Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

16 თავი

- ნესი, - გასძახა ჯისუმ მსახურს - ამაღამ ვახშამს ოჯახის ყველა წევრი უნდა დაესწროს, მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ასე რომ გააფრთხილე ჯინი და კრისტალი არაფერი დაგეგმონ, თეჰიონთან თავად მოვაგვარებ, და კიდევ სტუმრები გვეყოლება, გაითვალისწინე.

- გასაგებია ქალბატონო - თავი დაუკრა მსახურმა და სწრაფად დატოვა ოთახი. ჯისუ კი თეჰიონის მოსაძებნად წავიდა.

- ნეტავ სად აორთქლდა? -ჩაიწუწუნა მობეზრებით და კიდევ ერთხელ დააბრახუნა თაეს საძინებლის კარზე - ნეტავ ძილში ხომარ ჩაძაღლდა, რა საინტერესოა - ცალყბად ჩაიცინა და ოთახის კარი შეაღო, რათა შეემოწმებინა. შიგნით შესულს მოესმა ხმა, რომელიც სააბაზანოდან გამოდიოდა და იფიქრა რომ თეჰიონი იქ იყო. მიხვდა ვიზიტისთვის ცუდი დრო შეარჩია ამიტომ სასწრაფოდ კარისკენ მიტრიალდა, თუმცა იმ წამს სააბაზანოს კარი გაიღო და იქედან პირსახოცშემოხვეული თაე გამოჩნდა, მისი სხეული ჯერ კიდევ სველი იყო და ისეთი მიმზიდველი რომ ჯისუს წამით ყველაფრი გადაავიწყდა, თვითონაც ვერ გაიგო საიდან ნახა საკუთარ თავში ძალა რომ თვალი მოეშორებინა და სასწრაფოდ შეტრიალდა, გონებაში საკუთარ თავს წყევლიდა ასეთი უგნური საქციელისთვის.

- რა მოხდა პატარავ? ნუ გრცხვენია, შეგიძლია ჩემი ცქერით დატკბე, მალე ისედაც ეს ყველაფერი ოფიციალურადაც შენი გახდება. - ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა თაე გოგონას, რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა, ხელები წელზე შემოხვია და მისი სხეული, ნახევრად შიშველ ტანზე მიიკრა. - სიმართლე თუ გაინტერესებს სასიამოვნო შხაპის შემდეგ ამაზე უკეთესს ვერაფერს ვერ ვინატრებდი - ამოილაპარაკა მის ყელში და ხარბად შეისრუტა მისი სურნელი რამაც ჯისუს კინაღამ გონება დააკარგვინა, მისი ერთი შეხებაც კი თავგზას ურევდა, თენთავდა და ძალას აცლიდა, ახლაც მუხლები უკანკალებდა და მთელი ძალით ცდილობდა თეჰიონს ვერ ეგრძნო ეს. თუმცა მოულოდნელად წელზე რაღაც იგრძნო, რამაც გამოაფხიზლა ( J). მოქნილად დაუსხლტა ბიჭს მკლავებიდან და გაცოფებული მისკენ შეტრიალდა.

- კიმ თეჰიონ გირჩევ შენი ბიჭი დააწყნარო თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ ქალის გახსენებაზეც კი დაიზაფრები. რა ჯანდაბაა რამე ჩაიცვი იდიოტო და საერთოდ რანაირად დადიხარ, კარი მაინც ჩაკეტე.

- არ მესმის რაში მადანაშაულებ სიხარულო - ახარხარდა თე. - ჩემს ოთახში ვარ და შემიძლია შიშველმა ვიარო, ჩემი მშვენიერ სხეული არ იმსახურებს რომ დამალო, რაც შეეხება ჩემს ბიჭს მისი დაწყნარება შენზეა დამოკიდებული. შენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს ასე რომ მოდი ჩემთან.

- გამეცალე ფსიქოპატო ნარცისო - დაიკივლა ჯისუმ და კარისკენ გაიწია, თუმცა მერე მიხვდა რომ პატარა ბავშვივით იქცეოდა და გადაწყვიტა ცოტა ამ მანიაკის ნერვებზე ეთამაშა. - მაგრამ იქნებ მართლა მოგიხერხოთ რამე - ეშმაკური ღიმილით დაიწყო სვლა თეჰიონისკენ, რომელიც მისმა უეცარმა ცვლილებამ დააბნია და ერთ ადგილას გააშეშა. - იქნებ შემიძლია შენი დახმარება. - ჯისუმ ხელის ოდნავი მოძრაობით თეჰიონი საწოლზე დასვა თავად კი მის კალთაში მოკალათდა და მისი ორგანოს უფრო მეტად გაღიზიანება დაიწყო. ბიჭმა სიამოვნებისგან დაიკრუტუნა და თვალები მილულა, ჯისუმ ეშმაკურად ჩაიცინა, ტუჩებით ჯერ თეჰიონის ყურის ბიბილოს მიელამუნა, შემდეგ კი ტუჩებზე შეეხო ძალიან ნაზად, თან ხელებს მის დაკუნთულ სხეულზე დაასრიალებდა. უკვე აშკარად გრძნობდა ბიჭის გამაგრებულ ორგანოს. გოგონამ თეჰიონის ყელისკენ გადაინაცვლა მხურვალე კოცნა დაუტოვა და სანამ ბიჭი აზრზე მოვიდოდა მისი კალთიდან წამოხტა. გაოცებულმა ტაემ თვალები ჭყიტა თუმცა მისი დაჭერა ჯერ კიდევ სიამოვნებისგან მოდუნებულმა ვერ შეძლო, როცა გონს მოეგო ჯისუ უკვე კართან იდგა, - მგონი ისევ აბაზანაში მოგიწევს შებრუნება ძვირფასო, მალე მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი სავახშმოთ, არ მალოდინო - კმაყოფილი ღიმილით თვალი ჩაუკრა გამოშტერებულ ბიჭს და გაუჩინარდა. - ეს.. რა.. რა ჯანდაბაა, ღმერთო.. ეს რა მიყო - თეჰიონი სულელივით იღიმოდა ცდილობდა გონზე მოსულიყო. - კიმ ჯისუ ამას განანებ, გეფიცები, ასე როგორ დამტოვე, ჯანდაბა, ჯანდაბა. ამის გამო პასუხს მოგთხოვ პატარავ. ეს როგორ შეიძლებოდა მომსვლოდა, შენ ჩემს თავმოყვარეობას და „ღირსებას" შეურაცხყოფა მიაყენე, ამისთვის მამიკო დაგსჯის. - გამწარებული სწრაფად გაიქცა აბაზანისკენ და კარი ხმაურიანად გაიჯახუნა.

.................

ერთ საათში ყველა სავახშმოდ შეიკრიბა, ჯიმინი, ჯენი და იუნგი სათითაოდ გადაეხვივნენ ჯისუს და მაგიდასთან ადგილები დაიკავეს, ყველ მხოლოდ თეჰიონს ელოდებოდა რომელიც საეჭვოდა არ ჩანდა.

- კი მაგრამ ჯუნი სად არის, - გადაუჩურჩულა შუგას ჯისუმ.

- მან ძალიან მძიმედ მიიღო ის რაც ვუთხარი. - ამოიოხრა ბიჭმა

- გასაგებია, მე დაველაპარაკები, შევეცდები შემოვირიგო - მოწყენით ჩაილაპარაკა გოგონამ.

- ვინმეს ველოდებით? - იკითხა ჯინმა

- თეჰიონს, პატარა პრობლემა შეექმნა და მალე შემოგვიერთდება - ჩაიქირქილა ჯისუმ.

- აქ ვარ - სერიოზული სახით შემოვიდა ტაე და ადგილი ჯისუს გვერდით დაიკავა. - რახან ყველანი აქ ხართ, მინდა გითხრათ რომ მე და ჯისუს თქვენთვის რაღაც გვაქვს სათქმელი, მისი ხმა მტკიცედ და ოდნავ ცივად ჟღერდა, ცხადი იყო ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ეიფორიიდან თავის დაღწევა რომელშიც გოგონამ ჩააგდო. - ამ ბოლო პერიოდში ბევრი რამ გადავიტანეთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ადვილი არავისთვის ყოფილა, სატკივარმა კი მე და ჯისუ ერთმანეთს დაგვაახლოვა. - მან გოგონას ხელი აიღო და ტუჩებთან ფრთხილად მიიტანა. - მინდა გაცნობოთ რომ მე და ჯისუ რამდენიმე დღეში ვქორწინდებით.

- ჰო, ნამდვილად ასეა - არ ჩამორჩა ჯისუც - მინდა ყველა წყენა და ტკივილი დავივიწყო, როსეს ამბავმა და მერე განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა რომ ცხოვრება ხანმოკლეა, უნდა დატკბე ბედნიერებით სანამ შეგიძლია - მან თვალისმომჭრელად გაიღმა და თეჰიონს აეკრა.

- რაა ქორწინდებით? - სიმწრისგან წამოიყვირა კრისტალმა, - ჯინ, საყვარელო შენ ეს იცოდი?

- რათქმაუნდა ძვირფასო, და მგონი შენც უნდა გცოდნოდა, ასე არაა.- კრისტალს უცებ გაახსენდა მათი შეთანხმება და იფიქრა რომ ბიჭები თავიანთი ძველი გეგმის განხორციელებას აპირებდნენ. ჯინის მიზანიც სწორედ ეს იყო, ასე უნდა ეფიქრა კრისტალს. მეტი საშიშროება აღარ უნდა დაენახა ჯისუში. კრისტალა ოდნავ ჩაიღიმა თუმცა მაინც ვერ მოისვენა.

- აუცილებლად გავარკვევ რა ხდება, ნუთუ რამეს ხვდება - ფიქრობდა გამალებული და ჯისუს ადევნებდა თვალს. არა მას ეჭვი არ ეპარებოდა რომ ჯინი და თაე ვერაფრს ხვდებოდნენ მაგრამ ჯისუ, ის სხვა იყო. ეშმაკის მოციქული, მას შეიძლებოდა რამე ეეჭვა. ჯისუს თეჰიონის მიმართ ასე დათბობა მისთვის არარეალური ჩანდა.

- გილოცავთ გულწრფელი ღიმილით წამოიძახა ჯენიმ რათა დაძაბული ატმოსფერო გაექარწყლებინა.

- მართლაც, ჯისუ - ჩაერთო ჯიმინი რომელსაც გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე- მინდა რომ სულ ბედნიერი იყო.

მეგობრები დიდხანს საუბრობდნენ და იცინოდნენ, ჯისუ და თეჰიონი ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში კრისტალი კი ამ სურათს ბოღმითა და სიძულვილით სავსე თვალებით აკვირდებოდა, საბოლოოდ თავის ტკივილი მოიმიზეზა, მოიბოდიშა და სახლი დატოვა. მას ცოტა ხანში გაჰყვა ჯინი, ხოლო ჯისუ, რომელმაც ორივე სახლიდან შორს დაიგულა ცივად მოშორდა თეჰიონის მკლავს და გამომეტყველება ცინიკური გაუხდა.

- აბა როგორი იყო? - ჩაეკითხა სუფრასთან მსხდომთ

- ღმერთმანი ჯისუ შენი სახით მსოფლიო დონის ვარსკვლავი დავკარგეთ, ნამდვილი დრამის დედოფალი ხარ. - სიცილს ვერ იკავებდა ჯიმინი. თეჰიონი კი გაბეზრებით იჯდა, რადგან ჯისუ მისი მკლავებიდან გასხლტა.

- მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობარო, თუმცა არც ახლაა მგონი გვიან - დემონსტრაციულად გადაიყარა ჯისუმ თმები მხრებზე, წამოდგა და კარისკენ სვლა დაიწყო.

- საით? - ფეხზე წამოხტა თაე

- სამადლობელი სიტყვა მაქვს მოსამზადებელი, ოსკარს რომ გადმომცემენ, როგორც საუკეთესო დრამატული როლის შემსრულებელს ხომ არ უნდა დავიბნე არა? - გადაიხარხარა გოგონამ და გაუჩინარდა.

- ჩვენი წასვლის დროა - ფეხზე წამოდგა იუნგიც და თეჰიონს მიუბრუნდა, - ჯისუს სუფთა გული აქვს, არ აწყენინო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ჩემთან გექნება.

- გიმეორებ მე ის ნამდვილად მიყვარს, და დავიცავ მას. თანაც მის ხასიათით თუ ვიმსჯელებ შენ ჩემზე უფრო უნდა ნერვიულობდე ვიდრე მასზე.

- ეგეც მართალია, თუ გააბრაზებ თავად დაგაწყევლინებს თავბედს სიძევ - ჩაიცინა შუგამ და ჯიმინთან და ჯენისთან ერთად სახლი დატოვა.

ახლა სად გამექცევი ქალბატონო,სახლში მარტონი ვართ, ჩემო სიცოცხლე სად ხარ? - გასძახა თაემ და ეშმაკური სახით ჯისუსოთახისაკენ გაემართა.


შეცდომებისათვის მომიტევეთ :)

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo