Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

10 თავი

თეჰიონი მოუთმენლად ცემს ბოლთას თავის კაბინეტში მყოფი, თვალწინ გამუდმებით კრისტალი უდგას, რომლიც გულმოდგინედ ცდილობს წითელი ლაქები გამორეცხოს მაისურიდან. - რას ხლართავ კრისტალ? რაში გაეხვიე დაგწყევლოს ღმერთმა?

- ბოსს,- კარი შემოაღო შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდა კაცმა და თეჰიონს თვი დაუკრა.

- რა ხდება ჩენ? რამე გაარკვიეთ? ჯეონი სად არის?

- ბატონი ჯონგკუკი დეტალებს აზუსტებს იმ იფორმაციასთან დაკავშირებით რაც ახლახანს მივიღეთ. რაც შეეხება ქალბატონი ჯისუს მანქანას, გავარკვიეთ რომ მუხრუჭები იყო გადაჭრილი, საკმაოდ ოსტატურად.

- რაა? რას ნიშნავს მუხრუჭები იყო გადაჭრილი?

- ეს ყველაფერი არაა უფროსო, ამას ქალბატონი ჯისუს მხარე ასაიდუმლოებს, მაგრამ დილით გამთენიას პარკ როსეს გვამი იპოვნეს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ექსპერტმა მითხრა გოგონა საშინლად იყო დასახიჩრებული. - ამის გამგონე თეჰიონი გრძნობდა ნელ-ნელა როგორ კარგავდა მეტყველების უნარს. მას ამქვეყნად უამრავი რამ უნახავს, ბევრჯერ დასხლტომია სიკვდილს ხელიდან და შეიძლება თამამად თქვას რომ არც არაფრის შეშინებია აქამდე. ახლა კი მისი მთელი გონება და სხეული გაუცნობიერებელმა შიშმა შეიპყრო. მას ეშინოდა დაკარგვის, საყვარელი ქალის დაკარგვის და ეს გრძნობა ყველა სხვაზე ძლიერი იყო. ყოველთვის ეცინებოდა სასიყვარულო ისტორიებზე რომლებსაც ისმენდა, ამბობდა რომ სიყვარული სისულელე და სიბეცე იყო რომელსაც მხოლოდ პათეტიკური ადამიანი აბრალებს თავის უბედურებას, შიშს, უძლურებას. ახლა როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა იგრძნო როგორ ძლიერ უყვარდა და რამდენად ეშინოდა სწორედ ამ სიყვარულის გამო.

- ჩენ, ჯისუ ახლა სად არის?

- არ ვიცი ბატონო, მან შეუმჩნევლად დატოვა ქალაქის ცენტრალური მორგის შენობა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

- მოძებნეთ, გესმით? მოძებნეთ და შემატყობინეთ სად არის. - ჩენმა თავი დაუკრა და ჩუმად დატოვა ოთახი.

- სად ხარ ჯისუ? სად? როგორ გიპოვო?

.................

მორგი უჩუმრად დატოვა, იცოდა ეს საქციელი მეგობრების მიმართ არასამართლიანი იყო, მაგრამ ერჩივნა გაბრაზებულები და ცოცხლები ყოფილიყვნენ ვიდრე ისინიც უმოწყალოდ დაეხოცა ვინმეს. გარეთ გამოსულმა სპეციალურად გამოძახებული ტაქსის მძღოლს მისამართი უკარნახა და სავარძელში დაქანცული გადაწვა. არ იცოდა რა ეღონა, იმ მასალებიდან რაც ექსპერტისგან წამოიღო ახალი ვერაფერი გაიგო, არ უნდოდა ამის აღიარება მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა მარტო ვერ შეძლებდა ამ სიტუაციასთან გამკლავებას, სწორედ ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თავადაც შოკში აგდებდა, თუმცა არც უკან დახევა შეეძლო, უნდა დაეცვა ისინი, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე, უკანასკნელ მომენტამდე სიცოცხლის ფასად იცავდნენ. მეტ მსხვერპლს არ დაუშვებდა. ვერც იმას მოახერხებდა რომ მარტო გამკლავებოდა ამ სიტუაციას. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან „ის" იყო და ახლა სწორედ მასთან მიდიოდა.

.........................

- ბატონო, თქვენთან შეხვედრა უნდათ, ამბობენ რომ სასწრაფო საქმეა - კარი შემოაღო მაღალმა, გამომწვევად ჩაცმულა გოგონამ და თეჰიონს ვიზიტორის შესახებ აცნობა. -ვუთხარი რომ დაკავებული ხართ მაგრამ თავისას არ იშლის.

- ვინ არის? - გაბეზრებით იკითხა თეჰიონმა

- მე ვარ. - გაისმა ხმა, რომელის გაგონებასაც თაე ამ მომენტში ყველაზე ნაკლებად ელოდა თუმცა ყველაზე ძალიან კი ისურვებდა. კართან ჯისუ იდგა და არც თ ისე კარგად გამოიყურებოდა. თაე სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე, კარისკენ შეიძლება ითქვას გაიქცა, ღონემიხდილი ჯისუ გულში მჭიდროდ ჩაიკრა და მდივანს თვალით ანიშნა მარტო დაეტოვებინა. გოგონამ უკმაყოფილოდ აათვალიერა „მეტოქე" და კარი გაიჯახუნა.

- გამიშვი თეჰიონ, - ძლივს ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა ჯისუმ- ასე ნამდვილად გამგუდავ.

- არ მჯერა რომ აქ მოხვედი, ჩემთან მოხვედი. - მისი სიხლოვისგან ვნებამორეული ჩურჩლებდა თაე და არ ეთმობოდა ეს პატარა სხეული გასაშვებად. მხოლოდ ოდნავ მოადუნა ხელები.

- ნუ მანანებ რომ აქ მოსასვლელად დრო დავხარჯე - მკაცრად გაისმა ჯისუს ხმა. თეჰიონი ზანტად მოშორდა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

- შენის ნებართვით დავჯდები, ალბათ დარწმუენბული ხარ რომ აქ მხოლოდ შენს მოსანახულებლად არ მოვიდოდი. - თქვა ჯისუმ და სავარძელში მოკალათდა. - დარწმუნდი რომ საუბარში ხელს არავინ შეგვიშლის.

- დამშვიდდი პატარავ, ნებისმიერ შემთხვევაში ვერავინ გაბედავს ხელი შეგვიშალოს - მაცდურად ჩაიღიმა თემ, თუმცა როცა ჯისუს ნატანჯ, ცივ მზერას შეეჩეხა უმალ დასერიოზულდა. - კარგი გისმენ, რა შემიძლია შენთვის რომ გავაკეთო?

- მე ვიცი რასაც გეგმავდით შენ და ჯინი ჩემს წინააღმდეგ

- ჯისუ მე...- გოგონამ ხელის აწევით ანიშნა გაჩუმებულიყო და განაგრძო

- მინდა გითხრა რომ ეგ ნაკლებად მაინტერესებს, სხვას არც მოველოდი, მას შემდეგ რაც მშობლები დამიხოცეს მუდმივად მტრების გარემოცვაში ვარ, მუდმივად იმის მოლოდინით ვცხოვრობ რომ ვიღაც მოახერხებს და იმ ღამით დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მივეჩვიე, რომ ჩემს წინააღმდეგ ყოველთვის რაღაცას ხლართავენ და მინდა გითხრა რომ ამ ინტრიგების არ მეშინია. ერთადერთი რაც მაშინებს ისაა, რომ ისე მოვკვდები ვერ მოვახერხებ შური ვიძიო მშობლებისა და როსეს გამო, რომელიც უმოწყალოდ აწამეს, დაამცირეს და ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. მე არ მაღელვებს რა გეგმები გქონდათ შენ და ჯინს ჩემს წინააღმდეგ, ვიცი თქვენი ერთადერთი საფიქრალი და სატკივარი ბაბუას მემკვიდრეობაა.

- ჯისუ..

- დამამთავრებინე. სწორედ ამიტომ გარიგებას გთავაზობ. არ მინდა ჩემი ხალხი მეტად დაზარალდეს, არ დავუშვებ კიდევ ერთი მათგანის სხეულზე თუნდაც ნაკაწრი გაჩნდეს ჩემს გამო. დამეხმარე რომ ის ადამიანი ვიპოვო, მე კი მემკვიდრეობას რომელიც მერგო შენ და ჯინს გადმოგცემთ. ამჯერად ყველაფერი სწორად იქნება, მე არ მჭირდება ეს ფული, საერთოდ არ მინდა ამ ქვეყანაში დარჩენა. როგორც კი „მას" მოვკლავ უკან დავბრუნდები და ყველაფრი დამთავრდება. - თეჰიონი გაოცებული ისმენდა გოგონას მონოლოგს, გული ტკიოდა მას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა და მზად იყო ყველა დაეხოცა ვინც ეს გამოიწვია, თავს ძლივს იკავებდა არ მისულიყო და არ დაეკოცნა მისი ცრემლიანი თვალები. როგორ შეეძლო მისთვის უარი ეთქვა თუმცა თეჰიონს არ ჭირდებოდა ეს მემკვიდრეობა და არც იმას დაუშვებდა რომ გოგონა სადმე წასულიყო. მაგრამ ისიც იცოდა ახლა ყველაფერზე უნდა დათანხმებოდა რომ ისევ არ გაქცეულიყო მისგან, ამას ვერ გადაიტანდა. შანსი გაუჩნდა საყვარელი ქალი გვერდით ყოლოდა და არ აპირებდა მის გაშვებას, ამის გამო გადაწყვიტა ეთამაშა.

- კარგი ჯისუ, თუ ასეა თანახმა ვარ, მაგრამ მეც ჩემი პირობა მაქვს. მე დავიწყებ იმ ადამიანის მონახვას მაგრამ შენ ცოლად უნდა გამომყვე.

- რა? რა თქვი? სულ გამოშტერდი ხო? - ისერიული სიცილი აუტყდა ჯისუს.

- პირიქით, ასეთ საღ გონებაზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. - ჩაიცინა თემ. შენ მეუბნები რომ სასტიკ მკვლელზე დავიწყო ნადირობა, მე შენ უნდა დაგიცვა, და ამას მაშინ მოვახერხებ თუ ჩემი ცოლი გახდები. თუ ამაზე არ დამთანხმდები ვწუხვარ მაგრამ ვერც მე მივიღებ შენს წინადადებას. მემკვიდრეობა არ მაინტერესებს, როგორც ხედავ ფული ბევრი მაქვს, იცი რასაც წარმოვადგენ. მე შენ მჭირდები, შენ კი იმ ნაბიჭვრის თავი გჭირდება. დაფიქრდი. თუ გირჩევნია შენი მეგობრების ხოცვა გააგრძელოს, ვინ იცის რომელი იქნება შემდეგი, ჯენი თუ, ჯიმინი, იქნებ ის შენი ვაი საქმრო? გიფიქრია ამაზე როგორი სიკვდილი მოელის შემდეგ მსხვერპლს? - თაე ხვდებოდა რომ უსირცხვილოდ მანიპულირებდა ჯისუს მდგომარეობით მაგრამ ყველაფერზე იყო წამსვლელი ოღონდ გოგონა მისი გაეხადა, თუნდაც ამ ეტპზე ფიქტიური ყოფილიყო ეს. სასოწარკვეთლი ჯისუ ვერ ხვდებოდა რა მოექმედებინა.

- დრო მომეცი კარგი? უნდა დავფიქრედე - ამოიჩურჩულა გოგონამ.

- მე არსად მეჩქარება პატრავ, მზად ვარ მთელი ცხოვრება დაგელოდო, მაგრამ მათ არ მგონია დიდი დრო ჰქონდეთ დარჩენილი.

- კიმ თეჰიონ! - შეჰყვირა განრისხებულმა ჯისუმ - ბინძულად მეთამაშები, ჩემს მდგომარეობას იყენებ, იცი რომ სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ არ გეგონოს გავტყდები.- ჯისუმ ცივი ზერა შეავლო თაეს და კარისკენ გაემართა. პასუხს შეგატყობინებ, მაგრამ იცოდე ყველაფრს გავაკეთებ რომ შენი წინადადების მიღება არ მომიწიოს.

- კარგი პატარავ, - ჩაეღიმა თაეს, - მაგრამ ზუსტად ვიცი მალე ჩემი გახდები. - თეჰიონი მალე დაძახილმა გამოაფხიზლა, მის წინ ჯეონ ჯონგკუკი იდგა,მისი უახლოესი მეგობარი და მარჯვენა ხელი.

- ეს უნდა ნახო ძმაო. - თეჰიონმა ჯეონს მომცრო ზომის ტელეფონი გამოართვა და ინტერესით დააკვირდა გამოსახულებას, ნანახმა კი შოკში ჩააგდო.

ეს რა ჯანდაბაა გუკ...

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #taesoo