19 თავი
თავში ათასი ფიქრი ერეოდა, ვერ გებულობდა როგორ უნდა მოეშორებინა ეს საშინელი გრძნობა რომელიც მის არსებას მთლიანად იპყრობდა. ჯინი არასოდეს ყოფილა სუსტი ადამიანი, პირიქით საკმაოდ ჭკვიანი და ცინიკოსი გახლდათ. ზუსტად იცოდა რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან და მიაჩნდა რომ ყველაფერი კონტროლქვეშ ქონდა. ახლა მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. კითხვის ნიშანი დაესვა ირგვლივ ყველაფერს. უჭირდა იმის გაცნობიერება რომ მის ირგვლივ მხოლოდ სიყალბე იყო. რათქმაუნდა ძმას ენდობოდა, მით უფრო რომ ჩანაწრი ნახა, მაგრამ რაც საკუთარი თვალით იხილა უფრო მეტად უმყარებდა ტკივილს და იმედგაცრუებას. თითქოს მან და თეჰიონმა ადგილები გაცვალეს. თაე რომელიც მუდამ დამფრთხალი იყო ყოველთვის ჯინის ძლიერ ზურგს ეფარებოდა. ახლა ყველაფერი პირიქითაა, ჯინი თავს ისე გრძნობს როგორც პატარა დაუცველი ბავშვი და თავის ხელში აყვანას ცდილობს რადგან იცის მისი სისუსტე კრისტალს ყველა კარტს გაუხსნის. ეს კი თეჰიონისა და ჯისუს დასასრულს ნიშნავს. დაქანცული ჯინი ცხელ წყალს უშვერს ერთიანად მოდუნებულ სხეულს და ცდილობს მომავალი ქორწილის ორგანიზებით დატვირთოს გონება.
..................
- ჯიმინ, ჯუნი სადაა? - ეკითხება ჯისუ ჯიმინს სახლში შესვლისთანავე.
- ოთახშია და მოთქვამს - სარკასტულად გაეპასუხა ბიჭი და თვალით ზემოთ ანიშნა გოგონას, ჯისუც უკანმოუხედავად გაემრთა მითითებული მიმართულებით.
- ჯიმინ კარგი რა - უსაყვედურა შუგამ. - ასეთი სარკაზმი რა საჭროა?
- სარკაზმი? რას ამბობ ძმაო, საოცრად კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით რომ გუშინდელი ღამე რომელიმე ლამაზმანის მკლავების მაგივრად მოტირალი ნამჯუნის გვერდით გავატარე, მისი მუცლის ღრუს შიგთავსის წმენდაში.
- იუუუ, საწყალო, რა გიჟური ღამე გქონია - გადაიხარხარა შუგამ თუმცა მალევე გაახსენდა რა ვითარებაც იყო და სასწრაფოდ დამუწა პირი.
........
- ჯუნ, შეიძლება შემოვიდე? - ფრთხილად დააკაკუნა კარზე ჯისუმ და პასუხის მოლოდინში გაირინდა. მოულოდნელად კარი გაიღო, ნამჯუნი გამოჩნდა რომელსაც თვალები სულ მთლად ჩაწითლებული ჰქონდა და სახეზე ფერი არ ედო.
- ღმერთო ნამჯუნ რა დაგემართა? - შეიცხადა ჯისუმ, მსუბუქი ხელისკვრით ბიჭი ოთახში შეაბრუნდა და კარი მიკეტა. - მაპატიე ჯუნი, გთხოვ მაპატიე - ცრემლებს ვერ იკავებდა გოგონა. ბიჭა ხელები მოხვია და ახლა ორივენი ხმამაღლა ტიროდნენ.
- შენ მაპატიე ჯისუ, მე შენი ცხოვრება უნდა გამელამაზებინა, შენთვის დარდი შემემსუბუქებინა, უნდა დამეცავი. ამის მაგივრად რას ვაკეთებ, უფრო მეტად გტკენ გულს და გიმძიმებ ისედაც გართულებულ ცხოვრებას.
- ამას ნუ ამბობ ჯუნი, შენ ხომ იცი რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, გული მიკვდება ასეთს რომ გხედავ თან ჩემს გამო. როცა არაფრის გაკეთება არ შემიძლია შენთვის. ვიცი რასაც გრძნობ და საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდი ოღონდ ამის შეჩერება შემეძლოს, მაგრამ არ შემიძლია. არ ვიცი როგორ დაგეხმარო, რა გავაკეთო რომ ძველი ჯუნი დამიბრუნდეს.
- შემიყვარე! შემიყვარე კიმ ჯისუ! - მოულოდნელად დაუბოხდა ხმა ბიჭს, გოგონას ხელი დაავლო და კედელთან ააკრა. მათ შორის მანძილის სულ უფრო მეტად მცირდებოდა. ბიჭმა ხარბად შეისუნთქა სურნელი, რომელიც ასე უყვარდა და მის კისერში ამოიჩურჩულა - შემიყვარე ისე როგორც ის გიყვარს. შენ მე უნდა გიყვარდე, მხოლოდ მე შემიძლია მოგცე ის რასაც იმსახურებ. შემიყვარე! - ჯისუ გაშეშებული იდგა, იცოდა რომ ნამჯუნს უყვარდა მაგრამ ეს განცხადება მისგან და ეს სიახლოვე ძალღონეს აცლიდა. უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ჯუნმა დაასწრო - შეგიძლია არც გიყვარდე, ჩემი სიყვარული საკმარისია, მე მეყვარები და ეს ორივეს გვეყოფა.
- მაპატიე ჯუნი, - ამოიკნავლა ჯისუმ- მისი სიტყვების გაგონებისთანავე ბიჭი ციებიანივით მოსცილდა მას და თავზე ხელები შემოიწყო - მითხარი რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული, რატომ გიყვარს ის და არა მე, მითხარი ჯისუ - დაიღრიალა ნამჯუნმა. რატომ ვერ შევძელი შენში ამ გრძნობის გამოწვევა მე ჯისუ?
- გულს ვერ უბრძანებ, არც მე მინდოდა ასე მომხდარიყო, და ნამჯუნ მისმინე თუნდაც მიყვარდეს ეს ქორწინება არაა სიყვარულზე დაფუძნებული, ეს საჭიროებაა, რომელიც მალე დასრულდება. ყველაფერს მოვაგვარებ და მასაც გავეყრები.
- მერე? მერე იქნები ჩემი?? - ამოიოხრა ნამჯუნმა და საწოლზე ჩამოჯდა
- როგორ დაგპირდე იმას რასაც ვერ შევასრულებ? ვერ შევძლებ შენს შეყვარებას იმაზე მეტად ვიდრე ახლა მიყვარხარ. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ამას ვერ შევცვლი, გთხოვ გამიგე. - ჯისუს თვალებიდან ცრემლები წასკდა და ღონემიხდილი დაენარცხა მუხლებზე - მაპატიე, მაპატიე გთხოვ, რომ ვერ შეგიყვარე, რომ ის შემიყვარდა. - ნამჯუნი შეძრა გოგონას ტანჯვამ, მასთან მივარდა და გულში ჩაიკრა. - საპატიებელი არაფერია კიმ ჯისუ. ეს მე ვარ სულელი, არ უნდა მომეთხოვა შენთვის ასეთი რამ. ყველაზე უკეთ მე ვიცი რომ გულს ვერ უბრძნებ. ნუ ტირი პატარა გოგონა. მე შენთან ვარ, მეტად აღარ დაგტანჯავ გპირდები. მე დაგელოდები ჯისუ, დაგელოდები და ვიცი ერთხელაც მოხვალ ჩემთან.
- ჯუნი მე..
- ჩუმად ახლა არაფერი თქვა - ჩასჩურჩულა ბიჭმა და ტუჩებზე თითი დაადო რომ გაეჩუმებინა. - მომეცი უფლება ამ სურნელით დავტკბე, სულ ცოტახნით. - ნამჯუნმა ცხვირი ჯისუს კისერში ჩარგო და ცოტა ხანში გოგონამ მისი მშვიდი სუნთქვა გაიგონა. ბიჭს ჩაეძინა, ჯისუმ ფრთხილად მიაწვინა იგი საწოლზე, პლედი მიაფარა და ჩუმად დატოვა ოთახი.
................
დილის 11 საათი შანხაი.
თეჰიონი ჯონ გუკთან და 5 თანმხლებ პირთან ერთად შანხაიში ჩაფრინდა კერძო თვითმფრინავით.
- ადგილსამყოფელი უკვე დაადგინეთ? - ცივად გაისმა მისი ხმა, ერთი სული ჰქონდა საქმე მოეგვარებინა და უკან სეულში დაბრუნებულიყო.
- კოორდინატები დადგენილია. მანქანაც გველოდება. რამდენიმე საათში ყველაფერი დამთავრდება. ახლა უბრალოდ შესაფერის დროს უნდა დაველოდოთ. ზედმეტი გვამი არ გვჭირდება - თქვა გუკმა.
- ცდები ძმაო - ბოროტად ჩაიცინა თემ - სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ რათა მეორედ ამის გამეორების სურვილი არ გაუჩნდეს არავის. .
- როგორც იტყვი ბოსს! - ჩაიქირქილა გუკმა და დანარჩენებთან ერთად იქვე მდგარი მაქნანებისკენ დაიძრა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro