9თავი
- ისევ არ მპასუხობს, ნეტავ სად გაქრა, უკვე შუაღამეა, ასეთ დროს ჯერ კიდევ არ არის სახლში -ამოიბუზღუნა ჯინმა და ის იყო ოთახში უნდა აბრუნებულიყო როცა სიბნელეში მჯდომ სილუეტს მოჰკრა თვალი და წამოიყვირა - თეჰიონ? რას აკეთებ აქ ამ სიბნელეშ გაგიჟდი? კინაღამ გული გამიხეთქე ვიფიქრე მოხუცი მოკვდა და მისი სული დაბორიალობსთქო.
- გაჩუმდი, არ ვარ შენი უკბილო ხუმრობების ხასიათზე.
- რა მოხდა, ასე რამ გაგაცოფა ძმაო?
- ჯისუ, სახლში არ არის, არ მესმის სად წავიდა, ტელეფონი გამორთული აქვს, მითხრეს რომ კომპანიაში საერთოდ არ მისულა. ჩემს ხალხს დავავალე რომ მოეძებნათ, ახლა მათ ინფორმაციას ველოდები.
- რა უცნაურია არც კრისტალი სჩანს, სასწაული დამთხვევაა არა..
ჯინს საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა, თაეს ტელეფონი რეკავდა.
- რა ხდება ჯეონ? - ჩასძახა თეჰიონმა მოუთმენლად, რა, რა თქვი? როგორაა? სად არის? მე რატომ არაფერი ვიცი? კარგი, კარგი დროებით და გუკ მაცნობე ყველა სიახლე. - თაემ ტელეფონი გათიშა და ვისკის ჭიქა რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა სიმწრისგან შემოეფშვნა. - რა ჯანდაბაა ჯისუ, რატომ?
- თეჰიონ იქნება ამიხსნა ასეთი რა მოხდა? ან ჯისუ რა შუაშია, რა დაემართა?
- ამ დილით მისი მანქანა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ავარიაში მოყვა.
- რა? ჯისუ სადაა, საავადმყოფოშია?
- არა, საბედნიეროდ არაფერი დაშავებია, საღსალამათია და ჯანმრთელი. მის ხალხს მანქანა სასწრაფოდ გაუყვანია შემთხვევის ადგილიდან და ჩემებმა ვერ მოახერხეს გაერკვიათ რა მოხდა ჯერჯერობით. როგორც ჯეონმა მითხრა ჯისო ახლა ჯიმინთანაა, ვითომ ის იდიოტი ნამჯუნი არ მეყოფოდა ახლა ჯიმინიც დაემატა. რატომ არაფერი მითხრა, რატომ?
- რა უნდა ეთქვა? თეჰიონ სულ გამოშტერდი? არ დაგავიწყდეს რომ მტრებად აღგვიქვამს, მან იცის რის გაკეთებასაც ვაპირებდით. გადასარევად იცის. არაფერს გთხოვს და ნურც იმის იმედი გექნება რომ სხვანაირად შემოგხედავს, ჯობია მასზე ფიქრს შეეშვა ძმაო.
- სისულელეებს მოეშვი ჯინ, არასოდეს. არ ვიცი როგორ მაგრამ უკვე გვიანია მასზე უარის თქმას ვერ შევძლებ -თეჰიონმა სივრცეს შეჰღიმა რაც ჯინის მახვილ თვალს არ გამოპარვია.
- მოიცა ახლა არ მითხრა რომ რამე მოხდა თქვენს შორის, თეჰიონ სერიოზულად, რა მოხდა?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, გთხოვ მარტო დამტოვე, უნდა ვიფიქრო.
- კარგი, კარგი მაგრამ თუ რამეა მე ყოველთვის აქ ვარ, შენთვის, რომ მოგისმინო. - ჯინმა თეჰიონს მხარზე ხელი მოუთათუნა და დასაძინებლად გაემართა.
..........................
შეეცადა რაც შეიძლება ჩუმად შესულიყო სახლში, ირგვლივ მიმოიხედა, ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოსაკენ, უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მოეშორებინა მაისური რომელსაც წითელი ლაქები მკაფიოდ აჩნდა, - იდიოტო კრისტალ, ეს როგორ შეიძლებოდა მოგსვლოდა, სულელო, კიდევ კარგი იმ იდიოტს სძინავს. - სიჩქარეში მან ვერ შენიშნა თეჰიონი რომელსაც საეჭვოდ მოეჩვენა მისი ფრთხილი ქცევა და აედევნა. თაემ ნათლად დაინახა მაისური რომელიც წითელი სითხით იყო დალაქავებული, ისიც დააფიქსირა როგორ გულმოდგინედ ცდილობდა კრისტალი ამ ლაქების ამოშორებას და თან გაურკვევლად ბურტყუნებდა. - რას მალავ კრისტალ, ან ვისი სისხლია ასე გულმოდგინედ რომ ცდილობ ჩამოირეცხო? აქ რაღაც ისე არ არის - ჩაილაპარაკა თემ. იქაურობა ნაჩქარევად დატოვა, გარეთ გამოსულმა ნომერი აკრიფა და როცა მეორე მხრიდან პასუხი მიიღო მოუთმენლად ჩასძახა - შენთვის კიდევ ერთ დავალება მაქვს, მინდა შენი ხალხი გაგზავნო და ჩემს რძალს, ლი კრისტალს აადევნო. ყველაფერი უნდა ვიცოდე, ასევე მისი დღევანდელი მაშრუტი მაინტერესებს, მანქანის ნომერს გადმოგიგზავნი.
- კრისტალ ეს თუ ისაა რაც მგონია არ დაგინდობ, გეფიცები
.......................
თვალი ძლივს გაახილა, მთელი სხეული ისე სტკიოდა თითქოს სატვირთომ გადაუარა. მიუხედავად იმისა რომ გათიშულს ეძინა მაინც დაღლილი იყო. - როდის მეღირსება მშვიდი ძილი? - ჰკითხა ჯისუმ საკუთარ ანარეკლს რომელსაც ბოლო დროს ვეღარ სცნობდა, თითოს სარკის მეორე მხარიდან სრულიად უცხო ადამიანი უმზერდა. ასეთ ჯისუს არ იცნობდა. ის იყო მისთვის გამზადებულ აბაზანაში უნდა მოთავსებულიყო, რომ ყურადღება საშინელმა კივილმა მიიპყრო, ჯენის ხმა იყო, დაფეთებულმა მაგრად შემოიჭირა ხალათის ქამარი და მოუთმენლად გასწია მისაღებში, სადაც ჯენი ეგულებოდა.
- ჯენ რა მოხდა? ჯენ?
- როსე, როსე... - მექანიკურად იძახდა ორად მოკეცილი ჯენი და აქეთ იქეთ ირხეოდა. ჯისუს ახლაღა გაახსენდა რომ როსე არ შეხმიანებია, თავად არც მოუკითხავს იმდენად იყო ავარიის ამბავზე გადართული.- ჩემი ტელეფონი, სადაა ჩემი ტელეფონი, ჯენ ღვთის გულისათვის რა დაემართა როსეს, ჯენ ხმა გამეცი - გოგონას მივარდა ჯისუ და მთელი ძალით ანჯღრევდა.
- მოგვიკლეს - ამოიხავლა ჯენიმ და აქვითინდა - უმოწყალოდ მოგვიკლეს გესმის, მოგვიკლეს. - ჯისუ გველნაკბენივით სწრაფად მოსცილდა ჯენის და შეშლილივით დაიწო სიცილი - არა ეს არ შეიძლება, ეს გამორიცხულია სიმართლე იყოს, როსე, როსე არა, ის ჩვენს შორის ყველაზე დაკვირვებული და ჭკვიანია, არასოდეს არ გააკეთებდა ისეთ რამეს რაც საფრთხეში ჩააგდებდა, არა მატყუებ ჯენ, მატყუებ. - ჯისუ ჯენის გვერდით იატაკზე დაემხო და აქვითინდა. - მატყუებთ, სადაა ჩემი ტელეფონი, აი დავურეკავ და მიპასუხებს აი ნახავ, მისაყვედურებს კიდევაც რომ დამავიწყდა და არ მოვიკითხე.
- ჯისუ, ის მკვდარია, ძალიან ვწუხვარ მაგრამ გვამი პროზექტურაშია გადაყვანილი, ამოსაცნობად გვიბარებენ, ოფიცერმა გვითხრა რომ ეს უბრალოდ ფორმალობაა. ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა - გოგონასკენ დაიძრა იმ წამს გამოჩენილი ნამჯუნი და შეეცადა ჯისოსთვის ხელი მოეხვია მაგრამ გოგონამ შეაჩერა,
- 5 წუთი მომეცი. მოვწესრიგდები და გამოვალ. - ჯისუ ოთახისაკენ ცოცხალ-მკვდარი გაემართა. რაც ხელში მოყვა ჩაიცვა, კარისაკენ დაიძრა, ჯუნს ხელით ანიშნა გაყოლოდა და სახლი დატოვა.
....................
- ქალბატონო დარწმუნებული ხართ რომ გინდათ მარტო შეხვიდეთ ამოსაცნობად- კიდევ ერთხელ ჰკითხა ექსპერტმა ჯისუს რომელიც გაქვავებული, სრულიად ფერდაკარგული იდგა მორგის კართან - დიახ დოქტორო, თუ შეიძლება ნება მომეცით რომ მარტო შევიდე. მინდა მარტომ ვნახო. - ექიმმა თავი მძიმედ დაუკრა - კარგით, მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ რომ საკმაოდ მძიმე სანახაობაა. - ჯისუმ ღრმად ჩაისუნთქა, ოთახში შეაბიჯა და გაიგონა როგორ დაიკეტა კარი მის ზურგს უკან, ამ ხმამ თუ ოთახში არსებულმა სიცივემ შეაკრთო, იგი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ეულად მდგომ საკაცეს, მასზე დასვენებულ სუდარაგადაგფარებულ გვამს ხელი შეახო და ნელა ასწია. ნანახმა შოკში ჩააგდო. - ღმერთო, როსე ეს რა გიყვეს, ჩემო გოგო, ეს რა დაგმართეს, რა გიქნეს იმ ნაბიჭვრებმა - ჯისუ ცხარე ცრემლით დასტიროდა დასახიჩრებულ გვამს, ცდილობდა მისი ლამაზი ნაკვთები გაერჩია, ეფერებოდა საბოლოოდ ხელზე მის ნაჩუქარ ბეჭედს მოჰკრა თვალი და უფრო მწარე ატირდა. ეს ბეჭედი აჩუქა ბოლო დაბადების დღეზე რომელიც ერთად აღნიშნეს.
- დოქტორო, შემოდით, რამდენიმე კითხვა მაქვს, - კარი ხმაურიანად გაიღო და ექპერტი შემოვიდა, - გისმენთ ქალბატონო.
- ამ ეტაპისათვის რა შეგიძლიათ მითხრათ? დაადგინეთ სიკვდილის კონკრეტული მიზეზი?
- ვიცი რის კითხვასაც ცდილობთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით ისეთს რაც დაგამშვიდებთ, გოგონა საშნელი სიკვდილით მოკვდა. ნაცემია, ელექტროშოკით ნაწამები, რამდენჯერმე გააუპატიურეს კიდეც. ეს მაფიქრებინებს რომ მისგან რაღაცის გაგებას ითხოვდნენ, ყოველ ჯერზე წამება უფრო სასტიკი ხდებოდა, საბოლოოდ მისმა გულმა ვერ გაუძლო და... მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. - ჯისუს ყოველი მისი სიტყვა ლახვარივით ერჭობოდა გულში. ყველა გაგონილ ფრაზაზე ზეზეულად კვდებოდა. საკუთარ თავს წყევლიდა რომ მეგობარი ასეთი სიკვდილისათვის გაიმეტა. ეჭვი არ ეპარებოდა იმაში თუ რატომ მოკლეს როსე. და ისიც იცოდა რომ ეს მხოლოდ ახლა იწყებოდა. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო. იცოდა სამიზნეში მისი გარემოცვა ჰყავდათ. უნდა ემოქმედა, ყოველი წუთის დაკარგვა ახალ გვამს ნიშნავდა მისთვის. აღარც დაუყოვნებია ცრემლები ნაჩქარევად შეიმშრალა და ექიმს მიუბრუნდა.
- დოქტორო, მჭირდება ნივთები რომლებიც როსეს თან ჰქონდა, ასევე მაინტერესებს ვნახო ის ადგილი საიდანაც მოხდა გატაცება და კიდევ ერთი, უკანა გასასვლელი მაჩვენეთ, არ მინდა ჩემმა თანმხლებმა პირმა იცოდეს რომ შენობას ვტოვებ.
- გასაგებია ქალბატონო, - თავი დაუკრა ექსპერტმა- ახლავე მოგართმევთ ნივთებს და შემდეგ გასასვლელისაკენ წაგიძღვებით.
დროა ამ საქმეზე მუშაობა როგორცკრიმინალისტმა ისე დავიწყო. მარტომ - თავი მაღლა ასწია ჯისუმ მხრებში გასწორდა და ექიმსუკან გაჰყვა. არ იცოდა რას უმზადებდა მომავალი არ იცოდა რამდენი ტკივილი ელოდა წინ,უბრალოდ გრძნობდა რომ სწორად იქცეოდა. მზად იყო ეშმაკისათვის მიეყიდა სული ოღონდ ამისჩამდენი ეპოვა.
იმედია უაზრობა არ დავწერე :) და კიდევ თუ ძალიან გაწელილია ან მომაბეზრებელი გთხოვთ მითხრათ. ველოდები თქვენგან შეფასებას, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი. <3
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro