 წლის ჯისუ ახლაც, როგორც ჩვეულებრივ, გოგონებით გარემოცულ თეჰიონს უთვალთვალებს და ჩუმად ოხრავს. გული სასწაულად უცემს, ყოველთვის როცა ვის ხედავს ჰგონია რომ მის ირგვლივ მთელი სამყარო ჩერდება, უკვე 1 წელია ასე გრძელდება, ბიჭი კი რასაკვირველია ჩუმ, სათვალეებიან ნერდს ვერასდროს ამჩნევს. მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის. ჯისუს გული საშინლად სტკივა, არა ცალმხრივი სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ რომ მომავალ წელს მას ვეღარ ნახავს. ვი დამამთავრებელ საფეხურზეა. გოგონა ისევ ოხრავს და იქაურობას გულდამძიმებული ტოვებს...... მტკივნეულია, გიყვარდეს ის ვინც შენს არსებობასაც ვერ ამჩნევს
ახლანდელი დრო
მოგონებებით კიდევ უფრო დასტრესილი ცრემლებს უხეშად იწმენდს და საწოლიდან ნელა დგება.....
- რა საცოდავი არსება ხარ- ნელა უახლოვდება სარკეს და საკუთარ გამოსახულებას ცარიელი მზერით აკვირდება - საცოდავი, პათეტიკური ნერდი. აი ვინ ხარ შენ კიმ ჯისუ.... წესით ახლა უნდა მოთქვამდე, შენი უბადრუკი ცხოვრების გამო, ბედისწერას უნდა წყევლიდე, იმისთვის რაც მოგივიდა. იდიოტო, იდიოტო გოგო. მაგრამ არა, წუწუნს არ დაიწყებ, თავს არ შეიცოდებ... ის რაც მოხდა უკვე რეალობაა, არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება..... არც არაფრის გამართლება..... არც უაზრო მოთქმა გოდება.... ახლა უნდა მოიფიქრო როგორ შეძლებ ეს ექვსი თვე გაძლო "მის" გვერდით. თუ სუსტი იქნები ამის გადატანას ვერ შეძლებ. ფეხზე მყარად უნდა დადგე... უბრალოდ დააიგნორე...... - გოგონამ ხელი საკუთარ ანარეკლს შეახო და ოდნავ გაუღიმა.... რაღაც მომენტში იქ პატარა, მეოცნებე ჯისუ დაინახა რომელსაც ძალიან უნდოდა ეპოვა ბიჭი ვისაც გულწრფელად ეყვარებოდა........... ჩაეცინა.... ალბათ რამდენიმე წლის წინ ამ ქორწინების გამო უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა, ახლა? ახლა მხოლოდ სიცარიელეა ირგვლივ... სიცარიელე და სიჩუმე, სადაც კიმ თეჰიონის სიტყვები გაისმის მკაფიოდ, ის ეუბნება რომ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაექცევა........ გოგონა ბოლოჯერ უღიმის ანარეკლს და საწოლზე ბრუნდება მალე კი საერთოდ ეთიშება საძულველ რეალობას...
....................
განრისხებული თეჰიონი ჯისუს ოთახიდან შეშლილის სახით გამოვარდა, კიმი არ მოცდენილა ლიზას დამშვიდობებოდა ისე დატოვა სახლი..
- მაპატიეთ ქალბატონო კიმ, ალბათ რამე პრობლემაა - მოიბოდიშა ჯონგიონმა და თავადაც შვილს გაჰყვა. გარეთ გამოსულმა შენიშნა ვი, იგი დაჭრილ მხეცს ჰგავდა.
- თეჰიონ! - გაისმა უფროსი კიმის მკაცრი ხმა და ვი იძულებული გახდა მამისკენ მოეხედა.
- ამიხსენი რას ჰგავს შენი საქციელი? როგორ ბედავ ასეთი უპატივცემულობას შენი მომავალი მეუღლის ოჯახის მიმართ.
- კარგი რა მამა, მეუღლე? მე მას არასდროს ვაღიარებ მეუღლედ. ის ერთი ჩვეულებრივი ოქროს მაძიებელია და მეტი არაფერი - დასჭექა თეჰიონმა, თუმცა სიტყვია დამთავრება ვერ მოასწრო რომ იგრძნო როგორ აეწვა ლოყა. ჯონგიონმა შვილს საკმაოდ ძლიერად დაარტყა.
- უმადურო ლაწირაკო - ლამის იღრიალა მამაკაცმა - როგორ ბედავ ასე მელაპარაკო, ან მათზე ასე საუბარს როგორ ბედავ? მე ასე აღგზარდე? გაფრთხილებ, არც კი სცადო ჯისუს ცუდად მოექცე...... დამიჯერე არ გირჩევ ჩემს წყობიდან გამოყვანას..... - უფროსი კიმი მაშინვე მანქანისკენ გაემართა, მას მიბაძა თეჰიონმაც. შინაგამად ჯერ ისევ ბობოქრობდა თუმცა ვერასდროს გაბედავდა ეს მრისხანება მამის წინაშე გამოევლინა. დიახ, კიმ თეჰიონს მამის უდიდესი პატივისცემა, რიდი ჰქონდა, ამიტომ უსიტყვოდ დაუქნია თავი და თავადაც მას მიბაძა.
.......................
ერთიანად აწითლებული როზე უნივერსიტეტის შენობიდან ნაჩქარევად გამოვარდა და მაშინვე ტაქსის ძებნა დაიწყო. მის გონებაში დაუსრულებელ ციკლად ტრიალებდა კადრები, თუ როგორ იღიმოდა პარკი, როგორ უყურებდა და უფრო უარესი როგორ იკრავდა გულში.
- ღმერთო არ მჯერა რომ ეს ჩემს თავს ხდება. ის მე ჩამეხუტა, პროფესორი ჩამეხუტა. არა, არა, არა ეს...... ჯანდაბა. ჩუმად შეიკურთხა გოგონამ. უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა იქაურობას თუმცა მოულოდნელად იგრძნო როგორ აღმოჩნდა ვიღაცის მკლავებში მომწყვდეული და ზუსტად იცოდა ვიმ იყო ამ მკლავების პატრონი.
- პროფესორო - ძლივს ამოილუღლუღა გაბრუებულმა
- გისმენ პატარავ, და ჰო, მომავალში მინდა სახელით მომმართო....
- მაგრამ.......
- როზე, მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ - მამაკაცის ხმამ მტკიცედ გაიჟღერა. - მე შენ მიყვარხარ, იმ წამიდან როცა შემოგხედე უგონოდ ვარ ჩემს პატარა სტუდენტზე შეყვარებული. ვიცი რომ არაეთიკურია, ვიცი რომ დიდ პრობლემას შექმნის, მაგრამ არ მანაღვლებს. მიყვარხარ...... მინდა ვიცოდე შენ რას გრძნობ
- მე..... მე არაფერს. - აფართხალდა გოგონა - ძალიან გთხოვთ, ეს არ შეიძლება. თქვენი კარიერა სამუდამოდ დასამარდება პროფესორო.
- არ მაღელვებს ეს კარიერა თუ შენ გვერდით არ მეყოლები... შემომხედე - ჩანიოლმა ნიკაპი ნაზად ააწევინა თავჩაქინდრულს და მის ულამაზეს თაფლისფერ თვალებში ჩაიძირა.
- შენ ისეთი ფაქიზი ხარ, ისეთი არარეალური....... მინდა რომ მარტო ჩემი იყო პარკ როზე, მარტო ჩემი - გოგონას ტუჩებთან ამოიჩურჩულა მამაკაცმა და მის ტუჩებს ზანტად დაეწაფა.......... ამჯერად წინააღმდეგობა აღარ უგრძვნია......
..................................
როგორც კი მანსიონში დაბრუნდნენ თეჰიონი სიტყვის უთქმელად საკუთარი საძინებლისკენ გაემართა თუმცა მამის ხმამ შეჩერება აიძულა. ჯონგიონი თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ შვილს დაარტყა ამიტომ სურდა სიტუაცია გამოესწორებინა
- თეჰიონ! - ვი ოდნავ მობრუნდა თუმცა მამისთვის არ შეუხედავს. მამაკაცმა მძიმედ ამოიოხრა..
- შვილო, არ მინდოდა შენთვის დამერტყა... უბრალოდ წყობიდან.... - საკუთარ შვილს იმ ფულის მოყვარული ძუკნას გამო დაარტყი, არ მგონია რომ ახლა მობოდიშება რამეს შეცვლის - ცივად გაისმა უმცროსი კიმის ხმა
- ახლა ვერაფერს აცნობიერებ - ისევ ამოიოხრა კაცმა - მაგრამ მოვა დრო მიხვდები არასწორი იყავი.... გონს მოდი სანამ ჯერ კიდევაა დრო.
- ხვდები მაინც რას ამბობ, ვინანო? მე? არასოდეს! - ცინიკურად ჩაიცინა თეჰიონმა, თან კიბეები აირბინა. ჯონგიონმა კი შვილს თვალი გააყოლა და თავი გადააქნია
- ინანებ, აუცილებლად ინანებ იმას რასაც აკეთებ, მაგრამ ვიმედოვნებ როცა რეალობას გააცნობიერებ ჯერ კიდევ გექნება საშუალება და დრო ყველაფრის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში სინანულის გრძნობა გაგანადგურებს, ზუსტად ისე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.....
...........................
- ვინანებ, სასაცილოა..... - თეჰიონმა კარი ძლიერად მიაჯახუნა და მაშინვე უზარმაზარ საწოლზე დაეცა. - ის ვინც ინანებს მე ნამდვილად არ ვიქნები მამა.... - ბიჭს სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოესახა, იმის წარმოდგენაზე რომ ჯისუ მთლიანად მის განკარგულებაში იქნებოდა სხეული სასიამოვნოდ დაეჭიმა. ჰო, რატომაც არა, თუკი უწევს ნერდი ცოლად მოიყვანოს სიამოვნებაზე რატომ უნდა თქვას უარი? ეს კი ამ უკანასკნელს აშკარად კარგად გამოსდის. თეჰიონი აღიარებს რომ ჯისუს უნაკლო სხეული და იდეალურად ნაზი კანი აქვს, მისი სურნელი კი..
- ჯანდაბა..... - კიმმა უკმაყოფილოდ ამოიღრინა როგორც კი სხეულის ქვედა ნაწილში დაძაბულობა იგრძნო - უბრალოდ შენი გახსენებაც კი ჭკუიდან მშლის ნერდო... - კიმი სასწრაფოდ საწოლიდან დგება და ირენესთან დაკავშირებას ცდილობს,
- სად ხარ? .... გასაგებია, ვიცი.... არსად წახვიდე 20 წუთში ადგილზე ვიქნები....... - თეჰიონი ამ სიტყვებით კავშირს წყვეტს და სწრაფად ტოვებს ოთახს. ახლა ნამდვილად სჭირდება განტვირთვა....
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro