7 თავი
- ქალბატონო გელოდებიან, - ჩაფიქრებული ჯისუ მსახურის დაძახილმა გამოაფხიზლა.
- აჰ, ჰო ახლავე ჩამოვალ- გაეპასუხა მის მოლოდინში მყოფ მსახურს და კიბეზე დაეშვა, სასადილო ოთახში შესულს მომღიმარი ნამჯუნი დახვდა, რომელსაც ჯისუს ფერმკრთალი სახის დანახვისას მზერა სერიოზული გაუხდა, მისკენ დაიძრა და გოგონას ლოყები თავის დიდ ხელებში მოიქცია.
- ჯისუ, კარგად ხარ? ცუდად გამოიყურები ძალიან ფერმკრთალი ხარ.
- კარგად ვარ ჯუნ, კარგად, ნუ ღელავ. შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო ასე ადრიანად?
- ჩემი „საცოლე" მოვინახულე, - გაიცინა ჯუნმა და ლოყაზე უჩქმიტა - თან მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ აქ ყველაფერი რიგზეა, ხომ გესმის არა? ჯისუ, მტრებით ხარ გარემოცული მე კი შენი დახმარება არ შემიძლია. ნება მომეცი უფრო ახლოს ვიყო შენთან,
- ჯუნ, გთხოვ, შენ ისედაც სულ ჩემს გვერდით ხარ, ყველაფრისგან ვერ შეძლებ ჩემს დაცვას ხომ იცი არა? არის რაღაცეები რასაც მარტო უნდა გავუმკლავდე. შენ და დანარაჩენები მაძლევთ ძალას, თქვენს გარეშე არაფერი ვარ.
- ჯანდაბა, ასე ნუ მელაპარაკები თორემ ცუდი შეგრძნება მეუფლება. მე ყოველთვის შენთან ვიქნები
- კარგი გეყოს, გეყოს მიირთვი, საცაა ამეტირება.
- კარგი ჩემო ფსევდო საცოლევ - სიცილი ვერ შეიკავა ჯისუს ბუზღუნზე ჯუნმა
- მოკეტე იდიოტო, აქ კედლებსაც ყურები აქვთ. ცოტა ხანი კიდევ მჭირდება თამაში.
- კარგი კარგი, - ძლივს მოითქვა სული და როცა ჯისუს მკაცრი მზერა შენიშნა ბუტერბროდს ეცა
- ეგრეც ვიცოდი, ვიცოდი რომ სიმართლე ვერ იქნებოდა - ჩაილაპარაკა კართან მდგომმა თეჰიონმა რომელიც მათ საუბარს გაფაციცებით ისმენდა, - ესეიგი ასე არა ქალბატონო? ასე გადაწყვიტე ჩემი მოგერიება არა? ვნახოთ რა გამოგივა.
....................
- შეხვედრამდე ჯუნ, მშვიდობიანი მგზავრობა - გადაეხვია ჯისუ ნამჯუნს
- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა კომპანიამდე მიგიყვანო?
- კიი, უბრალოდ წადი, არ მინდა ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას, თავადაც მივაღწევ კომპანიამდე, არ იღელვო - დაუყვავა ბიჭს რომელიც დაეჭვებული შესცქეროდა ისევ ფერმკრთალ ჯისუს.
- კარგი მივდივარ, მაგრამ დამპირდი რომ როგორც სიახლე გექნება დამირეკავ.
- არის სერ, - ჩესტით დაუდასტურა ჯისუმ და ლამის მანქანაში ჩატენა. ხელი დაუქნია და როცა მანქანა თვალს მიეფარა უკან შემობრუნებული მაღალ ფიგურას აეკრა, მოულოდნელობისგან მომენტალურად აღმოჩნდა მის მკლავებში და განრისხებულ მზერას შეეჩეხა რომელიც მის ტუჩებზე იყო დასვენებული.
- რა ჯანდაბაა, გამიშვი თეჰიონ!
- არც ვიფიქრებ, რა საჭირო იყო ასე გულთბილი გამომშვიდობება და ჩახუტება? შეხვედრამდე, მშვიდობიანი მგზავრობა- გამოაჯავრა ჯისუ რამაც გოგონას ღიმილი გამოიწვია
- საინტერესოა მისტერ როდის მერე ვარ ვალდებული შენთან ვათანხმო ვის როგორ დავემშვიდობო? ეჭვიანი დედაბრის როლი საერთოდ არ გიხდება იცი?
- ფრთხილად პატარავ თორემ დაისჯები - ჩაიცინა თემ და მკლავები უფრო ძლიერ მოხვია.
- არა კიმ თეჰიონ! ფრთხილად შენ უნდა იყო - გაიბრძოლა ჯისუმ და მისგან მოხერხებულად დაიძვრინა თავი. თან თითი ცხვირწინ გამაფრთხილებლად აუქნია - კარგად მომისმინე, ერთხელ ჩემს ოთახში, ჩემს საწოლში თუ გეძინა ეს არ ნიშნავს რომ თავს ჩემი თვალთვალის ან გაკიცხვის უფელება მისცე, გაფრთხილებ ჩემგან თავი შორს დაიჭირე, არც შენთან და არც შენ ძმასთან არანაირი საქმე არ მაქვს. გზაზე ნუ გადამეღობებით. - ჯისუ სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა წამით დაბნეულ თეს, თავის მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოსწყდა ადგილს
- ჰეი კიმ ჯისუ, მე ჯერ არ დამიმთავრებია! ღმერთო რა ჯიუტია, მაინც როდის აღიარებ რომ ზუსტად ჩემთვის ხარ შექმნილი? - თავი გაიქნია თეჰიონმა და სახლისკენ გადაინაცვლა, მან ვერ შენიშნა შავი სითხე იმ ადგილას საიდანაც ჯისუს მანქანა დაიძრა.
.....................
არა, თავი ვინ გონია იმ იდიოტს,ფიქრობს როცა უნდა ჩემს საწოლში შემოწვება, როცა მოუნდება კოცნას დამიპირებს და მეასე გულხელდაკრეფილი ვიჯდები, დებილი გოგოსავით. ჭკუა უნდა ვასწავლო, ისე უნდა ამოვუნაყოცხვირპირი რომ ჩემში საპირისპირო სქესი ვერ დაინახოს. კრეტინი როგორ მომიშალა ნერვები.- თეჰიონის ლანძღვაში მყოფმა წინ პატარა დაბრკოლება შენიშნა და სცადა მანქანა ოდნავშეენელებინა, თუმცა ვერ შეძლო, მუხრუჭმა არ დაიჭირა.- ეს რა ღვთის სასჯელია, რა დღემაქვს, აშკარად მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარი - ამოიგმინდა შეწუხებულმა, თუმცა პანიკაშიარ ჩავარდნილა, რაც კორეაში დაბრუნდა რაღაც მსგავსს ყოველ წამს ელოდა, - აიშ! ნუთუასეთ ბანალურ დასასრულს ვიმსახურებ? არა რათქმაუნდა, - გარემოს დათვალიერებას მოჰყვა, მისი სამსახურისშემადგენელი ნაწილი იყო მსგავს სიტუაციებში კონტროლის შენარჩუნება და სიტუაციის სწრაფიგაანალიზება ასე რომ თავის ხელში აყვანაარ გასჭირვებია. - პატარავ - მიმართა მანქანას - მაპატიე მაგრამ შენი ცხვირის შელამაზებამომიწევს. შემდეგ საჭე სწრაფად დახარა მარჯვენა მხარეს და მაქსიმალურად ნელა გაემართადიდი მუხისკენ რომელიც მანამდე საგანგებოდ შეათვალიერა. შეჯახების მოლოდინში თავი გაიმაგრადა უბრალოდ დაელოდა.
ბოდიშს გიხდით პატარა თავია, სამსახურის გამო ვერ შევძელი უფრო დიდის დაწერა, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ, მადლობა ყველას ვინც ავოუთებს აკომენტარებს, ან უბრალოდ კითხულობს. <3
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro