Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

2 თავი

- ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს- ერთსა და იმავეს იმეორებდა ჯინი და შეშლილივით სცემდა ოთახში ბოლთას.

- საკმარისია ჯინ! - შესძახა თეჰიონმა და გაფითრებული ჩაეშვა სავარძელში - ფაქტია ამ პატარა ეშმაკმა ყველა საშინლად გაგვაცურა, ჯანდაბა, ეს როგორ უნდა მომხდარიყო? იქნებ სხვაა? იქნებ უბრალოდ ჯისუს სახელი მიითვისა, შეუძლებელია ის მახინჯი არსება ასეთ მზეთუნახავად ვერ იქცეოდა - უფრო თავისთვის ბურტყუნებდა ტაე და უცნაური ღიმილით სახეზე ერთ წერტილს მიშტერებოდა. - ჯინ, ვგონებ შენი დავალების შესრულება ნამდვილად გამიმარტივდება.

- შენ რა სულელი ხარ? მითხარი კიმ თეჰიონ სულ დაკარგე ხო ჭკუა? - უყვირა ჯინმა, - მასთან არაფერი გამოგივა, მისი თვალები, მან ყველაფერი იცის, იცის გეუბნები რომ ასეა. რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ, ამას ვერც წარმოვიდგენდი.

- შენ ახლა შეურაცხყოფა მომაყენე ჩემო ძმაო, - ამაყად ჩაილაპარაკა ტაემ,- მე მას თავს შევაყვარებ აი ნახავ, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს ათასჯერ უფრო სასიამოვნო იქნება. - თეჰიონი სავარელში გადაწვა და მომხდარის გახსენება დაიწყო, - მაინც რა ლამაზია, როგორი დახვეწილი, არის მასში რაღაც ისეთი რაც სიგიჟემდე მანდომებს მის თავს, ისეთი საყვარელია და ამავდროულად ყინულივით ცივი, მშვიდი. აიშ თეჰიონ რაზე ფიქრობ, ისე არ ქნა რომ თავად შეგიყვარდეს. რა სისულელეა მე? ვინმე შემიყვარდეს, და მით უფრო ის მახინჯი იხვის ჭუკი, თან ერთი ნახვით? გამორიცხულია, უბრალოდ მინდა ჩემი გავიტანო ეგაა და ეგ. - თავი დაიწყნარა და ოთახი დატოვა ჯინთან ერთად.

....................

- აბა როგორ ხარ?- ჰკითხა ჯენიმ ჯისუს რომელმაც ის იყო სასურველი ოთახი ამოირჩია და მოწყვეტით დაეცა საწოლზე.

- რა გითხრა ჯენი, მათთან ყველაფერი იმაზე მარტივი იქნება ვიდრე ვფიქრობდი. უბრალოდ ნახე რა სახეები ჰქონდათ? თითქოს მოჩვენება დაინახეს, განსაკუთრებით ჯინს. ათასმა ფერმა გადაკრა. დაგენაძლევები ახლა ზის და გამწარებული ფიქრობს რა მომიხერხოს. ჰაჰაჰაჰააა, მე ისინი საერთოდ არ მადარდებს, უკვე გავშიფრე და ვიცი რას უნდა მოველოდე მათგან, მაგრამ ჩემი მშობლების მკვლელი, აი რა მანერვიულებს. ის ბევრად უფრო საშიშია და ზუსტად ვიცი რომ მოქმედებას მალე დაიწყებს.- ამოიოხრა ჯისუმ.

- არ უნდა გატყდე გესმის? არ უნდა შეგამჩნიონ რომ რამე განერვიულებს, ეს თუ შეგამჩნიეს ჩათვალე მანდ ყველაფერი დაკარგულია.

- ვიცი ჯენ, ზუსტად ამიტომ უნდა გავარკვიო იმ იმბეცილებმა იციან თუ არა რამე ჩემი მშობლების სიკვდილზე, ან საერთოდ რა ვერსიები აქვთ. ამ საქმეს შენ უნდა მიმიხედო. როსე სად არის?

- კორპორაციაში წავიდა, რათა შენი ხვალინდელი ტრიუმფისათვის ყველაფერი მოამზადოს.

- ძალიან კარგი, დროა მმართველობა იმან აიღოს ხელში ვისაც ამის სრული უფლება აქვს. ჯენ, მსახურს დაუძახე და უთხარი ყველაფერი ამოალაგოს და საღამოს ვახშამიც არ დაგავიწყდეს. ამ ვახშამს ოჯახის ყველა წევრი უნდა დაესწროს, ჯინი უკვე მივაყენე თავის ადგილას, ახლა ჯობს თეჰიონის ილუზიებსაც მოვუღო ბოლო.- ჩაიქირქილა ჯისუმ და კარისკენ დაიძრა.

- საით?- გასძახა ჯენიმ

- ბაბუა უნდა ვნახო.. -გაეპასუხა ჯისუ და კარს უკან მიიმალა.

..............

- ნეტავ რა უნდა - ბუზღუნებდა კიბეზე მომავალი ჯინი, ჯერ არ ჩამოსულა და უკვე მბრძანებლობს.

- დაწყნარდი ჯინ, - დაუყვავა თეჰიონმა - მალე გავიგებთ რა უნდა ჩვენს ახლადგამოჩეკილ პრინცესას.

- რა? - გაიკვირვა ჯინმა? - შენ საღამოს სახლში დარჩენას გაიძულებენ და ამას არც კი აპროტესტებ? ორი დღეა კლუბში არ ყოფილხარ ავად ხომ არ ხარ ძამაო, თუ ასე შეგიყვარდა ჩვენი ჯისუ?

- სისულელეს ნუ როშავ ჯინ? მე და სიყვარული, რა სისულელეა, ქალები ჩემთვის მხოლოდ საწოლისთვისაა. ისე იქცევი მგონი ამ მემკვიდრეობის მიღება აღარ გინდა - ამოიღრინა თეჰიონმა და მოუთმენლად შეაბიჯა სასადილო ოთახში სადაც რამდენიმე უცხო პირს მოჰკრა თვალი, მათგან კი ერთ-ერთის დანახვა საეჭვოდ არ ესიამოვნა. ამ ტიპს მოურიდებლად ჰქონდა შემოხვეული ჯისუზე მკლავები და ზურგზე ეხუტებოდა.

- ამას აქ რა ჯანდაბა უნდა - კბილებში გამოცრა თეჰიონმა, სტუმარს კარგად დააკვირდა და როცა შეიცნო სახეზე სიბრაზის ტალღამ გადაუარა.

- ძმაო მემგონი გეგმები ჩაგიშალეს - ცინიკურად გადაუჩურჩულა ჯინმა, რის გამოც თაესგან მკვლელი მზერა დაიმსახურა.

- მიხარია რომ მოხვედით, - გაიღიმა ჯისუმ და ყველა სავახშმოდ მიიწვია, - თქვენი აქ შეკრების მიზეზს ახლავე მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი და რაღაცეები აქედანვე გავარკვიოთ, შემდეგ კი ჩემთვის უახლოესი ადამიანები წარმოგიდგინოთ რომლებიც ამიერიდან თქვენს ცხოვრებაშიც ხშირად იქნებიან. პირველ რიგიში გაიცანით ეს კანგ ნამ ჯუნია, ჩემი საქმრო. ეს კი პარკ ჯიმინი ჩემი მარჯვენა ხელი და მინ იუნგი ჩემი ადვოკატი. ისინი დამეხმარებიან ყველაფერში მარტივად გავერკვე და ავყვე აქაურ ცხოვრების რიტმს. ხო მართლა ჯინ, ხვალ დილით თათბირი დავნიშნე, სადაც იუნგი ყველა აქციონერს ბაბუას ანდერძს გააცნობს და მე კორპორაციას ჩავუდგები სათავეში. მინდა რომ პროცესებში რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთო.

- ამის გაგონებაზე ჯინს ღვინო გადასცდა, თუმცა თავი ხელში სწრაფად აიყვანა და გაპროტესტება სცადა - კი მაგრამ ჯისუ, ბიძია ისევ ცოცხალია, თან შენ ჯერ გამოუცდელი ხარ ამ საქმეში, მგონი სჯობს მის სათავეში მე დავრჩე და ყველაფერი თავად გასწავლო ხოლო როცა შენ მზად იქნები ..

- საკმარისია! ხმა გაიმკაცრა ჯისუმ რამაც ჯინის და თაეს გაოგნება გამოიწვია, - ჯინ, ძვირფასო, ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, დროა ყველამ მიაგნოს თავის ადგილს.- კბილებში გამოსცრა ჯისუმ და ჯინის ცივი მზერა მიაპყრო. - ახლა კი გთხოვთ გემრიელად მიირთვით, - ჩვეული თბილი გამომეტყველებით გადახედა ჯისუმ სუფრასთან მსხდომთ და ღვინო მოსვა.

...................

- თეჰიონ ამ ლაწირაკს თავი ვინ ჰგონია - დაიღრიალა ჯინმა როცა ნაძალადევი ვახშმის შემდეგ მის კაბინეტში შევიდნენ, ჯერ არ ჩამოსულა და უკვე უნდა ყველაფერი წამართვას, გესმის?

- ჯინ დაწყნარდი, - მშვიდად მიუგო თეჰიონმა და სავარძელში ჩაესვენა. დროა რაღაც- რაღაცეები გავარკვიოთ ძმაო.

- რას გულისხმობ ტაე? - ჰკითხა გაოცებულმა, ძმას დაკვირვებით შეხედა და ახლაღა აღმოაჩინა რომ მასში რაღაც შეცვლილიყო. მისი გამოხედვა, მასში სატანური ბრაზი იდგა, მიმიკაც კი სხვანაირი ჰქონდა, იმდენად რომ ჯინს უსიამოვნოდ გააჟრიალა. ამ ხნის განმავლობაში პირველად მიხვდა რომ მისი ძმა არ იყო ის თავქარიანი „მოთამაშე" ბიჭი როგორადაც ყოველთვის აღიქვამდა- თეჰიონ, შენ რაღაცას მიმალავ ასეა?

- ზუსტად გამოიცანი, არც ვაპირებდი ამის შესახებ რამე მეთქვა შენთვის, რადგან ვიცი შენი დამოკიდებულება ამის მიმართ მაგრამ ჩვენმა პატარა გოგომ სხვა გზა არ დამიტოვა. ჯინ მე დიდი ხანია საქმით ვარ დაკავებული რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის. ეს არაა ლეგალური ბიზნესი და არც მე ვარ უბრალო ფიგურა.

- მოიცა ტაე ახლა არ მითხრა რომ მაფიაში ხარ?

- ზუსტად მაგის თქმას ვცდილობ. არამარტო ვარ ძმაო, მე ერთ ერთი ლიდერი ვარ და საკმაოდ სერიოზული დაჯგუფების ლიდერი. მაგრამ ეს არაა ყველაფერი, დღეს მხოლოდ მე არ ვყოფილვარ მაფიის სამყაროს წარმომადგენელი იმ სუფრასთან. სწორედ ამან მაიძულა რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა. კანგ ნამ ჯუნი ასევე ერთ ერთი დაჯგუფების ლიდერია. იმ ორზე არ ვარ დარწმუნებული მაგრამ დიდი ალბათობით ისინიც ბანდაში არიან. საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე ჩვენ გვგონია ჯინ.

- ღმერთო, ამის შესახებ როგორ არაფერი მითხარი, ნუთუ ამდენად გავლენიანი ხარ იმ სამყაროში?

- ვერც წარმოიდგენ, ეს კომპანია მხოლოდ იმისთვის მინდოდა რომ ჩემი ბიზნესი დამეფარა და ფული გამეთეთრებინა, თორემ სულაც არ მჭირდება ამ ბებრის მოყრილი გროშები. აი ასეა საქმე.

- ეგ ყველაფერი კარგი - ამოიოხრა ჯინმა, - მაგრამ ჯისო? საიდან იცნობს ნამჯუნი, ნუთუ ისიც მათიანია? ახლა ეს უნდა გავარკვიოთ.

- ზუსტად ეგ მაინტერესებს მეც. საიდან იცნობს ჯისოს და რა კავშირია რეალურად მათ შორის. ვერ ავიტან რომ ვინმემ მის ახლოს ასე იტრიალოს და მით უფრო ამ სტატუსით, საქმრო! - ცოფებს ყრიდა თეჰიონი რამაც ჯინის ღიმილი გამოიწვია

- თეჰიონ მგონი ამ საკითხს ძალიან პირადულად იღებ.

- სისულელეს ნუ ამბობ ჯინ, ის რაც ჩემია ჩემია და არავის არ აქვს უფლება მას მიუახლოვდეს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. სიმართლე თუ გაინტერესებს მე არასდროს დამვიწყებია ის დაბალი ჭორფლიანი გოგონა რომელსაც სიცოცხლეს ვუმწარებდი და რომელსაც სასწაულად ლამაზი თვალები ჰქონდა. ასე რომ იმ ნაბიჭვარს ურჩევნია განზე გადგეს და ჩემს გოგოს ხელი არ ახლოს თორემ.....

- მოიცა ერთი წუთით, ტაე შენ ის გიყვარდა? უფრო სწორად გიყვარს?

- არა მე არავინ მიყვარს და არც არავინ შემიყვარდება, სიყვარული სუსტებისთვისაა. უბრალოდ ჯისო, ის იდელაური გოგოს ტიპია რომელიც ზუსტად შემეფერება, მკაცრი, ჭკვიანი, ლამაზი ძლიერი, ისეთვე ცინიკოსი როგორიც მე ვარ. თან ის ჩემი საკუთრებაა, უბრალოდ ჩემია და მორჩა

ჯანდაბა შენ ის გიყვარს, და ჭკუადაგაკარგვინა ამან თეჰიონ, შენ ის სიგიჟემდე გიყვარს. - ფიქრობდა ჯინი და შუბლშეკრულთეჰიონს რომელიც ჯინს შეეძლო დაეფიცა რომ ამ წამს ნამჯუნს ცოცხლად ატყავებდა, ღიმილითაკვირდებოდა.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo