სულების გაცვლა
- საყვარელი ადამიანის გამო მოკვდები - ეუბნება ქალი მცირე წლოვან იუნგის და ჭრილობებს გაცხელებული ნემსით უკერავს . იუნგის ნაჭრები აქვს პირში შეტენილი და ნემსის კანში შესვლისას კბილებს ერთმანეთს აჭერს. თვალებიდან ცრემლები ასხავა და მთელი ძალით უნდა მოითმინოს ტკივილი მაგრამ არ გამოსდის
-ეგ... როგ-ორ.... - ამოთქვა და თავი საწოლს დააჭირა. საბოლოო ნემსის შესვლა და ქალმა ძაფი გაწყვიტა
- დავამთავრეთ. ექვსი ნაკერი ჩემო ბიჭო- წამოწია დედაბერმა - რამდენი წლის ხარ?
- 10ის- უთხრა ამარად და ცრემლები მოიშორა.
- შენ საყვარელი ადამიანისთვის სიცოცხლეს დათმობ
- არ ვიზამ მაგას - თავი გაიქნია ბიჭმა
- ნახავ დიდო ბიჭო. ნახავ
მინ იუნგი კორეის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად რომელსაც ვერ იტანდა. ხშირად გამორბოდა სახლიდან და ტყეში ან ხრამის პირას იმალებოდა რათა არ ეპოვათ თუმცა ყოველ ჯერზე მას სახლში აბრუნებდნენ. ერთ გამოქცევაზე როცა იგი თავის სიყვარულზე ფიქრობდა ფეხი დაუსრიალდა და პირდაპირ ხრამში ჩაცურდა. უგონოდ ხრამის ბოლოს ერთმა წინასწარმეტყველ/ჯადოქარმა იპოვა და მომაკვდავი სახლში წაიყვანა. მაგრამ იგრძნო შეხებისთანავე რაღაც ძლიერი მუხტი რამაც წინასწარმეტყველების საშუალება მისცა.
- არ გინდა დარჩე ჩემთან? ჯადოქრობას გასწავლი- გაუღიმა დედაბერმა
-მართლა მასწავლით?- პირი დააღო იუნგიმ- კი მაგრამ გამომივა?
- გამოგივა ბიჭო გამოგივა- გაამხნევა და ისევ გაუღიმა.
საბოლოოდ დედაბერმა დაიტოვა იუნგი და ყველა ის ჯადოქრობა ასწავლა რომელიც თვითონ იცოდა. როცა ბიჭი 15 ის გახდა მასთან ერთად ატარებდა რიტუალებს. ხოლო როცა 20 ის გახდა იუნგის ანდობდა მთლიანად საქმის წარმართვას.
- ბებია დღეს დავიღალე - გასძახა იუნგიმ საღამოს დედაბერს როცა ბოლო კლიენრი გაუშვა სულების გამოძახების შემდეგ
-როგორც გინდა საყვარელო - უპასუხა ბებომ და თბილი რძე გამოუტანა . იუნგიმ ფანჯარაში დაიწყო ყურება და თეთრი, ჯერ კიდევ გაუტკეპნელი თოვლი მოათვალიერა. პლედი მოიხვია და თავი ფანჯარას მიაყრდნო. მალე დაინახა დაბურული ტყიდან როგორ გამოვიდა ვიღაც ბიჭი. მობუზულიყო და ფართო თვალებით დაიწყო არემარეს თვალიერება. ტუჩები წინ გამობზეკოდა და ერთმანეთს დაეშორებინა. ხელებს ტანს მოხვია და სახლისკენ გამოიქცა
- ბებო გვიანი სტუმარი გვყავს. ოღონდ მე ჩემ საწოლში არ ვაძინეეებ!- იყვირა იუნგიმ და ინტერესით დაელოდა ახალ სტუმარს. რძე გვერდით დადგა. მალევე გაიგო კარის ხმა რომელსაც ბურტყუნი მოყვა. შემდეგ იატაკის ჭრაჭუნი და ოთახში პატარა მობუზულო სხეული შემოვიდა
- გ-გამარჯობა - თქვა თვალებ გაფართოებულმა და კედელს აეკრა
- გამარჯობა. - დააკვირდა უცნაურად ბიჭს- რა გქვია?
- ჯიმი-ნი- თქვა შეშინებულმა. იუნგიმ ოთახში მიმოიხედა და შემდეგ ისევ ბიჭს შეხედა.
- რა მოხდა რა შეშინებული იყურები
- მე...
- მოდი დაჯექი- თავით საწოლზე ანიშნა იუნგიმ. ჯიმინი ფრთხილად წამოვიდა ბიჭისკენ და გვერდით მიუჯდა. თითები გაიტკაცუნა რამაც იუნგის ყურადღება მიიქცია და ბიჭის თითებს დააკვირდა. შემდეგ მარცხენა ხელი აიღო და შეათვალიერა. თვალები გაუფართოვდა
- ჯიმინ?- შეხედა ბიჭმა- მართლა შენ ხარ?- ჯიმინმა თავი დაუქნია. - მე იუნგი ვარ- ჯიმინს მისივე თითი ანახა- არ გახსოვს ეს შრამი რატომ გაქ?
- ვიღაცამ გამიჭრა...
- როცა ფუტკარმა გიკბინა- გაუღიმა იუნგიმ
- მოიცა შენ იყავი?- მოუტრიალდა ბიჭი- ააიიშ.. გამახსენდა ჰიონ- გაუღიმა - მაგრამ მერე სად დაიკარგე... მთელი სოფელი შენ გეძებდა
- კიდევ კარგი ვერ მიპოვეს- თქვა ბიჭმა და ფანჯარაში გაიხედა
- დედაშენი ძალიან ღელავდა
- მე ის აღარ მაინტერესებს...
- კი მაგრამ რა მოგივიდა- იკითხა ბიჭმა
- რა და.. ხრამში ჩავვარდი. მომაკვდავი ბებიაქალმა მიპოვა და აქ წამომიყვანა. იმის მერე აქ ვარ.- ჯიმინმა იუნგის ყელზე შრამი დაინახა და პლედი გადასწია. თვალებს გაფართოებული უყურებდა შრამს. იუნგი მოიტრიალდა და მაისური ზურგზე აიწია. 5 დიდი შრამი მკვეთრად ეტყობოდა კანს. ჯიმინი შრამებს ფრთხილად შეეხო და თითები ნელა ჩაასრიალა ქვემოთკენ. იუნგის ტაომ დააყარა
- საოცარია რომ გადარჩი- ამოიბურტყუნა ჯიმინმა
- ალბათ - ბიჭი მოტრიალდა და ჯიმინის ხელები ხელებში მოიქცია - გაყინული გაქვს. მოდი- ხელით პლედი გაშალა და ჯიმინი იუნგის გვერდით პლედში შეძვრა
- აიღე მე არ დამილევია. ჯერ კიდევ თბილია- ტუჩებთან მიუტანა და ხელში დააჭერინა. ჯიმინმა ნელა მოსვა სითხე
- საერთოდ არ შეცვლილხარ- გაეღიმა უფროსს
- მაინც რას გულისხმობ?- ახედა ჯიმინმა
- ისევ ისეთი თვალები... ცხვირი... ტუჩები- ტუჩებზე მიაშტერდა და ტუჩის კუთხე გაილოკა. ჯიმინმა გაიცინა და ისევ რძე მოსვა. იუნგი ჯიმინის მუქ თმას დააკვირდა და რამდენიმე წამით მასში ცხვირი დამალა.
ძველმა გრძბობებმა გაიღვიძეს...
ოთახში ბაბია შემოვიდა ნამცხვრებით ხელში
- ოჰ.. მოგისწრიათ გაცნობა- გაეღიმა ქალს. თუმცა როგორც კი იუნგუს რეაქციას დააკვირდა გაფითრდა. თვალები დახუჭა და თავი დახარა. შემდეგ კი ოთახიდან გავიდა
- აქ როგორ მოხვდი?- კითხა იუნგიმ ბიჭს- დაიკარგე?
- არა... აქ სულის გასაცვლელად მოვედი- თავი დახარა ჯიმინმა. იუნგის ერთიანად დასცხა. ამ წამს ჯიმინუსგან კატასტროფა მოისმინა რომლის მოსმენასაც მეორედ აღარ ისურვებდა...
- რა თქვი?- გაყინული სახით ჰკითხა- რატომ?
- მოგიყვები... მე რომ 15 წლის
ვიყავი მშობლებს შვილი ეყოლათ. ჯონინი დაარქვეს. მახსოვს პირველად რომ ავიყვანე ხელში როგორი საყვარელი და უმანკო იყო. საკუთარი ხელებით გავზარდე. ყოველ დღე ვაჭმევდი, ვათამაშებდი, ვაძინებდი, ყველაფერს ვაკეთებდი რომ კარგი ბავშვობა ჰქონოდა. მახსოვს პირველი სიტყვები რომ თქვა ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მისი მშობელი ვიყავი. როცა წამოიზარდა მითხრა რომ იგი სამაგალითო ბავშვი იქნებოდა და მსოფლიოს შეცვლიდა. ყველაფერს კარგად ისწავლიდა და მასახელებდა. მაშინ უზომოდ ბედნიერი ვიყავი.. - ჯიმინმა მოყოლა შეწყვიტა და ცრემლები გადაყლაპა - მაგრამ.... 1 თვის წინ სათამაშოდ გავუშვი. წასვლის წინ ჩამეხუტა და მითხრა რომ ძალიან ვუყვარდი. მე კი ასე უბრალოდ გავუშვი. იმ სარამოს სოფელში ცნობა მოიტანეს რომ სატვირთომ ბავშვი გაიტანა... ეს ბავშვი ჯონინი აღმოჩნდა... არა და სულ 7 წლის იყო- ცრემლები გადმოუშვა - 7 წლის ანგელოზი... უმანკო... ჯანდაბა - თავი წინ გადასწია და მუხლებში ჩარგო. ქვითინს მოყვა. იუნგიმ უკნიდან მოხვია ხელები ჯიმინს. წამოსწია და მიიხუტა. პლედი შემოაფარა და თმაში თითები შეუსრიალა
- დაწყნარდი ჯიმინ- თავზე აკოცა... ჯერ არ გაიზარდა... ჯერ ისევ პატარა ბავშვია თვითონ ჯიმინი. უნაკლო... ანგელოზი...
- მე ის ვერ დავი-ცავი- ქვითინებდა ხმამაღლა და იუნგის მაისურს ებღაუჭებოდა
- დაწყნარდი ჯიმინ გთხოვ- თმაზე ხელს ნელა უსმევდა- რძე ბოლომდე დალიე და დავიძინოთ - გაუღიმა. ჯიმინმა რძე მოიყუდა და ბოლომდე დალია. რძემ ულვაშები დაუტოვა კვალად ტუჩის ზემოთ. იუნგის გაეღიმა. ბიჭს თითით მოაშორა კკვალი და გაილოკა. ბალიში გაასწორა და ჯიმინი ნელა მიაწვინა . გვერდით მიუწვა და თმაზე ფერება განაგრძო
- დაისვენე.ხვალ განვაგრძოთ ლაპარაკი- შუბლზე აკოცა
- ძილინებისა ჰიონ- ცრემლები მოაშორა იუნგიმ და ლოყაზე ნაზად აუსვა თითები. ჯიმინს მალევე მიეძინა. იუნგიმ დიდხანს უყურა ბიჭის გამობზეკილ ტუჩებს და შემდეგ წამოდგა. ჩუმად გავიდა იქით ოთახში და ბებოსთან მივიდა
- ბებია- დედაბერი მოტრიალდა
- გისმენ შვილო
- ჯიმინი ჩემი ბავშვობის მეგობარია... ახლა კი ვერ წარმოიდგენ რისთვის მოვიდა- დედაბერი ჩუმად უსმენდა ბიჭს
- სულის გაცვლა მინდაო... არ ფიქრობ რომ ძალიან პატარაა სულების გაცვლისთვის?- მიაშტერდა ბიჭს
- ნუ გადაყვები მას იუნგი! თუ კლიენტს უნდა სულების გაცვლა უნდა შეუსრულო კიდეც - ქალმა ტანსაცმელი დაკეცა
- მაგრამ ისს ხომ ჯერ 21 წლისაა
- თუ შენ არ შეგიძლია ამას მე გავაკეთებ.
- არა.. უნდა გადავაფიქრებინო!- ოთახში დაბრუნდა და ნელა მიუწვა ჯიმინს. ბიჭმა იგრძნო იუნგის სხეული და ხელები მოხვია მას. ტანზე აეკრო და ძილი განაგრძო. იუნგიმ თვალები დახუჭა... 10 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ჯიმინი ნახა. და მისდამი გრძნობა მაინც მთელი ძალით უბურღავდა გულს.
ვერ შეძლებს ამას.
ვერ გაუშვებს ჯიმინს სულების სამყაროში
....
დილით გაღვიძებულ ჯიმინს იუნგის თვალები ეფეთება წინ რომელიც მის სახეს ათვალიერებენ და ტუჩებს აკვირდებიან. ჯიმინს ეღიმება და ამთქნარებს
- დილა მშვიდობის ჰიონ- წამოიწია და აბურძგნული წმა გაისწორა თუმცა მალევე უკან, საბანში შეძვრა - ეიჰ ყინავს- თბილ სხეულს აეკრო და თვალები მილულა
- გამატარე ღუმელს ავანთებ - იუნგიმ ნელა მოიშორა სხეული და საჭმელი მიაწოდა ლანგრით. შემდეგ კი ღუმელი აანთო და ბიჭს დააკვირდა
- არ გინდა ვინმე ისეთი მოძებნო ვისაც ძალიან ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩა? ოღონდ არა მოხუცი... და იმან გაცვალოს სული?
- ჰიონ... ამასს უცხო ადამიანის გამო არავინ იზამს. ყველასთვის ძალიან ძვირფასია თითოეული წამი- ჭამა განაგრძო
- მოდი თავიდან აგიხსნი რა არის სულების გაცვლა - ბიჭი ჩამოჯდა საწოლზე- მოკლედ. სულების გაცვლა გულისხმობს სააქაო და საიქიო ბინადრების გაცვლას. ერთ ცოცხალს შეუძლია გამოიხსნას და დააბრუნოს ამ ქვეყნად ერთი სული საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ. ეს მაშინაა შესაძლებელი თუ სულს რომელიც უნდა მოვაბრუნოთ არ აქვს ჩადენილი მძიმე ცოდვები... ანუ არ მოუკლავს კაცი- შეხედა- შენი ძმა ამ მხრივ წმინდაა?
- იუნგი ჰიონ- თვალები აუწყლიანდა- სულ რაღაც 7 წლის იყო...
- კარგი... ადამიანი რომელიც სულს გამოითხოვებს არ უნდა იყოს მოხუცი. ანუ არ უნდა ჰქონოდეს სიკვდილი მოახლოებული
- ჰიონ მე ჰომ შემეძლება სულის გაცვლა?- იკითხა ბიჭმა
- კი ჯიმინ... შეგეძლება - სინანულით თქვა იუნგიმ - მაგრამ იქნებ ასე იყო საჭირო ჯიმინ... იქნებ იქ უკეთესადაა
- მას ჯერ კიდევ უნდა ეარსება .. ამიტომ ამაში მე დავეხმარები- გაუღიმა ბიჭმა
- მისი პირადი ნივთი დაგვჭირდება
- ეს?- გულის ჯიბიდან პატარა სათამაშო გამოაძვრინა და იუნგის მიაწოდა
- კი.. კარგია - მაგიდაზე მოათავსა - სადაა დაკრძალული.. იქ უნდა მივიდეთ.
- კარგი.. მივიდეთ
- როდის გინდა ამ ყველაფრის გაკეთება?
-ხვალ მისი დაბადების დღეა... მინდა დღესვე მოვაგვაროთ ყველაფერი... და გთხოვ როცა აღარ ვიქნები მშობლებთან მშვიდობით მიიყვანე... და კიდევ უთხარი რომ ძალიან მიყვარდა - თვალები ცრემლებით აევსო
- ვეტყვი ჯიმინ... ვეტყვი- წამოდგა და ბებიასთან გავიდა. ქალი მის დანახვაზე ატირდა და იუნგის თვალი აარიდა. ბიჭი უსიტყვოდ ჩაეხუტა. ქალმა ქვითინი მორთო
- მიყვარხარ ბებია - გაეღიმა იუნგის და ქალს შუბლზე აკოცა. რიტუალისათვის ნივთები აიღო და ჯიმინთან დაბრუნდა.
- წავედით ჯიმინ- უთხრა და ჩანთა მოიკიდა. ბიჭი ბებიას გამოემშვიდობა და ორივენი გზას დგნდგნენ
- ძალიან ლამაზი თოვლია - ფეხით ყრიდა თოვლს ჯიმინი და თან იღიმოდა
- ჯიმინ....
- გისმენ ჰიონ- შეხედა
- რაღაც უნდა გითხრა - მზერა აარიდა
- გისმენ
- არ ვიცი ამჩნევდი თუ არა მაგრამ... ბავშვობიდან მიყვადი- ჯიმინი წამოწითლდა
- ვიცი ჰიონ - თავი დახარა...
- ჰო... მინდოდა გცოდნოდა - სხვა მხარეს გაიხედა. ჯიმინი იუნგის წინ გაჩერდა . იუნგისკენ აიწია და ნაზად აკოცა ბიჭის ტუჩებს. იუნგი გაკვირვებული იყურებოდა თუმცა შემდეგ აყვა კოცნაში და თვალები დახუჭა. თეთრ ფონზე მათი ზღაპრული კოცნა მოულოდნელად წამოსულმა ფიფქებმა უფრო ზღაპრული გახადა. ჯიმინი ნელა გაიწია უკან და ბიჭს თვალებში შეხედა. შემდეგ სხვა მხარეს გაიხედა და გზა განაგრძო.
- მოვედით- უთხრა ჯიმინმა როცა ერთ ბნელ გამოქვაბულში შედგეს ფეხი
- კარგი - დაბლა დაჯდა იუნგი და ცეცხლი აანთო. - როცა ამ სათამაშოს ცეცხლში დავწვავ გავითიშებით. შემდეგ მმოხდება სულების გაცვლა. და მე და შენი ძმა გავიღვიძებთ... შენ კი..
- ვიცი ჰიონ- გვერდით დაუჯდა და მიეხუტა. - არ დამივიწყო კარგი?
- ვერანაირად ჯიმინ- გაუღიმა და ხელები მოხვია. ბიჭი აიწია და მოწყვეტით აკოცა იუნგი. შემდეგ კი გვერდით გადაიწია. იუნგიმ ათასნაირი უცნაური რამ გადაუშვა ცეცხლში და შემდეგ ხელის გული დანით გადაიჭრა. სისხლი შეერია თუარა ცეცხლი ჰაერში ავარდა. იუნგიმ შელოცვა დაიწყო. ჯიმინი მის მოძრაობებს აკვირდებოდა. გაუკვირდა რატომ გაიჭრა იუნგიმ ხელი. ნერვიულად მოჰყვა ტუჩების კვნეტას.
- მზად ხარ?- იკითხა იუნგიმ და სათამაშოს ხელი მოუჭირა
- მზად ვარ - გაეღიმა ჯიმინს და თვალები დახუჭა. სათამაშო დაიწვა და მალევე ორივე გაითიშა
............
- ჰიონ... ჰიონ...- ჯიმინს წვრილი ხმა აფხიზლებს. თვალებს მძიმედ ახელს და ხედავს მის პატარა ძმას რომელიც ზედ აზიზ
- ჯონინ- მაგრად მიიხუტა ჯიმინმა ბიჭი და ცრემლები წასკდა. - მომენატრე ტკიპავ- ბიჭი ტანზე მიიკრა და მისი სურნელი შეისუნთქა.. შემდეგ კი თავი ასწია
-კ-კი მაგრამ...- ბიჭი კანკალით გვერდით გადასვა და იუნგის სხეულთან გაბობღდა- იუნგი - ჩახლეჩილი ხმით დაიყწო ძახილი - იუნგი ჰიონ- ხელები სახეზე მოკიდა. ბიჭი ისეთი თბილი აღარ იყო როგორც უწინ... ნელნელა მისი სხეული ცივდებოდა
- იუნგი- გაიღიმა და თან ცრემლები გადმოუშვა. თავი მკერდზე დაადო და აქვითინდა- მადლობა იუნგი ჰიონ... - ტირილს უმატა - მიყ-ვარხარ!!!
დასასრული
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro