Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

13 თავი


რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო და უფრო მეტი მრისხანება იპყრობდა მის გულს. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი, გარდა მშობლის სიყვარულის და აღიარებისა. კრისტალი ფიქრობდა რომ მშობელს შვილი უპირობოდ უნდა უყვარდეს. მიუხედავად მისი შეცდომებისა, მისი სისუსტისა. დედა ადრე დაკარგა და გაზარდა მამამ, რომელიც გამუდმებით ბევრს მოითხოვდა მისგან. ჯერ კიდევ პატარას აიძულებდა გამუდმებით ევარჯიშა, ემეცადინა. გართობისათვის დრო არასდროს რჩებოდა. მამა ყოველთიც ცივად ექცეოდა, მისთვის ოდნავი სითბოც არ ემეტებოდა და სულ უმეორებდა რომ კიმების კომპანია ხელში უნდა ჩაეგდო, ყველაფერს ამადლიდა რასაც კი გაუკეთებდა. სწორედ ამ კაცმა აიძულა გაჰყოლოდა ცოლად ჯინს როცა იგი საერთოდ არ უყვარდა. კრისტალი მიისწრაფვოდა მიზნისკენ თუმცა არ იცოდა რატომ. იგი მუდამ ბრმა იარაღი იყო მამამისის ხელში. რეალურად არ ესმოდა რატომ სძულდა ჯისუ, რატომ დაიხოცა მისი მშობლები. უბრალოდ ამ წლებმა სასტიკ უგულო ადამიანად გადააქცია. მის გულში მხოლოდ ბოროტება ბუდობდა, იქ არ იყო არც სიყვარულის და არც სიკეთის ადგილი. ახლაც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ დაემარცხებინა ჯისუ. ბოლო გეგმა ჯენისთან დაკავშირებით ჩააგდო და ამით ბებერი ძალიან გააბრაზა. თავიდან უფროსი კიმ ჯონგის მოკვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ როსეს ქმედებებმა, იმან რომ იგი მათ კვალს დაადგა აიძულა მოეშორებინა თავიდან. მერე ჯენის მოკვლა განიზრახა თუმცა ფატალური შედეგით დაამთავრა.

- არა კრისტალ- შესძახა გაცოფებულმა საკუთარ თავს - ამჯერად არ ჩაფლავდები. ამჯერად ყველაფერი სწორად გამოვა. ახლა ჩემი სამიზნე ჯისუა, მართალია მინდოდა ჯერ უსაზღვრო ტკივილი ეგრძნო და მერე მომეკლა მაგრამ ეს დროის ტყუილად კარგვაა. მოვკლავ და ამით ყველაფერს დავუსვამ წერტილს.

................

- დააგვიანე თეჰიონ - ჩაიბურტყუნა ჯისუმ და კაბინეტში შემოსულ თაეს უკმაყოფილოდ ახედა.

- ვხედავ ჩემი პრინცესა ცუდ ხასიათზეა, ნუთუ გუშინ ჩემს მკლავებში ძილმა ხასიათი ვერ გამოგიკეთა? - ღიმილით დაუყვავა თემ და მის პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა

- თეჰიონ, არ მიყვარს ეს ზედმეტსახელები და ძალით „საყვარლობები", მეტიც მეზიზღება, ასე რომ ძალიან გთხოვ იდიოტი თინეიჯერივით ნუ იქცევი. ასევე მინდა განგიმარტო რომ გუშინ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ფსიქოლოგიური შოკი მქონდა და ჩემს საქციელს ვერ ვაკონტროლებდი.

- არამგონია ეს მხოლოდ შოკისგან ყოფილილიყო მაგრამ კარგი, თუ ასე გინდა იყოს ასე - ჩაილაპარაკა თეჰიონმა და დაჟინებით მიაშტერდა გოგონას. - თუმცა ისიც ვიცი რომ აქ ასე სწრაფად მოსვლას ამის სათქმელად არ მთხოვდი.

- ძალიან დაკვირვებული ბრძანდები, ვაფასებ. ერთი სიტყვით ჩვენს შეთანხმებაზე ვიფიქრე და თანახმა ვარ?

- კონკრეტულად? კონკრეტულად რაზე ხარ თანახმა შეგიძლია მითხრა? - ეშმაკურად ჩაეძია თაე.

- იცი რასაც ვგულისხმობ და ნუ ამახსნევინებ - გაიბუსა ჯისუ

- არა, მინდა შენგან მოვისმინო, რაზე ხარ თანახმა. ახლავე.

- ჯანდაბას შენი თავი კი თეჰიონ. - გაცხარდა გოგონა. - თანახმა ვარ ცოლად გამოგყვე. სანაცვლოდ კი შენ იმ მანიაკს დამაჭერინებ და დამაცდი ყველაფერი თავად დავასრულო.

- ამაზე არ შევთანხმებულვართ, გგონია მასთან მისვლის საშუალებას მოგცემ? მას მე თავად მივხედავ. არ დავუშვებ რომ რამე დაგიშავოს.

- ის ჩემია თეჰიონ, მე თავად უნდა გამოვასალმო სიცოცხლეს. ამაზე შენთან კამათს არ ვაპირებ. და კიდევ თუკი თუკი შენი ცოლი გავხდები ჩემი პირობები მაქვს, რომელსაც შენ მიიღებ.

- მაინც რა?

- არავითარი კონტროლი, ჩვენ მხოლოდ სხვების დასანახად ვიქნებით ცოლ-ქმარი, ჩემთან მოახლოებას თუ ეცდები თავბედს დაგაწყევლინებ. და რაც მთავარია, როგორც კი ყველაფერი დამთავრდება მე ჩემს ქონებას გადმოგიფორმებთ და გაგეყრები.

- თუ რათქმაუნდა ამის სურვილი გექნება - ღიმილით დაამატა თემ, მას ძალიან ახალისებდა ჯისუს პათოსი, დარწმუნებული იყო გოგონას მოსწონდა მასთან ყოფნა, ეს გუშინ იგრძნო როცა მკლავებში ჰყავდა მოქცეული მისი პატარა სხეული და კარგად გრძნობდა მის ცახცახს. მის გულის ცემას. შეუძლებელია მოსჩვენებოდა.

- ჰაჰ სურვილი მექნება? მე კიმ ჯისუს, ძალიან სასაცილოა თეჰიონ, მინდა რომ არცერთი წამით არ დაგავიწყდეს ჩვენი შეთანხმება.

- გასაგებია თქვენო უმაღლესობავ - დემონსტრაციულად მოიხარა ქედი თემ- მაგრამ მგონი ჯობს დრო აღარ გავწელოთ და ქორწილი მალევე გადავიხადოთ.

- გეთანხმები, არაა საჭირო ზედმეტი ხალხი, მინდა ყველაფერი სწრაფად მორჩეს.

- როგორც იტყვი. კიდევ არის რამე რაშიც გჭირდები?

- გააკეთე ისე რაც გევალება, მე შენგან მეტი არაფერი მჭირდება. - ჯისუ ზანტად წამოდგა სავარძლიდან რითაც ბიჭი მიანიშნა რომ აუდიენცია დასრულებული იყო.

- ცუდად გამოიყურები, ფერმკრთალი ხარ- თე ფრთხილად მიუახლოვდა და ლოყაზე ხელი შეახო, მერე გოგონასკენ დაიხარა შუბლზე ნაზად აკოცა რასაც ჯისუს პროტესტი მოჰყვა, თეჰიონმა თითი ტუჩებზე დაადო და საშუალება არ მისცა რამე ეთქვა. - არაფერი თქვა, უბრალოდ მენდე კარგი, მომეცი უფლება შენზე ვიზრუნო თუნდაც როგორც მეგობარმა, გთხოვ, საშუალება მომეცი დაგიმტკიცო რომ ვღელავ შენზე და დახმარება მინდა.

- ...............

- შენს დუმილს თანხმობად მივიღებ, ახლა წადი დაიძინე, მე საქმე მაქვს - თაე უკვე ოთახიდან გადიოდა როცა ჯისუს გაუბედავი ხმა მოესმა

- სადმე მიდიხარ?

- არა პატარავ, გაუღიმა თემ, არსად წავალ. ჯინს უნდა დაველაპარაკო ჩვენს ქორწილზე, მერე შენთან მოვალ.

- ეგ არ მიგულისხმია იდიოტო - ზურგი აქცია აწითლებულმა გოგონამ.

- ხო რათქმაუნდა ვიცი - ჩაიცინა თემ. - არც მე - თქვა და სწრაფად დატოვა კაბინეტი.

- იდიოტი, კრეტინი, თავი ვინ გონია? ასე რატომ მოქმედებს ჩემზე, რა გემართება ჯისუ. სულელო გოგო.

..........

ჯისუსგან წამოსული იუნგი მთელი გზა თავში ალაგებდა ტექსტს რომელიც მეგობრებისათვის უნდა ეთქვა. მას ესმოდა ჯისუსი, ესმოდა რატომ იქცეოდა ასე. თავადაც ძალიან ტკიოდა გული მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ეს მიაჩნდა, ახლა მთავარი პრობლემა მათი დარწმუნება იყო. იცოდა ჯენისა და ჯიმინს მილიონი კითხვა გაუჩნდებოდათ აი ნამჯუნი კი, ნამჯუნი რას გააკეთებდა ამის წარმოდგენაც კი აშინებდა. სახლთან მისულმა ღრმად ამოისუნთქა და კარი შეაღო. იცოდა წინ მძიმე საუბარი ელოდა, თუმცა ის რაც იქ დახვდა, ამან ყოველგვარი ნერვიულობა დაავიწყა. მთელი სახლი არეული იყო. ირგვლის სრული ქაოსი სუფევდა. შეშინებულმა იმ წამსვე აკრიბა ჯენის ნომერი და შვებით ამოისუნთქა როცა მისი ხმა გაიგონა - პატარავ სად ხარ?? - მოუთენლად ჩასძახა ტელეფონში.

- მე და ჯიმინი პროდუქტების საყიდლად გავედით შუგა, რამე მოხდა, ასეთი ხმა რატომ გაქვს.

- არაფერია სიხარულო, როცა მოხვალთ დავილაპარაკოთ.

იუნგი ადგილს ვერ პოულობდა, ვერ იგებდა ვინ შემოიჭრაა შუადღითან რას ეძებდა. რაც მეტი დრო გადიოდა უფრო და უფრო რწმუნდებოდა ჯისუს გეგმის სისწორეში. მას ჯენი უნდა გაერიდებინა ამ სიტუაციიდან. იმის წარმოდგენაც კი ზარავდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო გოგონა რომ ამ ამბავს შესწრებოდა. აქდან უნდა გაეშვა და რაც შეიძლება სწრაფად, მეორე საკითხია როგორ მოახერხებდა ამას. სასოწარკვეთლმა თავი ხელებშ ჩარგო და დაელოდა..,



ბოდიშს გიხდით რომ ვაგვიანებ დადებას. შევეცდები გამოვასწორო. იმედია იმედებს არ გიცრუებთ და ბანალური არ გახდა. და კიდევ როგორ ფიქრობთ ძალიან გაწელილი ხომარაა მოვლენები??

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo