21 თავი
- აიშ, უკვე თავი ამძვრა თქვენ კი არაფერი მოგწონთ, - ამოიწუწუნა ჯისუმ და საწყლად გახედა ჯენის რომელიც კაბების თვალიერებით იყო გართული და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.
- ნუ წუწუნებ ჩემო ლამაზო - ერთ ერთი სექციიდან თავი გამოყო კრისტალმა, რომელსაც უკვე მოეძებნა კიდევ რამდენიმე კაბა და ჯისუსკენ ენერგიულად მოიჩქაროდა.
- ამ გოგოს «სისაყვარლე» მკლავს ამოიფრუტუნა ჯენიმ და თავლიერება გააგრძელა.
- მიდი აბა ესენი მოიზომე, - ხელში მიაჩეჩეს ჯისუს კაბები და ალბათ უკვე მეათასედ უბიძგეს გასახდელისკენ.
- ნუ გაქვს ეგეთი სახე - არ ნებდებოდა კრისტალი - ცხოვრებაში ქორწილი ერთხელ გაქვს და იდეალურად უნდა გამოიყურებოდე.
- ერთხელ კი, როგორ არა - თვალები აატრიალა ჯისუმ და კაბის მორგებას შეუდგა. უნდა აღიაროს რომ ეს ბოლო თავადაც ძალიან მოეწონა. დახვეწილი კაბა, გრძელი სახელოებით და ამოჭრილი ზურგით მჭიდროდ ეკვროდა მის სხეულს და სრულყოფილს აჩენდა ყველა დეტალს მასზე. იგი მდიდრული და ამავდროულად ძალიან სადა იყო, ზუსტად ჯისუს სტილი. მასში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. გოგონამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავის და თვალები წამიერად დახუჭა. უნდოდა წარმოედგინა რომ ეს ნამდვილი ქორწილი იყო და არა გარიგება. უნდოდა წამით დაეჯერებინა რომ იმ ადამიანთან რომელიც სიგიჟემდე უყვარს მთელს ცხოვრებას გაატარებდა. ფიქრი გოგონების ძახილმა გააწყვეტინა.
(სახეს არ ვიმჩნევთ :D )
- რას შვები მანდ ამდენ ხანს, ცოცხალი ხარ? - ებუზღუნებოდა ჯენი უკმაყოფილოდ თუმცა როგორც კი გასახდელიდან გამოსულ დაქალს მოჰკრა თვალი თითქოს დამუნჯდა. - ჯისუ, იდეალურად გამოიყურები, ეს უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა, სასწაულად კარგია.
- ჯენი მართალია - ამრეზით შეათვალიერა კრისტალმა გოგონა თუმცა მალევე შეძლო და სახე დაალაგა. - მართლაც უნაკლოა - გაუღიმა ყალბად.
- მორჩა, ამას ავიღებ და აქედან გამიყვანეთ, სული მეხუთება.
......................
- ჯინ, ასე არ შეიძლება, უკვე 2 საათია გაუჩერებლად სვამ. - უკმაყოფილოდ შეხედა თეჰიონმა ძმას და ვისკის ჭიქა ხელიდან გამოაცალა.
- დამაცადე თეჰიონ, დამაცადე. შენ არ იცი ახლა რას ვგრძნობ, მას შემდეგ რაც ის ფირი ვნახე ყოველ წამს როსეს სახე მიდგას თვალწინ, მისი სიკვდილი. განწირული კივილი. ჩემმა ცოლმა გააკეთა ეს გესმის? ჩემმა ცოლმა, რომელთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობ, ერთ საწოლში გვძინავს. ასეთი მონსტრი როგორ შევიყვარე. - მოთქვამდა ჯინი.
- საკმარისია! - ცივად დასჭექა თეჰიონის ხმამ - რამ გამოგაშტერა, საკუთარ თავს შეხედე რას გავხარ. ასე რამ გამოგაშტერა. გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება, საიდან უნდა გცოდნოდა როგორია კრისტალი. ჯისუ უკან რომ არ დაბრუნებულიყო კარგა ხანს ვერ შევამჩნევდით როგორია შენი ცოლი სინამდვილეში. მერე კი ყველაფერი ძალიან გვიანი იქნებოდა. მორჩი მოთქმა-გოდებას და დამეხმარე. თავი უნდა დავიცვათ და მისი ბნელი საქმეები გამოვააშკარავოთ. ჩვენ არ ვიცით მისი რეალური მიზანი, არ ვიცით ვინ დგას მის უკან. - ჯინს ძმისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, ნელი ნაბიჯით ადგა და კარისკენ დაიძრა. - შენი ქორწილისთვის ყველაფერი მზადაა, პარასკევს, 2 დღეში ოფიციალურად ცოლ-ქმარი გახდებით. იმედია იცი რასაც აკეთებ თეჰიონ.
- ვიცი - ცივად მიუგდო მან. - მადლობ რომ ყველაფერზე იზრუნე.
....................
- სახლი, ტკბილი სახლი - შვებით ამოისუნთქა ჯისუმ როცა კარი შეაღო, კაბის ყუთი სავარძელში მოისროლა და მოწყვეტით დაენარცხა საწოლზე. - ღმერთო როგორ დამღალეს. ფიქტიური ქორწინებისთვის მზადება თუ ასეთი დამღლელია წარმომიდგენია ნამდვილი რა კოშმარი იქნება. ნეტა ყველაფერი მალე დამთავრდეს. - წუწუნით გადატრიალდა გვერძე და თვალები დახუჭა, უნდოდა ცოტა დაესვენებინა დაღლილი გონება. მოულოდნელად წელზე ხელები იგრძნო, რომელმაც მჭიდროდ მიიკრეს ფართო გულმკერდზე, კისერთან კი მისთვის ძალიან ნაცნობი სუნთქვა მიელამუნა. წამით ბედნიერმა მილულა თვალები, მას ხომ ასე ენატრებოდა ეს მკლავები, ეს სუნი და ეს სუნთქვა. თუმცა მომენტალურად მოეგო გონს და აფართხალდა.
- კარგი რა პატარავ, ყოველთვის როგორ უნდა გააფუჭო ასეთი მშვენიერი მომენტი? - ამოიბურტყუნა გოგონას კისერში უკმაყოილო თაემ და უფრო მჭიდროდ მიეკრო ჯისუს სხეულს. - 2 დღე დარჩა და ოფიციალურად ჩემი გახდები, სულ რაღაც ორი დღე - ამოიჩურჩულა ვნებამორეულმა.
- თეჰიონ მორჩი, გირჩევნია ის მითხრა ასე უცებ სად გაქრი- ბიჭის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და საწოლზე წამოჯდა ჯისუ - ჩემს ზურგს უკან რეებს ხლართავ?
- მოდი აქ - ისევ თავის მკლავებში დააბრუნა თეჰიონმა ჯისუ. - პატარა საქმე იყო მოსაგვარებელი, ამიტომ მომიწია შენი დატოვება. თუმცა აღარ დაგტოვებ გპირდები.
- ნარკოტიკების გამო? - უკმაყოფილოდ შეხედა გოგონამ
- არა პატარავ, მე ნარკოტიკებით არ ვვაჭრობ, ნუ აღარ - უხეხულად ჩაიცინა თემ.
- კარგი არ მაინტერესებს და საერთოდ მომშორდი. ჩვენ შევთანხმდით რომ არანაირ ფიზიკურ კონტაქტს არ ექნებოდა ადგილი, ასე არ იყო?
- ჩვენ არა, ეს შენ გინდოდა, თუმცა მე არაფერს დაგპირვებივარ - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა
- შეწყვიტე, თუ გინდა რომ შენდამი ეს დამოკიდებულება შევიცვალო ეცადე ეგ გარყვნილი ხასიათი მოთოკო - დაუყვავა ჯისუმ და გამომცდელად შეხედა თეჰიონს.
- კარგი კარგი, გნებდები. ახლა საშუალება მომეცი ცოტა დავისვენო - თვალები მილულა თეჰიონმა და ჯისუსთან ერთად სიზმრების სამყაროში გადაეშვა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro