23 თავი
თეჰიონმა სწრაფად ჩაირბინა სარდაფის კიბეები და მოუთმენლად შეაღო კარი რის შემდეგაც საკმაოდ მძიმე სანახაობას შეეჯახა. გუკი გამეტებით ურტყამდა ახალგაზრდა მამაკაცს და უშვერი სიტყვებით ამკობდა.
- ხმა ამოიღე ნაბიჭვარო, ვინ დაგავალა ქორწილში შემოსვლა ამის დედაც. ხმა ამოიღე სანამ შენი ყოფა უარესი გავხადე.
- გუკ ასე შემოგაკვდება, რაც ჯერჯერობით არ გვაწყობს. რახან საუბარი არ უნდა მოდი დავეხმაროთ და მოვიყვანოთ გულახდილობის ხასიათზე.- თეჰიონმა ბოროტად ჩაიცინა და სახელო აიკაპიწა. - შენ ლამის საქორწინო ღამე ჩამიშალე, და ახლა საუბარიც არ გინდა არა? არაუშავს მალე გადამიშლი გულს. შემევედრები ლაპარაკი გაცალო. გუკ,ძმაო ჩემი საყვარელი "სიმართლის ელექსირი" შემოიტანე.
- ახლავე ბოსს, სიამოვნებით. -სატანურად ჩაიქირქილა ბიჭმა და დავალების შესასრულებლად წავიდა. რამდენიმე წუთში კი უკან მოზრდილი დანადგარით დაბრუნდა.
- აზრი არ აქვს კიმ თეჰიონ - ამოიგმინა ბიჭმა და ცინიკური ღიმილით ახედა- მე არაფერს ვიტყვი, არაფერს.
- ხო რათქმაუნდა, თავიდან ყველა ასე ამბობს. მაგრამ ახლა დეტალურად აგიხსნი ამ პატარა საოცრების შესაძლებლობებს, დარწმუნებული ვარ ეს შეგაცვლევინებს აზრს. ამ მოწყობილობას პატარა მილების საშუალებით შენი სხეულის ყველაზე მგრძნოებიარე ადგილებზე მივაერთებთ, სადაც ყველზე მეტი ნერვული დაბოლოება იყრის თავს. შემდეგ ნელ-ნელა გავზრდი სიმძლავრეს და შენ ჯოჯოხეთური ტკივილისგან დაიტანჯები. -ჩაიქირქილა გუკმა და ტყვე იქვე მდგომ სკამზე დაახეთქა. ბიჭმა გაიბრძოლა თუმცა გუკის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
- ასე, ასე ძმაო, მაშინ დავიწყოთ, მალე მინდა მოვრჩე, ჩემი პატარა მელოდება.
- როდესაც დანადგარი ჩაირთო ბიჭს ტანში საშინელმა იმპულსურმა ტკივილმა დაუარა. თითქოს ყველა ნერვს უშიშვლებდნენ, ეს აუტანელი შეგრძნება იყო და საუბედუროდ ყოველ წამს იზრდებოდა. აგონიამდე მიჰყავდა მისი გონება მაგრამ გათიშვის საშუალებას არ აძლევდა. ცოტათი მოდუნებულს უასმაგდებოდა ტკივილი.
- აბა ისევ არ ხარ მზად რომ ისაუბრო? - ჩაეკითხა თეჰიონი
- არაფერს არ აქვს აზრი, - ძლივს ამოითქვა სული ტყვემ, - მე რაც უნდა გითხრათ ყველაფერი უმნიშვნელოა და მას ვერ შეაჩერებს. მას ვერავინ აღუდგება წინ ადრე თუ გვიან მაინც მოკლავს გოგონას.
- რას ამბობ შე ნაბიჭვარო? -იღრიალა წყობიდან გამოსულმა თეჰიონმა და ყველაზე მაღალი სიმძლავრით გაუშვა ძაბვა მილებში. ოთახი გამგმირავმა ღრიალმა აავსო, - ახლავე მორჩი ქარაგმებით საუბარს და ამოშაქრე რას გულისხმობ თორემ გეფიცები რომ შენი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ჯოჯოხეთად გიქცევ.
-შეწყვიტე, შეწყვიტე - ამოიგმინა ბიჭმა, - მე კრისტალმა გამომგზავნა აქ რათა პატარძალი მომეკლა. ჩემთვის მეტი არაფერი უთქვამს გეფიცებით. გთხოვთ, დამიჯერეთ. ის ქალი შეშლილია, მისი მზერა და სახე, უბრალოდ შეშლილია გესმით, მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თუ ვინმე სხვა, ის ეცდება თავისას მიაღწიოს.
- თეჰიონმა მძლავრად ამოიოხრა კედელს მუშტი დაჰკრა და გუკს მიუბრუნდა. - მისი დაკითხვა გააგრძელე, მერე კი იცი რაც უნდა ქნა.
-შესრულებული იქნება ბოსს.
......
თაემ ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი და მშვიდად მძინერე ჯისუს შეავლო თვალი. შვებით ამოისუნთქა რადგან გოგონას მისი გარეთ გასვლა არ გაუგია. სწრაფად გათავისუფლდა ტანსაცმლისგან. ჯისუს გვერდით დაწვა, მისი პატარა სხეული მკლავებში მოიქცია და შეეცადა დაესვენა. თაე დარწმუნებული იყო რომ ტყვემ იმის გარდა რაც უკვე თქვა არაფერი იცოდა, სწორედ ამიტომ დატოვა იქაურობა. ბიჭის გონება მთლიანად მოეცვა საოცარ ღელვას, არ ეგონა რომ ჯისუს დაცვა ასეთი რთული იქნებოდა. ღრმად შეისუნთქა მისვის საყვარელი სურნელი და თავს ძილის უფლება მისცა.
........
ჯისუ თავის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა, სცადა წამომდგარიყო, თუმცა მალევე აღმოაჩინა რომ თეჰიონს გულში მძლავრად ყავდა ჩაკრული და თავად მშვიდად ეძინა. გოგნამ თავი აწია და ბიჭის სახის ნაკვთების თვალიერებას შეუდგა. მისი უზადო პროფილი ბუთქუნა ტუჩები ის თავად სრულყოფილება ოყო, და ამ სრულყოფილებას უკვე ყველანაირი გაგებით მისი ქმარი ერქვა. არა ჯისუ არ ნანობდა იმას რაც მოხდა ღამით, მაგრამ ის იცოდა რომ ამას აღარასდროს დაუშვებდა. თავს ამ სისუსტის უფლებას ვერ მიცემდა, ამასთან დარწმუნებული იყო რომ თეჰიონისთანა მოთამაშეს იგი მალე მობეზრდებოდა. გოგონამ ამოიოხრა და კიდევ ერთხელ შეეცადა წამოდგომას რამაც თეჰიონის გამოფხიზლება გამოიწვია. მან უკან მკერდზე მიიკრა ცოლი
- დაიძინე ძვირფასო, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა.
- არა თეჰიონ, გთხოვ გამიშვი, თავი საშინლად მტკივა. წამალი უნდა დავლიო. - ამოიკრუსუნა ჯისუმ.
- ძალიან გტკივა? შეწუხდა თაე. - აქ იყავი მე მოგიტან წამალს. - ფეხზე წამოდგა და სწრაფად წავიდა წამლის მოსატანად. ჯისუს მისი შეჩერება სურდა, თუმცა შეტყობინების ხმამ შეჩერება აიძულა. გოგონა ინტერესით დასწვდა თავის ტელეფონს თუმცა წაკითხულმა აიძულა დენდარტყმულივით წამომხტარყო ფეხზე - "თუ ჯერ კიდევ გაინტერესებს რა დაემართა შენს მეგობარს დაელოდე ჩემს მითითებებს"
ჯისუმ კარგად იცოდა მსგავსი ანონიმური შეტყობინებები შეიძლება მისთვის ძალიან ცუდად დამთავრებულიყო მაგრამ იმ წამსვე გადაწყვიტა თაესთვის არაფერი ეთქვა. სასწრაფოდ დაწერა პასუხი და გაგზავნა - "ველოდები ინფორმაციას" იცოდა რამის კითხვას აზრი არ ქონდა, მხოლოდ უნდა დალოდებოდა.
- ჯანდაბა კიმ ჯისუ, ახლა ისე იქცევი თითქოს FBI უფროსი სპეცაგენტი კიარა 16 წლის უჭკუო თინეიჯერი იყო. ჯანდაბა, ჯანდაბა ვერ დავუშვებ თეჰიონმა რამე გაიგოს, ეს ჩემი ომია. თუ გაიგებს მასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ მომცემს. ის თავად უნდა მოვკლა. იქნებ ეს ჩემი შანსია.- გოგონა შეეცადა თაეს მოსვლამდე თავი ხელში აეყვანა და ეს მშვენივრად მოახერხა კიდეც. როცა თეჰიონი ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა წამლით ხელში გაეღიმა კიდევაც. აშკარა იყო ბიჭი ნამდვილად ღელავდა მასზე. თაე ფრთხილად მოეხვია და გულზე მიიკრა ცოლი.
- მინდა გუშინდელზე დაგელაპარაკო - ფრთხილად დაიწყო ბიჭმა თუმცა ჯისუმ იმ წამსვე გააწყვეტინა.
- სალაპარაკო არაფერია თეჰიონ, მე არაფერს ვნანობ, ის რაც მოხდა მინდოდა. დამერწმუნე ქმარო მე არასოდეს ვსვამ იმდენს რომ თავზე კონტროლი დავკარგო და ის ვაკეთო რასაც მერე ვინანებ.
-ანუ??
- დიახ არ ვნანობ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამას კიდევ გავიმეორებ.
- ასე დარწმუნებული ნუ იქნები, -თემ მკვეთრი მოძრაობით დააწვინა ჯისუ ლოგინზე და თავად ზემოდან მოექცა - შენ იმასაც ვერ წარმოიდგენდი რომ ჩემს მკლავებში ყოფნა მოგიმდებოდა ძვირფასო ცოლო, ასე რომ. უბრალოდ დინებას მივყვეთ. მალე საერთოს ვერ გაძლებ უჩემოდ.
- ძალიან სასაცილოა მისტერ - დაიჭყანა გოგონა და მის მკლავებში აფართხალდა. - სიამოვნებით დაგარწმუნებდი საპირისპიროში მაგრამ უნდა წავიდე.
- ვერსად წახვალ, ჩვენ ახლა ოფიციალურად თაფლობის თვე გვაქვს. - მის კისერში ამოიდუდუნა თემ. ჯისუმ ბიჭი გაჭირვებით მოიშორა და სააბაზანოსკენ გაემართა თუმცა მოულოდნელმა ტკივილმა წელს ქვემოთ, აიძულა შეყოვნებულიყო. გოგონამ მკვლელი მზერით დააჯილდოვა ახარხარებულო ქმარი და აბაზანის კარს მიღმა გაუჩინარდა.
.........
-წყეულები, კიდევ ერთხელ ჩავფლავდი. ასეთი ვინ ხარ ჯისუ, ასეთი ვინ ხარ, რომ ვერც კი გიახლოვდები??
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro