Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

დასასრული

ჯისუ უკვე 10 წუთია კაბინეტის კართან დგას და შესვლას ვერ ბედავს. არ იცის ახსნა საიდან დაიწყოს, იცის რაც ჩაიდინა უპატიებელია.
-  კიდევ დიდხანს იდგები მანდ თუ შემოხვალ? - გაისმა სასიამოვნო ბარიტონი რამაც წამით შეაცბუნა ისედაც დაბნეული გოგონა, თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში და კარი თამამად შეაღო.
- შეფ, გექნებათ  რამდენიმე წუთი, მინდა ერთი საკითხი განვიხილო თქვენთან.
- რათქმაუნდა, მე ყოველთვის მაქვს დრო ჩემი ყველაზე პატარა სპეცაგენტისათვის - გაიღიმა აარონმა


- რა ხდება ჯისუ? რაც აქ დაბრუნდი ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს. ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა. ეს შენს კორეულ ვოიაჟს ეხება, ხომ ასეა.
- ნამდვილად ასეა ჰაჩ,  მე კორეაში ძალიან ცუდი რამ გავაკეთე ... - ამოიოხრა ჯისუმ და თავი ჩახარა.

......

- თეჰიონ - კაბინეტში  ქოშინით შევარდა გუკი და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა - ვიპოვე.
- სად არის, კარგადაა, ესაუბრე? - მიაყარა კითხვები მის წინ მჯდომს
- დამშვიდდი ძმაო. კარგადაა
როგორც ველოდით ამერიკაშია. ვაშინგტონში. სამსახურში დაბრუნდა.
- როგორაა?
- კარგადაა პრაქტიკულად, ახლახანს კიდევ ერთი საქმე გახსნეს. როცა ჩავედი, მე..
- გუკ ამოღერღე რა გჭირს? რა მოხდა.
- მოკლედ როცა იქ ჩავედი და დავინახე მინდოდა გამოვლაპარაკებოდი, თან არცისე კარგად გამოიყურებოდა
- რატომ, რა სჭირს ჯისუს.
- დამამთავრებინე, ისედაც ძლივს ვუყრი თავს აზრებს. უკან გავყევი, დავინახე როგორ შევიდა საავადმყოფოში. აღმოჩნდა რომ გენეკოლოგთან ჰქონდა ვიზიტი.
- რას მეუბნები ჯონგუკ არ მითხრა...
- კი თეჰიონ, ირსულადაა. ჯისუ თითქმის ორი თვის ორსულია. - მიაყარა გუკმა და ამოისუნთქა. თეჰიონი  მომენტალურად გაშეშდა ამ ახალი ინფორმაციისგან. მოულოდნელად კი მისი თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა. უაზრო ღიმილით მიაშტერდა სივრცეს. - ჰეი გესმის ჩემი ხმა?
- მე მამა გავხდები გუკ გესმის? მამა უნდა ვიყო. ჩემი პატარა შვილს გამიჩენს. ჩემი პატარები ღმერთო. - უაზროდ ბუტბუტებდა თაე თუმცა უცებ დასერიოზულდა. - რატომ არ მითხრა? ნუთუ უნდა ბავშვი ჩემგან დამალოს. ან რა დროს მისი მუშაობაა. ჯონგუკ სასწრაფოდ მასთან უნდა წავიდე. უთხარი რომ ჩემი კერძო თვითმფრინავი მოამზადონ. ჯისუს კოორდინატები მომწერე. - მოიცა, ერთი წუთით.  ჯანდაბა, არასოდეს მისმენს. იმედია სწორად მოვიქეცი რომ ვუთხარი.

.......

- ასე იყო ჰაჩ, მაპატიე აქამდე უნდა მეთქვა.  უფლება არ მქონდა ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი გადამედგა, მით უფრო ჩემი სტატუსით. მე ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენე, მათ შორის ჩვენი გუნდის მუშაობაც. ვინმეს რომ გაეგო, ღმერთო ამის წარმოდგენაც არ მინდა.

- ღმერთო, არც კი ვიცი რა გითხრა, არ მჯერა რომ ასე მოკლე ხანში ამდენი რამ მოხდა. როგორ გაართვი ყველაფერს თავი, ძალიან ყოჩაღი ხარ.

- ბოსს, როგორ არ მიბრაზდები? მზად ვარ სასჯელი მივიღო.

- არა ჯისუ, როცა ფოიეტმა ჩემი ცოლი მოკლა, გახსოვს როგორ მოვიქეცი? ალბათ ახლა ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ვიცი რასაც გრნობ და როგორც აარონ ჰატჩნერი ვამართლებ შენს ქმედებას, მაგრამ როგორც შენი უფროსი.... სჯობს ამას პიროვულად შევხედო.

- არის კიდევ ერთ რამ, რაც არ მითქვამს. ორსულად ვარ.

- რა? ეს ხომ შესანიშნავია, მაგრამ კიმ ჯისუ რატომ ადრე არ მითხარი, შენ ისეთ საშიშ დავალებაზე იყავი, რამე რომ მომხდარიყო.

- მაშინ არც მე ვიყავი დარწმუნებული, ახლა ვარ. უბრალოდ უნდა გცოდნოდა.

- მამამ იცის?

ჯერ არა, რამდენიმე დღეში ვგეგმავ კორეაში ჩასვლას რათა დაველაპარაკო ამ თემაზე, იმსახურებს რომ იცოდეს. 

- რათქმაუნდა. ჩემი იმედი გქონდეს, რამე გჭირდება?

- ახალი საქმე - გაეკრიჭა ჯისუ.

- არც იფიქრო, ახლა შენი გადაღლა არ შეიძლება. ამიერიდან შენ მხოლოდ ფსიქოლოგის რანგში ჩაერთვები საქმეს. 

- კარგი რა,..

- პროტესტი არ მიიღება, თორემ იძულებული ვიქნები იძულებით შვებულებაში გაგიშვა.

- კარგით სერ, ახლა წავალ. 

ჯისუ ძალიან კარგ ხასიათზე იყო, არ ელოდა რომ ასე მარტივად გამოძვრებოდა თითქოს უზარმაზარი ლოდი მოიხსნა, ახლა მხოლოდ ერთი საკითხიღა იყო მოსაგვარებელი. თეჰიონს უნდა დალაპარაკებოდა ბავშვზე. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა და ეს ანერვიულებდა ყველაზე მეტად. სახლში შესული საწოლზე დაემხო, მომავალზე ჩაფიქრდა, მოულოდნელად სიმშვიდე კარის ხმამ დაუფრთხო, ძლივს მილასლასდა კართან გამოაღო და ნანახმა ნამდვილად ჩააგდო შოკში. კართან თეჰიონი იდგა. საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა

- თეჰიონ? აქ რას აკეთებ? - ძლივს ამოილაპარაკა ერთიანად გაფითრებულმა

- რა მოხდა არ შეიძლება ჩემი ცოლი მოვინახულო?

- ჩვენ გავეყარეთ - ფრთხილად თქვა ჯისუმ და გვერძე გაიწია რათა თაესთვის გზა დაეთმო.

- არა ჯისუ, მე არ მომიწერია ხელი განოქორწინების ქაღლდზე. ჩვენ ისევ ცოლ-ქმარი ვართ.

- რას ლაპარაკობ, აკი ჯინმა...

- მას მე ვთხოვე ასე ეთქვა. 

- რას მეუბნები, ეს რას ნიშნავს - ჯისუ ნელ-ნელა წყობიდან გამოდიოდა. ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და მასთან თეჰიონის სტუმრობის მიზეზიც გაურკვეველი იყო მისთვის.

- არა საყვარელო, კითხვებს დღეს მე დავსვამ აქ - კბილებში გამოცრა თემ - როდის აპირებდი რომ გეთქვა ორსულად ხარ? ან საერთოდ აპირებდი? გინდოდა ჩემი შვილი ჩემგან მალულად გაგეზარდა? მითხარი რას აპირებდი ჯისუ? 

- მორჩი?? - იკითხა გოგონამ ცივად და იქვე სავარძელში ჩაეშვა რადგან უკვე აშკარად ცუდად ხდებოდა. დაამთავრე ეს დრამა თუ კიდევ გაქვს ნომერი მომზადებული?--თეჰიონი არ ელოდა მის ასეთ მშვიდ ტონს და ცოტათი შეცბუნდა. 

- თუ დაამთავრე თანმიმდევრობით გაგცემ კითხვებზე პასუხს. პირველი - რათქმაუნდა ვაპირებდი ყველაფერი მეთქვა და არც ბავშვის დამალვა მინდოდა შენგან, შენ მამა ხარ და სრული უფლება გაქვს  შვილთან გქონდეს ურთიერთობა. აქ რაღაც პრობლემები იყო რომლებიც უნდა მომეგვარებინა. ამის შემდეგ უკან დაბრუნება და დალაპარაკება მინდოდა. მაინც საიდან გაიგე??
- ჯონგუკი შენს მოსაძებნად გამოვუშვი. მან მითხრა
- და რატომ მეძებდი? - ეშმაკურად იკითხა ჯისუმ.
- ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა სიამოვნებას განიჭებს არა? - ამოიოხრა თეჰიონმა - იმიტომ რომ სიგიჟემდე მენატრებოდი, იმიტომ რომ შენს გარდა არავინ მინდოდა. იმოტომ რომ მიყვარხარ. არ უნდა გამეშვი. ჩემთან უნდა დამეტოვებინე.
- თეჰიონ მე... - ჯისუს საუბარი შეტყობინებამ შეაწყვეტინა. ჰაჩი ატყობინებდა რომ ახალი საქმეა.
- თეჰიონ უნდა წავიდე, ახალი საქმეა, თუ გინდა აქ დაიცადე სანამ დავბრუნდები.მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს
- ვერსად წახვალ - ფეხზე წამოდგა თაე და მძლავრად ჩაავლო მხარში ხელი გოგონას. - გგონია ასეთ მდგომარეობაში ფსიქოპატების სადევნად გაგიშვებ? არა ჩემო სიხარულო შენ სახლში ბრუნდები.
- სისულელეს ნუ როშავ იდიოტო, ჭკუიდან არ გადამიყვანო. იცი მაინც რამდენი ვიწვალე აქ მოსახვედრად. ეს ჩემი ოცნებაა.
- შენ კი ჩემი ოცნება ხარ, შენ და ჩვენი შვილი. სუსტი ვიყავი როცა გაგიშვი. ახლა იგივეს არ გავიმეორებ.
- რას გულისხმობ? - დამფრთხალმა იკითხა გოგონამ
- გიტაცებ, შენ ჩემი ხარ კიმ ჯისუ გასაგებია? ჩემი. - თეჰიონმა ჯისუს ხელი დაავლო და მასთან ერთად სახლი დატოვა.
- რას აკეთებ გამიშვი იდიოტო, გესმის მაინც რა შარში ხარ. შენ FBI ს  აგენტს იტაცებ დეგრადიულო არსებავ, კრეტინო ტვინი სულ ამოტუმბული გაქვს?  ყველა ნაოჭი გადაგისწორეს?  ახლავე დამსვი.
ჩემი ბოსი ამას არ შეგარჩენს. მომძებნიან. - მოულოდნელად ულანალზე ხელის წამორტყმა იგრძნო და მალე ბოხი ხმაც გაისმა
- შენი ბოსი მე ვარ სიყვარულო, და ახლა გირჩევნია ბევრი არ იმოძრაო ისედაც საკმაოდ ცუდ დღეში ვარ უკვე 2 თვეა. ჩვენს შვილს უმადლოდე თორემ სასტიკად დაგსჯიდი ისე რომ მართლა ვერ შეძლებდი გარყევას, მაგრამ არაუშავს მოვიცდი.
- ნუ სულელობ დამსვი თეჰიონ - ახლა თხოვნაზე გადავიდა ჯისუ.
- არც ვიფიქრებ, გინდა რომ გამექცე.
-არ გავიქცევი გთხოვ. მიყვარხარ. - ამის გაგონებაზე ბიჭი გაჩერდა და გოგონა ფრთხილად ჩამოსვა. - რა თქვი?
- რაც გაიგე. მიყვარხარ, და მაშინაც მიყვარდი როცა უკან ამერიკაში წამოვედი. ძალიან მიყვარხარ, უბრალოდ მეშინოდა, არ მინდოდა ჩემს ტრავმებს შენთვისაც მოეყენებინათ ზიანი. მეგონა გავუმკლავდი შენს მომატრებას თუმცა როცა დაგინახე მივხვდი რომ ვერ შევძელი. - ჯისუს ხმა აუკანკალდა და თავი ჩახარა. თეჰიონი გაოგნებული და ბედნიერი შეჰყურებდა მის წინ მდგარ გოგონას. - ნუ ტირი მოდი ჩემთან. - ბიჭმა მჭიდროდ მოხვია ძლიერი მკლავები და გულში მთელი ძალით ჩაიკრა, ჯისუმ კი ღრმად შეისუნთქა მისი მისი სურნელი რომელიც ასე ენატრებოდა, დამშვიდების ნაცვლად უფრო ატირდა.
- ღმერთო, ჯისუ გთხოვ რატომ ტირი, რამე გტკივა? - შეშფოთდა ბიჭი.
- არაფერია, ჰორმონების ბრალია - ამოისლუკუნა - ამ ბოლო დროს ყველაფერზე ვტირი.
- მორჩა მე აქ ვარ და აღარ იტირო. აღარ გაგიშვებ, არასდროს. მე შენ და ჩვენი პატარა ყოველთვის ერთად ვიქნებით. მიყვარხარ კიმ ჯისუ.
- მეც მიყვარხარ კიმ თეჰიონ
- მაგრამ იცოდე რაც გამიკეთე არ დამავიწყდება, აუცილებლად ვიყრი ჯავრს - ეშმაკურად დახედა მის მკლავებში მობუზულს და მუჯლუგუნიც დაიმსახურა.
- გარყვნილო.

7 თვის შემდეგ

- გილოცავთ, თქვენ არაჩვეულებრივი ვაჟი შეგეძინათ. - პატარას დაბადება ამცნო თეჰიონს ექიმმა და გზა დაუთმო რათა ცოლ- შვილის მოსანახულებლად შესულიყო. პატარა ბიჭუნა დედის მკლავებში მოქცეულიყო და მშვიდად ეძინა.
- რა ლამაზია - ამოილუღლუღა თემ და ჯისუს შუბლზე აკოცა - მადლობა პატარავ, მადლობა რომ ამხელა სიხარული მომანიჭე.
- ჰო მართლაც ლამაზია ჩვენი პატარა დენიელი.

მალე ოთახი მათი მეგობრების ჟრიამულმა აავსო, ყველა ტკივილი და  ბოროტება უკან დარჩა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ვიცი, ვიცი ეს არ იყო ის ფინალი რასაც ეს ფიკი იმსახურებდა. მაგრამ ესე გადავწყვიტე. იმედია ძალიან საშინელება არ არის . მადლობა ყველას ვინც მგულშემატკივრობდა ამ ფიკში. და მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუვდათ. იმდენად შემიპყრო ახალმა ფიკმა ( ვგულისხმობ TRAPPED) იძულებული გავხდი ეს დამესრულებინა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo