Truth
ცივა.. სულის შემხუთავად ცივა, სიჩუმეა და ეს ჭკუიდან გშლის.. ტკივილი გულს გიგლეჯს ათას ნაწილად, უკვე დიდი ხანია გტკივა, მაგრამ მაინც ვერ შეეჩვიე, ვერ ისწავლე მასთან ერთად არსებობა, ტკივილი ვერ გახდა შენი თანამგზავრი. გინდა რამე შეცვალო, მაგრამ უკან დასახევად უკვე გვიანია, გზარავს იმის გაფიქრებაც რომ ეს ჯოჯოხეთი თავად მოუწყვე საკუთარ თავს, საკუთარ მეგობრებს. შეძლებ კი ამხელა ტვირთით განაგრძო ცხოვრება, შეძლებ ისუნთქო როცა ბედისწერამ საზარელი მემკვიდრეობა დაგიტოვა, ხო შენ მემკვიდრე ხარ, და წილად სამარადჟამო ტანჯვა გერგო.
..............
რამდენიმე საათით ადრე
ჯისუმ თეჰიონის "კლანჭებისგან" თავის დაღწევა გუკის მეშვეობით შეძლო, რომელმაც მას რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გამო ოფისში მისვლა დაუყოვნებლივ მოსთხოვა და იმ წამსვე კომპანიისკენ გაეშურა, იმედოვნებდა რომ შეტყობინების ავტორი მალე მიაწვდიდა საჭირო ინფორმაციას. ჯისუმ არ მიაქცია ყურადღება მისკენ ინტერესით მიპყრობილ თვალებს და ამაყად გაემართა საკუთარი კაბინეტისაკენ სადაც იუნგი, ჯიმინი და ჯენი ელოდნენ. დღეს მეგობრებს უნდა დამშვიდობებოდა და ვინ იცის რამდენი ხნით, მათთვის არც შეტყობინების შესახებ არ აპირებდა რამის თქმას. გადაწყვიტა რომ ამიერიდან ბრძოლაში მარტოა. ვეღარავის შეუქმნიდა საფრთხეს.
- პატარავ, იმის კვალობაზე რომ წუხელ შენი ქორწინების ღამე იყო ყოჩაღად გამოიყურები - ეშმაკურად ჩაიცინა ჯიმინმა გოგონას დანახვაზე და მისგან მუჯლუგუნიც დაიმსახურა.
- არ გრცხვენია პარკ ჯიმინ? - დაუცაცხანა ჯისუმ - ეშმაკმა იცის რამდენი ხნით ვშორდებით ერთმანეთს და გინდა ნერვები დამაგლიჯო არა?
- კარგი გეყოფათ - ჩაერია სიცილით ჯენი - რამ გაგამწარათ, ჯიმინ რა გჭირს რატომ უსვამ ასეთ კითხვებს და აფორიაქებ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ არ იმჩნევს თორემ საშინლად უჭირს სიარული. - ჯისუმ ჯიმინის ცემას თავი დაანება და ჯენის გამოუდგა რომელიც მხიარულად დარბოდა მაგიდის გარშემო. ჯიმინი სიცილისგან იატაკზე ეგდო იუნგი კი როგორც ყოველთვის გაბეზრებული აქნევდა თავს და საწოლში ყოფნას ნატრობდა. როგორც იქნა ჯისუმ ჯენი მოიხელთა, ისიც ჯიმინთან იატაკზე დააგდო და ღიტინი დაუწყო, ოთახი მათი მხიარული სიცილით აივსო, თითქოს არაფერი მომხდარა, წამით ისევ იგრძნეს ბედნიერება, იუნგი შორიდან ადევნებდა თვალს და მათ ბავშურობაზე ეცონებოდა, აგონდებოდა ის ბედნიერი დღეები როცა ყველა ერთად ხალისობდნენ, ათას სიგიჟეს იგონებდნენ და კარგად ერთობოდნენ. ახლა მათ ორი უძვირფასესი ადამიანი აკლდათ, როსე - რომელიც უმოწყალოდ გაწირეს და ჯუნი რომელიც პირველი რეისით გაფრინდა ამერიკაში ქორწილის შემდეგ. იუნგიმ იცოდა რომ რაც უნდა მომხდარიყო აღარაფერი იქნებოდა ძველებურად და ამის გაფიქრებამ გუნება მოუწამლა.
- კარგი გეყოფათ, მთელს კომპანიას ესმის თქვენი ხმა, უხერხულია - დატუქსა სამივე და ისინიც მაშინვე დასერიოზულდნენ, სულ ასე ხდებოდა ხუთეული ჩხუბს ტეხდა ხოლო შუგა მათი გამშველებელი იყო.
- იუნგი მართალია ხალხო - ძლივს სუნთქავდა ჯისუ, შარვალი დაიბერტყა და თავისი სავარძლისკენ წავიდა - არც კი ვიცი როგორ გავძლებ უთქვენოთ, ლამის გადავიფიქრო თქვენი გაშვება. - თვალები აუწყლიანდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
- ჯანდაბა, როგორი მგრძნობიარე გახდი მომენტალურად, ყოჩაღ სიძე ასე მალე თუ მოახერხებდა ამას ვერ წარმოვიდგენდი - ჩაიქირქილა შუგამ რამაც ყველას გაკვირვება გამოიწვია.
- მინ იუნგი , 10 წელიწადში ერთხელ ხუმრობ და მაშინაც როგორ ახერხებ ისე გამაცეცხლო რომ შენი მოკვლა მინდა? მიპასუხე - წამოიყვირა ერთიანად აჭარხალებულმა გოგონამ.
- კარგი ხალხო მართლა გვეყოს - დასერიოზულდა ჯიმინი- ჯისუ არც ჩვენ გვინდა წასვლა, შენ ოღონდ თქვი და არსად წავალთ.
- ვიცი ჯიმინ, ვიცი და მადლობას გიხდი ამისთვის, მაგრამ არ შეიძლება. არაუშავს, ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. - ამას ამბობდა მაგრამ გულში საშინელი გრძნობა ჰქონდა გოგონას, თითქოს რაღაც ძალიან დიდს კარგავდა, რაღაც საოცრად აფორიაქებდა მის სულს. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ, ისე თითქოს ხვალინდელი დღე აღარ იქნებოდა
- კერძო თვითმფრინავი მზადაა თქვენთვის - თქვა ჯისუმ და ცრემლი მოიწმინდა. როგორც კი ჩაფრინდებით შემატყობინეთ.
.......
- ჯეონ ჯონ გუკ იმედია მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა რომ დღეს სახლიდან გამოსვლა მაიძულე. -გაბრაზებულმა მიმართა თეჰიონი მის კაბინეტში მყოფ გუკს.
- დამიჯერე ნამდვილად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ვიპოვეთ ის ვინც კრიატალის უკან დგას.
- რა თქვიი? გაიმეორე რა თქვი.
- ბევრი ძებნის შემდეგ წავაწყდით მას ვისაც სერიოზული კომფლიქტი ჰქონდა კიმ ნამთან, ჯისუს მამასთან. მათი დაპირისპირება იმდენად გამწვავდა რომ ზუსტად 15 წლის წინ ერთ-ერთ კორპორატოულ შეკრებაზე ერთმანეთს ხელით შეეხნენ. და ეს პირი ლი ჯონი იყო. თავიდან ეს კაცი ვერავისთან დავაკავშირე თუმცა მერე ჩემმა დეტექტივებმა ეს სურათები მომაწოდეს. - გუკმა თეჰიონს წინ რამდენიმე სურათი დაუდო სადაც ნათლად ჩანდა კრისტალი რომელიც კეთილმოწყობილ აპარტამენტებში შედიოდა. - ეს აპარტამენტი ლი ჯონს ეკუთვნის, ის იქ ცხოვრობს. ცოტა ღრმად გავთხარე და აბა თუ გამოიცნობ რას მივაგენი.
- ამოშაქრე - შეჰყვირა დაზაფრულმა თემ
- ჩვენი ლი ჯონი არც მეტი არც ნაკლები შენი რძლის მამაა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა აი ვინ დგას ყველაფრის უკან. იმ ბებრის მოწყობილია. რას ველოდებით. რატომ არ აგვყავს?
- ფრთხილად ვეფხვო. მისტერ ლი ასე მარტივი მოსახელთებელი არაა. იგი ჩვენი კონკურენტი იაპონური მაფიოზური დაჯგუფების "ტაკას" მფარველობის ქვეშაა.
- გამოდის წინ საკმაოდ რთული სამუშაო გველის - ამოჯლაპარაკა თაემ. - არაუშავს მთავარია ვიპოვეთ. სიახლეები მაცნობე გუკ.
- გასაგებია.
თეჰიონმა ოფისი დატოვა და ჯინთან დაკავშირებას შეეცადა.
................
ჯისუ მეგობრებს დაემშვიდობა, აეროპორტში გაყოლა არც უფიქრია ვერასოდეს იტანდა დამშვიდობებას, ისინი კორპორაციის კუთვნილი კერძ თვითმფრინავით მიემგზავრებოდნენ ვაშინგტონში.კაბინეტში შესული გოგონა უღონოდ დაენარცხა სავარძელში, ის ის იყო ახალი პროექტების შესწავლას იწყებდა როცა კარი მდივანმა შემოაღო
- მისის კიმ, თქვენთვის დალუქული ამანათია.
- მადლობა ნორა - გაუღმა ჯისუმ, ამანათი აიღო და ხელით ანიშნა ოთახი დაეტოვებინა. გული საშინლად სწრაფად უცემდა. თითქოს რაღაც ხმა ეუბნებოდა რომ ეს კავშირში იყო იმ შეტყობინებასთან რაც დილით მიიღო. გოგონას ცივი ოფლი ასხამდა, ეს ის იყო რასაც ასე ელოდა, მაგრამ ახლა როცა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო სიმართლე რაღაც აშინებდა. საბოლოოდ საკუთარ თავს აჯობა, ყუთი მოუთმენლად გაგლიჯა და შიგნით ჩადებული დისკი ხელში შეათამაშა. მისმა სამსახურებრივმა გამოცდილებამ მიახვედრა რაც შეიძლება ყოფილიყო დისკზე და ამან უფრო გაანერვიულა. დისკი ლეპტოპში ჩადო და ფირი ჩართო......... ფირზე ნახევრად ჩაბნელებული სარდაფი და იქ უმოწყალოდ ნაცემი როსე გამოჩნდა. იქ კიდევ იყვნენ სხვები, რაღაცას ამბობდნენ მაგრამ ჯისუს გონება გათიშული იყო. მისი მზერა მხოლოდ როსეს მისამართით იყო მიმართული. ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა მის გაფითრებულ სახეზე. გოგონა კანკალით უყურებდა რას უკეთებდნენ მის საუკეთესო მეგობარს, თან გამუდმებით უმეორებდნენ რომ ეს ყველაფერი ჯისუს გამოა, რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა და წესით მის ადგილას სწორედ ჯისუ უნდა ყოფილიყო. გოგონა შოკში ჩავარდა თუმცა მისი ეს მდგომარეობა ფირზე კრისტალის გამოჩენამ კიდევ უფრო დაამძიმა, გარკვევით ჩანდა როგორ აწამებდა იგი როსეს, საბოლოოდ კი სწორედ კრისტალს ჩააკვდა ხელში.
- ეშმაკმა დაგლახვროს ლი კრისტალ, დედამიწაზე ჯოჯოხეთს მოგიწყობ, გეფიცები. დატკბი შენი სიცოცხლის უკანასკნელი წუთებით. - ჯისუმ ხმაურიანად დახურა ლეპტოპი, დისკი გამოიღო და თავისი სეიფისაკენ დაიძრა, დისკი სეიფში მოათავსა, თავად გლოკ- 17 გამოიღო, იარაღში ტყვიები მოათავსა ტანსაცმელში ჩამალა და კაბინეტი დატოვა.
ხალხო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც კითხულობთ და მიფასებთ ჩემს ნაშრომს :D იმედი მაქვს არ გავაბანალურე და უინტერესო არ გავხადე. რამდენიმე თავში დავამთავებ სავარაუდოდ 3 თავში.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro