Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

14


ამქვეყნად ერთადერთი რამ, რასაც ნამდვილად გრძნობ, რაც ნამდვილად გესმის შენი საყვარელი ადამიანის გულის ფეთქვაა. ეს ის ხმაა რომელსაც ათასებში ამოიცნობ, რომელიც არ შეგეშლება არცერთ სხვა ხმაში, და რომლის მოსმენაც სიცოცხლეს გიხანგრძლივებს. რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ დღეს თუ იცი რომ მას ვეღარ გაიგებ? ნუთუ არსებობს რამე ამ ხმაზე სასიამოვნო?

უნდა აღიაროს რომ ამ 15 წლის განმავლობაში ასე მშვიდად არ უძინია, თითქოს საერთოდ მოსწყდა რეალობას, ახლა მხოლოდ ორნი იყვნენ ამქვეყნად, სხვას არავის ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა თითქოს. აქ ამ კედლებში და მის მკლავებში ყველანაირი გრძნობა გამქრალიყო სიყვარულის გარდა, ჰო, ამის აღიარება თავადაც უჭირდა მაგრამ შეუყვარდა, კიმ ჯისუს თავაშვებული მაფიოზი და ფლეიბოი შეუყვარდა. მისი თვალები შეუყვარდა, მისი გრძელი თითები შეუყვარდა, მისი ბოხი, მიმზიდველი ხმა. საკუთარ თავს უწყრებოდა ამის გამო, ვერ პატიობდა რომ ასეთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კოცნამ მიახვედრა რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული. ჯისუმ არ იცოდა რას გრძნობდა თეჰიონი, არ იცოდა რამდენად გულწრფელი იყო მის სიტყვებში ან ქმედებებში, მაგრამ მას არც ჰქონდა რაიმეს იმედი. არ ელოდა ბიჭისგან უსაზღვრო რომანტიულ გრძნობებს, რადგან მეტად რეალისტი იყო. ესმოდა ეს რეალობა იყო და არა რომელიმე იაფფასიანი ფილმის სიუჟეტი, სადაც ბევრი დაბრკოლების შემდეგ, მთავარი გმირები ბედნიერებას პოვებენ და ცხოვრობენ დიდხანს და უზრუნველად. იცოდა ეს სასტიკი სამყარო იყო სადაც ბედისწერას მისთვის მხოლოდ ტანჯვა და ცრემლი ემეტებოდა. არა ჯისუ არ იყო ადამიანი რომელიც წუწუნებს ან ბედს მისტირის, პირიქით ეზიზღებოდა ისინი, ვინც თავის უნიათობას ბედს აბრალებდნენ. ჯისუ ბოლოჯერ დააკვირდა თაეს მშვენიერ სახეს, მის მშვიდ, მკაცრ პროფილს და ფრთხილად გამოძვრა მისი ხელებიდან. ის რაც მოხდა მისი სისუსტე იყო, თუმცა ვერ მიცემდა უფლებას საკუთარ გრძნობებს გაემარჯვათ მასზე. ჯერ არ იყო ამის დრო, იმასაც ხვდებოდა რომ თაეს წინადადება უნდა მიეღო. მასზე უნდა დაქორწინებულიყო და მეგობრები ამ სიტუაციისათვის გაერიდებინა. ახლა არ იყო სისუსტის და რომანტიკის დრო. გოგონამ ისევ ჩვეული მკაცრი იმიჯი მოირგო თაეს ხალათში გაეხვია და ოთახი დატოვა, დღეს მართაც რთული დღე ექნებოდა, უნდა დაერწმუნებინა დანარჩენები, რომ თავი შორს დაეჭირათ მისგან.

- ნესი, - გასძახა ჯისუმ მსახურს.

- გისმენთ ქალბატონო - უმალვე გამოეპასუხა სანდომიანი სახის ახალგაზრდა გოგონა.

- გთხოვ დაურეკე ჩემს ადვოკატს, მინ იუნგის და უთხარი რომ მასთან გასაუბრება მინდა, ოღნდ მხოლოდ მასთან და კიდევ გააფრთხილე რომ ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს.

- ახლავე ქალბატონო - თავი დაუკრა მსახურმა და დავალების შესასრულებლად გაემართა, ჯისუმ კი თავისი ოთახისაკენ აიღო გეზი, რათა შხაპი მიეღო.

..........

თეჰიონი უხერხულად შეიშმუშნა, საწოლზე სიცარიელე იგრძნო და მაშინვე თვალები ჭყიტა. მზერით ჯისუს დაუწყო ძებნა, დაუძახა კიდევაც მაგრამ პასუხი ვერ მიიღო და უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა.

- ჯანდაბა კიმ ჯისუ, სად წახვედი, ჰეჰ, ჩემი პატარა როგორ გამეპარა. აიჰ თეჰიონ რას გიშვება ის გოგო, აღარ მინდა ამ ოთახში მარტო გაღვიძება, არა უნდა დავაჩქარო ქორწილი, რაც მალე მით უკეთესი. მანამდე კი კრისტალს მივხედავ.

- რა ძმაო უკვე საკუთარ თავს ელაპარაკები? - ოთახში შემოჯლაგუნდა ჯინი და თაეს ცინიკურად გადახედა. - ვხედავ გოგო გაგექცა, ასეთი რა უყავი ღამით რომ დილაადრიან გაუჩინარდა?

- მოკეტე ჯინ, არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, ხო გამექცა და ამის გამო საკმაოდ გაღიზიანებული ვარ, მეგონა მის გვერდით გავიღვიძებდი მაგრამ არ დამცალდა. ახლა დამტოვე უნდა მოვემზადო დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. - თეჰიონის ტელეფონი აწკრიალდა, და ჯინს სიტყვით გამოსვლა რომელიც აშკარად წინასწარ ჰქონდა მომზადებული, შეაწყვეტინა.

- გისმენ გუკ, - ტელეფონშ ჩასძახა თაემ. - გასაგებია 1 საათში მანდ ვარ. - კავშირის დასასრული. - უნდა მოვემზადო ჯინ, სხვა თუ არაფერია შენის ნებართვით, ძვირფასო ძმაო.

- მიდი, მოემზადე ოღონდ საღამოს თავს ვერ დაიძვრენ, გამაგებინე რა ხდება.

- აუცილებლად, აუცილებლად ყველაფერს ავხდი ფარდას ჯინ, ცოტა დრო მომეცი მხოლოდ.

.....................

- ჯისუ ჩემი ნახვა გინდოდა? - იუნგიმ კაბინეტის კარი ფრთხილად შეაღო და სავარძელში მჯდარ ჩაფიქრებულ გოგონას მიმართა.

- ჰო, შუგა, ნამდვილად მინდოდა შენი ნახვა, ახლა მჭირდება ვიღაც ვინც მომისმენს, უბრალოდ მომისმენს და არ განმსჯის. რჩევა მჭირდება, უნდა დამეხმარო.

- ხომ იცი რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, მაგრამ არ მომწონს ასეთ სასოწარკვეთილს რომ გხედავ, ეს არ გავს ჩემს ჯისუს, რომელიც აქ მთელი შემართებით საბრძლოლველად ჩამოვიდა. შენს თვალებში დიდი ტკივილი ჩანს მხოლოდ, ეს მანერვიულებს.

- იუნგი, მე მხოლოდ და მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაშნებს და მტეხს. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და ვერც ვერასოდეს ვაპატიებ როსეს სიკვდილს, თითქოს ეგ არ მკმაროდა გუშინ კინაღამ ჯენიც დავკარგეთ, დროზე რომ არ მიმესწრო, მითხარი რა მოხდებოდა დროზე რომ არ გამომეყვანა იქედან, როგორ უნდა მეცხოვრა, როგორ უნდა ჩამეხედა თვალებში შენთვის?

- ჯისუ მე ...

- გთხოვ, მომეცი უფლება დავამთავრო. როგორ უნდა გამეგრძელებინა სუნთქვა, როცა ახლა რაც როსე მიწას მივაბარე უკვე ისედაც კატასტროფულად მიჭირს ჯენის რომ რამე დამართნოდა საერთდ როგორ უნდა მესუნთქა. ან შენ, ჯიმინს ჯუნს რომელიმეს რამე რომ დაგემართოთ? ამას ვერ გადავიტან, აი მაშინ ნამდვლად გავტყდები.

- არ მესმის რისი თქმა გინდა მაგით ჯისუ?

- შენ იმიტომ დაგიძახე, რომ ჩვენს შორის ყველაზე გაწონასწორებული და გონიერი ხარ. ხო ასეა, ყოველთვის გვაბალანსებდი და შეგეძლო ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი შეგენარჩუნებინა საღი გონება. ზუსტად მაგიტომ, რასაც ახლა გეტყვი მჯერა რომ სწორად გამიგებ, და დამეთანხმები

- მაშინებ, - ამოილაპარაკა შუგამ, ხვდებოდა დაახლოებით რაც უნდა ეთქვა გოგონას.

- ეს ერთადერთი გამოსავალია, მე არ შემიძლია ამ წამს თქვენი დაცვა, ხოლო თქვენს სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრება ამას დარწმუნებული ვარ უკვე მიხვდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო მე და თეჰიონმა შეთანხმება დავდეთ.

- რაა? რაზე გაურიგდი ჯისუ, რას ამბობ.

- თეჰიონი დამეხმარება იმ ადამიანის გამოაშკარავებაში და ასევე ჩემს უსაფრთხოებაზეც იზრუნებს.

- სანაცვლოდ, რა მოგთხოვა სანაცვლოდ?

- დაქორწინება, უნდა რომ ცოლად გავყვე.

- რაა? - შუგას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა, საერთოდ ამ ცხოვრებაში ცოტა რამე აკვირვებდა, და ეს სწორედ მსგავსი გამონაკლისი შემთხვევა იყო. ამას ყველაზე ნაკლებად მოელოდა, - ცოლობა? - ფიქრობდა გამალებული- როგორც ჩანს ჩვენი თაე ჯისუსთან სერიოზულადაა განწყობილი.

- შუგა მისმენ? გესმის რას ვამბობ? - ხელი ცხვირწინ აუფრიალა ჯისუმ რომ მისი ყურადღება მიექცია. - არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა მაგრამ მიმაჩნია რომ უნდა დავთანხმდე. ხოლო შენ მინდა დანარჩენები ამ სიტუაციას გაარიდო. ჩემს ირგვლივ არ უნდა იტრიალოთ, სხვაგვარად ვერ მოვახერხებ დაგიცვათ. დანარჩენს მე და ის გაურკვეველი წარმომავლობის არსება მივხედავთ. - ამოიოხრა ჯისუმ და თავი ურწმუნოდ გადააქნია.

- ჯისუ, არც კი ვიცი რა გითხრა, - ღიმილით ამოილაპარაკა იუნგიმ. - იმედი მაქვს ეგ გადაწყვეტილება მართებულია, მეც შენსავით ვფიქრობ რომ თეჰიონს შეუძლია ამ სიტუაციის უკეთ გაკონტროლება და დამნაშავის პოვნაც, ამიტომ დაგეხმარები. ჯიმინს ჯუნისა და ჯენს მე დაველაპარაკები. ვიცი ადვილი არ იქნება მაგრამ მათ ყველაფერზე მეტად უყვარხართ და გაგიგებენ.

- მადლობა, ვერ წამოიდგენ რამხელა ლოდი მომეხსნა ამის მოსმენით. - ჯისუ ფეხე წამოდგა და შუგას მოეხვია. - იმედი მაქვს რომ მალე დასრულდება ყველაფერი, შემდეგ კი ჩვენ ჩვენს ცხოვრებას დავიბრუნებთ.

- ასე იქნება ლამაზო, ასე. - ჩასჩურჩულა ბიჭმა და მჭიდროდ ჩაიკრა გულში.

...............

თაე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა ოფისისაკენ, მაგრამ მათ „ბუნაგს" სადაც საკუთარ შავ-ბნელ საქმეებს აგვარებდნენ ძნელად შეიძლება ეწოდოს უბრალოდ ოფისი. ეს იყო ძალიან ლამაზი, თუმცა საშიში შესახედაობის უზარმაზარი შენობა, „ფასადური" წარწერით, რომელიც გვაუწყებდა რომ იგი ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდი კომპანიაა აღმოსავლეთში, მაგრამ, კერძოდ რისი გადაზიდვით არიან დაკავებული ეჭვიც კი არავის უჩნდებოდა ამასთან დაკავშირებით. თაემ მოუთმენლად შეაღო კაბინეტის კარი, ფაქტია ეჩქარებოდა სიახლეების მოსმენა.

- ძმაო, ჩვენი ეჭვები გამართლდა, ყველაფერი რაც იმ ფირზეა აღბეჭდილი ზუსტად იმას ადასტურებს რომ კრისტალი დგას ამ ყველაფრის უკან. ისიც კი გავარკვიე სად მართავენ შეხვედრებს ის და მისი დამქაშები. საბედნიეროდ მან არ იცის იმ ფირის არსებობის შესახებ რომელიც როსემ სიკვდილის წინ ჩემთან გამოგზავნა. საბრალო გოგონას მხოლოდ რაღაც ჩანაწერები უპოვნა, რომელიც სავარაუდოდ გაანადგურა და მეტი რომ ვერაფერი ათქმევინა სიცოცხლე ტანჯვით მოუსწრაფა. ჩვენი ხალხი გამუდმებით თვალყურს ადევნებს მას.

- აფეთქებაზე რას მეტყვი გუკ?

- აფეთქებაც მისი დაგეგმილია. რამდენიმე წუთით ადრე იგი ჯისუს ესაუბრა და ამის შესახებ მიახვედრა. ჩვენი გოგონა საკმარისად ჭკვიანია, მომენტალურად გაიაზრა სიტუაცია თორემ ახლა მეორე დაკრძალვისთვის მოგვიწევდა მომზადება.

- რათქმაუნდა, ჩემი პატარა ჭკვიანია - თბილად ჩაიღიმა თაემ, ჯისუს ხსენებამ მისი თავი მოანატრა.

- მაგრამ ეს ყველაფერი არაა - ოცნებიდან რეალობაში დააბრუნა გუკის ხმამ. - კრისტალის უკან ვიღაც დგას, ის, ვინც ჯისუს მშობლები დახოცა, და იგი ბევრად უფრო საშიშია ვიდრე თავად კრისტალი. ახლა ყველანი საფრთხეში ხართ. ის გოგო შეურაცხადია, თუკი რამეს იეჭვებს არაა გამორიცხული რამე გავნოთ რომელიმე თქვენგას და პირველ რიგში ჯინს, ხო მართლა როდის აპირებ უთხრა?

- დღეს, დღეს აუცილებლად გაიგებს ჯინი, ხოლო ჯისუს ამას ვერ ვეტყვი, ვიცი მრისხანება შეიპყრობს, შეიძლება კრისტალი მოკლას და მაშინ მთავარ დამნაშავეს ვერასოდეს გამოვიჭერ. ჯისუმ არაფერი უნდა გაიგოს, ჯერჯერობით.

- შენს გვერდით მიგულე.

- ხო მართლა, ახალი პარტია მიიღეთ? ბიზნესის საქმე როგორაა?

- ყველაფერი ისეა როგორც დავგეგმეთ, დილერები ფულს იხდიან, შენმა ბოლო „სანახაობამ" რაც მათ შესაშინებლად გამართე უკვალოდ არ ჩაიარა. სიტუაცია გამოსწორდა. ასე თუ გაგრძლედა არნახულ მოგებას ვნახავთ.

- ხოდა ძალიან კარგი, თუ საჭიროა კიდევ დაისჯებიან. აუცილებელია ჩემი ეშინოდეთ, სხვანაირად მათი მართვა შეუძლებელი გახდება. - მალევე ოთახში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ზარმა დაარღვია, თაემ ეკრანს დახედა და მისდა უნებურად გაეღიმა, ჯისუ რეკავდა.

- გისმენ პატარავ - ჩასძახა მხიარულად რასაც იქედან უკმაყოფილო ფრუტუნი მოჰყვა. თაეს შეეძლო დაეფიცა როგორი სახე ექნებოდა ამ წამს ჯისუს.

- თეჰიონ საქმე მაქვს, დროულად დაბრუნდი სახლში.

- ოუუ, რა ოფიციალური ხარ სიხარულო, ახლავე წამოვალ, გინდა რამე.. - ჯისუმ არ დააცადა აზრის დამთავრება ისე გათიშა კავშირი. - თაემ მობილური უკან დააბრუნა და გუკს ახედა რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს.

- ძმაო ყოჩაღ, ვინ წარმოიდგენდა რომ საშიშ კიმ თეჰიონს, თავად სატანას, რომლის სახელის გაგონებაც კი საკმარისია საშიში კრიმინალებისათვის რომ კანკალი დააწყებინოთ, ცოლის ასე შეეშინდებოდა. ვიზიარებ შენს მწუხარებას, წინ ნამდვილად რთული ცხოვრება გელის. - მხარზე ხელი მზრუნველად მოუთათუნა გუკმა

- შენღა მაკლდი, - შეუღრინა თემ,- სახლში ჯინი და მისი უბადლო იუმორი არ მეყოფოდა შენც რომ არ გამოგეჩინა ნიჭიერება მაგ სფეროში.

- ასეა ასე ძმაო, დაოჯახებული კაცის ბედი მწარეა, კარგად დაფიქრდი, ჯერ კიდევ გაქვს დრო.

მოკეტე გუკ, გაფრთხილებ. - დაუყვირაუკვე კართან მისულმა სიცილისგან ჩაბჟირებულს. თან გულში იქადნებოდა- დამაცადე, გავხდეშენი ქმარი, განანებ პატარავ რომ ამ ორი იდიოტის დასაცინი გამხადე. სულ მალე დანდობასშეეხვეწები მამიკოს. - ბოროტად ჩაიცინა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა თემ.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo