Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

4 თავი


- თეჰიონ მზად ხარ? - შესძახა ჯინმა თეჰიონს რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა კარებში და სერიოზული მზერით შეხედა თავის ძმას.

- ჯანდაბა თეჰიონ ვერ ვეგუები შენს ახალ იმიჯს, ან ეს გამოხედვა. დრო დამჭირდება რომ ამას შევეგუო.

- ასეა ძმაო, დარწმუნებული ვარ ის იდიოტი ნამ ჯუნი უკვე მოახსენებდა ჯისუს ჩემს შესახებ, შენც იცი, მიზეზი აღარ მაქვს რომ ის სულელური იმიჯი ისევ ვატარო. დროა ყველაფერი კონტროლქვეშ მოვაქციო. ჩემმა პატარამ უნდა გაიგოს ვის ეკუთვნის აქ ყველაფერი მისით დაწყებული.

- „ჩემმაო"? - გადაიხარხარა ჯინმა,- ის საკმაოდ ძლიერი მეტოქე იქნება მერწმუნე, ვიცი რასაც ვამბობ.

- შეიძლება, შეიძლება ჯინ მაგრამ მე მას მოვარჯულებ. - ჩაიცინა თეჰიონმა და კიბეებზე დაეშვა.

- ნორა - გასძახა მსახურს. - ჯისუ სად არის?

- ქალბატონი უკვე წავიდა ბატონო.

- აი ხომ გითხარი, დროს ნამდვილად არ კარგავს. - ამოიოხრა ჯინმა - მარტივი არ იქნება.

- დამშვიდდი ძმაო, უკვე გითხარი ყველაფერს თავად მივხედავ. მართალია ჯისუ თავს ძლიერად გვაჩვენებს მაგრამ ის გულის სიღრმეში ისეთივე დაუცველი გოგოა როგორიც იყო. უბრალოდ უნდა სხვანაირად გამოჩნდეს.

- ჯინმა თავი ურწმუნოდ გადააქნია და სახლიდან გასულ ძმას გაჰყვა

...................

- ქალბატონო, ეს ბაბუათქვენის კაბინეტი იყო. მთელი ამ, დროის განმავლობაში აქ არავის აძლევდა შემოსვლის საშუალებას. ახლა ის თქვენს განკარგულებაშია, მე კი თქვენი მარჯვენა ხელი ვიქნები. - კაბინეტში შეიყვანა პარკ იანმა ჯისუ და მლიქვნელურად ჩაიღმა.

- ვაფასებ თქვენს გულმოდგინებას ბატონო პარკ, მაგრამ რა უფლებით ნიშნავთ საკუთარ კანდიდატურას ჩემი მრჩევლის პოზიციაზე? თქვენის მხრიდან ეს დიდი თავხედობაა. მე უკვე მყავს მრჩეველი და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ეს ბატონი პაკ ჯიმინია. სწორედ ის დაიკავებს ამ თანამდებობას. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით. - უხეშად მიუგდო ჯისუმ და ზურგი აქცია იმის ნიშნად რომ მეტად მისი ხილვა აღარ სურდა.

- სიბრაზისგან ერთიანად აწითლებული იანი სწრაფად გავარდა კარისკენ თუმცა მოულოდნელად იქ შემომავალ ჯინს შეასკდა, მოუბოდიშა და უკანმოუხედავად დატოვა კაბინეტი.

- ძვირფასო, უკვე აქ ხარ? - ღიმილით მიმართა ჯინმა ჯისუს. ვხედავ ეწყობი.

- აჰ, ჯინ, თეჰიონ. თქვენც ადრე მოსულხართ. ჰო მინდა რომ აქ რაც შეიძლება კომფორტულად ვიგრძნო თავი. - ღიმილითვე მიუგო ჯისუმ და სავარძელში ჩაეშვა. შემდეგ სახე დაასერიოზულა და ჯინს მიმართა.

- საკმარისია ჯინ, ვიცი რომ არ გეხატები გულზე და არაა საჭირო ეს ვითომ გულთბილი მიმართვები. ყველაზე მეტად ყალბი ადამიანები მძულს. მირჩევნია შენს ნამდვილ განწყობას ვხედავდე რადგან ისედაც ვგრძნობ ამას. ახლა თუ შეგიძლია დაგვტოვეთ. მე და ჩემს მრჩეველს რამდენიმე საკითხი გვაცქვს განსახილველი თათბირამდე.

- ჯინმა და თეჰიონმა უკანმოუხედავად დატოვეს იქაურობა. - გეუბნებოდი თეჰიონ? არა ტაქტიკა უნდა შევცვალო და საერთოდაც იქნებ ჯობდეს რომ ნორმალური დამოკიდებულება მქონდეს მასთან. მომავალი სარძლოა ბოლოს და ბოლოს. მე ვგრძნობ რომ ჯისუ აქ მარტო მემკვიდრეობისთვის არ ჩამოსულა. ძალიან გამიჭირდა მაგრამ მაინც გავარკვიე რომ ის საკმაოდ წარმატებული იყო ვაშინგტონში. და მის ასაკთან შედარებით თანამდებობაც კარგი ეკავა. ბედის ირონია კი ისაა რომ FBI-ს აგენტი იყო.

- რა აგენტი იყო? მოიცა ის..

- არა მას სხვა პროფილი აქვს, BAU ს დაქვემდებარებაში. ნუ გეშინია ძმაო მაფიოზებზე არ მუშაობს ეს დანაყოფი.

- აბა?

- მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. აქ რაღაც მიზეზის გამო დაბრუნდა. მას რეალურად არც ჩვენ ვაინტერესებთ და არც ეს კომპანია და მემკვიდრეობა. წინ ბრწყინვალე მომავალი ქონდა. რატომ დაბრუნდა, რა მოხდა. აი ეს უნდა გავარკვიო.

- ჯინ შენ რა მართლა ვერ იგებ? თავად არ მითხარი რომ მისი მშობლები დაცხრილეს და ისიც სასწაულად გადარჩა? დარწმუნებული ვარ აქ მკვლელის და დამკვეთის მოსაძებნად ჩამოვიდა. ამაში ახლა 100% - ით ვარ დარწმუნებული.

- თუ ასეა დავეხმაროთ ამაში, - წამოიძახა უცებ არსაიდან გამოჩენილმა კრისტალმა. - ხო დავეხმაროთ და იქნებ სწრაფად დაბრუნდეს თავის ამერიკაში.

- სისულელეების ლაპარაკს მოეშვი კრისტალ- შეუბღვირა თეჰიონმა. - ის არსად წავა და მით უფრო ამერიკაში არ დაბრუნდება, ის აქ დარჩება თავის სახლში, თავის ქმართან?

- მოიცა ახლა არ მითხრათ რომ ის ნამჯუნიც ჩვენთან გადმოდის საცხოვრებლად?- შეიცხადა კრისტალმა.

- კრისტალ მორჩი სისულელეების ლაპარაკს. - შეეპასუხა ჯინი როცა თეჰიონის გაცოფებულ სახეს შეხედა. - დროა თათბირზე შევიდეთ.

- ისინი საკონფერენციო დარბაზში შევიდნენ. მდივანმა თავის ადგილებზე დასვა და სთხოვა ქალბატონს დალოდებოდნენ. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ჯისუ გამოჩნდა. მას უკან იუნგი და ჯიმინი მოჰყვებოდნენ. დირექტორთა საბჭოს წევრები და სხვა აქციონერები ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ მას და ჯისომაც თავისი ადგილი დაიკავა.

- მოგესალმებით ბატონებო - ღიმილით მიმართა იქ მსხდომთ ჯისუმ და განაგრძო- დარწმუნებული ვარ იცით ვინც ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ წარგიდგებით და გაგაცნობთ მიზეზს რის გამოც აქ შეგკრიბეთ. მე კიმ ჯისუ ვარ კიმ ჯონგის შვილიშვილი. შტატებიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი რაც ბაბუას მძიმე მდგომარეობის შესახებ შემატყობინეს. მისი დიაგნოზი ძალიან მძიმეა, ის ძალიან სუსტად არის და როგორც ექიმებმა თქვეს მე მხოლოდ შემიძლია მისი დახმარება იმაშ რომ მშვიდად განისვენოს. ბაბუას იურისტებმა შემატყობინეს რომ მისი მდგომარეობიდან გამომიდინარე საჭირო იყო ჩემი უკან დაბრუნება რათა მისი ადგილი დამეკავებინა, როგორც კანონიერ მემკვიდრეს. აქ არის ჩემი ადვოკატი მინ იუნგი. სწორედ ის გაგვაცნობს ანდერძის პუნქტს რომელიც კომპანიის თავმჯდომარის თაობაზეა. იუნგი გთხოვ.

- მადლობა ქალბატონო კიმ - ღიმილით მიუგო იუნგიმ და ანდერძის კითხვა დაიწყო. - ჩემი კომპანიის საკონტროლო პაკეტს გადავცემ ჩემს შვილიშვილს კიმ ჯისუს და ჩემი სიცოცხლეშივე ვნიშნავ მას JK ჯგუფის თავმჯდომარედ. ასევე მას ვაძლევ გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. - დაასრულა იუნგიმ და საკუთარი ადგილი დაიკავა

- მადლობა მინ, ბატონებო, მინდა გითხრათ რომ დღეიდან აქტიურად ჩავერთვები კომპანიის საქმიანობაში, და ყველა ტრანსფერს, მშენებლობას, ყველა პროექტს ასევე უმნიშვნელო საკითხსაც კი გავაკონტროლებ. აქ იმუშავებენ მინ იუნგი, როგორც მთავარი იურისტი და პარკ ჯიმინი ჩემი მარჯვენა ხელი ფინანსურ საკითხებში. ესაა რაც მინდოდა ამ ეტაპზე თქვენთვის მეთქვა. ამიერიდან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და მე ყველა თქვენი ნაბიჯი მეცოდინება. ახლა თუ რაიმე კითხვები გაქვთ გისმენთ.

- თქვენს მონდომებას ძალიან ვაფასებთ ქალბატონო - ჩაიდუდუნა ერთ -ერთმა აქციონერმა - თუმცა თქვენი ასაკი, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ ასეთი თანამდებობისათვის. იქნებ უფრო კომპეტენტური კადრი შეგვერჩია.

- და ვინა არის უფრო კომპეტენტური, თქვეენ? დიდი მადლობა ქალბატონო ბიონ ზრუნვისთვის - დამცინავი ღიმლით შეხედა ჯისუმ ქალს და გააგრძელა- მე შეიძლება მეტისმეტად ახალგაზრდა ვარ ამ თანამდებობიასთვის, სამაგიეროდ თქვენ ასაკოვანი ბრძანდებით ამისთვის, - ჯისუმ არ მიაქცია ყურადღება ჩუმ ქირქილსა და ქალის სიბრაზისგან აწითლებულ სახეს და დაამატა - ხოლო რაც შემეხება მე, შტატებში მეტი რამ ვისწავლე ვიდრე ბევრ თქვენგანს ჰგონია. ამ საკითხზე მსჯელობას აღარ ვაპირებ - ტონი დაასერიოზულა და გამომეტყველებაც ცივი გაუხდა- არავინ გაბედოს ბაბუას ნების წინააღმდეგ წასვლა. შეიძლება სუსტი ვჩანვარ მაგრამ ჩემს ძალას ნუ გამოცდით.

- ეს მუქარაა ქალბატონო? - ჩაერთო კიდევ ერთი აქციონერი

- ეს არაა მუქარა, -მშვიდად მიუგო ჯისუმ - ეს დაპირებაა, რომელსაც აუცლიებლად ავასრულებ. - სავარძელში გადაწვა დამსწრეებს გახედა და მიხვდა რომ იმ წამს ბევრი მტერი შეიძინა. ბოლოს მისი მზერა თეჰიონის თვალებს წააწყდა რომელიც დაჟინებით უყურებდა მას და უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - ნეტა ამ იდიოტს რა უნდა- გაიფიქრა ჯისუმ და თათბირი დასრულებულად გამოაცხადა შემდეგ კი კაბინეტისკენ გაემართა.

............

- თქვენთვის არ უსწავლებიათ რომ დაკაკუნების გარეშე სხვის სივრცეში შეჭრა უზრდელობაა? - მთლიანად საქმეში ჩაფლულმა ჯისუმ უკმაყოფილოდ, საბუთებიდან თავის აღების გარეშე ამოილაპარაკა და მკაცრი მზერით ახედა ოთახში დაუკითხავად შემოჭრილ არსებას ხოლო როცა მასში თეჰიონი შეიცნო გამომეტყველება უფრო ცივი გაუხდა.

- აქ რას აკეთებ თეჰიონ? აღარ გაბედო ასე დაუკითხავად შემოჭრა ჩემს კაბინეტში.

- კარგი რა პრინცესა - ტაემ ნელა დაიწყო სვლა მისკენ და საბოლოოდ ჯისუს სავარძელთან აღმოჩნდა, მას ორივე ხელით დაეყრდნო და ასე საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა მის ხელებში მოქცეულ გოგონასთან. ჯისუს ამ სიახლოვისგან უცნაურად შეუტოკდა სხეული, თითქოს მისმა გულმაც სწრაფად დაიწყო ფეთქვა. მისი სურნელი თავბრუს ახვევდა და კონტროლს აკარგვინებდა. საბედნიეროდ ჰქონდა იმის ძალა რომ გარეგნულად მშვიდი დარჩენილიყო, გონებაში ლოცავდა ხელმძღვანელ ჰაჩს რომელმაც მისგან ასეთი გაწონასწორებული პიროვნება შექმნა. გულში კი თავს ილანძღვდა ასეთი სისუსტისთვის. თავის მხრივ თეჰიონიც არ იყო კარგ დღეში. თავს ვერაფერს უხერხებდა, არ შეეძლო ჯისუსგან შორს ყოფნა. მისი მზერა ჯისუს ტუჩებზე დაესვნა და იქვე დარჩა, ვერ შეძლო მისთვის თვალი მოეწყვიტა.

- თეჰიონ - თავი კონტროლქვეშ ისევ ჯისუმ აიყვანა და ბიჭის სახეს სახე უფრო მიუახლოვა, გადაწყვიტა ცოტა ეთამაშა, - შენს ძუკნებში ნუ აგერევი? ჩემზე მსგავის გამოხტომები არ მოქმედებს. - ჯისუ ისე ახლოს იყო რომ მათ ტუჩებ შორის თითქმის არ რჩებოდა მანძილი, რამაც თეჰიონს კონტროლი დააკარგვინა, ერთ სული ჰონდა დაეგემოვნებინა მისი ბაგეები, მაგრამ გოგონა მოქნილად გამოძვრა მისი მკლავებიდან და კმაყოფილი ღიმილით მივიდა სასმლის ბართან. - ღმერთო რა ცუდად გამომდის, ჩემს კაბინეტში პირველად ხარ და სასმელზეც არ დაგპატიჟე, რას დალევ?- თქვა ბართან მდგომმა და ხელში ჭიქები შეათამაშა. - თეჰიონმა რომელიც ჯერ კიდევ შოკში იყო „თავის დაწყნარება" ძლივს მოახერხა და მისკენ მომზირალ ჯისოს გახედა, რომელსაც სახეზე ეშმაკური ღიმილი დაჰკრავდა და მის პასუხს ელოდებოდა, აშკარა იყო ამ სიტუაციით სიამოვნებას იღებდა, მან იცოდა როგორ იმოქმედა თეჰიონზე მისმა სიახლოვემ და ეს ართობდა.

- ვისკის - ჩაიცინა თემ და გუნებაში დაამატა - ასე გინდა თამაში? მაშინ ვითამაშოთ.

- გაგვიმარჯოს - ჭიქა მიაწონდა ჯისუმ და სავარძელში დაბრუნდა.

გაგვიმარჯოს - ჩაილაპარაკა თაემ და დაჟინებით დააკვირდა გოგონას, ხვდებოდა რომ ირგვლივ ყველაფერი იცვლებოდა. ამ რეალობასკი ჭკუიდან გადაყავდა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo