5 თავი
თითქმის ჩაბნელებულ ოთახში მაგიდის გარშემო 6 ადამიანი ზის. ისინი დაბნეული შეჰყურებენ ადამიანს რომელიც მოუსვენრად სცემს ბოლთას.
- ესეიგი ასე ქალბატონო ბიონ, ჩვენმა მამაცმა გოგონამ გადაწყვიტა ჩემს ნერვებზე თამაში ასეა??
- მე.... ყველანაირად ვეცადე.. მისთვის ხელი შემეშალა - ამოიკნავლა ქალმა
- ეცადე? არამგონია. იცი რამდენი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის რომ მოთმინება გამომეჩინა? ასე ყველაფერი წყალში იყრება, გამოდის რომ 15 წლის წინ ჩვენი ბატონი ტყუილად შეეწირა ამ ამბავს. ახლა როცა ყველაფერი დალაგდა, ბებერი უნდა ჩაძაღლებულიყო და დირექტორად ის უტვინო სოკ ჯინი დანიშნულიყო, არსაიდან მემკვიდერე გამოჩნდა და თან ყველა გაგასულელათ. როგორ დაუშვი მისი თავმჯდომარედ დანიშვნა.
- ჩვენ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ - შეპასუხება სცადა იანმა.
- არ მგონია, თქვენ ვერ აცნობიერებთ სიტუაციის სირთულეს როგორც ვხედავ. მე მჭირდება ეს კომპანია და კიმ ჯისუ არასოდეს მომყიდის მას. ამიტომ სხვა სტრატეგიას დავსახავთ. ის საკმაოდ ჭკვიანი გოგონა ჩანს შეიძლება რამეში გამომადგეს კიდეც.
- თქვენ მას არ იცნობთ, იგი არასოდეს დანებდება. არ ისურვებს რომ თქვენთან შეთნმხება დადოს.
- მოუწევს ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს გამოეთხოვება. ჯონ, ყველაფერი გაარკვიე ჩვენს პრინცესაზე, მეტი ინფორმაცია მჭირდება რომ მისი დამორჩილება შევძლო. აუცილებლად ექნება სუსტი წერტილი და მე მას ვიპოვნი.
......................
- როგორც იქნა ყველაფერი მორჩა როუზ, - ამოიხავლა ძალაგამოცლილმა ჯისუმ და საწოლზე დაენარცხა. არ ეგონა რომ ასე რთული იქნებოდა. არა საქმეში გარკვევა არ გასჭირვებია უბრალოდ ემოციურად დაიღალა. მისი ქვეცნობიერი საბრძოლო რეჟიმში იყო მომართული, თითქოს რაღაც საფრთხეს გრძნობდა, სწორედ აქ ამ სახლის კედლებში, რომელიც მას ეკუთვნოდა და სადაც ყველაზე დაცულად უნდა ეგრძნო თავი. - გთხოვ ყველაფერს მიხედე. ყველა საეჭვო პირის დოსიე მჭირდება. ახლა კი მარტო დამტოვე, მინდა ცოტა დავისვენო, სავახშმოდ არ ჩამოვალ. - ძილნარევი ხმით უთხრა იქვე მდგარ როუზს და სააბაზანოსკენ გაემართა. - თბილი აბაზანა უნდა მივიღო, ეს ნამდვილად დამეხმარება უსიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევაში.
........................
- თეჰიონ საოცარია შენი ვახშმად ხილვა, - გესლიანად ჩაიცინა კრისტალმა და მაგიდასთან ჯინის გვერდით დაიკავა ადგილი, - რა სამწუხაროა რომ ამჯერად ჩვენი პატარა დიასახლისი არ დაგვიმშვენებს გვერდს, მგონი სულ ტყუილად დარჩი შინ.
- კრისტალ საკმარისია,- შეუღრინა ჯინმა
- რა სჭირს ჯისუს? წავალ ვნახავ, - თქვა აღელვებულმა თეჰიონმა და ჯისუს ოთახისკენ გაემართა. კარი ფრთხილად შეაღო და საწოლთან ახლოს მივიდა, ხელი ფრთხილად შეახო მის ფერმკრთალ ლოყას და მის სუნთქვას მიუგდო ყური. - ჯანდაბა ასეთს რას მიშვები კიმ ჯი სო. გამუდმებით შენზე ვფიქრობ და ვნერვიულობ, ასე როგორ მასუსტებ. როგორი პატარაა და რა მამაცია - ჩაიცინა თემ და მისი დღევანდელი თათბირი გაახსენდა, - პატარავ არც კი იცი რამდენი მტერი შეიძინე დღეს მაგ გამოსვლით, ბევრის სამიზნე გახდი მაგრამ მე აქ ვარ, ყველასგან დაგიცავ ყოველთვის. - შუბლზე აკოცა და ოთახი ჩუმად დატოვა
ისევე როგორც ჯისუს, თეჰიონსაც არ ასვენებდა უსიამოვნო შეგრძნება რომელსაც ვერ ხსნიდა, ჯისუს ოთახიდან გამოსული კი ჯინის მოსაძებნად წავიდა რათა რამდენიმე საკითხი განეხილა მასთან ერთად.
....................
- ქალბატონო, აქ არის მთელი ინფორმაცია რაც კიმ ჯი სოზე შევაგროვე, - საბუთები მაგიდაზე დააწყო ჯონმა.
- სავარძელში მოკალათებულმა ქალმა ყურადღებით დაიწყო საქაღალდის შესწავლა და როცა მორჩა მძიმედ ასწია თავი. არ უნდოდა ეღიარებინა მაგრამ მას ამჯერად წინ ღირსეული მეტოქე ედგა, „კიმ ჯი სუ 23 წლის, FBI-ს აგენტი, BAU-ს დაქვემდებარებაში, დამნაშავეთა ქცევის ანალიტიკოსი. ფსიქოლოგი, სასამართლო ექსპერტი." -ამ ამონარიდის წაკითხვამ მისთვის ბევრი რამე ნათელი გახადა. ფაქტი იყო მისი ამ პროფილის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მისმა უახლოესმა გარემოცვამაც კი. - ჯონ, უნდა ვაღიარო რომ შევცდი, მე ვერ შევძლებ ჯისუ ჩემს მხარეს გადმოვიყვანო ან რამე შევთავაზო. იგი უნდა მოვიშოროთ, და რაც შეიძლება სწრაფად, თუ ასე არ მოვიქცევით მალევე გაგვშიფრავს და შემდეგ ნამდვილად გაგვიჭირდება ამ პრობლემის მოგვარება.
- გასაგებია ქალბატონო, - თავი დაუკრა ჯონმა და კარისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.
- ჯონ! - გასძახა კართან მისულს და როცა მოტრიალდა დაამატა, - გააკეთე ისე, რომ უბედურ შემთხვევას გავდეს. - მან თავი დაუკრა და კარში გაუჩინარდა.
ვნახოთ ჯისუ, ვნახოთ თუ გეყოფაჭკუა თავი ამჯერადაც გადაირჩინო, მიზანთან ძალიან ახლოს ვარ და ხელს ვერაფერი შემიშლის...შენ მე მეძებ, მე კი იმაზე ახლოს ვარ ვიდრე შეგიძლია წამოიდგინო.
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, გამიხარდება თუ თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში და ვოუთებით დააფიქსირებთ, ასევე ველი თქვენგან შენიშვნებს რათა მომავალში გავითვალისწინო. <3 <3
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro