15 თავი
ბოროტება, რომელიც შენშია გამუდმებით იზრდება. მუდმივ კვებას საჭიროებს და საბოლოოდ შენც მის კლანჭებში ექცევი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყავი მანამდე, რაზე ოცნებობდი, რისი გწამდა ახლა მხოლოდ სიცარიელეა ირგვლივ, საზარელი სიცარიელე. ბოღმა და ღვარძლი მთლიანად იკავებს მთელს შენს სხეულს და გონებას. გინდა გაჩერდე მაგრამ არ შეგიძლია. გინდა შეიცვალო მაგრამ ძალა არ გყოფნის. შენს თავს არ ეკუთვნი მხოლოდ ერთი რამ გამოძრავებს „სისხლის წყურვილი" და რაც უფრო მეტად აგემოვნებ მას მით მეტი გინდება...............
იუნგი, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა, ჯენისა და ჯიმინის სასოწარკვეთილმა შეძახილებმა გამოაფხიზლა.
- აქ რა ხდება? - შესძახა გაფითრებულმა ჯენიმ - ვინ იყო აქ? ღმერთო ნუთუ არასოდეს დამთავრდება.
- ჯენ დამშვიდდი, აცადე და ყველაფერს მოგვიყვება, ვერ ხედავ, თავადაც შოკშია - დაუყვავა ჯიმინმა რომელიც არანაკლებ აღელვებული იყო თუმცა ცდილობდა ეს დაემალა.
- არაფერი ვიცი, - ამოიოხრა შუგამ და ნელა წამოდგა.- ჯისუსთან ვიყავი, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, როცა დავბრუნდი ეს სურათი დამხვდა. წარმოდგენა არ მაქვს რამეს ეძებდნენ თუ ესეც იმ აფეთქების მსგავსად რამე მესიჯია „მათგან".~
- ჯისუსთან იყავი? კი მაგრამ რატომ მარტო შენ, აგვიხსენი რა ხდება?- ხმა გაუმკაცრდა ჯიმინს.
- იუნგი რამე პრობლემაა? - ჩაერთო ჯენიც და შეყვარებულს მოლოდინით სავსე მზერა მიაბყრო.
- მალე ყველაფერს გაიგებთ, ჯუნს ველოდები, შევატყობინე და უკვე გზაშია. - ამოილუღლუღა შუგამ და მოწყვეტით დაეცა სავარძელში.
...............
თეჰიონი ჯინის კაბინეტის კართან იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა, არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა მის ძმას, რას მოიმოქმედებდა. ჯინი ყოველთვის მეტად გაწონასწორებული იყო თეჰიონზე თუმცა როცა ბრაზდებოდა, რაც საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა, სრულიად უკონტროლო ხდებოდა. საბოლოო ჯამში სხვა გამოსავალი არ იყო. რაც უფრო მეტად გაწელავდა დროს უარესი შედეგი მოჰყვებოდა. თაემ მძიმედ შეაღო კარი და ჯინის საქმიან მზერას წააწყდა, აშკარა იყო მთალად კარგი დრო ვერ შეარჩია, თუმცა ახლა ეს ყველაზე ნაკლებად აღელვებდა.
- ჯინ, შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, მინდა ყურადღებით მომისმინო და ბოლომდე დამაცადო ყველაფრის ახსნა.
- რა მოხდა თეჰიონ, - მძიმედ ამოიოხრა ჯინმა, და დოკუმენტები უწესრიგოდ მიყარა მაგიდაზე.
- არის რაღაც რაც შენს ცოლზე უნდა იცოდე, სჯობს ეს ჩანაწერები ნახო, ვფიქრობ ჩემს სიტყვებზე მეტად ისინი დაგარწმუნებენ და მიიპყრობენ შენს ყურადღებას.
თეჰიონმა მომცრო ზომის მეხსიერების ბარათი ჯერ კიდევ გაოგნებული ჯინის ლეპტოპს დაუერთა და ჩართო. სულ მალე კი ეკრანზე გამოსახულება გაჩნდა, რომელსაც ძნელი იყო აღშფოთება, სიბრაზე და ზიზიღი არ გამოეწვია. მასზე მკაფიოდ ჩანდა ნახევრად შიშველი, სასტიკად ნაცემი გოგონა რომელიც ოთახის შუაგულში იყო ხელებით დაკიდებული. ასევე გარკვევით ისმოდა სიტყვები რომლითაც მას ამკობდნენ და კიდევ ვიღაცაზე საუბრობდნენ (ჩანაწეში)
- საკმარისია, ასე ქალბატონის მოსვლამდე მოკვდება
- კარგი რა ჯერ კიდევ ვერ გავერთე საკმარისად, იქნებ მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი რაუნდი, რას იტყვი სკოტ?
- ჯანდაბას შენი თავი კარგი, ჩამოხსენი.
ჯინი გაფითრებული უყურებდა კადრებს და მისდა უნებურად სცვიოდა ცრემლები თვალებიდან, თუმცა იმან რაც ამის შემდეგ ნახა მასში საბოლოოდ გაანადგურა მშვიდად ცხოვრების შანსი. სულ მალე კომპანიას ქალი შემოუერთდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მის საკუთარ ცოლს, კრისტალს. არა კიარ გავდა ის იყო.
- ეს რა ჯანდაბაა თეჰიონ, საიდან მოიტანე ეს წყეული ფირი - იღრიალა სასოწარკვეთილმა ჯინმა და ლეპტოპი მაგიდიდან მოისროლა - მითხარი, რის თქმას ცდილობ ამით?? გინდა მითხრა რომ როსე კრისტალმა მოკლა? თან ასე სასტიკად? კი მაგრამ რატომ? ამას თავისი მიზეზი უნდა ჰქონოდა ასე არაა?
- სწორედ ამის გარკვევა მინდა ჯინ - ამოიოხრა თეჰიონმა
- როდის? როდის ჩაგივარდა ეს ფირი? როდის გაგიჩნდა ეჭვი კრისტალზე?
- იმ საღამოს როცა ჯისუ ავარიაში მოჰყვა, მე ჯერ კიდევ მის დაბრუნებას ველოდი როცა კრისტალი სახლში მოვიდა, მან ვერ შემამჩნია სიბნელის გამო, სამაგიეროდ მე კარგად გავარჩიე თუ რას აკეთებდა, იგი მაისურიდან სისხლის ჩამორეცხვას ცდილობდა, და ეს სისხლი როსესი იყო. ამის შემდეგ ჩემი ხალხი მას ავადევნე, გუკმა ხელში მასალები ჩაიგდო, ერთ ერთი ეს ფირი იყო. როგორც ჩანს ვიღაც მთელ ამ პროცესს იწერდა. ამის გარდა კიდევ ერთ ფირია, რომლიც როსემ გუკს გამოუგზავნა, იქ აღბეჭდილია ქალბატონი ბიონი და ბატონი იანი როგორ შედიან მიყრუებულ საწყობში, შემდეგ იქ კიდევ 4 კაცი შედის. ეს საწყობი კი კრისტალის დედის საკუთრებაა. გოგონა ზუსტად ამ ფირის გამო მოკლეს. ეჭვი არ მეპარება კრისტალია ის ადამიანი რომელსაც ჯისუს განადგურება უნდა, და ასევე მას რაღაც აკავშირებს კიმების სიკვდილთან.
- გული ცუდს მიგრძნობდა, ვხედავდი როგორ იცვლებოდა ბოლო თვის განმავლობაში, გამუდმებით აღელვებული იყო, გაურკვევლად იკარგებოდა მაგრამ ეს, ვერ წარმომედგინა რომ ასე ღრმად შეტოპა. ასეთი სასტიკი ადამიანის გვერდით როგორ ვიცხოვრე, საერთოდ როგორ შემიყვარდა? თეჰიონ მითხარი ჯისუმ იცის ამის შესახებ?
- არა და მან არაფერი უნდა გაიგოს, უკონტროლო გახდება. ამ საქმეს თავად მივხედავ, კრისტალის უკან ვიღაც დგას, მარტო ამ ყველაფერს ვერ დაგეგმავდა, მას ვერც ჯისუს მშობლების მკვლელობასთან ექნება კავშირი. ახლა თუ გამოვააშკარავებ მთავარ დამნაშავეს ხელიდან გავუშვებ.
- მართალი ხარ მაგრამ მე გამიჭირდება თავი შევიკავო.
- ეს უნდა გააკეთო ჯინ - ხმა გაიმკაცრა თეჰიონმა - ახლა სისუსტის დრო არაა, ჯისუ უნდა დავიცვა ესაა ჩემი მთავარი ამოცანა, თუ ის ალქაჯი რამეს მიხვდება ყველაფერზე წავა და ამას არ დავუშვებ, სწორედ ამიტომ მინდა ჯისუ მოვიყვანო ცოლად. მუდამ გვერდით უნდა მყავდეს რომ მასზე ვიზრუნო, მისი ყველა ნაბიჯი მეცოდინება.
- ნუ სულელობ, - ჩაიცინა ჯინმა - გგონია ჯისუსნაირი გოგონას კონტროლი ასე მარტივია? რატომღაც არ ვფიქრობ რომ შენს ნება სურილს დაყვება და მორჩილი ცოლივით დაგელოდება სახლში. იგი ძალიან ჭკვიანი და გონიერია, დამავიწყდა შენთვის მეთქვა, კიმ ჯისუ დამნაშავეთა ქცევის ანალიტიკოსია, იგი მალე გამოააშკარავებს კრისტალს, თუ რამე გაქვს ჩაფიქრებული ჯობს იჩქარო.
- ჯისუ სერიულ მკვლელობებს იძიებდა ამერიკაში? -გაოცდა ტაე. - არა ნამდვილად არ უნდა გავუშვა აქედან, საერთოდ რაზე ფიქრობს. ჯინ შენი დახმარება მჭირდება, მინდა რაც შეიძლება სწრაფად დავქორწინდე, მერე კი კრისტალს მივხედავ.
- გასაგებია ძმაო, ყველაფერს მოვამზადებ, რამდენიმე დღეში იქორწინებთ.
..............
გააფთრებული ნამჯუნი ბოლთას ცემდა შეუსვენებლივ, ჯიმინი და ჯენი კი ჯერ კიდევ შოკის ქვეშ განძრევასაც ვერ ახერხებდნენ. ინფორმაცია რომელიც მათ იუნგისგან მიიღეს მეტისმეტად რთული გადასახარში აღმოჩნდა მათთვის.
- ესეიგი იმ ნაბიჭვარს მიჰყვება ცოლად ასეა? - იღრიალა ნამჯუნმა და იქვე მდგომი მაგიდა ააყირავა, რომელიც „დაუპატიჟებელ სტუმრებს" დაუზიანებელი გადაურჩა.
- მთელი ერთ საათია ვცდილობ სიტუაციის სიმძიმე და რეალობა დაგანახოთ და შენ ჩემი სიტყვებიდან მხოლოდ ეს გაიგე? - ამოიოხრა გაბეზრებულმა შუგამ.
- იუნგი, რა ხდება ჯისუს აღარ ვჭირდებით? - ამოისლუკუნა გულდაწყვეტილმა ჯენიმ რომელიც ვერ ეგუებოდა რომ მეგობრისგან შორს უნდა ყოფილიყო.
- ხალხო თქვენ რა სულელები ხართ - გაცხარდა შუგა, - ჯიმინ არ მითხრა რომ შენც ამათ ეთანხმები და ვერ წვდები მდგომარეობის არსს. - ჯიმინმა თვალი აარიდა.- გასაგებია, შენც ამათკენ ხარ, კარგი, რახან მშვიდ საუბარს ვერ გებულობთ სხვანაირად აგიხსნით. თავიდან დავიწყებ. თქვენ არ გინახავთ დასახიჩრებული როსეს გვამი, არ გაგიგიათ მისი სიკვდილის მიზეზი, ჯისუმ ნახა და ყველაფერი გაიგო. წარმოდგენაც კიარ გაქვთ რა შეიძლებოდა მომხდარიყო დაკრძალვაზე რომ არ ემარჯვა. ირგვლივ მიმოიხედეთ, ხედავთ სახლი რა დღეშია? მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი, რას იგრძნობდით რომელიმე თქვენგანის გამო რომ თქვენი საუკეთესო მეგობარი ასეთ საფრთხეში იყოს? როსეს წამებით ამოხადეს სული, მანამ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ სანამ მისმა გულმა გაუძლო და ფეთქვა არ შეწყვიტა, რომელიმე ამას აიტანდით რასაც ჯისუ იტანს?
- კი მაგრამ იუნგი - შეწინააღმდეგება სცადა ჯენიმ
- გაჩუმდი ჯენი, ჯისუს რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება მე გავაკეთებდი ამას, შენთან მიმართებაში. ვერ დავუშვებ ვინმემ თითი დაგაკაროს. ეს ქორწინება ფიქტიურია ნამჯუნ, მესმის შენი გაბრაზება მაგრამ ახლა პრიორიტეტი ჯისუა და მერე ჩვენი სიცოცხლე. ეს არაა მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი და არც ჩვენ ვართ მისი მთავარი პერსონაჟები. ამ ეტაპზე განზე უნდა გავდგეთ და შორიდან დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებს.
- ამის აღიარება არ მინდა, მაგრამ შუგა მართალია - როგორც იქნა ხმა ამოიღო ჯიმინმაც. - საკმარისი დანაკარგი გვაქვს, არ უნდა დავუშვათ კიდევ ერთი სიკვდილი. მეც ვფიქრობ რომ ასე აჯობებს. თუმცა თუ თეჰიონი რამე ისეთს გაბედავს მე.......
- არაფერს იზამს, ამას არ დავუშვებთ. - ჩაერია იუნგი.
- თქვენთვის მარტივია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ჯისუ მიყვარს და არ შემიძლია მისი იმ კაცის გვერდით ხილვა. ეს გამანადგურებს - კბილებში გამოცრა ნამჯუნმა, და კარი ხმაურიანად მიიჯახუნა.
- მე დაველაპარაკები - გაჰყვა ჯიმინი. აცრემლებული ჯენი კი იუნგიმ მიიკრა გულზე და მის თმაში ცხვირი ჩარგო - როგორ მომენატრა შენი სურნელი.
- რა მოხდება? რა მოხდება რამე რომ დაემართოს იუნგი? - აკანკალებული ხმით იკითხა ჯენიმ
- არაფერი დაემართება, მას არაფერი მოუვა, თუ ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით ჯისუს გაუმარტივდება მოქმედება, მშვიდად იქნება. თუ რამე მოხდება მაშინვე მასთან გავჩნდებით.
- ახლა რა იქნება?'
ჯისუს ქორწილი მალე გაიმართება,შემდეგ კი ყველას თვალის ასახვევად აქედან გავემგზავრებით. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდებაჩვენც ჩავერთვებით თამაშში. ნუ გეშინია ჯენ, მალე ყველფერი დამთავრდება და ერთად დავბრუნდებითშტატებში, ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე. ამის ღრმად მწამს. - ჩაიჩურჩულა იუნგიმდა კიდევ უფრო ახლოს მიიკრა პატარა სხეული.
ბოდიშს გიხდით ამდენი რომ გალოდინეთ, დღეს 2 თავს ავტვირთავ მცირე ინტერვალით. იმედი მაქვს იდიოტობა არ გამოვიდაა <3 <3 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro