Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

20 თავი

ღვთისგან მივიწყებული ადგილია - ამოიფრუტუნა გუკმა და თეჰიონს გადახედა რომელიც რაღაცაზე ჩაფიქრებული უსიცოცხლოდ მიშტერებოდა ჰორიზონტს - ჰეი თეთე... ბოსსს!!!

- რა გაღრიალებს, მესმის - გაუწყრა თაე და უხერხულად შეიშმუშნა.

- ჰო გესმის, როგორ არა ნახევარი საათია შენი ყურადღების მიქცევას ვცდილობ მაგრამ არა და არ დაგადგა საშველი. აი ის შენობა უნდა იყოს. ბიჭები კი ჩვენს სიგნალს ელოდებიან. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გუკმა. ხელი მიტოვებული შენობისკენ გაიშვირა რომელიც დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობდა.~

- გასაგებია, - ბარდაჩოკიდან (ბოდიშით არ ვიცი როგორაა ქართულად) მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გუკს მიუბრუნდა- ბიჭებს უთხარი პოზიციები დაიკავონ, საჭიროების შემთხვევაში დაგვაზღვევენ მე და შენ კი შიგნით შევალთ.

- გასაგებია უფროსო - ჩესტი აიღო გუკმა და დანარჩენებისთვის გეგმის გასაცნობად მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე წუთში ორი სილუეტი ქარხნისკენ ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა.

............................

- აღვნიშნოთ მეგობრებო, აღვნიშნოთ! - მხიარულად შესძახა ჩანგმა და კიდევ ერთი ჭიქა გადაჰკრა სულმოუთქმელად რასაც იქ მყოფი უკვე კარგად შემთვრალი ბიჭებიც აყვნენ. - რა კარგი შეგრძნებაა როცა ასეთ «დიად პიროვნებას» მარტივად აცურებ. ჰაჰ ნეტა ცალი თვალით დამანახა კიმ თეჰიონის სახე როცა პარტიას მიიღებს. ალბათ სიბრაზისგან გამწვანდება, ღმერთო რა კარგია- ცინიკურად ხარხარებდა და კმაყოფილად კრუტუნებდა როცა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ცივი ხმა გამყინავად გაისმა.

- შემიძლია მარტივად აგისრულო ოცნება და ცალით კიარა ორივე თვალით გაჩვენო ჩემი მრისხანება ჩანგ. არა მარტო გაჩვენო საკუთარ ტყავზე გაგრძნობინო როგორი ვარ გაბრაზებული. - თეჰიონი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა სავარძელში მჯდომ ერთიანად გაფითრებულ ფიგურას, რომელსაც ღიმილი პირზე შეხმობოდა და მის თვალებში ახლა მხოლოდ შიში იდგა. - პირობას გაძლევ ეს იქნება უკანასკნელი რასაც შენი მზერა მოხვდება. - ამოისისინა თაემ და იარაღი მჭიდროდ მიაბჯინა თავზე გახევებულ კაცს. ჩანგმა საწყალი მზერა მოავლო ოთახს, თითქოს საიდანღაც შველას ელისო.

- ტყუილად ეძებ, შენი ხალხი უკვე აიყვანეს ჩემებმა. შეიძლება გაიძვერობაში ბადალი არ გყავს, მაგრამ სამაგიეროდ ჩემები ბევრად უფრო სწრაფები და მოქნილები არიან. აბა დროა მგონი ლოცვას კითხულობდე და სიცოცხლეს ემშვიდობებოდე.

- მაპატიე ჩემო ბიჭო, არ ვიცი რა დამემართა ტვინი რამ გადამიბრუნა. - ტირილით ამოიხრიალა ჩანგმა და თეჰიონს მავედრებელი თვალებით შეხედა, თუმცა ის რაც მის მზერაში ამოიკითხა შემაძრწუნებელი იყო. თეჰიონის თვალბში მხოლოდ სიკვდილის აჩრდილი იდგა.

რამოდენიმე წამში სხეული მოწყვეტით დაეცა მის ფერხთით, საკონტროლო გასროლა თავში და ყველაფერი მორჩა. თეჰიონი უემოციო გამომეტყველებით შებრუნდა მოკლული მაფიოზის ხალხისაკენ რომელიც გუკსა და დანარჩენებს საიმედოდ გაეკოჭათ და ასევე ცივი ხმით დაიწყო - იმედია ეს გაკვეთილი საკმარისი იქნება იმისათვის რომ ჩემთან თამაში გულშიც არავინ გაივლოს. გადაეცით დანარჩენებს, ჩანგი მკვდარია და ისიც უთხარით რის გამოც მოკვდა, იმიტომ რომ თუ მსგავსი მეორედ განმეორდება ერთ გვამს არ დავჯერდები, შანხაის ქუჩებს თქვენი სისხლით ავავსებ და ეჭვი არ შეგეპაროთ არავის დავინდობ. გასაგებია! - იღრიალა თეჰიონმა

- გასაგებია - ერთხმად შესძახეს შეძრწუნებულებმა.

- გუკ, აქაურობა მოასუფთავეთ და რაც შეიძლება სწრაფად, ფული აიღეთ. დაუყოვნებლივ ვბრუნდებით სეულში.

....................

- დიდი ხანია არ გამოჩენილხართ ქალბატონო ჯისუ, დღეს რას მივაწეროთ თქვენი ხილვის ბედნიერება - მლიქვნელურად დაუკრა თავი იანმა ჯისუს და კორპორაციის შესასვლელში შეეგება.

- ბატონო იან, დიდად მოხარული ვარ თქვენი «გულთბილი» დახვედრით, ვიმედოვნებ ჩემი არ ყოფნის პერიოდში ყველაფერი იმ ინსტურქციების მიხედვით იმართებოდა რასაც გიგზავნიდით - მისი კითხვა დააიგნორა ჯისუმ და ყურადღებით დააკვირდა ლამის წელში 4 მოკეცილ ქვეშემრდომს.

- რათქმაუნდა ქალბატონო, რათქმაუნდა, წინააღმდეგობას როგორ გავბედავდით.

- იმედია, ჩემს კაბინეტში ვიქნები, როდესაც ბატონი პარკი მოვა უთხარით რომ ველოდები. ხო, კაბინეტში ყავა შემომიტანე - ჩაიქირქილა ჯისუმ და იანს კაბინეტის კარი ცხვირწინ მოუჯახუნა.

- ამპარტავანი, თავნება ძუკნა. ახლა მდივანადაც გამიხადა. არაუშავს ქალბატონი მალე მიგიჩენს შენს ადგილს - ჩაიდუდუნა ცხვირში გაგულისებულმა იანმა და დავალების შესასრულებლად წალასლასდა. ყავის აპარატისკენ მიმავალს გზად კრისტალი შემოხვდა. - ქალბატონო, ქალბატონო კრისტალ არც კი იცით რა დღეში მაგდებს ის ეშმაკის მოციქული - შესწუწუნა - ახლა ყავის მიმტანად მაქცია, განა მე ამას ვიმსახურებ? მაგრამ ქალბატონო იქნებ ყავაში რამე ჩავუსხათ ასე უფრო მარტივად მოვიშორებთ, რას იტყვით?

- შენ რა სულელი ხარ ბებერო? რა საწამლავი ჭკუიდან არ გადამიყვანო, სისულელეებს თავი დაანებე და რაც გითხარი ის გააკეთე, მისი ნდობა უნდა მოიპოვო, რადაც უნდა დაგიჯდეს მისი ქმედებების შესახებ უნდა მომაწოდო ინფორმაცია. და ხო ყავა მეც წამომიღე, ჯისუსთან შევდივარ.- აგდებულად მიაყარა კრისტალმა და დამცინავი ღიმილით გაშორდა კაცს.

- ღმერთო დამიფარე, ეს ორი ერთმანეთზე უარესია. არც კი ვიცი რომელს უფრო უნდა ვერიდო - ამოიხვნეშა იანმა და ყავის გაკეთებას შეუდგა.

..................

- ჯისუ, ჩემო ლამაზო აქ ხარ? - რამდენიმე დაკაკუნების შემდეგ კარი თამამად შეაღო კრისტალმა და საბუთებში ჩაკარგულ ჯისუს ხელი ბედნიერმა დაუქნია.

- აქ რას აკეთებ კრისტალ? არ მახსოვს რომ თათბირი ჩამენიშნა - ქაღალდებისგან თავაუწევლად გაეპასუხა გოგონა.

- აიშ ნუ ხარ ასეთი მოსაწყენი, მალე შენი ქორწილია, ჯინს უნდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს ხოდა მე გადავწყვიტე საქორწილო კაბის არჩევაში დაგხმარებოდი.

- კაბა რა კაბა? აჰ ხო, ამ აურზაურში სულ გადამავიწყდა - მოულოდნელად დაიბნა ჯისუ, თუმცა მალევე სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა. - არაა საჭირო ასე შეწუხდე, ჯენის ვთხოვ და ის შემარჩევინებს სათანადო კაბას.

- ღმერთო არ მაწყენინო, უთხარი და ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ძალიან მინდა რომ გამოგყვე და ჩემი კეთილგანწყობა გაგრძნობინო, იმ ორი გადარეულის გამო ვერც კი მოვახერხე ნორმალურად გამეცანი, არადა ისე მარტოსულად ვგრძნობ იმხელა სახლში თავს. ნამდვილად მჭირდება მეგობარი.

- კარგი, კარგი, 1 საათი მჭირდება და გავიდეთ, ჯენისაც შევუთანხმდები. - კრისტალი კარისკენ დაიძრა კმაყოფილი სახით, ხოლო ჯისუ მოუსვენრობამ შეიპყრო. არ მოეწონა მისი ასეთი თავგამოდება. - რა ჯანდაბას ხლართავ ლი კრისტალ? აუცილებლად უნდა გავარკვიო. - ჩაფიქრებული გოგონა ტელეფონს დასწვდა და ჯენის ნომერი აკრიფა.

.................

ნესი ჩემი საცოლე სად არის ? - ქარივით შეიჭრა სახლში თეჰიონი.

- ქალბატონი კომპანიაში წავიდა.

- გასაგებია, და ჩემი ძმა?

- ბატონი ჯინი თავის კაბინეტშია შეკეტილი, გუშინდელი ღამიდან ძალიან უცნაურად იქცევა - თავი გადააქნია მსახურმა და თავისი საქმიანობა განაგრძო.

- იმედია ცუდი არაფერი მომხდარი სანამ აქ არ ვიყავი ამოიოხრა თეჰიონმა და ძმის სანახავად გაეშურა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo