Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

24 თავი

- წამზომი ჩართულია, მას უკან ვერაფერი დააბრუნებს, ვერც ვერაფერი შეაჩერებს და საცაა იფეთქებს. მალე ყველაფერი დამთავრდება - ჩაიქირქილა იანმა, როცა კაბინეტიდან გამოსული, სახეწაშლილი ჯისუ დალანდა. - ეს ორი სატანა ერთმანეთს შეერკინება, ამ ბრძოლაში ვერც ერთი დარჩება ცოცხალი, ამაზეც თავად ვიზრუნებ.

...........

ჯისუმ სწრაფად დატოვა კომპანიის შენობა და საკუთარ ავტომობილს მიაშურა. საჭესთან ადგილი დაიკავა და ტელეფონი მოიმარჯვა, შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა, არ უნდოდა დროზე ადრე გამოაშკარავებულიყო. კრისტალის ნომერი აკრიფა თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო, გადაწყვიტა ჯინისთვის დაერეკა და ასეც მოიქცა

- ჰეი, ჯინ.

- გისმენ რძალო, რამ გაგახსენა ჩემი თავი,

- კრისტალს ვერ ვუკავშირდები, შეგიძლია მითხრა სად არის? რაღაცის გარკვევა დამავალა მინდა გავესაუბრო თუმცა ვერ ვახერხებ ვიპოვო.

- სიმართლე გითხრა არ ვიცი ჯისუ, ვიკამათეთ და გაბრაზებული სადღაც წავიდა.

- გასაგებია მადლობა ჯინ, დროებით. - დაემშვიდობა და გათიშა, ღრმად ამოიოხრა, არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვანაირად ვერასოდეს გაიგებდა სად იმალებოდა ის ძუკნა, ისევ დარეკა და სუნთქვაშეკრული დაელოდა

- გამარჯობა ... გარსია... შენი დახმარება მჭირდება..............

..................

- თეჰიონ პრობლემა გვაქვს

- რა მოხდა ჯინ? -დაინტერესდა თაე.

- ჯისუ კრისტალს ეძებს, მითხრა რომ რაღცის გარკვევა დაავალა და ამიტომ, მაგრამ მისი არ მჯერა. მათ არ აქვთ ეს ურთიერთობა.

- ჯანდაბა, ნეტავ რა ხდება, ახლავე ჯისუს დავურეკავ.

- არ დარეკო, ეს უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევს. კომპანიაში დარეკე და გაარკვიე ისევ იქაა თუ არა.

- მართალი ხარ, ასე მოვიქცევი და სწრაფად წავალ მის წამოსაყვანად.

- თეჰიონ, რას ფიქრობ რამე გაარკვია?

- იმედი მაქვს არა ძმაო, იმედი მაქვს არა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი რას უნდა ... - თეს საუბარი გუკმა შეაწყვეტინა რომელიც ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში.

- ბოსს პრობლემა გვაქვს, დიდი პრობლემა. როგორც დამავალე ლის სახლთან ხალხი დავაყენე რათა ეთვალთვალათ.

- მერე, რა მოხდა?

- ჩვენმა ხალხმა იმ შენობაში შემავალი ჯისუ დააფიქსირა.

- რა თქვი - ფეხზე გიჟივით წამოვარდა თეჰიონი. - სასწრაფოდ შეკრიბე ხალხი. დრო აღარაა, ჯანდაბა მაინც როგორ გაიგო, როგორ გაბედა იქ მარტო წასვლა. ვინ იცის ახლა რა საფრთხეშია. - თეჰიონი უკანმოუხედავად გაიქცა სახლიდან, მას უკან გუკი და ჯინი მიჰყვნენ.

- გთხოვ, ოღონდ ჯანმრთელი დამხვდი, ოღნდა არაფერი დაგემართოს. - იმეორებდა გზაში დაუსრულებლად.

- დამშვიდდი ძმაო, ყველაფერი კარგად იქნება. - მხარზე ხელი დაუტყაპუნა ჯინმა, რომელიც არანაკლებ ნერვიულობდა, ცდილობდა თეჰიონი გაემხნევებინა, მაგრამ იცოდა საქმე არცისე კარგად იყო.

........................

- ჯისუუ, ძალიან მოგვენატრე გოგონი - ტელეფონში გაისმა გოგონას წკრიალა ხმა.

- მეც ძალიან მომენატრე ლამაზო, დარწმუნებული ვარ გაარკვიე ის რაც გთხოვე.

- რათქმაუნდა, არაფერია დიდებული პენელოპასგან დაფარული რაც დედამიწაზე და მის ირგვლივ ხდება, კოორდინატებს გამოგიგზავნი, მაგრამ მანამდე მითხარი, ყველაფერი რიგზეა?

- კიი ყველაფერი კარგადაა, მალე აქ მოვრჩები და "სახლში" დავბრუნდები, უკვე კატასტროფულად მენატრება ყველაფერი.

- დაბრუნდი, დაბრუნდი. ძალიან გაგიგრძელდა შვებულება, მიხარია რომ დამირეკე, და იცოდე რაზეც უნდა მიდიოდე მარტო არ ხარ.

- ვიცი. დროებით

.............

როგორც კი გარსიასგან კოორდინატები მიიღო მაშინვე იქეთ გაეშურა. არანაირი გეგმა არ ქონდა, არ იცოდა რას აპირებდა უბრალოდ კრისტალი უნდა ენახა, მისთვის თვალებში ჩაეხედა მერე კი ისე ეწამებინა როგორც ეს თავად გაუკეთა როსეს. თუკი ანალიტიკოსის თვალით შევხედავდით ყველაფერს კრისტალი აშკარა ტრავმით იტანჯებოდა, რომელითაც ბავშვობიდან უნდა ყოფილიყო დასაჩუქრებული. ჯისუ მაღალი შენობის წინ გაჩერდა. ყველაფერი კარგად აწონ დაწონა. ქურთუკი მოიხურა და შენობაში შევიდა.

................

- გუკ კიდევ შორსაა? - იკითხა თეჰიონმა რომელიც სიგიჟის პირას იყო. - 2 წუთში იქ ვართ, მაგრამ თეჰიონ, არანაირი გეგმა არ გვაქვს, ასე გიჟებივით ვერ შევცვივდებით.

- საკმარისია ჯინ, იქ ჩემი ცოლია, როგორ ფიქრობ ახლა გეგმის მოფიქრება შემიძლია? უბრალოდ ყველა დახოცეთ ვინც გზაზე გადაგიდგებათ, მორჩა.

- გასაგებია, თავი დაუქნიეს ბიჭბმა და მანქანაც გაჩერდა. - თემ და მისმა ხალხმა სასწრაფოდ დატოვეს მანქანა და შენობისკენ გაემართნენ როდესაც მოულოდნელად გასროლის ხმა გაისმა. ერთ გასროლას მეორე მოჰყვა. რამდენიმე წამიანი ინტერვალით 5 ჯერ გაისროლეს. თეჰიონს თითქოს რაღაც ჩასწყდა, ადგილიდან გიჟვით მოწყდა და კარში გაუჩინარდა, მას მიყვნენ ჯინი გუკი და დანარჩენები. თეჰიონი ბრმად მიიწევდა გასროლის სავარაუდო ადგილისაკენ და თვალებში რატომღაც ცრემლები ედგა. იმ ბინის კარი შეაღო რომელშიც სავარაუდოდ კრისტალის მამა ცხოვრობდა და იქ ნანახმა ადგილზე გაქვავება აიძულა.

...............

ცოტა ხნით ადრე

მას შემდეგ რაც ბინის კართან გაჩერდა ჯისუსთვის თითქოს ირგვლივ ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა. იქ ამ კარს მიღმა მისი მეგობრის მკვლელი იმალებოდა, რომელსაც ასევე ქონდა კავშირი გოგონას მშობლების სიკვდილთან. იგი ახლა ძალიან ახლოს იდგა მიზანთან. ჯისუმ კარის სახელური ჩამოსწია და მისდა გასაოცრად გაიღო. შიგნით შესულს, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კრისტალი დახვდა, მასთან ერთად ეტლში მჯდომი მამაკაცი იმყოფებოდა.

- ასე, ასე, აქ რა გვაქვს? მამა ხედავ, ქალბატონი კიმი თავისი ფეხით გვესტუმრა.

- ყოჩაღ, ამჯერად ყველაფერი სწორად გააკეთე - ეტლში მჯდომმა შეაქო კრისტალი და ჯისუ ხარბად აათვალიერა. ეს ორი ისე საუბრობდა თითქოს ჯისუ იქ არც ყოფილიყო, გოგონა ნელ-ნელა აცნობიერებდა რომ მახეში გაება.

- რათქმაუნდა ძვირფასო მამა, ვიცოდი ის ნაგავი იანი მიღალატებდა და სიმართეს გაამჟღავნებდა, ხოლო თვალზე ბინდგადაკრული ჯისუ მაშინვე ჩემს მოსაკლავად გამოემართებოდა. - გოგონა უსმენდა კრისტალის თვითკმაყოფილ მონოლოგს და გულში თავბედს იწყევლიდა რომ ასეთი უტვინო აღმოჩნდა. მისი გონება გამალებული ეძებდა გამოსავალს თუმცა ხვდებოდა რომ აქდან ცოცხალი ვერ გააღწევდა, მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდა რომ ეს ორიც თან უნდა გაეყოლებინა.

- ჩემს ბიჭებს ძალიან მოეწონებათ მათი საჩუქარი -ღვარძლიანად ჩაილაპარაკა კრისტალმა, - ჩვენი საბრალო როსეც ძალიან ასიამოვნეს სიკვდილამდე დარწმუნებული ვარ გულს არც შენ დაგწყვეტენ საყვარელო რძალო. - ჯისუს როსეს ხსენებაზე თვალთ დაუბნელდა თითქოს ერთ ადგილას გაიყინა, მისი სხეული სრულიად პარალიზებული გახდა. ძლივს შეძო საკუთარი თავის ხელში აყვანა.

- იცი რას გრძნობდა ის სიცოცხლის ბოლო წუთებში? - ხმა ამოიღო აქამდე მდუმარედ მყოფმა ეტლში მყოფმა მამაკაცმა, მას ეზიზღებოდი ჯისუ, ეზიზღებოდი რადგან იცოდა შენს გამო, შენს მაგივრად ისჯებოდა. ამას განუწყვეტლივ ვუმეორებდით. როცა მესამედ გააუპატიურეს პირზე მხოლოდ შენი სახელი ეკერა, საშველად გეძახდა, მაგრამ შენ ის ვერ დაიცავი, უნდა ვაღიარო...

- მოკეტე, მოკეტე შე ბებრო ძაღლო - ჯისუმ მათთვის მოულოდნელად იარაღი ამოიღო და მამაკაცის მიმართლებით გაისროლა, ამ გასროლას მყისიერი რეაქცია მოჰყვა კრისტალისგან და მან ჯისუს მისამართით განახორციელა გასროლა. რამდენიმე გასროლის შემდეგ ორივე იატაკზე უგონოდ დაეცა......... ტკივილისგან გონებადაბინდულმა ჯისუმ ბუნდოვნად გაარჩია როგორ შემოგლიჯა კარი თეჰიონმა და მისი დანახვისთანავე ადგილზე გაიყინა. გოგონამ თავი კრისტალისა და მამამისისკენ მიაბრუნა, მათ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ.

- ჯისუ, ჯისუ გესმის ჩემი, ჩემო პატარავ, რამე მითხარი. - ხმამაღლა ქვითინებდა თეჰიონი და გოგონას ერთიანად გასისხლიანებულ სხეულს გულში მჭიდროდ იკრავდა, მერე მომენტალურად ხელი დაავლო და მანქანისკენ გაიქცა.- ცოტაც გაუძელი, საავადმყოფოშ წაგიყვან, იქ მოგხედავენ, შენ უბრალოდ გაუძელი, თვალები არ დახუჭო. - თაე გიჟივით შევარდა უახლოეს კლინიკაში თან ბოლო ხმაზე ღრიალებდა რომ ექიმების ყურადღება მიეპყო, მართლაც მალევე გამოჩნდნენ ექიმები რომლებმაც დაჭრილი გოგონა საკაცეზე მოათავსეს და მისი გარეგანი დათვალიერება დაიწყეს, გოგონამ თვალი ნელა გაახილა და თაეს ცრემლიან თვალებს გადააწყდა, ხელი ასწია რათა ლოყაზე მოფერებოდა თუმცა მოულოდნელად საშინელმა ტკივილმა გონება დააკარგვინა, ხელი ჰაერში გაუშეშდა და უღონოდ ჩამოუვარდა.

- ჯისუ, ჯისუ არა პატარავ გთხოვ თვალი გაახილე, შენ მე ვერ დამტოვებ, ჯისუ გთხოვ.

- ბატონო, თქვენი შემოსვლა დაუშვებელია, ნება მოგვეცით მივხედოთ. - გოგონა სასწრაფოდ საოპერაციოდ გადაიყვანეს ხოლო თეჰიონი კარებთან ჩაიკეცა ტირილით თან ერთსა და იმავეს იმეორებდა - მიყვარხარ, გთხოვ ნუ მიმატოვებ, არ დამტოვო გემუდარები.

.........................

როცა პირველი ტყვია მოხვდა მთელი მისი სხეული საშინელმა სიცივემ მოიცვა, თუმცა ისიც იცოდა რომ ასე ვერ დანებდებოდა. თუ აქ სიკვდილი ეწერა კრისტალს ცოცხალს ვერ დატოვებდა ამიტომ მანაც გაისროლა მისი მისამართით, სწორედ ამ დროს იგრძნო მეორე ტყვიამაც შეაღწია მის ორგანიზმში. კიდევ ერთი გასროლა და კრისტალი მოცელილი დაეცა იატაკზე. ჯისუ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. ბოლოს მაინც ვერ გაძლო. გრძნობდა როგორ ტოვებდა სიცოცხლე მის სხეულს, ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ძალა, მთელმა მისმა ცხოვრებამ, ყველაზე კრიტიკულმა, ბედიერმა თუ უბედურმა დღეებმა თავი შეახსენა. თუმცა ერთედერთი რასაც მისი გონება დაპყრობილი ქონდა თეჰიონი იყო. საშნლად უნდოდა სიკვდილის წინ უკანასკნელად ენახა, ეთქვა მისთვის რომ უყვარს. თითქოს მოელანდა კიდეც მისი სახე, თბილი ხელები რომლებსაც სადღაც მიჰყავდათ, ხოლო საბოლოოდ როცა მისთვის ასე საყვარელ სახე უნდა შეხებოდა ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. საშინელმა ტკივილმა თითქოს გული გაუპო, მისი სხეული ნაფლეთებად აქცია. - ნუთუ ასეთია სიკვდილი, ნეტავ ამის იქით არაფერია?

...................

ჯინი ქარიშხალივით შევარდა საავადმყოფოში და თაეს ძებნა დაიწყო, საბოლოოდ როგორც იქნა იპოვა საოპერაციო ბლოკთან იატაკზე მჯდომი, თვალები დასიებოდა, საშინელი სანახავი იყო.

- ძმაო, რა ხდება, რამე სიახლეა?

- ოპერაციას უკეთებენ ჯინ, მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია, არც კი ვიცი გადარჩება თუ არა, ეს რატომ გამიკეთა, უჩემოდ იქ როგორ გაბედა წასვლა? ღმერთო მას რომ რამე დაემართოს როგორ უინდა ვიცოცხლო.

- ყველაფერი კარგად იქნება თეჰიონ, ჯისუ ძლიერია, მას ასე ადვილად არაფერი მოუვა.

- მოულოდნელად ჯისუს ნივთებში რომლებიც თეჰიონს ჰქონდა გულში ჩაკრული ტელეფონი აწკრიალდა, თეჰიონმა დახედა.

- ჯიმინია - ამოიოხრა საწყლად.

- უნდა უპასუხო, მისი მეგობრები არიან, იმსახურებენ რომ სიმართლე გაიგონ. - თაემ ტელეფონი ყურთან მიიდო და მაშინვე ჩასწვდა ჯიმინის მხიარული ხმა მის სმენას - უკვე ჩავფრინდით ბოსს და როგორც დაგპირდით დაგირეკე, - სხაპასხუპით მიაყარა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. - ჯიმინ, მე თეჰიონი ვარ

- თეჰიონ, რა მოხდა?. - იკითხა ჯიმინმა, რომელსაც გულმა ცუდი უგრძნო- ჯისუ სად არის.

- ჯიმინ ის, მან..,. - ბიჭა საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო, ტელეფონი ჯინმა გამოსტაცა და ჯიმინს საქმის ვითარება მოკლედ აუხსნა. - ჯიმინ გესმის ჩემი? ჯიმინ?

- მესმის, მესმი ჯინ, ახლავე უკან გამოვფრინდებით. - მისი ხმა უსიცოცხლოდ გაისმა ტელეფონში და კავშრი გაწყდა. სათვალავი აერიათ რამდენ ხანს ისხდნენ ცივ იატაკზე და რაიმე ინფორმაციას ელოდნენ. ოპერაცია თითქმის მთელ ღამეს გაგრძელდა. საბოლოო ჯამში მტანჯველი საათების შემდეგ კარი გაიღო და ექიმი გამოჩნდა. მასაც სახეზე აჩნდა მძიმე ოპერაციის კვალი.

- ექიმო მე მისი ქამრი ვარ, - დოქტორს მივარდა თაე. - მითხარით როგორაა?

- მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ორივე ტყვიის ამოღება შევძელით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მაგრამ ორგანიზმი ძალიან სუსტადაა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო. ქალბატონ ჯისუს საკმაოდ იშვიათი სისხლის ჯგუფი აქვს, ჩვენი მარაგი კი არც ისე დიდია, მის შევსებაზე იზრუნეთ თქვენს ცოლს ახლა სისხლი სჭირდება.

- მე გადავუსხამ მას სისხლს - მომენტალურად გაისმა ხმა და ნამჯუნი გამოჩნდა - თუ საჭიროა უკანასკნელ წვეთამდე გავიღებ მისთვის.............


ღმერთო რა ვიბოდიალეე. ახლახანს მოვრჩი წერას და გადაკითხვის თვიც არ მაქვს. შეცდომებს არ ვიმჩნევთ :D <3



Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo