Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

16 თავი

ნახევრად ჩაბნელებულ კაბინეტში სიჩუმე გამეფებულა, ძნელი შესამჩნევია 2 შავი ფიგურა რომლებიც ერთმანეთის პირისპირ სხედან.  თითქმის 10 წუთია ხმას არც ერთი მათგანი არ იღებს. საბოლოოდ ისევ იერი ერკვევა და დუმილს არღვევს
- დარწმუნებული ხარ იმაში რასაც ამაბობ ჰარა? საიდან უნდა იცნობდეს თეჰიონი ჯისუს? და ასეც რომ იყოს გამორიცხულია, შევამჩნევდით. - ჩაფიქრებული ჰარა თავს მტკიცედ აქნევს და მეგობარს თვალს უსწორებს.
- მთელი გზა ფხენიანიდან აქამდე მხოლოდ მაგაზე ვფიქრობდი, და ბევრი საეჭვო დეტალი ამომიტივტივდა. თეჰიონის მზერა გამახსენდა რომლითაც ჯისუს და ჯონგუკს უყურებდა. გაიხსენე ყველაფერი და მიხვდები რომ მართალი ვარ. მათ რაღაც აკავშირებთ. ამიტომ ითრევს ფეხს და არ კლავს იმ გოგოს. ნამდვილად ასეა. იერი გონება დაძაბე, რა ვითარებაში შეხვდი შენს მამიდაშვილს. მის წარსულში უდაოდ იქნებოდა რაღაც რაც საეჭვო და დაფარულია.
- ჯანდაბა, ასეთს ვერაფერს ვიხსენებ. ჯისუ პირველად 9 წლის წინ ვნახე როცა ბაბუამ სახლში მოიყვანა და განგვიცხადა რომ ჩვენთან იცხოვრებდა.  მამიდაჩემთან და მასთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა მაქვს, ასე რომ მისი სახლიდან წამოსვლის მიზეზი უცნობია ჩემთვის.
- ღმერთმა დასწყევლოს, ყველაფერს თავად გავარკვევ, აუცილებლად დავადგენ რას მალავს თეჰიონი და იმასაც ჩემი ეჭვები სიმართლეა თუ არა.
- რას აპირებ? - ინტერესით ჰკითხა იერიმ
- ყველაფერს ჩემებურად მივხედავ, უნდა ვისარგებლო იმით რომ ის აქ არაა, სანამ დრო მაქვს ქალბატონი კიმის საიდუმლოს ფარდას მე ავხდი. ამაში კი შენ დამეხმარები მეგობარო.
- თუ ეს იმ ძუკნას განადგურებას გულოსხმობ მე აქ ვარ - იერიმ ბოროტად ჩაიღიმა და მათი სხეულები ისევ ჩუმ უკუნს შეერწყა.

........      .

ტირილისგან და საკუთარი თავის ლანძღვისგან ღინემიხდილი ჯისუ  საძინებლის იატაკზე იჯდა და სივრცეში ერთ წერტილს დაუსრულებლად  აშტერდებოდა. უკვე დილის 4 საათი იყო გოგონას კი ძილი  არ ეკარებოდა. საკუთარ თავს კიცხავდა, საყვედურობდა მაგრამ მომხდარის შეცვლა არ შეეძლო. მისი ცხოვრება ახლა მთლიანად ნეხვშია.  ერთ მხარეს ჯონგუკი, ადამიანი რომელმაც ღიმილი თავიდან ასწავლა და ცხოვრებას დაუბრუნა მეორე მხარეს კი თეჰიონი, ჯანდაბა ეს კაცი თავს აკარგვინებს, ყველაზე ბნელ სურვილებს უღვიძებს , მაგრამ აგრძნობინებს რომ ცოცხალია. ჯეონი  მის მიმართ წრფელი და სუფთა გრძნობის მატარებელია. კიმი კი ბობოქარი ვნებისა და გიჟური სიყვარულის. ჯისუმ ღრმად ამოიოხრა, საკუთარ გულს  ალბათ მეათასედ ჰკითხა და ამდენჯერვე ერთი და იგივე პასუხი მიიღო. გულმაც და  სხეულმაც თეჰიონი აირჩია.  მხოლოდ გონება ეწინააღმდეგებოდა მათ თუმცა იმდენად უმწეოდ რომ ამას არანაირი შედეგის გამოღება არ შეეძლო. გოგონამ კიდევ ერთხელ ამოიოხრა და საწოლისკენ წალასლასდა. წინ მძიმე დღე ელოდა. მომავალი კვირები კი ამაზე მეტად რთული გადასალახი იქნებოდა ამას წინასწარ გრძნობდა. ჯისუ ლოგინზე ფრთხილად წამოწვა და ტირილისაგან დამძიმებული თვალები  მაგრად დახუჭა. მის თავზე საავდრი ღრუბლები იწყებდნენ მოგროვებას, გოგონას კი ძალა სჭირდებოდა რათა ამ ქარიშხლისთვის ღირსეულად გაეძლო.........

...................

- ბატონი თეჰიონი გონს მოვიდა, - მედდამ კიმ ჩანის კაბინეტის კარი ფრთხილად შეაღო და ახალი ამბავი ბოსს ამცნო, მამაკაცი მაშინვე სიხარულით წამოიჭრა ფეხზე და ძმისშვილისაკენ გაემართა. ღონემიხდილი თეჰიონი ჩუმად იწვა საწოლზე, ფაქტი იყო ჯერ კიდევ  დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა
- როგორ ხარ? - ჩანი ფრთხილად მიუახლოვდა ბიჭს და მის საწოლთან  ახლოს მდგარ  სკამზე ჩამოჯდა.
- უკეთაც ვყოფილვარ - ჩაიცინა მან თუმცა სახე ტკივილისგან მალევე შეეჭმუხნა.
- ზედმეტად ნუ მოძრაობ, საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანე, შეიძლება ითქვას საიქიოდან მობრუნდი. ახლა კარგად დასვენება გჭირდება - მსუბუქად დატუქსა ჩანმა
- ბიძია, ბევრი ხალხი დავკარგეთ? -
- არა, მხოლოდ რამდენიმე კაცი, სამწუხარო ისაა რომ ვანგი გაიქცა.
- ნუ ღელავ, ეგ ბებერი დიდხანს ვერ დაიმალება, ვიპოვი და ჩავაძაღლებ.. - წყნარად წარმოთქვა უმცროსმა
- ჯისუმ დარეკა - მოულოდნელად დაიწყო ჩანმა და თეჰიონმა გოგონას სახელის გაგონებაზე ფეხზე წამოდგომა დაიწყო
- მეგონა....არ მეგონა რომ ეს რეალურად მოხდა - ჩაიჩურჩულა ბიჭმა და სახეზე იდიოტის ღიმილი გადაეფინა.
- მოხდა, მოხდა. შენი გოგო სიკვდილამდე ნერვიულობდა შენს გამო, ნუ ღელავ ვესაუბრე და დავამშვიდე - ეშმაკურად ჩაიღიმა კაცმა, მგონი ახლა ჯობს თავად დაურეკო.
- თეჰიონს ბევრი არ უფიქრია მაშინვე ტელეფინს დასწვდა თუმცა ოთახში შემოსულმა მაღალმა ახალგაზრდამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.
- ბოდიში რომ ასე შემოგეჭერით, ბატონო, - მიმართა მან ჩანს- თქვენ მითხარით თუკი ჰარა რეზიდენციას დატოვებდა შეგვეტყობინებინა. ქალბატონი არსად ჩანდა და შევეჭვდი.  სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შევამოწმეთ და მან აქაურობა შუაღამისას დატოვა. დიდი ალბათობით ქვეყანაც.
- ჯანდბა - წამოიზახა ჩანმა და ფეხზე წამოხტა.
- რა მოხდა ბიძია? თეჰიონი წამოდგომას შეეცადა რაც გაჭირვებით გამოუვიდა კიდეც.
- ჯისუს დაურეკე, და უთხარი რომ ჰარას არ შეხვდეს
- რას გულისხმობ? რატომ უნდა შეხვდეს ჯისუ ჰარას და საერთოდ რა ხდება - გაოცებული თეჰიონი ისევ ტელეფონს დასწვდა.
- იმიტომ რომ ძილში შენს ერთადერთ სიყვარულს ეძახდი, იმ გოგომ კი ყვრლაფერი გაიგო - თვალები აატრიალა ჩანმა - საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის რომ კითხვები გაუჩნდეს, და თუ ადამიანების ცოტათი მაინც გამეგება რამე ის აუცილებლად მივა ჯისუსთან.
- ჯანდაბა - ამოიგმინა თეჰიონმა და სწრაფად  დარეკვა სცადა...

........................

ჯისუ ჩაფიქრებული ბოლთას სცემს კაბინეტში. ფიქრისგან თავი უსკდება, დარწმუნებულია თეჰიონი ჯერ არ გამოფხიზებულა, სხვა შემთხვევაში მომაბეზრებელი კიმი უკვე ათასჯერ დარეკავდა რათა გოგონასთვის ნერვები მოეშალა.  ამის გაფიქრება  ძლივს მოასწრო რომ ტელეფონის ხმა გაისმა
- ეშმაკზე ილაპარაკე და გამოჩნდებაო - კბილებში გამოცრა წყობიდან გამოსულმა და ზარს უპასუხა.
- გისმენ კიმ......
...........

თეჰიონს უნებური ღიმილი გამოესახა როცა მონატრებული ხმა გაიგო თუმცა მაშინვე რეალობა გაახსენდა და დასერიოზულდა
- ასე ფორმალურად რატომ მომმართავ პატარავ? თუმცა ახლა მაგის დრო არ არის, ჯისუ მისმინე  ჰარა სავარაუდოდ შენთან მოვა, არ დაელაპარაკო, უბრალოდ უკან გაუშვი.  ჩემს ჩაკოსვლამდე ეცადე თავი აარიდო....
- და რატომ უნდა მოვიქცე ასე? - მეორე მხარეს გოგონას პრეტენზიული ხმა გაისმა და კიმმა ღრმად ამოიოხრა. აშკარა იყო ჯისუს დაყოლიება გაუჭირდებოდა.
- მან გაიგო რომ შენ ჩემი სიყვარული ხარ - სრული სერიოზულობით განაცხადა თეჰიონმა
- რა სისულელეებს ბოდავ? რა სიყვარული თუ ღმერთი გწამს - კბილებში გამოცრა ჯისუმ, - წესიერად ამიხსენი რა ხდება.
- გიმეორებ, მან გაიგო რომ მიყვარხარ და აკის გამო შენს დაშავებას შეეცდება. რაც უნდა მოხდეს არ შეხვდე, და არც მარტო დარჩე. მე მალე.....
- რა ჯანდაბა გააკეთე იდიოტო? ახლა შენს გამო კრიმინალივით უმდა დავიმალო? ვერ მოგართვი - ჯისუს საუბარი მდივანმა შეაწყვეტინა რომელმაც ჰარას მოსვლა ამცნო. გოგონას სახეზე ცინიკური ღიმილი გამოესახა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა
- როგორც ჩანს შენი ძვირფასი საყვარელი აქ არის. ნახვამდის კიმ, მე და ქალბატონი ჩოი ცოტას ვიჭორავებთ. - ჯისუმ ტელეფონი გათიშა,  გაცოფებული თეჰიონი კი უშედეგოდ ცდილობდა ისევ დაკავშირებოდა მას.
- ჯანდაბა ეს გოგო, ჭკუიდან გადამიყვანს - ამოიგმინა უმცროსმა კიმმა და ისევ წამოდგომა სცადა
- ბუსანში უნდა დავბრუნდე, სასწრაფოდ სანამ არ დაგვიანებულა.
- ასე ვერ წახვა თეჰიონ, გუშინ ძალიან რთული ოპერაცია გაგიკეთდა. ჯერ ისევ სუსტად ხარ.
- ბიძია გამიგე, ახლა თუ არ წავალ შეიძლება სავალალო შედეგამდე მივიდე, ჯისუ საფრთხეშია. წარმოდგენაც არ მინდა ის ორი მანიაკი  რას უწყობენ.  მასთან უნდა ვიყო რომ დავიცვა.
- თავს გაუფრთხილდი, დამპირდი რომ აუცილებლად მიხვალ ექიმთან და თავს მოუვლი.
- ასეც ვიზამ, ახლა მიზანი მაქვს და მის გამო ვიბრძოლებ.....

..................


- თქვენი აქ ვიზიტი რას მივაწერო? - მოჩვენებითი ინტერესით იკითხა ჯისუმ და ჰარას თვალი თვალში გაუყარა.
- რამდენიმე საკითხი მინდოდა თქვენთან გამერკვია, მაინტერესებს იცნობდით თუ არა თეჰიონს ადრე, ოდესმე ერთმანეთს შეხვედრიხართ? - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ჩოიმ დაჟინებით დააკვირდა წინ მჯომს, თითქოს ცდილობდა ჯისუს სახეზე, მის თვალებში ტყუილი და სიმართლე ამოეცნო, თუმცა პასუხად გოგონამ მხოლოდ გულუბრყვილო გამომეტყველება მიიღო
- არა, მე და ბატონი კიმი ჩემი არანორმალური  ბიძაშვილის მეშვეობით შევხვდით, სწორედ მაშინ როცა აქ ჩამოხვედით. ადრე რომ შევხვედროდი დარწმუნებული ვარ მემახსოვრებოდა, მისი დავიწყება არც ისე იოლია ასე არაა? - ნიშნის მოგებით დაამტა ჯისუმ რამაც ჰარას გაღიზიანება გამოიწვია იმდენად  გააღიზიანა კიმის კომენტარმა რომ ფორმალობა საერთოდ გადაავიწყდა.
- რას გულისხმობ მაგაში?
- ნუთუ ძნელი მისახვედრია, ბატონი კიმი სიმპათიური მამაკაცია,  ვგულისხმობ, რომ შევხვედროდი აუცილებლად მემახსოვრებოდა. მისნაირებს ასე მარტივად არ ივიწყებენ. - ჯისუს სახე მაცდურმა ღიმილმა გაანათა, ჰარა კი ყოველ მის ჟესტს  უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა.
- საქმრო გყავს, ასე არ უნდა საუბრობდე- ამოისისინა მოუთმენლად.
- კარგი რა, პატიოსანი ქალის როლს ნუ თამაშობ. გადასარევად ხვდები რასაც ვგულისხმობ და საერთოდ ჯონგუკი რა შუაშია. საქმრო რომ მყავს ეს ჩემს  დაბრმავებას ნიშნავს? არამგონია. ახლა კი თუ სხვა საქმე არ გაქვს დამტოვე, მნიშვნელოვანი შეხვედრები მაქვს.
- ჯისუმ მოწყალე მზერით გადახედა ერთიანად გაფითრებულს და ოდნავ გაიღიმა.
- მხოლოდ ეს მეტი არაფერი, ახლა დაგტოვებ, - ჰარა სწრაფად წამოხტა თითქმის კართან მისულს კი გოგონას სიტყვები წამოეწია
- ეჭვიანობა საშინელი გრძნობაა ჩოი, ერთხელ თუკი დაგიმორჩილებს მერე მთელი ცხოვრების მანძილზე მოგიწევს მას
ემსახურო...... - ჰარამ კაბინეტი მაშინვე დატოვა და ზურგს უკან ლარი ხმაურიანად მოიჯახუნა ოთახიდან კი გარკვევით მოესმა სიცილის ხმა, ჩანდა ჯისუ მას მწარედ დასცინოდა
- იტყუება, ეს ძუკნა იტყუება, ვმახოთ მაშინაც თუ გექნება სიცილის ხასიათი როცა იარაღის ლულას საფეთქელზე მოგადებ......

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo