Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

25 თავი

შურისძიება - თუკი ამ ერთ სიტყვას შეუძლია სიმშვიდე მოუტანოს აფორიაქებულ სულს, ბედნიერება დაუბრუნოს შენს გულს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, მაშინ რატომ გრძნობ მხოლოდ სიცივეს და გაუსაძლის ტკივილს? რატომ იძირება ირგვლივ ყველაფერი უკუნ სიბნელეში? რატომ სტანჯავს უკვე თავისუფალ სულს გაურკვეველი გრძნობა? ხვდება რომ რაღაც აკავებს, რაღაც არ აძლევს წასვლის საშუალებას, მაგრამ რა?

.................

- პირველი 24 საათი გადამწყვეტია - დაღლილად ჩაილაპარაკა ექიმმა. - საბედნიეროდ სისხლის მოწოდება დროულად მოხდა, ვფიქრობ გართულებებს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფრის გარანტიას ვერ გაძლევთ, გოგონას სხეული ძალიან დასუსტებულია, ასევე ჩანს რომ იგი მენტალურადაც გატეხილია, საერთოდ არ იბრძვის სიცოცხლისათვის.

- ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭიროა.მან უნდა გაიღვიძოს, როდის შევძლებ მის ნახვას? - მოუთმენლად მიაყარა თეჰიონმა.

- როგორც კი გონს მოვა მასთან შეგიშვებთ. დროებით- ექიმი თავის დაკვრით დაემშვიდობა მათ და გაუჩინარდა.

- თეჰიონ, ერთიანად სისხლში ხარ, ჯობია სახლში წახვიდე და გამოიცვალო.

- ვერსად წავალ, ხომ გაიგე რა თქვა ექიმმა? მას მე ვჭირდები, უნდა იგრძნოს რომ აქ ვარ და ველოდები, არ დავტოვებ.

- ჯინი მართალია - საუბარში ჩაერია ნამჯუნი, რომელიც სწორედ იმ მომენტში დაბრუნდა სისხლის გადასხმის შემდეგ - უნდა დაისვენო, ასე ვერ შეძლებ ვინმეს დაეხმარო, დარწმუნებული ვარ არც ჯისუს ენდომება შენი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.

- ნამჯუნ - თეჰიონი ბიჭისკენ შებრუნდა. - მადლობ, შენ ჯისუ გადამირჩინე, ვალში ვარ შენთან.

- მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მისი სიცოცხლისთვის, იმისთვის რომ კარგად იყოს. მადლობა საჭრო არაა თეჰიონ. უბრალოდ გააბედნიერე. ჯისუს უყვარხარ ეს ნამდვილად ვიცი. თუკი გაბედავ და ოდესმე გულს ატკენ მოგკლავ. - კბილებში გამოცრა ნამჯუნმა.

- მე ის მეყვარება, ბოლო ამოსუნთქვამდე, ამაზე ფიქრიც არ ღირს. ჯინ უბრძანე მსახურებს რომ სუფთა ტანსაცმელი მომიტანონ. აქედან წასვლას არ ვაპირებ. - თეჰიონი ძალაგამოცლილი დაეშვა მოსაცდელ სკამზე და თვალები მილულა. არაფერი აინტერესებდა გარდა იმისა რომ რაც შეიძლება მალე დაენახა ჯისუს ღრმა, სევდითა და სიყვარულით სავსე თვალები. რომ კიდევ ერთხელ გაეგონა მისი ტკბილი ხმა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა დაბრუნებოდა რეალობას და მომხდარი ბოლომდე გაეანალიზებინა.

- არ იღელვო - თითქოს ჯინი ჩასწვდა მის აზრებს - შენმა ბიჭებმა ყველაფერზე იზრუნეს. გვამები ადგილიდან გაიტანეს. რაც იქ მოხდა ამის შესახებ ვერასოდეს ვერავინ გაიგებს.

- მადლობა ძმაო. და ვწუხვარ იმის გამო რაც შენი ცოლის გამო გადაიტანე.

- შეწყვიტე მაგაზე ლაპარაკი თეჰიონ. მთავარია რომ ყველაფერი დამთავრდა. - ჯინმა უფროსი ძმის მზრუნველობით ხელი მოჰხვია უმცროსს და მის დამშვიდებას შეეცადა.

.................

იმ ღამით საოცრად ბარდნიდა, ულამაზესი იყო გარემო, თეთრი ფანტელები კრძალვით ეფარებოდნენ მიწას, თითქოს სურდათ თვიანთი სისპეტაკით ყველა სიბინძურე წაეშალათ, ყველა ცოდვა დაემალათ. პატარა გოგონა სიხარულით დასდევდა ჰაერში მოფარფატე ფიფქებს და მათ დაუსრულებელ ცეკვას ბედნიერი კისკისით აკვირდებოდა.

- ჯისუ, საყვარელო ასე გაცივდები, სახლში დაბრუნდი - უკუნში ხსნასავით გაისმა ქალის მზრუნველი ხმა, რომელიც უჩვეულო სიცივემ შთანთქა.

- გოგონა არად აგდებს დედის დაძახილს. მთელი ძალით ისუნთქავს ამ სუფთა, პირველი თოვლის უმანკოებით გაჟღენთილ ჰაერს და რიტმს თავადაც ჰყვება. ისიც თავდავიწყებით იწყებს ცეკვას ირგვლივ კი ყველაფერი თითქოს იცვლება. მალე აღარც თოვლი მოდის და აღარც თბილი, ტკივილამდე ნაცნობი ხმა ატკბობს მის სმენას. მოულოდნელად საშინელი სიცივე და შიში იპყრობს.ხვდება რომ ცოცხლების სამყოფელში ბრუნდება. მთელი ძალით ცდილობს დარჩეს იქ, იმ სპეტაკ ზღაპარში, თუმცა, ბრუნდება სამყაროში სადაც განწირულია საშინელი ტკივილისა და ტანჯვისათვის, თვალს ახელს, შემდეგ კი მომენტალურად ეჩეხება რეალობას სადაც თითქოს მიზანი აღარ აქვს. დაბნეული ავლებს თვალს თეთრ კდელებს, უამრავ მოწყობილობას რომელიც მის სხეულზეა შეერთებული, ნელ ნელა უბრუნდება ცნობიერება და იმასაც იხსენებს რატომ მოხვდა აქ.

- მე ეს შევძელი, შენს გამო შური ვიძიე როსე. არა მარტო შენს გამო, ჩემი მშობლების გამოც ვაზღვევინე მათ. მაგრამ ახლა ბედნიერებას რატომ ვერ ვგრძნობ, გული სევდით რატომ მაქვს სავსე. - გოგონას სახეზე ცრემლებმა დაიწყეს დენა.

- ღმერთო ქალბატონმა კიმმა გაიღვიძა, - უეცრად შესძახა ჯისუს მდგომარეობის შესამოწმებლად შესულმა ექმთანმა და ექიმის მოაყვანად გაიქცა. ცოტა ხანში კარი მძლავრად შემოგლიჯა თეჰიონმა რომელმაც არად ჩააგდო ექიმის შენიშვნა და ჯისუს სანახავად შევარდა.

- ჩემო პატარავ, ჩემო სიცოცხლე შენ არ დამტოვე, ჩემთან დაბრუნდი - ტეჰიონი მჭიდროდ იკრავდა გულში პატარა სხეულს და შეშლილივით ჩურჩულებდა.

- თეჰიონ - ჯისუმ თავი ბიჭს მკერდში ჩარგო და გაირინდა. მისმა ჩახუტებამ დაამშვიდა როგორც ყოველთვის თუმცა მალევე მოშორდა თბილი სხეული და დაბნეული ბიჭის ბრაზითა და შიშით სავსე თვალებს წააწყდა.~

- კიმ ჯისუ, ასე როგორ მომექეცი, ჩემს გარეშე, ასთ რისკზე როგორ წახვედი? როგორ გაბედე იქ მარტო მისვლა? რომ ვერ მომესწრო? მიპასუხე რა იქნებოდა რომ ვერ მომესწრო? როგორ მეცოცხლა უშენოდ? - ბიჭი ელოდა გოგონას გაბრაზებას თუმცა მან მხოლოდ უმწეოდ დახარა თვალი და ისევ ცრემლებმა დაუსველეს ფერმკრთალი ლოყები.

- მაპატიე, მართალი ხარ უნდა მეთქვა შენთვის, მაგრამ გამიგე, არაფერს ვნანობ. რომ გამემხილა იქ წასვლის საშუალებას მომცემდი?

- არა რათქმაუნდა - შესძახა თეჰიონმა - ამას როგორ მეკითხები საერთოდ.

- ხოდა სწორედ მაგიტომ არ გითხარი. ის მე უნდა მომეკლა, მხოლოდ იმაზე მწყდება გული რომ სათანადოდ არ დაიტანჯა. მარტივად დალია სული, რომ შემეძლოს ისევ მოვკლავდი, ისევ და ისევ..........

-ჯისუ გთხოვ

- თეჰიონ რა თქვა ექიმმა აქედან როდის გამწერს?

- რამდენიმე დღეში.

- ძალიან კარგი, როგორც კი აქედან გავალთ ადვოკატს შევხვდებით რათა ყველა დეტალი მოვამზადოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავბრუნდე ამერიკაში.

- რას გულისხმობ მაგაში - გაყინული ხმით ამოილაპარაკა თემ.

- ვცდილობ შეთანხმება შევასრულო. ჩემი მშობლებისა და როსეს მკვლელიები აღარ არიან. დროა ჩემი პირობა შევასრულო. აქედან გამოსული იურისტებთან მოვაგვაებ ყველაფერს და კომპანიას თქვენ გადმოგცემთ ხოლო მე და შენ გავეყრებით.

- ამას არ იზამ, მე არ ვარ თანახმა. არ გაგეყრები, და არც შენი კომპანია მჭირდება რამეში.

- ძალიან გთხივ, ყველაფერს ნუ გაართულებ .- ამოიოხრა ჯისუმ და სიგიჟის ზღვარზე მისულ ბიჭა თვალი აარიდა - არ ვარ იმ სიტუაციაში რომ ვინმეს გაბედნიერებაზე ვიფიქრო, საკმაოდ დიდი იარა დამრჩა, გულწრფელად გეტყვი, მეგონა შურიძიება ჩემს სულს დაამშვიდებდა და ცოტაოდენ კმაყოფილებას მომიტანდა მაგრამ შევცდი, მწარედ შევცდი. ახლა მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობ და აღარც ცხოვრების გაგრძელების მიზეზი მაქვს.

- ჩემი სიყვარული? შენთვის ეს არაფერს ნიშნავს? - მწარედ ჩაიცინა ბიჭმა

- თეჰიონ, სიყვარული ჩემთვის არ არის, არც შენთვის, მოდი აღიარე შენნაირ ფლეიბოის არ შეუძლია ვინმე უყვარდეს. არც მე გამოვირჩევი სენტიმენტალიზმითა და რომანტიზმით. შენ მე არ გიყვარვარ, უბრალოდ მე ერთადერთი ვიყავი ვინც საკუთარ ადგილას მოგსვა, ვინც შენს თვალწინ არ დაიჩოქა და ხელებში არ ჩაგადნა. ეს სიყვარული არაა, ეს უბრალოდ ჟინია.

- ჩემი პორტრეტი ზუსტად შეგიდგენიათ უფროსო სპეცაგენტო კიმ ჯისუ - ცივად თქვა თეჰიონმა რომელსაც უკვე მოესწრო გულგრილი ნიღაბის აფარება სახეზე და კარისკენ დაიძრა. - რახან ეგრეა იყოს ისე როგორც შენ გინდა. დანარჩენზე შენი გამოწერის შემდეგ ვისაუბროთ. შენს ნებას წინ არ აღვუდგები. - ბიჭმა ოთახი დატოვა და კარი გაიჯახუნა.

- მაპატიე, ჩემი ეს საქციელიც მაპატიე ჩემო სიყვარულო, - ამოიტირა ჯისუმ და თავი მუხლებში ჩარგო - ასე ჯობია. მე ვერ შევძლებ გაგაბედნიერო რადგან თავად ვარ უბედური, რადგან ჩემს სიცოცხლეს მხოლოდ არსებობა ჰქვია. შენს გარდა არც არავინ მეყვარება კიმ თეჰიონ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენი სურნელი იქნება ჩემი თანამგზავრი.

თეჰიონმა განადგურებულმა დატოვა ჯისუს პალატა, მან ყურადღება არ მიაქცია ჯინს რომელიც გაუჩერებლივ ეძახდა საავადმყოფოს შენობა დატოვა მანქანაში ჩაჯდა და დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ახლა ყველაფერზე მეტად მარტო ყოფნა სჭირდებოდა. - უნდა დამშორდეს არა? კარგი კიმ ჯისუ. მოგცემ იმას რაც გინდა. - თმ კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და მალე ქალაქიც უკან ჩამოიტოვა.

................

- თქვენს შორის რა მოხდა? - იკითხა ჯინმა რომელიც ჯისუს სანახავად პალატაში შევიდა.

- ის რაც უნდა მომხდარიყო. ერთმანეთს ვშორდებით.

- რა თქვი?

- გეყო ჯინ, ისე იქცევი თითქოს არ იცოდე ჩვენს შენთანხმებაზე, დარწმუნებული ვარ შენი ძა რაღცას მაინც გეტყოდა.

- თქვენ ერთმანეთი გიყვართ. არ უნდა დაშორდეთ - ამოიოხრა ჯინმა და სავარძელში მოკალათდა.

- სიყვარული სულელების მოგონილი პათეტიკური გრძნობაა რომელიც მათივე სისულელისა და სიბრიყვის დასაფარად მოიფიქრეს. იუნგის ვესაუბრე, ისინი მალე იქნებიან აქ. ყველაფერს გავაფორმებ რათა მთელი ქონება გადმოგცეთ, შემდეგ კი იქ დავბრუნდები საიდანაც ალბათ არასდროს უნდა ჩამოვსულიყავი.

2 თვის შემდეგ

უკვე მთელი საღამოა გაუჩერებლად სვამს, ამ ორი თვის განმავლობაში როგორღაც ახერხებდა დარდი ჩაეხშო ისე რომ არ დაელია თუმცა ამ საღამოს თავს ვერაფერი მოუხერხა. ქალებთან ურთიერთობაც კი არ გამოსდის. არავის შეუძლია მისი დამშვიდება, არავის აძლევს უფლებას მის სხეულს მიეკაროს რადგან ყოველთვის როცა კი გადაწყვეტს რომელიმე მადისაღმძვრელ გოგონასთან დროის გატარებას მისი სახე წარმოუდგება თვალწინ, მისი ღიმილი. მისი ცინიკური გამოხედვა მაშინვე გარეთ აგდებს გასართობ ობიექტს. ვერავინ ახერხებს მის დაკმაყოფილებას. მას მხოლოდ ის უნდა, მისი ქალი უნდა სხვა არავინ. თეჰიონმა სიმწრით ამოიოხრა და კიდევ ერთი ჭიქა გაუზავებელი ვისკი გადაკრა. - არ უნდა მიმეცა წასვლის საშუალება. უნდა შემეჩერებინა, თუნდა ც ჩამეკეტა. ეს არ უნდა დამეშვა. მაგრამ არაუშავს ჩემო ქალბატონო. მე გული მიგრძნობს რომ ჩვენ მალე შევხვდებვით ერთმანეთს.

აშშ ილინოისის შტატი.

- სუფთაა.

- სუფთაა.

- ჰაჩ ტერიტორია გავასუფთვეთ, აქ არავინაა

- გასაგებია ჯისუ, ახლავე უკან დაბრუნდით.

..............

-ჯისუ უკვე ერთი თვეა ასე გრძელდება ნუთუ არ აპირებ რომ ექიმს გაესინჯო - შეშფოთებით შესძახა საყვარელმა გოგონამ ჯისუს რომელიც უკვე ნახევარი საათია სააბაზანოში იყო ჩაკეტილი.

- რისთვის გარსია? პასუხი ისედაც ვიცი. უბრალოდ არ ვიცი რამდენად ვარ მზად ამ რეალობისათვის.

- რას გულისხმობ?? რა გჭირს?

- ორსულად ვარ - თავი ჩახარა ჯისუმ.

- ღმერთო ნუთუ.. ახლა რას აპირებ?

- არც კი ვიცი, აარონმა ისიც კი არ იცის კორეაში დაბრუნებულს რა გადამხდა, ახლა ეს როგორ ავუხსნა. არ მინდა დავკარგო ეს სამსახური. შენ იცი როგორ მჭირდება იგი, როგორ მიყვარს ჩემი საქმე. მე ამისთვის ვცოცხლობ.

- ვიცი და ბრმა უნდა იყოს ნებისმიერი ვინც ამას ვერ შეამჩნევს მაგრამ შენთვის ეს სარისკოა, ვგულისხმობ იმ მდომარეობისათვის რომელშიც ხარ. გარდა ამისა შენმა ქმარმა ამის შესახებ უნდა გაიგოს, არ აპირებ რომ უთხრა?

- ყოფილმა გარსია, ყოფილმა ქმარმა და რათქმაუნდა ვეტყვი, არ მივეკუთვნები იმ ქალთა კატეგორიას რომლებიც რაღაც იოდიოტური მიზეზებით უმალავენ მამებს შვილების შესახებ და ეს საიდუმლო ლამის საფლავში ჩააქვთ. თეჰიონი და მე ცივილურად , ნუ შეიძლება ასეც ითქვას საკმაოდ ცივილურად დავშორდით. ჩვენს ურთიერთობას შანსი არ აქვს თუმცა ბავშვი იმსახურებს რომ მამა ჰყავდეს. მაგრამ მანამდე ჰატჩნერს უნდა დაველაპარაკო. მინდა ეს ამბავი ჩემგან გაიგოს.

- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა მასთან დაბრუნება?

- მე სამსახური ავირჩიე, მე და ის ვერასოდეს ვიქნებით ერთად. ამას აღარ განვიხილავ გასაგებია გენიოსო - შეუბღვირა ჯისუმ.

- კარგი, კარგი - ხელები ასწია გარსიამ და უეცრად აფეთქებულ ჯისუს გაეცალა. - ღმერთო წინ მთელი 7 თვეა. გამძლეობა მომეცი.

- ყველაფერი მესმის პენელოპააა

- shit!!!!

................

- აჰჰ პატარავ ნამდვილი სასწაული ხარ. ცოტაც ცოტაც აუჩქარე მამიკოსთვის - სიამოვნების ზენიტში მყოფი გუკი ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ტელეფონი აიღო რათა გაეთიშა არასასურველი ზარი თუმცა როგორც კი ნახა ვინ ურეკავდა მის ფეხებშუა მოქცეული გოგონა გვერძე მოისროლა და სასწრაფოდ უპასუხა.
- ბოსს, რახანია თქვენგან არაფრი გვსმენია, სად ხარ თეჰიონ?
- ახლა არა გუკ, გირეკავ იმიტომ რომ რაღაც გთხოვო. სასწრაფოდ უნდა მიპოვო ჩემი ცოლი, მოპოვო და მომიყვანო.
- მაგრამ ჯისუ ხომ ამერიკაშია როგორ....
- შენი გამჭრიახობის იმედი მაქვს - ეს თქვა და გაუთიშა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა სად გიპოვო ჯისუ. ერთიც არანორმალურია და მეორეც. ვიცოდი რომ დიდხანს ვერ გაძლებდა მის გარეშე და მაინც მთხოვდა მოძებნას.
- არ განვაგრძოთ.
- შემეშვი ძუკნა- უკმაყიფილოდ ამოილაპარაკა გუკიმ და ჩაცმა დაიწყო.

.......

თეჰიონმა ტელეფონი გათიშა და სავარძელში გადაწვა. მოემზადე პატარავ 2 თვიანი ლოდინისათვის "სასტიკი" სასჯელი გელოდება

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo