უკანასკნელი ჰანგი 🎼
- მამიკო არ გინდა ჩემზე სიმღერა დაწერო?- მაგიდაზე შემომჯდარი ჯიმინი ფეხებს ნელა აქანავებდა და იუნგის ხელს რომელიც მის ბარძაყზე დასრიალებდა თვალს აყოლებდა . იუნგიმ სათვალე მოიხსნა და ჯიმინს შეხედა. გაიღიმა და თვალი მოისრისა
- პატარავ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. როცა დავამთავრებ აუცილებლად დაგიწერ სიმღერას. თან მინდა რომ სიმღერის წერისას განსხვავებული გრძნობა მეუფლებოდეს. მინდა სიმღერა მაშინ დავწერო როცა ძალიან მოწყენილი ვიქნები....- ფანჯრისკენ გაიხედა
- მოწყენილი? - ტუჩები გამობზიკა ჯიმინმა- ანუ მოწყენილი.... მაშინ.... აღარ მიყვარხარ მინ იუნგი. დღეიდან შენი პატარა აღარ ვარ - წარბები შეჭმუხნა და თავი მაღლა ასწია
- რა სულელი ხარ- გაეღიმა იუნგის- ასე ადვილად ვერ მომაწყენ... მაგრამ ვიცი, დრო მოვა და მაგასაც მეტყვი
- ნუ სულელობ მამიკო - ენა გამოუყო - ახლა შენ მე გული მატკინე
- მოდი აქ შე სულელო - იუნგიმ წვრილ წელზე ხელები მოხვია ბიჭს და წამში მის კალთაში დაასვენა- როგორი სიმღერა გინდა რომ დაგიწერო?- მაგიდაზე ზურგით მიაყუდა და ლავიწებზე თითების სმას მოყვა
- მინდა იყოს ისეთი სულში ჩამწვდომი და ამაღელვებელი რომ ტირილი ვერ შევწყვიტო. მინდა რომ მარტო მე მეკუთვნოდეს ეს სიმღერა და სხვა არავის - გაიღიმა და თავის მარწყვის ტუჩები გაათამაშა. იუნგიმ თითები ბიჭის მკერდამდე ჩამოასრიალა და ნაზად ეამბორა
- იუნგი ყველაზე განსხვავებულ სიმღერას დაწერს თავის პატარასთვის - გაიღიმა და თითებს თვალი გააყოლა
- მიყვარხარ მამიკო- ჩაეხუტა ჯიმინი იუნგის და თვალებს მაგრა მოჭუტა
- შენთან ერთად ისეთი ბედნიერი ვარ ალბათ მუსიკის წერა წლობით გადაიდება- გაეცინა უფროსს
- იუნგიიი!!!- წამოარტყა ბიჭმა- მინდა სიმღერა
- კარგი კარგი კაპრიზიანო - ენა გამოუყო და გაიცინა
- მაგ ენას მოგაძრობ - წარბები შეკრა ჯიმინმა და მალე ორივეს სიცილი აუტყდა
~~~~~~~~
ჯიმინს შუა ღამეს გრილი ნიავი აღვიძებს და აცნობიერებს რომ მის გვერდით იუნგი არ წევს. საცვლისა და არც თუ ისე გრძელი მაისურის ამარა რომელიც ბარძაყებს ოდნავ უფარავდა იუნგის სამუშაო კაბინეტისაკენ წავიდა. თმა აბურდული ჰქონდა და თან გზად თვალებს ისრესდა. ნელა გადაჭრა ორი ოთახი და იუნგის კაბინეტის კარი შეხსნა. იუნგი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. გვერდით ღვინის ჭიქა და ბოთლი ედგა. ჯიმინი ფრთხილად შევიდა ოთახში და უფროსის სავარძელს მიუახლოვდა.
- მამიკო- დაიჩურჩულა თითქოს არ უნდა იუნგის გარდა ვინმეს მოესმინა მისი ლაპარაკი. ხელები იუნგის მხრებზე დააწყო და ნელნელა მკერდისკენ ჩაასრიალა. დაიკუზა და თავი ბიჭის ყელში ჩარგო- რატომ არ გძინავს?
- უბრალოდ ვერ მოვისვენე- თავი გაიმართლა იუნგიმ და თვალები დახუჭა- შენ რატომ ადექი?
- სიცივე ვიგრძენი და გამეღვიძა- თქვა პატარამ და ცხელი ტუჩები მამიკოს კისერს ნელა შეახო.იუნგის გაეღიმა და მოდუნდა. ჯიმინმა უფროს სველი კოცნა დაუტოვა კისერზე და ახლა მეორე ადგილას გადაინაცვლა. იუნგის ტუჩები ერთმანეთს დაშორდნენ და მალევე უხეში ხვნეშა ამოუშვეს . ჯიმინმა სავარძელს მოუარა და იუნგი კალთაში მოკალათდა
- იუნგი ძალიან დაძაბული ხარ- წინ გადაიხარა და იუნგის ყელზე კოცნების დატოვება განაგრძო. იუნგიმ მოკლე მაისურის ქვეშ ხელები შეასრიალა და ჯიმინის ტანის თითებით შესწავლაშ შეუდგა
- უბრალოდ დაღლილი ვარ პატარავ- თქვა იუნგიმ ძალიან ხმა დაბლა და თავი უკან გადააგდო. ჯიმინი სველ ტუჩებს იუნგის ყელზე დაასრიალებდა , კანს აჭერდა და მსუბუქად წოვდა
- საქმე სხვა რამეშია. რაღაც გჭირს- იუნგიმ ხელები ჯიმინის მკერდზე აასრიალა და ფერება დაუწყო .
- არაფერი არ მჭირს - გაეღიმა ბიჭს და ტუჩს უკბინა
- დარწმუნებული ხარ?- შეფერადებულ ადგილს ენა აუსვა ჯიმინმა და იუნგის სახე გაუსწორა - როცა რაღაც გტკივა მაშინ სვავ ალკოჰოლს იუნგი - ტუჩებზე თითები გადაუსვა და მალევე მათი დაგემოვნება დაიწყო. ალკოჰოლის გემო მალევე ჯიმინის ტუჩებს შეერია და იუნგისათვის უფრო მომაჯადოებელ კოცნად გარდაიქმნა . თუმცა იუნგიმ ნელა გასწია ჯიმინი თავის ტუჩებიდან და მაგიდას მიაყუდა
- ახლა არა- თავი დახარა ბიჭმა. ჯიმინი გაკვირვებული იყურებოდა. მთელი 10 თვის მანძილზე არც ერთხელ არ უნახავს ასეთი იუნგი.
- იუნგი... რა გჭირს - თავი ააწევინა ბიჭს. იუნგიმ ხელი ბოთლისკენ წაიღო და მუქი წითელი ღვინო ჭიქაში დაასხა.
- არა იუნგი- ხელი დაუჭირა ჯიმინმა - მითხარი რა გჭირს- მეორე ხელი სახეზე დაადო
- მტკივა- თქვა ბიჭმა და ჭიქა მაინც მიიტანა პირთან. სითხე ორგანიზმში გადაუშვა და ამოიგმინა.
- რა გტკივა- გაფართოებული თვალებით მიაჩერდა პატარა უფროსს და მისი გრძნობების ამოკითხვას შეეცადა
- გული...- თვალები მოჭუტა იუნგიმ - ცუდს მიგრძნობს - ამოთქვა ძლივს. ჯიმინმა ხელი იუნგის მკერდისკენ აასრიალა და გულის მხარეს მოუთათუნა
- მამიკო... არაფერი არ მოხდება. ნუ ღელავ - მკერდზე აკოცა
- ჯიმინ... გთხოვ მაპატიე ამ ბოლო დროს პრობლემებს თავზე რომ გახვევ- შეხედა
- იუნგი. მე ამისთვის ვარ რომ გაგიგო და შენ გვერდით ვიყო- ამაზე იუნგიმ ამოიხვნეშა და ჯიმინი გასწია
- დროა დასაძინებლად წახვიდე
- უშენოდ არ წავალ- უთხრა და ბოთლი ღრმად შესწია მაგიდაზე
- კარგი. წამოდი- ხელში აიყვანა ჯიმინი იუნგიმ და ოთახში გაიყვანა. საწოლზე ნელა დააწვინა და თვითონაც მიუწვა. ჯიმინი აეკრო იუნგის
- მიყვარხარ იუნგი
- ჰო... მეც...- თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა
~~~~~~~~~~~~
- ვინ არის ქუქი?- იკითხა იუნგიმ როცა მის კაბინეტში ჯიმინი შევიდა
- მეგობარია- ყავა დაუდგა წინ იუნგის
- ″საუკეთესო დრო გავატარეთ ერთად. მიყვარხარ ჰიონ. ჩემი ცხოვრება ხარ″- ტელეფონი ჯიმინისკენ მიატრალა და წერა განაგრძო
- მამიკო ეჭვიანობს?- იკითხა ბიჭმა და ყავა მოსვა
- რა წესია შენ თავს რომ ისაკუთრებს?- წერა განაგრძო
- იუნგი... მერე რა?
- არ მსიამოვნებს ჯიმინ.
- იუნგი.. მეგობარია
- ჰო მაგრამ მე ასე მეგობრები არ მეტმასნებიან - რაღაც წაშალა
- ის ძალიან საყვარელია.
- სანამ შევხვდებოდით მანამდე სხვისი შეყვარებული იყავი. ზედმეტად ახლოს ვიყავით ჯიმინ და ამის გამო დაშორდი შეყვარებულს... ქუქი შენ თავს წამართმევს..
- არ მენდობი. ისევ! ვიღაცის გამო რატომ მეჩხუბები
- მარტო ნდობა არ კმარა
- უნდა იკმარო!- იყვირა ჯიმინმა- დამღალე იუნგი
- მე გეუბნები!! შენ ის შეგიყვარდება!!
- რანაირად. მე შენ მიყვარხარ!!
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია - ადგა და კარი გაიჯახუნა.
- ისევ წავიდა...როგორც ყოველთვის- ჯიმინი ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. იუნგი მათ საყვარელ ადგილას წავიდა. მართალია არ უყვარს სიმაღლეები თუმცა ეს ადგილი ჯიმინმა შეაყვარა. ათ სართულიანი შენობის სახურავზე ავიდა. კიდეზე დაჯდა და ფეხები გარეთ გადაყო... იგრძნო... მაინც იგრძნო ეჭვიანობა... სიცივე და ნაკლები ყურადღება ბიჭისგან.... ბიჭისგან რომელიც სამუდამო ერთგულებას ჰპირდებოდა... და მაინც საშიში იყო ამ სიმაღლეზე ჯდომა. აქ მხოლოდ ჯიმინთან ერთად ამოდიოდა... ქვემოთ ჩაიხედა და გულის რევა მოაწვა. ძალიან მაღალია....ძალიან... თვალები დახუჭა და ხელი ხელზე მოიჭირა
- ჯანდა-ბა- აქედან წასვლა უნდოდა. თუმცა განძრევას აღარ აპირებდა.
- იუნგი- სახურავის კარგი გაიხსნა და იქიდან შეშინებული ჯიმინი ამოვარდა.- იუნგი.. აქ ვარ იუნგი- ხელები უკნიდან მაგრა მოხვია ბიჭს და კიდიდან მოშორებით გაათრია- აქ ვარ მამიკო - თმა უკან გადაუწია და გაფითრებულ სახეზე თითები გადაუსვა. ჯიმინი მოვიდა მაგრამ შვება მაინც ვერ იგრძნო იუნგიმ. ისევ აკანკალებდა- რატომ ამოხვედი აქ მარტო სულელო
- მე კარგად ვარ. ქუქისთან ჰო უნდა წასულიყავი. მიდი ნუ ცდები
-იუნგი მაბრაზებ- უთხრა ჯიმინმა წყენით
- ქუქი გელოდება - ხელი გააშვებინა
- იუნგი ასე ნუ იქცევი- ხელი მოკიდა
- როგორც საჭიროა ისე ვიქცევი- დაბლა ნელა ჩავიდა და სახლში დაბრუნდა
~~~~~~~~~~~~~
- სად იყავი ჯიმინ- შემოსასვლელ კარებში ახლად შემოსულ ჯიმინს იუნგიმ თვალი გააყოლა.
- მაპატიე... ცოტათი დამაგვიანდა- მიუახლოვდა ბიჭი.
- სულ ცოტათი. ღამის სამი საათია
- მაპატიე იუნგი- აუარა გვერდი დასააბაზანოში შევიდა. უკვე რამდენი ხანია ჯიმინი მას იუნგითი მიმართავს... აღარც იმას ეუბნება რომ უყვარს... ძირითად დროს გარეთ ატარებს. იუნგი თავის ოთახში გავიდა. პატარა ყუთიდან უბრალო ბეჭედი ამიღო და დიდხანს უყურა. შემდეგ ფანჯარა გააღო და მთელი ძალით ისროლა ქუჩაში
- იუნგი რა ქენი- ხალათში შემოსილი ჯიმინი მასთან ახლოს მივიდა- ეს რა არის- ქვემოთ დაგდებული ყუთი აიღო და გახსნა. ბეჭდის ადგილი ცარიელი იყო.
- ეს....- თავუ ვეღარ ასწია ჯიმინმა. იუნგი მისკენ არც შეტრიალებულა. ოთახიდან გავიდა და აივანზე წამოჯდა. სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. ჯიმინი იმდენად იყო გადართული სხვა საქმეებზე ვერც შენიშნა როდის დაიწყო იუნგიმ მოწევა. ბიჭს გაოგნებული უყურებდა. ახლა მიხვდა თავის შეცდომას... რამდენად დაშორდა იუნგის
~~~~~~~~~~
- იუნგი უნდა დავშორდეთ- ბარგი გამოათრია ჯიმინმა ოთახიდან. იუნგი გაოგნებული უყურებდა ბიჭს. ვერ იჯერებდა მის ნამოქმედარს.
-რა თქვი?რატომ?
- აღარ გიყვარვარ- თქვა ჯიმინმა ხმამაღლა და გარკვევით
- მეე? აღარ მიყვარხარ?.... - გაეცინა - ჯონკუკთან მიდიხარ ჰო?
- ეგ უკვე შენი საქმე აღარაა
-ის ისე ვერ შეგიყვარებს როგორც მე- ამ სიტყვებით გააცილა იუნგიმ მისი ერთადერთი სიყვარული სახლიდან . რამდენიმე საათი გაუნძრევლად იჯდა. ვერ იაზრებდა რა მოხდა მის თავს... მან ხომ ეს წინასწარ თქვა... იცოდა.... იცოდა... ადამიანს ახალი გრძნობები იყოლიებს და ძველს ავიწყებს. ეს ასეა.. იცოდა ეს იუნგიმ. ეგონა ამ ერთი წლის მანძილზე რომ მარტო აღარასოდეს იგრძნობოდა თავს. ახლა სწორედ ის დრო იყო როცა მუსიკა უნდა შეექმნა საყვარელი ადამიანზე....
იუნგი სამუშაო მაგიდასთან ერთი ბოთლი ღვინითა ჯდება. უმალ იყუდებს სასმელს და ნახევრად ცლის. შემდეგ კი წერა დაიწყო.
წერდა მთელი ღამე
წერდა საათობით
წერდა მთელი განცდით და ცრემლებით ნოტებს ჟღინთავდა...
~~~~~~~~~~~~~~~
2 თვის შემდეგ
ჯიმინი და ჯონკუკი მთავარ მოედანზე ხელჩაკიდებულები მისეირნებდნენ. ჯიმინი ფიქრებით სხვაგან იყო გართული მანამ სანამ დიდმა ეკრანმა არ მიიქცია მისი ყურადღება.
- ″მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ყოველ კვირეული ჩართვა ეთერში″- გაიღიმა ვიღაც კაცმა ეკრანიდან- ″ დღევანდელი ჩვენი სტუმარია ″უკანასკნელი ჰანგი″ს ავტორი მინ იუნგი ″- კამერა იუნგისკენ შეტრიალდა რომელმაც ხელი დაიქნია . ჯიმინი გაიყინა. თვალზე ცრემლი მოადგა
- როგორ გახდა...
-″ გამარჯობა!
- ბატონო მინ თქვენს ამ სიმღერასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ″- თქვა კაცმა
″-დიახ გისმენთ
- როგორც ვიცი ამ სიმღერის შექმნაზე ერთი თვე იმუშავეთ. რამ დაუდი საფუძველი ამ სიმღერას შესაქმნელად?
-ამმ... ამ სიმღერას ააქვს თავის ისტორია. ერთ ჩემთვის საყვარელ ადამიანს უნდოდა რომ მისთვის სიმღერა შემექმნა... მე კი ეს მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ შევძელი. ასე რომ ვთქვათ მისი სიყვარული უდევს საფუძვლად ამ სიმღერას
- რამდენად ძვირფასია ეს ადამიანი თქვენთვის?- იუნგიმ თავი დახარა და გაწითლდა
- მისთვის შემეძლო მთელი არსება მიეძღვნა... თუმცა...
- თუმცა?- ჩაეძია კაცი
- თუმცა ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს
- ახლა იგი სად არის?
- არ ვიცი. ახლა მასთან კონტაქტი აღარ მაქვს
- ″უკანასკნელ ჰანგს ″ ვინ ასრულებს?
- მე მინდოდა ეს თავად მას შეესრულებინა ვისაც მივუძღვენი თუმცა მას კიმ თეჰიონი ასრულებს.
- თქვენი მეგობარია?
- დიახ... თითქმის ერთადერთი მეგობარი
- და რატომ ჰქვია სიმღერას ″უკანასკნელი ჰანგი″?
- ამმ.. მოდით ეს საიდუმლოდ დავტოვოთ″ - მძიმედ გაიღიმა ბიჭმა. ჯიმინმა მის თვალებში დიდი ტკივილი ამოიკითხა.... ტკივილი რომელიც უსაზღვრო იყო...
- ″ ახლა კი მოვისმინოთ ″უკანასკნელი ჰანგი″ კიმ თეჰიონის შესრულებულით. თქვენი კი მინ იუნგი მადლობა მობრძანებისთვის. ნახვამდის
- მშვიდობით″ - სევდიანი ღიმილი მიაპყრო იუნგიმ კამერას და მალე მოედანზე ნელი და სულში ღრმად ჩამწვდომი მუსიკა გაისმა. ჯიმინი მუხლებზე დაეცა და ცრემლებით თვალები აევსო. შემდეგ კი ერთი მეორეს მიყოლებით ლოყაზე ჩამოგორდა
- ″მინდა იყოს ისეთი სულში ჩამწვდომი და ამაღელვებელი რომ ტირილი ვერ შევწყვიტო. მინდა რომ მარტო მე მეკუთვნოდეს ეს სიმღერა და სხვა არავის ″ - გაიმაორა ჯიმინმა თავის ნათქვამი და გული ნაფლეთებად ექცა... ეს...ეზ ზუსტად ის იყო რასაც ჯიმინი ითხოვდა იუნგისგან... ყველაზე განსაკუთრებით მუსიკა. ჯიმინმა თავი ასფალტზე დადო და ხმამაღლა ტირილს მოყვა
რა გააკეთა!
როგორ ატკინა მას!
რა ნაბიჭვარია!
რანაირად გაცვალა სხვაში.....
უკანასკნელი ჰანგი....
მშვიდობით....
-იუნგი...- წამოვარდა ჯიმინი და გაშეშებული ჯონკუკი იქვე მიატოვა - იუნგი რას აპირებ- სირბილით გადაჭრა ქუჩა და სასწრაფოდ მათ საერთო ადგილას გაემართა...
- იუნგი..... მიყვარხარ იუნგი...-მირბოდა მთელი ძალით . მალე მაღალ შენობას მივარდა და კიბეებზე სწრაფად დაიწყო არბენა.
ძალა გამოელია
მაგრამ მაინც მიიწევს წინ
მერვე სართულზე ფეხი დაუსრიალდა და სახე დაარტყა. ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა თუმცა არ მიაქცია ყურადღება და ბოლო სართულზე ავარდა. კარები შეხსნა და დაინახა როგორ იდგა იუნგი კიდეზე.ზურგით სივრცისკენ. ჯიმინის დანახვისას გაეღიმა. თვალები დახუჭა და მეათე სართულიდან სივრცეში გადაეშვა
- არააააა!- იღრიალა ჯიმინმა და იქვე ჩაიკეცა. ბოლო ხმაზე ღრიალს მოყვა და ხელებს ბეტონზე ურტყავდა- იუნგიიი!!! არააა!!- ხმა თითქმის სულ ჩაუწუდა. აკანკალებული პირველი სართულისკენ დაეშვა და ძირს უგონოდ მწოლიარე გვამს შეეჩეხა
- იუნგი- მივარდა და უგონო სხეულს სახეზე თითების სმა დაუწყო- მ-მამიკო გაიღვიძე- ცრემლებს თავისდა უნებურად უშვებდა იუნგის სახეზე - მოვედი იუნგი- ხელები მოკიდა...- მოვედი- ტანსაცმელი მომუჭა და მოქაჩა- ადექი გთხოვ იუნგიიი- იღრიაალა ისე თითქოს ვინმეს რამეს გააგონებდა- მიყვარხარ იუნგიიიი!!!- იყვირა ხმის დაკარგვამდე და თავი უფროსის ყელში დამალა თითქოს ამ სიტყვებით რამეს მაინც შეცვლიდა......
დასასრული
----------------------------------------
ვოუთები და კომენტარები არ დავივიწყოთ 😊😊😊😊😊 მიყვარხართ💛💛💛💛
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro