Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

3 თავი


- ჯანდაბა ჯისოო- სიცილში ძლივს ამოთქვა ნამჯუნმა და თალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. - რატომ არ გამაფრთხილე რომ მალე ქორწილი გვაქვს, წარმოდგენა არ მქონდა რომ გიყვარდი ლამაზო.

- მოკეტე ნამჯუნ თუ არ გინდა მაგ ლამაზი სიფათი კიდევ უფრო გაგილამაზო, - ამოიღრინა ჯისუმ. ეს იდეა სპონტანურად მომივიდა თავში.

- ხოო, მაგას მივხვდი, - როგორც იქნა სიცილი შეწყვიტა ჯუნმა და სავარძელში გასწორებულმა ჯისოს სერიოზული მზერა მიაბყრო,- იქ ზოგ-ზოგიერთებმა წესი ამიგეს. შენი სპექტაკლის მიზეზი თეჰიონი იყო ასე არაა?

- ზუსტად მიხვდი სიხარულო, - ნათელმა ღიმილმა გადაურბინა ჯისუს სახეზე, - უბრალოდ მივახვედრე რომ შანსები არ აქვს.

- ჯისო არის რაღაც რაც უნდა იცოდე - ნელა ამოთქვა იუნგიმ რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაშ ცდილობდა ფხიზლად დარჩენილიყო და არ ჩაძინებოდა.

- იუნგი, იქნებ ამის დრო არაა, - მისი შეჩერება სცადა ჯიმინმა რომელიც მათ საუბარს ყურადღებით უსმენდა.

- არა ჯიმინ, იუნგი მართალია - შეაწყვეტინა ჯუნმა, - დროა ჯისუმ სიმართლე გაიგოს, რადგან თეჰიონმა მიცნო და უკვე აზრი არ აქვს ამის დაფარვას, მასაც მოუწევს თავისი რეალური სახის ჩვენება და ჩვენც.

- აღარ მეტყვით ბოლოს და ბოლოს რას გულისხმობთ? - ამოისისინა ჯისუმ რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა.

- საქმე ისაა, რომ - ფრთხილად დაიწყო იუნგიმ - მე ნამჯუნი და ჯიმინი მაფიის სამყაროს წარმომადგენლები ვართ. ერთ- ერთი დაჯგუფების ლიდერები.

- მხოლოდ ეგაა? - ეშმაკურად ჩაიღიმა ჯისუმ? - ეგ ისედაც ვიცოდი. - შემდეგ ბიჭების გაოცებული მზერა დააიგნორა და განაგრძო. - ძნელი მისახვედრი არაა ჯუნ რომ შეუძლებელია ბიზნესმენს, თუნდაც შენნაირ ცნობილს ამხელა გავლენა, ქონება და ამდენი თავისუფალი დრო ჰქონდეს. მე ეს დიდი ხანია ვიცი მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე თქვენ ისეთები მიყვარხართ როგორებიც ხართ ბიჭებო, იმიტომ რომ თქვენ, ჯენი და როსე ხართ ჩემი ოჯახი. ის ხალხი რომელმაც ეს 15 წელი გამაძლებინა.

- ჯისო, - ჯიმინი მას მჭიდროდ ჩაეხუტა შემდეგ კი დანარჩენებიც შეუერთდნენ.

- ჩვენც გვიყვარხარ, - ამოიკრუსუნეს ერთ ხმად.

- რაც უნდა მოხდეს კიმ ჯისუ იცოდე რომ ჩვენ შენ გვიყვარხარ და მუდამ შენთან ვიქნებით, შენს სამსახურში. - თბილად გაუღიმ ჯუნიმ.

- კარგი საკმარისია ამდენი სენტიმენტალიზმი, - თვალზე მომდგარი არარსებული ცრემლი მოიწმინდა ჯისუმ - ახლა ის მითხარით იმ ცანცარა ფლეიბოის რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან. საიდან იცნობთ იმ ჭკუათხელს.

- ნუ თეჰიონი არცი ისეთი ჭკუათხელი და ცანცარაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. - ამოთქვა ჯუნმა - იგი ერთ -ერთი ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ლიდერია, მაფიოზია ჯისუ. მისი ეს იმიჯი უბრალოდ ნიღაბია. სინამდვილეში ის ერთ-ერთი კანონმდებელია მაფიის სამყაროში და ძალიან დიდი გავლენა აქვს, ჩემზე დიდიც კი. მას იქ როგორც სასტიკ, შეუბრალებელ მონსტრს ისე იცნობენ. მისი ზედმეტსახელიც ბევრ რამეს ამბობს, მას სატანა შეარქვეს. ნამდვილი ბნელეთის მოციქულია. მასთან ფრთხილად იყავი, გესმის? არ ვიცი რატომ მაგრამ მისგან, შენს მიმართ უცნაური ინტერესი ვიგრძენი. შენს გამო მზად ვარ მოვკვდე, მაგრამ შენ ფრთხილად იყავი.

- რას ამბობ ჯუნ?- ჯისუ ცდილობდა ის გაოცება და გაუცნობიერებლად დაბადებული შიში დაემალა რაც კარგად გამოსდიოდა.- ანუ ჩვენი ცანცარა ბიჭი სერიოზული მაფიოზია? კარგი რა მისი არ მეშინია, ან რა საქმე უნდა ჰქონდეს ჩემთან. თუმცა გაფრთხილებისათვის მადლობას გიხდი. შევეცდები უფრო გავაკონტროლო ჩემი ქმედებები.

..................

ჯისუ ბიჭებს დაემშვიდობა, თავის ოთახში შევიდა და ჩაფიქრებული ჩაესვენა სავაძელში. ვერ გებულობდა საიდან გაჩნდა მის გულში ამხელა შიში. ან რისი ეშინოდა ასე ძალიან ადამიანს რომელმაც ამ სამყაროს მთელი სისასტიკე თავს მხრებზე გადაიტანა და ცოცხალი გადარჩა. ადამიანს რომელსაც დასაკარგიც არაფერი ჰქონდა, არა მას არ ეშინოდა სიკვდილის, პირიქით ნატრობდა კიდეც მას. ერთადერთი რამ რაც აშინებდა ის იყო რომ ამ ქვეყანას ისე დატოვებდა რომ მშობლების სიკვდილის გამო შურს ვერ იძიებდა. მან თავი გადააქნია უაზრო ფიქრები გონებიდა მოიშორა და საგანგებოდ მისთვის გამზადებულ აბაზანაში ჩაეშვა.

................

ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი მკრთალად ანათებდა სრულიად ჩაბნელებულ ოთახს და ოდნავ თუ გამოკვეთდა სავარძელში მოთავსებულ ფიგურას, ახალგაზრდა კაცი ხელში სასმლით სავსე ჭიქას ათამაშებდა და ბოროტი ღიმილით აკვირდებოდა სივრცეს, თითქოს იქ იმ სიბნელეში მისი სახე და სხეული გამოკვეთლად ჩანდა, მისი ღიმილი, მკაცრი გამოხედვა და ტუჩები, ჯანდაბა ამ ტუჩებს ჭკუიდან გადაყავდა. -როგორ შეიძლება ასეთი სრულყოფილი იყოს, ასე უცბად შეიცვალოს და მკაცრი დაუნდობელი სახე უცებ საყვარელმა გამოხედვამ ჩაანაცვლოს. - ეკითხებოდა გამუდმებით თავის თავს თეჰიონი და სმას განაგრძობდა, - რას მიკეთებ კიმ ჯისუ, ასე როგორ დაიპყარი ჩემი გონება 2 დღეში. - საშინლად იყო გაბრაზებული თავის თავზე იმის გამო, რომ ამ ამპარტავანმა პატარა გოგონამ მისი ფიქრები მთლიანად მიისაკუთრა, თუმცა ამას ამის აღიარება არ უნდოდა. - უბრალოდ მინდა რომ ჩემი გავხადო, ეს უბრალო ვნებაა და მეტი არაფერი. ერთადერთი გოგოა რომელიც არაფრად მაგდებს. ყოველთვის ასე იყო, ჯანდაბა.- ბოლო ჭიქა დალია და ფეხარეული გაემართა თავის ოთახისაკენ რომელიც ჯისუს ოთახის გვერდით მდებარეობდა. ცდილობდა თავს მორეოდა მაგრამ მაინც შეაღო მისი ოთახის კარი, თვალი სიბნელეს შეაჩვია და მისი ძებნა დაიწყო. აი ისიც, მშვიდად, უშფოთველად სძინავს, ანგელოზს გავს. - როგორ შეუძლია ასე იძინოს როცა მე მოსვენება დამაკარგვინა - ამოიოხრა თეჰიონმა - ნუთუ საერთოდ არ გაღელვებს ეს ფაქტი პატარავ? - თეჰიონს სახეზე მაცდური ღიმილი გადაეკრა მძინარე ჯისუსკენ დაიხარა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, ფრთხილობდა არ გაეღვიძებინა, - მალე მხოლოდ ჩემი იქნები და ყოველთვის თამამად შევიგრძნობ ამ სურნელს რაც ახლა ასე აკრძალული მაქვს, უბრალოდ დამაცადე, მალე სიგიჟემდე შეგიყვარდები. - მან ჩუმად დატოვა ოთახი, ბოლოჯორე შეავლო თვალი ჯისუს და კარი მიიხურა.

................

რა უბედურებაა- წამოიძახა ჯისუმდა თვალები ჭყიტა,- რა ჯანდაბამ დამასიზმრა ის იდიოტი, არა ნამდვილად ბიჭების მონაყოლისგავლენის ქვეშ ვიყავი, ხო ნამდვილად ასეა, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა დამსიზმრებოდა.რა სისულელეა თან ჩემს ოთახში. ღმერთო, ჯისუ სულ შეიშალე.- ნერვულად გადააქნია თავიდა აბაზანისკენ გაემართა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo