4 თავი
- სად ჯანდაბაში იყავი მთელი ეს დრო - სახლში შესვლისთანავე შეუღრინა ლიზამ ჯისუს, თუმცა გოგონას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაიწყო სვლა თავისი ოთახისაკენ.
-შენ გეუბნები, სად იყავი უმაქნისო. იცი მაინც რომელი საათია? შენ გელაპარაკები წყეულო გომბიო, წარმოგიდგენიათ ყურადღებასაც არ მაქცევს - ბობოქრობდა ქალი, საბოლოოს კი წყობიდან გამოსულმა ესღა მიაძახა დისშვილს - რატომ შენც მათთან ერთად არ მოკვდი. რისთვის გადარჩი. არა, უმჯობესი იქნებოდა მხოლოდ შენ მომკვდარიყავი - ბოლო ესღა გაიგონა გოგონამ და საძინებლის კარი ზურგს უკან მიკეტა. ახლა რა უნდა ექნა? კიდევ უფრო დაცარიელდა მისი სული. არა აქამდეც მარტოსული და საცოდავი იყო, თუმცა იმდენს მაინც ახერხებდა მეგობრებთან მხიარული გამოჩენილიყო, ახლა? შეძლებს კი ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს კიდევ ერთი ტრავმით? შეძლებს, სხვა გზა არც აქვს. უბრალოდ საჭიროა დაივიწყოს რაც მოხდა. ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს როცა საშინელება ემართება, უნდა იმედი იქონიოს, რომ კიმ თეჰიონს აღარ შეხვდება. მხოლოდ რამდენიმე თვე მოითმინოს, შეეცადოს თავი მაქსიმალურად აარიდოს მონსტრს, სანამ სასწავლო წელი დამთავრდება და ჰარვარდში შეძლებს სწავლის გასაგრძელებლად გადასვლას. ჯისუ ღრმად ოხრავს. მის გონებაში სრული ქაოსია. ერთი მხრივ სურვილი აქვს ყველაფრისთვის პასუხი მოსთხოვოს იმ ნაბიჭვარ მოთამაშეს, მეორე მხრივ კი აღარ სურს მეტად შარში გაეხვას. დაბნეული ღრმად ოხრავს. კიმის მიერ დაყრილ ფულს საგულდაგულოდ ინახავს და უკუნ სიბნელეს აშტერდება................. წინ გრძელი ღამე ელის.....
..................................
- ძმაო, მთელი გზაა ხმა არ ამოგიღია? ასეთ რა მოხდა რომ საკუთარ თავს არ გავხარ - ცნობისმოყვარედ კითხულობს ჯონგუკი და ცდილობს მეგობრის ყურადღება მიიქციოს, რომელსაც მთელი გზაა სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებს.
- კიმ თეჰიონ! - ხმას უწევს ჯონი
- რა მოხდა? რატომ ცდილობ განწყობა გამიფუჭო? - ამოისისინა ვიმ და ისევ გზაზე ყურება განაგრძო
- მას შემდეგ რაც იმ უცნაურ გოგოსთან ერთად გაუჩინარდი შენს თავს აღარ ჰგავხარ. მინდა ვიცოდე რა ხდება. ნუთუ მასთან..... მოიცა არ მითხრა რომ ნერდთან იწექი, არაა...
- ნერდი.... ნერდის კვალობაზე ზედმეტად კარგი იყო - ტუჩი მოიკვნიტა კიმმა, რომლის გონებაშიც ჯისუსთან გატარებული ღამის ფრაგმენტები ამოტივტივდა - ყველაფერი რიგზეა ჯონგუკ, უბრალოდ ახალი გასართობი ვიპოვე. ვითამაშებ სანამ არ მომბეზრდება. იცი ძმაო, ნამდვილად საოცარი გრძნობაა როცა პირველი ხარ............. - ეშმაკურად ჩაიცინა თეჰიონმა და ტუჩი მოიკვნიტა.
- ეს ამბავი არ მომწონს თეჰიონ, რატომ მაინდამაინც ის ნერდი? თან ქალიშვილი? სერიოზულად? უფრო ჭკვიანი მეგონე - წაბები შეჭმუხნა გუკმა
- ნუ ღელავ, ვერაფერს იზამს. მეტიც, დარწმუნებული ვარ ამჯერად თავად ამეკიდება რომ კიდევ ვასიამოვნო, ისევე როგორც ყველა.
- მაინც მიმაჩნია რომ არასწორად მოიქეცი.. - ცივად ამოთქვა ჯონგუკმა. თეჰიონს ამჯერად არაფერი უპასუხია. უბრალოდ გზაზე მოახდინა კონტენტრირება და გაზს ბოლომდე დააწვა.
....................................................................
იმ ღამით დაძინება მხოლოდ ჯისუს არ გასჭირვებია... ვერ დაიძინა ვერც როზემ. გული საშინლად სტკიოდა მეგობრის გამო. პარკი ხვდებოდა რამხელა ტკივილს მალავდა ჯისუ, როგორ ცდილობდა ამის მათგან დაფარვას, ახლა კი ამ მდიდარმა ფლეიბოიმ საბოლოოდ გაანადგურა საბრალო.
- ჯანდაბა ნუთუ მას ეს უნდა შერჩეს? - უმწეოდ ამოიხვნეშა პარკმა... ვერც კი გააცნობიერა როგორ აღმოჩნდა მეგობრის სახლთან. ბევრი არც უფიქრია მაშინვე ზარი დარეკა. რამდენიმე წამში ფეხის ხმა გაისმა და კარი ჯისუს დეიდამ ფართოდ გამოაღო.
- ოჰ როზე, ასეთ დროს აქ რამ მოგიყვანა...
- მინდა ჯისუ ვნახო,
- თავის ოთახშია... - ხელით ანიშნა მეორე სართულზე, გოგონაც მაშინვე მითითებული მიმართულებით წავიდა.
- აშკარად რაღაც მოხდა.... ყველაფერი უნდა გავიგო - ეჭვიანად ჩაილაპარაკა ქალმა და როუსს რამედენიმე წუთში უკან მიჰყვა
.................
ჯისუ ისევ ამაოდ ცდილობდა დაძინებას როცა კარზე ფრთხილი კაკუნი შემოესმა.
- როზე? აქ რას აკეთებ ამ დროს? -საწოლზე წამოჯდა გაოცებული
- ვერ დავიძინე, გადავწყვიტე გამესეირნა და აი აქ ამოვყავი თავი, როგორ ხარ?
- არ ვიცი, ასეთ დროს ალბათ.... არც კი ვიცი რას უნდა ვგრძნობდე, უბრალოდ იმდენად დაცლილი ვარ ემოციებისგან რომ ტკივილის გამოხატვაც არ შემიძლია..... ალბათ ჩემი ყველა ქმედება ახლა არაადეკვატურია - სიმწრით ჩაიცინა ჯისუმ
-არა, ნუ შეიძლება ცოტათი, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ არ ტირი. ჯისუ, ეს არ უნდა შერჩეს.... არ უნდა შერჩეს როგორც მოგექცა..
- და რა ვქნა? მე რას გავხდები კიმ თეჰიონის წინააღმდეგ როუს?
- უნდა იბრძოლო რომ თავისი საკადრისი მიიღოს მაგ ნაბიჭვარმა. გაგაუპატიურა, ეს ასე უნდა შერჩეს? ვინ იცის კიდევ რამდენი გოგო გაამწარა ასე.
- ვიჩივლო? და რა იქნება მერე? დაუსრულებელი პროცესები, გამოკვლევა, ექსპერტიზები, ჭორები. არ შემიძლია.... ამისი ძალა არ შემწევს. ბევრი ვიფიქრე როზე. ხვალ უკან დავუბრუნებ იმ ფულს და საბოლოოდ ამოვიგდებ თავიდან ამ ამბავს. რამდენიმე თვეში ისედაც შტატებში მივემგზავრები.
- ნერვები მეშლება რომ ასე უნდა შერჩეს. ვიღაცამ უნდა ასწავლოს ჭკუა.
- ჰო, მაგრამ მე არ ვარ ის ვინც მას ჭკუას ასწავლის. მე ნამდვილად არ შემიძლია ეგ. არც კი მჯერა რომ ოდესღაც მიყვარდა....
- ის ძალიან სიმპათიურია, ვერავინ დაგადანაშაულებს მაგაში - მძიმედ ამოიოხრა პარკმა, ჯისუმ კი თავი გადააქნია
- არა როზე, მე მისი თვალები მიყვარდა. მისი თვალები ყოველთვის სევდიანი იყო. ვფიქრობდი რომ უბრალოდ თამაშობდა ცუდ ბიჭს. ვცდებოდი. ეს მხოლოდ ფილმებში ხდება. რეალობა ბევრად სასტიკი და უფერულია. რაც არი არის, უკვე გადავწყვიტე... ფულს დავუბრუნებ და შევეცდები ეს ტრავმაც გადავიტანო.
- აიშ. კარგი. მაგრამ იცოდე თუ კიდევ რამეს გაბედავს ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ახლა მოდი ჩაგეხუტო. შეეცადე დაისვენო - როზემ ჯისუ საწოლზე დააგდო და ზურგიდან ჩაეხუტა. გოგონა მთელი ძალით მოეხვია მეგობარს, თითქოს სურდა მისი ეს ტკივილი თავის თავზე გადმოეტანა. ჯისუს მის ქცევაზე გაეღიმა. იგი მართლაც ყველაზე იღბლიანი იყო მსოფლიოში რადგან ეს შერეკილი ჰყავს.............. რაღაც პერიოდის შემდეგ ორივეს ჩაეძინა, არც ერთს წარმოდგენაც არ ჰქონდათ რას გეგმავდა ლიზა რომელმაც ყველაფერი გაიგო...........
.....................................
სოიაააა, გაიღვიძე.... დავაგვიანებთ - ოდნავ შეანჯღრია როუსმა დაქალი და თმების შემშრალებას შეუდგა. - შეგიძლია რამე მათხოვო? რომ ჩავიცვა
- აიღე რაც გინდა - ზანტად ამოილაპარაკა გოგონამ და ისევ ძილის შებრუნება სცადა, თუმცა როზემ რომელიც მთელი ძალით დაახტა ამის საშუალება მოუსპო..
- კარგი რააა. ცოტაც დამაძინე... - ამოისრუტუნა ჯისუმ
- არც იფიქრო, ვაგვიანებთ - დატუქსა პარკმა და გოგონაც ჯიჯღინით წამოდგა ფეხზე. ქვემოთა არე ჯერ კიდევ სტკიოდა.
- ღმერთო ჩიჩი ეს რა არის? - აღმოხდა როუსს როცა მეგობრის ყელს შეხედა
- რა?
- სარკეში ჩაიხედე. ყელი საშინელ დღეში გაქვს. წყეული ნაბიჭვარი - ამოიგმინა როუსმა და ჯისუ მაშინვე სააბაზანოში გაიქცა. გოგონას ცრემლი მოერია. ნიშნებმა, რომელიც თეჰიონმა დაუტოვა გუშინდელი ღამე გაახსენა.
- ჯანდაბა ეს როგორ დავფარო? - ამოიტირა საწყლად, საბოლოო ჯამში გადაწყვიტა ყელზე კაშნე მოეხვია და მალე ორივენი უნივერსიტეტისაკენ გაემართნენ. როგორც კი შენობაში შევიდნენ როზე თავისი აუდიტორიისკენ გაემართა ჯისუმ კი ღრმად ამოისუნთქა და ფინანსური დეპარტამენტისკენ გაემართა რომელიც მისი დეპარტამენის გვერდით მდებარეობდა. გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა ნერვიულობა არ შეტყობოდა და გულგრილი გამომეტყველება მიეღო. გული საშნლად უცემდა. როგორც იქნა თეჰიონის პოვნაც შეძლო. კიმი აივანზე იდგა და ეწეოდა, თან ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას. ჯისუ მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა მას და ყურადღების მიქცევის მიზნით ჩაახველა. კიმმა მაშინვე მოიხედა.
რამდენიმე წამი სახეზე გაოცება გამოეხატა, თუმცა ემოცია მის სახეზე სწრაფადვე შეცვალა თვითკმაყოფილმა ღიმილმა. ვიმ დაკვირვებით აათვალიერა გოგონა და სიცილით ამოილაპარაკა
- ვიცოდი ჩემთან თავად მოხვიდოდი, მაგრამ არ მეგონა რომ ასე მალე ნერდო
- რას როშავ? - კბილებში გამოსცრა ჯისუმ რომელსაც ეს საუბარი საშინლად აღიზიანებდა - აქ იმისთვის ვარ რომ ეს დაგიბრუნო - უხეშად თქვა, ჯიბიდან თეჰიონის მიერ დატოვებული ფული ამოიღო და ბიჭს მიაჩეჩა. როგორც კი ხელი გაითავისუფლა უკან გატრიალდა თუმცა გაგონილმა ადილზე გააშეშა
- რა მოხდა გეცოტავა?- ვის ხმა დამცინავად ჟღერდა, ჯისუს თვალებზე ცრემლები მოადგა თუმცა თავი აიძულა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, არ გამოვიდა, როგოც ჩანს კიმს სხვა გეგმები ჰქონდა
- შენ გელაპარაკები, გეცოტავა? თუ ნაწილი დაიტოვე?? - ამჯერად გოგონამ ვეღარ მოითმინა. ბიჭისკენ მიტრიალდა და მრისხანე მზერა მიაბყრო.
- იფიქრე რაც გინდა. ვალდებული არ ვარ შენს წინაშე თავი ვიმართლო ან საკუთარი სახელის დაცვაზე ვიფიქრო. ნაბიჭვარი ხარ, უგულო ნაბიჭვარი, ცივსისხლა მონსტრი და იცი რაა? მეცოდები, რადგან შენს ცხოვრებაში არასდროს, გესმის, არასდროს არაფერი იქნება რეალური. შეგიძლია ყველაფერი იყიდო რაც მოგესურვება, შეგიძლია ყველა მიიღო ვინც მოგესურვება, მაგრამ არაფერი გექნება ნამდვილი, ეს კარგად დაიმახსოვრე. შენს ირგვლივ ყველა ყალბია. მაგრამ ეს შენ არ შეგაწუხებს რადგან თავადაც ასეთი ხარ - ამ სიტყვებით ჯისუ უკან გატრიალდა თუმცა იგრძნო ძლიერმა ხელმა როგორ ჩაავლო და თავისკენ დაქაჩა.
- თავი ვინ გგონია რომ ასე მესაუბრები? - დაიგრგვინა ვიმ - როგორც ჩანს კარგად ვერ გიხმარე რადგან ასე ლაპარაკს ბედავ, არაუშავს ამას ახლავე გამოვასწორებ - კიმმა გოგონა იქვე მოფარებულ კუთხეში შეათრია და ტუჩებზე ეცა - გასწავლი როგორ უნდა მესაუბრო პატარა ნერდო - ბოროტად ჩაიცინა ვიმ და ისევ ჯისუს ტუჩებს მიუბრუნდა
- ხელი გამიშვი კიმ თეჰიონ, ახლავე.... ჯანდაბა - გოგონა მთელი ძალით ცდილობდა მოეშორებინა გამხეცებული ბიჭი თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ როგორც იქნა კიმი თავად მოშორდა ჰაერის ნაკლებობის გამო. ორივენი ღრმად სუნთქავდნენ უხეში კოცნის სესიის გამო. ვიმ თვალი ჯისუს ყელს მოჰკრა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. გოგონას ისევ მიუახლოვდა კაშნე ოდნავ ჩამოუწია, თავისი ნახელავი კარგად შეათვალიერა და ტუჩები გაილოკა
- აღარასდროს არ გაბედო ჩემთან მაგ ტონით საუბარი, და კიდევ შენთან ჯერ არ დამიმთავრებია. - გოგონას ყურთან ამოიჩურჩულა თეჰიონმა. თვალებში ბოლოჯერ ჩახედა და ბინძური ღიმილით გაერიდა იქაურობას.........................
...............................................................
შუა ხნის ასაკის ქალი ტაქსიდან გადმოვიდა და მის წინ აღმართულ უზარმაზარ სასახლეს თვალებგაბრწყინებული დააკვირდა ........
- როგორც იქნა შენც მიიღებ იმ კეთილდღეობას რომელსაც იმსახურებ კიმ ლიზა, როგორც იქნა იღბალი შენს მხარესაა - ჩაიქირქილა გახარებულმა და უზარმაზარ კარიბჭეზე ზარი დარეკა...........................
მეგობრებო, ესეც ახალი თავიი. იმედია მოგეწონებათ. ველი კომენტარებს და შეფასებებს თქვენგან <3 <3
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro