Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

8 თავი

საშინელ კვამლში ჭირდა რამის გარჩევა, ძნელი მისახვედრი იყო რა ხდებოდა გზიდან გადასულ მანქანაში. მალევე იქაურობა მანქანების სიგნალებმა აავსო. ზედმეტად აღელვებული ჯიმინი მთელი სისწრაფით დაეშვა დაღმართზე, თან ბოლო ხმაზე ყვიროდა -ჯისუ, გესმის ჩემი, ჯისუ ჯანდაბა გესმის! ! ?

- რა ჯანდაბა გაღრიალბს იდიოტო, სმენა არ დამიკარგავს, ჯერჯერობით. - კვამლი გაიფანტა და იქედან სილუეტი გამოიკვეთა.

- ღმერთო ჩემო, კარგად ხარ, არაფერი გჭირს, სადმე გტკივა? - ჯიმინი შეშინებული მივარდა ერთიანად გაჭვარტლულ გოგონას და გულში მჭიდროდ ჩაიკრა, - არ ვიცი რა უნდა მექნა შენ რომ რამე მოგსვლოდა.

- პარკ ჯიმინ, ახლა ხელს თუარ გამიშვებ სამუდამოდ დაგაკარგვინებ შთამომავლობაზე ოცნების შანსსაც კი. რა გემართება? რათქმაუნდა კარგად ვარ, ასე მარტივი არაა ჩემი მოკვლა.

- კი მაგრამ რა მოხდა მოდი სახლში წაგიყვან და აქ ყველაფერს მივხედავ კარგი? დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გაწუხებს?- ჯიმინი დაკვირვებით ათვალიერებდა ჯისუს და ღმერთს მადლობას წირავდა მისი გადარჩენისათვის

- მადლობ ჯიმინ, მართლა, მაგრამ ასე ნუ ნერვიულობ- აღელვებული ბიჭის შემხედვარე მოლბა ჯისუ და თავადაც მოხვია ხელები - მე კარგად ვარ, მართლა, მაგრამ ახლა სახლში წასვლა არ მინდა, სადმე წამიყვანე რომ გამოცვლა და შხაპის მიღება შევძლო და მერე ყველას „სათათბირო ოთახში" გელოდებით. ჯიმინ დაიმახსოვრე ამ ინცინდენტის შესახებ სხვებმა არაფერი არ უნდა გაიგონ. გასაგებია?

- ყველაფერი მესმის, კარგი, ჩემთან წავიდეთ იქ შეძლებ მოწესრიგდე შემდეგ კი იუნგისა და გოგონებს შევატყობინებ რომ ელოდები.

ისინი ჯიმინის სახლისაკენ დაიძრნენ, გზაში ბიჭი ჩუმად აპარებდა მზერას ჯისუსკენ, გოგონას სახე გაქვავებული ქონდა, მისი მზერა აბსოლიტურად არაფერს ამბობდა, არავის შეეძლო გამოეცნო რა ხდებოდა ახლა მის გულში, რამდენად დიდი მრისხანება ბობოქრობდა მის გონებაში. ჯისუ შინაგანად ცახცახებდა ბრაზისაგან მაგრამ ცდილობდა გარეგნულად არ შეტყობოდა. გუნებაში საკუთარ თავს წყევლიდა იმის გამო რომ ყურადღება მოადუნა. ბინაში შესულმა ჯიმინის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქცია მაშინვე სააბაზანოსაკენ გასწია, ცხელ წყალს შეუშვირა სხეული და შეეცადა მოდუნებულიყო, შეეცადა თავიდან მოეშორებინა ფიქრები რომლებიც ვერც კი ხვდებოდა საიდან შემოეპარა გონებას თან ასეთ კრიტიკულ მომენტში. ხო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგი თეჰიონზე ფიქრობდა.

- ჯანდაბა რა გემართება კიმ ჯისუ, რა დროს ეგაა- თავი გაბრაზებით გადააქნია პირსახოცი მჭიდროდ შემოიხვია და სააბაზონო დატოვა, მაშინვე შეამჩნია ტანსაცმელი რომლელიც ჯიმინს საწოლზე ლამაზად დაეწყო მისთვის და ღრმად ამოიოხრა, საკუთარ თავს კიცხავდა რომ მეგობრების მიმართ ასეთი ცივი იყო. პრაქტიკული სპორტული ტანსაცმელი მოირგო და ოთახი დატოვა.

..............

- რა თქვი? შენ რა შეიშალე? რას ნიშნავს გადარჩა? ეშმაკმაც დაგწყევლოთ ყველა, ამდენი ხალხი ერთ პატარა გოგოს როგორ ვერ გაუმკლავდით?

- ქალბატონო მუხრუჭები გადავჭერით, რას წარმოვიდგენდით რომ გამოძვრებოდა.

- ჯონ რას მეუბნები? რა მუხრუჭები, მისი დოსიე თავად მომიტანე, ის სპეც აგენტია, შესანიშნავი წვრთნა აქვს გავლილი. ჯანდაბას თქვენი თავი, მე თავად მივხედავ ამ საქმეს. ახლა კი გაეთრიეთ აქედან! სწრაფად! - შეშინებულებმა სწრაფად დატოვეს ოთახი და მკაფიოდ გაიგონეს მსხვრევის ხმა რომელიც შიგნიდან გამოდიოდა. - წყეულიმც იყავი ჯისუ, ეშმაკის მოციქულო, არაუშავს მე თავად მოგიღებ ბოლოს, ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს. მაგრამ მანამდე ყველა ახლობელ ადამიანს მოგიკლავ. თავიდან განგაცდევინებ იმას რაც 15 წლის წინ გამოიარე, ამჯერად თავის დაძვრენას ვერ შეძლებ, არ უნდა დაბრუნებულიყავი უკან.

...................

- როსე სად არის? - იკითხა ოფისში შესულმა ჯისუმ რომელსაც იქ მხოლოდ ჯენი, შუგა და ჯიმინი დახვდნენ.

- იმ ინფორმაციის გადასამოწმებლად წავიდა რაც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა,- უპასუხა ჯენიმ, - შენი დავალებით ქალბატონ ბიონს და მისტერ იანს უთვალთვალებს.

- კარგი, - ჯისუ მაგიდას მიუჯდა და დაფიქრებულმა ამოიოხრსა - პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ, განსაკუთრებით შენ ჯიმინ,

- რას ამბობ ჯისუ მე...

- გთხოვ, ნამდვილად ბოდიში მაქვს მოსახდელი, დღევანდელის გამო, ძალიან უხეშად მოგექეცი, მე არავინ მყავს თქვენს გარდა, თქვენზე ძალიან არც არავინ მიყვარს, ასე არ უნდა ვიქცეოდე.

- ჯისუ, - ხელი ჩასჭიდა ჯენიმ, - ჩვენ ისეთი გვიყვარხარ როგორიც ხარ, იმიტომ რომ ეს შენ ხარ, ვღელავთ შენს გამო. ამის გამო ნუ ნერვიულობ, გვესმის რა რთული პერიოდი გამოიარე.

- ასეა, - გაიღმა შუგამ- ჩვენ სწორედ ასეთი ჯისუ გვიყვარს, ცინიკოსი და ცოტა ცივი, თუმცა ვიცით ამ სიცივის მიღმა როგორი სათუთი და საყვარელი გოგონა იმალება. მჯერა როცა ყველაფერი დამთავრდება შევძლებთ აქედან ძალიან შორს წასვლას და ისე გართობას როგორც წლების წინ.

- ჯანდაბა შუგა რადროს ეგ იყო - ჩაიფხუკნა ჯისუმ რომელსაც თვალწინ ის დღეები დაუდგა, როცა მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი იყო მათთან ერთად. - კარგი ახლა საქმეზე გადავიდეთ, ჯიმინ რამე გაარკვიე?

- რაც ისედაც ვიცოდით, მუხრუჭები იყო დაზიანებული, უნდა ვაღიარო რომ საკამო სიფრთხილით და ისტატობითაა გაკეთებული, რომ არა გამოცდილი ექსპერტის თვალი ვერავინ შეამჩნევდა რომ ისინი განგებ დააზიანეს. ფაქტია რომ ვიღაც ძალიან სუფთად მოქმედებს, უფრო სწორად უდოდა ემოქმედა.

- ასეა - ჩაერთო შუგა- და რატომღაც მგონია რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

- მეგობრებო, როცა აქ ჩამოვდიოდი ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ვიცოდი რომ რაღაც ასეთი მელოდა, ადამიანი, რომელმაც მშობლები დამიხოცა საკმაოდ საშიშია. მე საკუთარ განაჩენს ხელი მოვაწერე, მაგრამ ვერ მოგთხოვთ იგივეს თქვენ და ეს არც მინდა. თუ რომელიმე თქვენგანს საქმიდან გასვლა უნდა მე გავიგებ, ისედაც ბევრი გააკეთეთ ჩემთვის. მე..

- სისულელეებს ნუ როშავ გოგონი - შეუღრინა ჯიმინმა,- სანამ პირში სული მიდგას შენს გვერდით ვიქნები და არ მენაღვლება ჩემი სიცოცხლე რადგან შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ასეთი რამ აღარ მითხრა.

- იგივე ჩვენც - წამოიძახეს შუგამ და ჯენიმ

- თუ ასეა მეგობრებო დროა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, როგორც კი როსე ინფორმაციას მოგვაწვდის მოქმედებაზე გადავალთ, ის ორი თავიდანვე არ მომეწონა. დარწმუნებული ვარ რაღაც ისე ვერ არის და უნდა გავრკვიო რა. რახან ჩემს მტერზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იძულებული ვარ ბრმად ვიმოქმედო, ეს კი ძალიან სახიფათოა, ჭკუიდან გადავყავარ იმ ფაქტს რომ მან ყველაფერი იცის ჩემზე ხოლო მე არაფერი.

- დამშვიდდი ჯისუ - დაუყვავა შუგამ - ისე როგორც შენ მეც არ მომეწონა ქალბატონი ბიონის გამოსვლა თათბირზე, 30 კაციდან მხოლოდ მას ჰქონდა პრეტენზიები და დაუფარავი აგრესია შენს მიმართ. ეს აუხსნელია. დაველოდოთ დარწმუნებული ვარ ყველაფერს მალე აეხდება ფარდა.

- ჯიმინ, შეამოწმე ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი, ჩემთან სახლშიც და იმ ავტოფარეხშიც სადაც ჩემი ავტომობილი პროფილაქტიკისათვის გავგზავნე, ვფიქრობ სწორედ იქ უნდა დაეზიანებინათ. არ მგონია იმდენად სულელები იყვნენ რომ ჩემს ცხვირწინ ამის გაკეთება გაებედათ. რამე კვალი უნდა დარჩენილიყო, რაღაც აუცილებლად შეეშლებოდათ.

- გასაგებია, ყველაფერს მივხედავ.

.................

ეს რა არის ღმერთო ჩემო - ჩაილაპარაკა გაოცებულმა როსემ როცა ჩანაწერი ხელახლანახა. - ნუთუ ეს ადამიანი? ჯანდაბა ასე ახლოსაა, ყველაფერი სწრაფად ჯისუს უნდა ვაცნობოსანამ დაგვიანებულა, როგორ ვერ მივხვდი, როგორ ვერ გავიაზრე რომ ის იყო.- როსემ ნაჩქარევადაიღო ჩიპი და სწრაფად დატოვა კაბინეტი, გარეთ გამოსულს კი ისეთი შეგრძნება დაეუფლა რომ ვიღაც უთვალთვალებდა. როსეს გული ცუდსუგრძნობდა ცდილობდა ჩქარა გასულიყო იქედან თუმცა გული ეუბნებოდა რომ ამას ვერ შეძლებდა.რამე უნდა ეღონა, ვერ დაუშვებდა რომ ის ინფორმაცია რომელიც მოიპოვა დაკარგულიყო. სასწრაფოდტელეფონი აიღო და შეტყობინება გააგზავნა, შეტყობინება, რომელიც შესაძლებელია მისი უკანასკნელიშეტყობინებაც გამხდარიყო....

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo