Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

12 თავი

- გისმენ თეჰიონ, ამიხსენი რა ხდება, რას ხლართავ? ჯისუ შენს ოთახში რატომ შეიყვანე?

- დამშვიდდი ჯინ - დაუყვავა თეჰიონმა და სასმლით ხელში მის მოპირდაპირედ დაჯდა. - მოკლედ მე და ჯისუ ვქორწინდებით. - უდარდელად წარმოთქვა თემ.

- რაა? - ლამის სკამიდან გადმოვარდა ჯინი. - როდის მოასწარი? საერთოდ რას ბოდავ? არაა, ნუთუ ისევ რამე კუსტარულად დამზადებული მოწიე, კარგი რა თეჰიონ, როდის მოასწარი ასე მწარედ დაბოლება.

- ჰა,ჰა, ძალიან სასაცილოა ძმაო, შენ იხალისე, საბოლოო ჯამში კი ჩემი ქორწილის ორგანიზებას რომ დაიწყებ ვნახოთ ვინ დარჩება დაბოლილი. მაპატიე ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვი, გპირდები მალე ყველაფერს გაიგებ, გთხოვ უბრალოდ მენდე კარგი, ენდე შენს ძმას.

- სხვა რა გზა მაქვს, უნდა გენდო და ვილოცო რომ ყველფერი კარგად დასრულდეს. - ხელები დემონსტრაციულად მაღლა აღაპყრო ჯინმა და თვალები აატრიალა.

- მე წავედი, არ მინდა ჯისუმ გაიღვიძოს და მარტო იგრძნოს თავი.

- წადი, წადი. სულ დააკარგვინა იმ გოგომ ის მცირედი ჭკუა რაც გააჩნდა - ჩაიდუდუნა ჯინმა და თავი გადააქნია.

- გავიგონე! - შეუღრინა კიბეებზე ამავალმა თაემ და გზა გააგრძელა.

- უპს - ჩაიფხუკუნა ჯინმა და ტელფონი მოიმარჯვა რათა კრისტალის ადგილსამყოფელის შესახებ გაეგო, რომელიც ამჯერადაც უკვალოდ იყო გამქრალი.

....................

თვალი ზანტად გაახილა, თავის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. მოულოდნელად დააფიქსირა რომ ეს არ იყო მისი ოთახი, გარემო საერთოდ არ ეცნო და წამიერად გაუცნობიერებელმა შიშმა შეიპყრო და ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა მალევე იგრძნო ნაცნობი სურნელი, ამან გაუცნობიერებლად დაამშვიდა. უკან საწოლში დაბრუნდა და ბალიში ჩაიხუტა რომელსაც მძაფრად ასდიოდა მისი სურნელი, ის იყო დაძინებას აპირებდა რომ მისთვის ტკივილამდე ნაცნობი ხმა ჩაესმა და ძილბურანიდან გამოარკვია

- პატარავ ასე მოგენატრე რომ ჩემს ბალიშს ეხუტები? სულ 5 წუთით დაგტოვე, ახლა შეგიძლია ისევ მე ჩამეხუტო. - ჯისუმ ცხვირი გაბეზრებულად შეჭმუხნა და ბავშვურად ამოიფრუტუნა. ვერ გაეგო ასე კომფორტულად რატომ გრძნობდა თავს. მით უფრო იმის შემდეგ რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა. - „მემგონი ჭკუიდან შევიშალე, რა მემართება ასე არასდროს ვყოფილვარ." - გამალებული ფიქრობდა, საკუთარი თავი ძულდა ამის გამო.

- თეჰიონ - დაიწყო გაუბედავად და მისკენ ფრთხილად მომავალ თაეს ახედა.

- გისმენ პატარავ. - საწოლზე ჩამოჯდა თაე და ინტერესიანი მზერა მიაპყრო ჯისუს. მთვარის შუქზე რომელიც სიბნელეს აფერმკრთალებდა ძლივს ჩანდა მისი დიდრონი თვალები რომლებიც ასე უყვარდა თეჰიონს, შეეძლო მთელი ცხოვრება შეუწყვეტლად ეყურებინა მათთვის, ახლაც მოწყურებული დაჰყურებდა და ელოდა რას ეტყოდა გოგონა.

- თეჰიონ! ჯერ ერთი ეგრე ნუ მომმართავ, მე პატარა არ ვარ, და მით უფრო შენი - ბოლო სიტყვები გამოკვეთა და თვალები დააკვესა ჯისუმ, თუმცა იქვე რბილად დაამატა - და მეორე, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის რომ იქედან წამომიყვანე და იმ სიტუაციაში არ მიმატოვე, ახლაც ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა.

- პატარავ! ჯერ ერთი დიახ, შენ ჩემი ხარ, ჩემი პატარა. გოგონა რომელზეც ყოველთვის ვიზრუნებ. როგორც არ უნდა შეეცადო მაგ შენი მკაცრი მზერით, რომელზეც ვგიჟდები სხვათა შორის, ჩემს დაფრთხობას, და მეორე ნუ მიხდი მადლობას ჯისუ, მე ყოველთვის შენთან ვიქნები სანამ ვისუნთქებ, და მანამ ვისუნთქებ სანამ შენ არ შეწყვეტ სუნთქვას. - მტკიცედ წარმოთქვა თაემ, წამიერად დაავლო გოგონას ხელი და გულზე მიიკრა. მასთან ერთად კომფორტულად მოთავსდა საწოლზე და თავის „მარწუხებში" მოიქცია. ჯისუმ გაბრძოლება სცადა თუმცა საპასუხოდ თემ უფრო ძლიერად მოხვია ხელები, ცხადია რომ არ აპირებდა გაეშვა.

- გთხოვ ჯისუ, მხოლოდ ამაღამ დაივიწყე ყველაფერი, უბრალოდ მომეცი საშუალება შენით დავტკბე, შენი სუნი თავისუფლად შევიგრძნო. მხოლოდ ამაღამ. გპირდები ხვალიდან მე შენს გვერდით დავდგები და შენთან ერთად მოვძებნი მას ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდო. აღარაფერს დაგაძალებ, ახლა მომეცი საშუალება ახლოს მყავდე. - ჯისუმ თავი ასწია, რომ რაღაც ეთქვა თუმცა თეჰიონის ტუჩებმა, რომელიც ნაზად შეეხო მისას ამის საშუალება არ მისცა. მისდა გასაოცრად გოგონა კოცნაში აყვა, ხელი ფრთხილად შეაცურა ბიჭის ფაფუკ თმაში და თავადაც მოწყურებული დაეწაფა მის ბაგეებს.- ღმერთო, ჯისუ რა ტკბილი ხარ, - ამოილუღლუღა თეჰიონმა და ისევ მის ტუჩებს მიუბრუნდა, გოგონა ფრთხილად გადააწვინა ლოგინზე და კოცნა უფრო გააღრმავა, ხელს ჯისუს სხეულზე უმისამართოდ დაასრიალებდა, გრძნობდა როგორ თრთოდა მის თითებში, ისეთი ფაფუკი, ისეთი ნაზი იყო ეშინოდა მისთვის რამე არ დაეზიანებინა, უკვე თავზე კონტროლს კარგავდა, ერთი სული ჰქონდა მისი გაეხადა ეს საოცრება. მოულოდნელად მკერდზე ჯისუს პატარა ხელი იგრძნო რომლიც მის შეჩერებას ცდილობდა მალე კი მისი ჩუმი ხმა მოესმა, - გთხოვ, არ გინდა კარგი? ახლა არა, ახლა ეს რომ გავაკეთო, რაც ვაღიარებ რომ მეც მინდა, არ ვიქნები გულწრფელი შენთან, გთხოვ, შეჩერდი. - თაე შუბლზე ეამბორა, ისევ გულზე მიიკრა ჯისუ და მკრთალად გაიღიმა. მართალია „ცუდად" გრძნობდა თავს და ასევე მისი ბიჭიც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ გულის სიღმეში იცოდა რომ გოგონა მართალი იყო. ხვდებოდა რომ ჯისუსთვის პირველი მამაკაცი უნდა გამხდარიყო და უნდოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო, ისე რომ მას მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა.

- მშვიდად დაიძინე პატარავ, მე აქ ვიქნები შენთან, ნუ ღელავ არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ არ გენდომება, მაგის დროც მოვა როცა თავად მთხოვ მოგეფეროო.

- იდიოტო გაჩუმდი - ჩაიჩურჩულა აწითლებულამ ჯისუმ, და უფრო ღრმად ჩარგო თეჰიონის კისერში სახე, ბედნიერი იყო იმით რომ თაე მის აწითლებულ ლოყებს ვერ ხედავდა, თუმცა იმას ვერ ხვდებოდა რომ მისი გამალებული გულის ცემა გარკვევით ესმოდა თავის გულის ცემასთან სინქრონში ბიჭს და ამის გამო თავს სასწაულად გრძნობდა.

- ყველაფერი ჩემი პრინცესასთვის, - ჩაიცინა გველურად თემ და თავს ძილის უფლება მისცა.

...................

უკვე 3 საათი შეუწყვეტლივ სცემდა ბოლთას ჩამობნელებულ ოთახში, ცდილობდა საკუთარი მრისხანება ჩაეკლა, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა.

- კრისტალ! შეწყვიტე წინ და უკან სიარული, ეს არაფერს მოგვცემს. მისთვის არ უნდა დაგერეკა, შენმა ზარმა მიახვედრა რასაც აპირებდი. - გოგონა ინვალიდის სავარძელში მჯომი შუა ხნის მამაკაცისაკენ მიბრუნდა და უმწეო მზერა მიაპყრო.

- ვიცი, ვიცი მამა მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, თუმცა არაუშავს, ჯისუს საკმაოდ დიდი დარტყმა მივაყენე იმით რომ როსე წავართვი, ახლა განრისხებული და შეშინებულია, დღევანდელი ინცინდენტი კიდევ უფრო დაარწმუნებს იმაში რომ ვერ შეძლებს ამ სიტუაციის კონტროლქვეშ აღებას, წარმოდგენა არ აქვს ვინაა მისი მტერი. ვერ აცნობიერებს რამდენად ახლოს ვარ. მე შემიძლია მას კისერი მოვუგრიხო ის კი...

- კრისტალ გეყოფა ბაქიაობა, ჩემი მოტყუება არ გამოგივა, შენ კარგად იცი რომ ეგ არ შეგიძლია. რომ შეგძლებოდა ამას დიდი ხნის წინ იზამდი, ასე რომ საკმარისია, შეეშვი სულელურ ლაპარაკს და საქმე გააკეთე, დამანახე რომ ღირსი ხარ ჩემი შვილი გერქვას. - მკაცრად მოუჭრა მამაკაცმა და ზურგი აქცია.

- გასაგებია - ჩაისისინა კრისტალმა და ოთახი გაბრაზებულმა დატოვა. - მოგკლავ კიმ ჯისუ, აუცილებლად მოგკლავ, დავამტკიცებ რომ შენზე ბევრად ძლიერი და ჭკვიანი ვარ. ამდენი წელი იმ იდიოტი ჯინის გვერდით ტყუილად არ მიცხოვრია რომ მამაჩემმა უმაქნისი და სუსტი მეძახოს.

..............

- ჯენიმ ფრთხილად გაახილა თვალი, - ჯერ კიდევ შუაღამეა - ჩაილაპარაკა თავისთვის და ის იყო გვერდზე გადაბრუნდა მოულოდნელად წააწყდა მის გვერდით მშვიდად მძინარე შუგას. - აქ როგორ აღმოჩნდა - აღმოხდა გოგონას, ფრთხილად შეახო ხელი მძინარე იუნგის სახეს, თითქოს ამოწმებდა ნამდვილია თუ არაო, მისი სრულყოფილი პროფილი მთვარის შუქზე კიდევ უფრი მიმზიდველი ჩანდა, ოდნავ წინ წამოწეული, გაბუშტული ტუჩები კი მის სახეს ბავშვურობას მატებდა. ჯენიმ მძიმედ ამოიოხრა, მას ხომ იუნგი ბავშვობიდან უყვარდა, მთელი ეს წლები იტანჯებოდა რადგან ფიქრობდა რომ შუგა ჯისუზე იყო შეყვარებული ისევე როგორც ნამჯუნი, ხო ჯუნის ჯისუ უყვარდა თავდავიწყებით, ეს კი მხოლოდ ჯენიმ იცოდა. თავი გადააქნია რომ ზედმეტი ფიქრები მოეშორებინა, გადაწყვიტა ამ მომენტით დამტკბარიყო, მისი პირველი სიყვარული ასე ახლოს იყო მასთან და გული ამოვარდნაზე ჰქონდა.

- საყვარელო ასე თუ მოგწონდა ჩემი სახის ყურება გეთქვა და უფრო ადრე დაგრთავდი ამის ნებას, - ნაგლურად ჩაიღმა შუგამ და თვალები ზანტად გაახილა. - აწითლებულმა ჯენიმ სწრაფად აქცია ზურგი მომღიმარს, თან გულში ილანძღებოდა - ჯანდაბა შენს თავს, სულ გათშულს სძინავს და რაღა ახლა გამოფზიზლდა. - მოულოდნელად იგრძნო როგორ აეკრა ბიჭის სხეული ზურგზე - რა მოხდა ჯენ, ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს. - მისი ცხელი სუნთქვა კისერში უღიტინებდა და აზროვნების უნარს ართმევდა.

- რა სისულელეა, რატომ უნდა მრცხვენოდეს, უბრალოდ.. ისა..

- გეყოფა პატარავ, ვიცი რომ გიყვარავარ, თან დიდი ხანია, ისიც კარგად მესმის რომ ამის დრო ახლა არაა მაგრამ თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით მალე შეიძლება საერთოდ აღარ იყოს, ასე რომ ჯენ, - შუგამ მთელი ძალით ჩაავლო გოგონას ხელი და თავის სხეულზე მოაქცია, - ახლა უნდა გითხრა, მე შენ მიყვარხარ, ძალიან , ყველაფერზე მეტად და ჩემი უნდა იყო, რას იტყვი - ეშმაკურად გაუცინა.

- ვინმემ არჩევანის საშუალება დამიტოვა, - ძლივს ამოიკნავლა ბედნიერებისგან თავზარდაცემულმა გოგონამ.

- არა!

- თანახმა ვარ მინ იუნგი, თანახმა ვარ რომ შენი მერქვას და სუკლ შენთან ვიყო.

ბიჭმა გოგონა გულში ჩაიკრა დათითქოა შვებით ამოისუნთქა, ახლა მათი მომავალიც ბუნდოვანი იყო, არ იცოდნენ რა ელოდათ,მაგრამ მთავარია რომ ერთმანეთი ჰყავდათ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. შუგას არ უნდოდაასე გამოტყდომოდა გოგონას გრძნობებში, მაგრამ ესმოდა, ის რაც დაკრძალვაზე მოხდა მხოლოდმუქარა იყო, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა შემდეგი ქმედება. ჯენი უნდა დაეცვა, ამასმაშინ მოახერხებდა თუ ახლოს ეყოლებოდა, მაქსიმალურად ახლოს. სწორედ ამიტომ დაანებათეჰიონს ჯისუსთან დარჩენა, ხვდებოდა რომ მას ჯისუ უყვარდა, ეს მის თვალებში ჩანდა,და ისიც შესანიშნავად ესმოდა, რომ თეჰიონზეუკეთ ვერავინ დაიცავდა მას. ფიქრებში წასულმა შენიშნა რომ ჯენი უკვე მშვიდად ფშვინავდა,გოგონა კომფორტულად მიიხუტა და თავადაც სიზმრების სამყაროში გადაეშვა.



ბოდიში დაგვიანებისთვიის, ძალიან მიყვარხართ <3

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo