Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები

- მან მითხრა რ-ომ სიყვარული არ არსებობს მასწავლებელო- ტირილით წამოდგა ქერა, მარწყვისტუჩება ბიჭი და თვალების ხელებით სრესას მოჰყვა. მის გვერდით მჯდომი, ბიჭის ასეთი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი კი თავს აქნევდა. ნეტავ არც არაფერი ეთქვა. ან რა უნდა შეაგნებინო მესამე კლასელ, სიყვარულით მოლოდინით გაჟღენთილ ბავშვს
- მინ იუნგი ფეხზე წამოდექი-  უთხრა მასწავლებელმა. ახლა ორივენი მერხებთან იდგნენ და მასწავლებელს შეჰყურებდნენ
- შეგიძლია ამიხსნა რატომ არ არსებობს სიყვარული?
- იმიტომ რომ ისეთი რამ არის რისი ახსნაც არავის შეუძლია. ვერ იტყვი რაარის ის. არც საგანია, არც რაიმე ერთი კონკრეტული გრძნობა . ზოგი ნდობას არქმევს სიყვარულს, ზოგი გულის არითმიებს, ზოგი კი ათას სისულელეს
- შენ არავინ არ გყვარებია?- გაუღიმა მასწავლებელმა და ჯიმინს გახედა რომელიც ამ კითხვამ ზედმეტად გააწითლა. თვალები ჭყიტა და დიდი მარწყვის ტუჩები გამობზიკა
- არა. იმიტომ რომ არ არსებობს სიყვარული, მითუმეტეს 10 წლის ასაკში
- შენ თუარ გყვარებია ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობს- შეეტლიკინა ჯიმინი და ამღვრეული თვალები მიანათა
- და შენ გყვარებია?- გახედა იუნგიმ და მიაშტერდა- აბა სად?
- აი აქ -უმცროსმა ხელი გულზე დაიდო და ოდნავ გაიღიმა
-სისულელეა - თავი გააქნია ბიჭმა და მერხს მიაშტერდა
- რატომაა სისულელე? შენც სიყვარულის ნაყოფი ხარ- სათვალე მოიხსნა ქალმა
- კარგად იცით რისი ნაყოფი ვარ, ბავშვებთან არ მომაყოლოთ- გაიბურდღუნა და ჯიმინის მწველ მზერას აერიდა
- ანუ არასოდეს შეიყვარებ?- ცალ ფეხზე გადაიწია და სახე ქვემოდან ახლოს მიუტანა  ჯიმინმა
- არასოდეს- გაბუზღული ბავშვის პასუხი რომ მიიღო წონასწორობა ვერ დაიცვა და გადაყირავდა. იუნგის დაებღაუჭა და საბოლოოდ ძირს გაწოლილი იუნგის ზემოდან აღმოჩნდა.მის მკერდზე ხელებთან ერთად თავიც დაასვენა და რამდენიმე წამით ტკობაბს მოყვა სანამ მოიშორეს და ბავშვებმა წამოაყენეს
- არაუშავს მე მაინც მეყვარები- წაიბუტბუტა. მარილიანი, ცრემლებისაგან სველი ტუჩები გაილოკა ჯიმინმა და სკამზე დაჯდა
-მაშინ რომეო და ჯულიეტაზე რაღას იტყვი? ალბათ ყველამ იცით ეს ამბავი ხომ?- ბავშვებმა თავი დაუქნიეს ქალს. იუნგიმ თვალები აატრიალა
- რომ არ მომკვდარიყვნენ ორ-სამ თვეში დაშორდებოდნენ
-როუზი და ჯეკი?
- როუზს ბიჭი მართლა რო ყვარებოდა ყველაფრის  ფასად აიყვანდა იმ რაღაც ნაჭერზე
- თვითონ სთხოვა ჯეკმა მარტო შენ იყავიო- თავი წამოყო ჯიმინმა
- და შენ გაძლებდი ასე? იმის შემყურე როგორ კვდება შენი საყვარელი ადამიანი..ჰო იქნებოდა ღირსი მაშველებს ისიც წყალში ესრლათ- სიტყვა იუნგის ზარმა გააწყვეტინა. მასწავლენელი იუნგისთამ მივიდა
- ოდესმე შეიყვარებ და ამ სიტყვებს ინანებ- შემდეგ ჯიმინს შეავლო თვალი რომელიც ბედნიერებისაგან იღიმოდა
-ანუ მექნება შანსი!!

~~~~~ 12 წლის შემდეგ ~~~~

-

-ესეც... ესეც უნდა დაცალო ჯიმინიიი- ჯინს ბიჭის ჭიქა ეკავა მისივე ტუჩებთან და ძალით ავსებდა მეათე ჭიქა
-არა.. არმმმ..ჰიო..- მაინც მოუწია გადაყლაპვა და თავი უკან წააგდო. შემდეგ წინ დაიწყო ყურება  სადაც თავისი პრინცი ელოდებოდა
- ჯ-ჯინ ჰიონაჰ- სკამზე ძლივს გაიმაგრა თავიდა ბიჭს მიაწვა
-მას თეთრი ცხენი არ ჰყავს- ხელი გაიშვირა იუნგისაკენ -მაგრამ თავად თეთრია...- თავი გვერდით გადახარა - ანუ იუნგი ცხენიააა??- სიცილი აუტყდა ბიჭს
-არ გინდა მისვლა?გამოელაპარაკე..
- ათი წელი გვერდით მეჯდა- შვიდი თითი ამოსწია -ათიიიი - იცინოდა -არაფერი არასოდეს არ უთქვამს... ახლა რაღა უნდა ვქნა
-მიდიიი, სანამ თავისუფალია. მალე- უბიძგა ბიჭს ჯინმა. ჯიმინი ლამის ვიღაცის ტერფებთან გაწვა. წაბარბაცდა და ბარს დაეყრდნო. მისკენ მომზირალ იუნგის გაუღიმა და ისე დაეყრდნო ბარს თითქოს ორი წამის წინ იუნგი ბანყალებდა(😕😂) აქეთ-იქით.
- ჰომარ დაგველია? -დაასლოკინა ჯიმინს
- უკვე საკმაოდ მთვრალი ხარ ჯიმინ- ტუჩები მოკუმა იუნგიმ
ჯიმინ!!..... ჯიმინ!!.... დღეში ალბათ ათამდე ადამიანი მიმართავს ასე მას თუმცა იუნგის პირიდან ამოსული ეს მიმართვა მას ტაოს აყრის.  ურცხვად  იხრება იუნგისაკენ და მის ყელში თავს რგავს
-აჰჰ- მსუბუქად კვნესის ბიჭი - წლები გავიდა მაგრამ ეს სურნელი მაინც არ გტოვებს - ღრმად შეისუნთქა და გაიღიმა. -როცა კლასში გეძინებოდა მე შენ ყელში მქონდა თავი ჩარგული და შენი სურნელით ვტკბებოდი -იცოდა ეს იუნგიმ. გრძნობდა გაღვიძებისას ჯიმინის სიახლოვეს და იშმუშნებოდა რომ ჯიმინს თავი მანამ აეწია სანამ ამას იუნგი იზამდა. არ უნდოდა ჯიმინს ამის კეთება შეეწყვიტა
- უნდა წახვიდე ჯიმინ - ბიჭის წამოწევა სცადა
- პატარა კოცნა ჰიოოოონ. გთხოვ ყელში.... პატარა და წავალ - იუნგიმ ამოიოხრა. ჯიმინი კი ნაზად ეამბორა ნანატრ თეთრ ყელს და ერთის მაგივრად რამდენიმე კოცნის დატოვება დაიწყო
-ჯიმინ შენი წასვლის დროა. - კბენა იგრძნო და ბიჭი მოიშორა

- ჰიონი წავიდა- ტუჩები აილოკა ბიჭმა. იქვე მდგარი სასმლი აიღო და დალია. გულზე ხელი მიიჭირა. ბავშვობიდან პრობლემები აქვს გულზე.ეს იუნგიმ იცოდა. ბიჭი სწრაფად წამოაყენა და გასასვლელისკენ წაიყვანა
- მოიცა...მოიცა იუნგი გული მერ...- ვერ მოასწრო თქმა რომ შენობის კედელთან აღებინა. კედელს ერთი ხელით მიეყრდნო და თავი ძლივს შეიმაგრა. მალე ჰიონის ერთიხელი მუცელზე, მეორე კი შუბლზე იგრძნო. კიდევ აღებინა. შემდეგ წამოსწიეს და ბარშე შეაბრუნეს. ტუალეტში იუნგი ვერ ახერხებდა ერთი ხელით მის დაჭერას , მეორეთი კი პირის მოწმენდას. ამიტომ ნიჟარაზე შემოსვა და პირი ნელა მოწმინდა. ჯიმინს თავი კედელზე ჰქონდა მიბჯენილი და ნელა აქანავებდა აქეთ-იქით. იუნგიმ მალევე წამოაყენა ის და ზურგზე შეისვა. უმცროსმა კი თავი ბიჭის კისერში ჩარგო.
- ორი სასმელი ერთმანეთში არ უნდა აურიო გესმის?- კითხა იუნგიმ გზაში. თან მოკიდებულ ჯიმინს ძლივს მიათრევდა. ჯიმინმა რაღაც ამოიღნავლა მაგრამ მის დატუქსვას ყურადღებას არ აქცევდა. უბრალოდ ღრმად ისუნთქავდა უფროსის სურნელს და ტუჩებს ნელა აკრობდა კანს. სახლში მალე მივიდნენ . იუნგიმ ბიჭს ზედმეტი ტანსაცმელი მოაშორა და საწოლში დააწვინა. თვითონ კი სამზარეულოში გავიდა მოსაწევად. 2 ღერი
ფიქრში ჩაწვა. ღამის ორი საათი იყო რომ წამოდგა და მისაღებში ტახტზე მოკალათდა

პაკ ჯიმინი....

პაკ ჯიმინი....

პაკ ჯიმინი....

ტვინში სულ ეს უტრიალებდა. ვერ იაზრებდა რატომ უნდა ასე ძალიან მისწოლოდა ჯიმინს გვერდით და მკლავებში მოექცია. რატომ? ის ხომ დიდი ხნის წინ დაივიწყა....

  დილას იუნგიმ ჯიმინს ადგომა დაასწრო და მისთვის "მაგარი" ყავის მომზადებას შეუდგა.
   ახალ გაღვიძებულმა ჯიმინმა დიდი ხნის წვალების შემდეგ გაიხსენა სად და რატომ იყო . საბანი სწრაფად გადაიძრო და ლოყები აეფაკლა. იუნგიმ ტანსაცმელი მოაშორა... ალბათ მის ბარძაყზე დასერილ კანსაც. ნელა წამოდგა და თვალის ზელვით სამზარეულოში შევიდა. იუნგის ისევ სიგარეტი ეკავა და ეწეოდა. ჯიმინის დანახვისას კი  გაშეშდა

ჯანდაბა! რა სულელია ჯიმინი! რამე მაინც მოეცვა ! ასე, მხოლოდ საცვლის ამარა გამოსვლა ნამდვილად არ იყო კარგი იდეა. ან თმა შეესწორებინა, ან სახე დაებანა....
- დილამ-შვიდობისა -კეფა მოიფხანა ბიჭმა და იუნგის გაუღიმა - ტანსაცმელი სად არის?
- ბარძაყებზე რეები გაქვს - უფროსის თვალები ახლა ჯიმინისას გაუსწორდა. უმცროსმა თავი დახარა და  უფრო მეტად გაწითლდა. თან ეს საშინელი თავის ტკივილი...
- ვის გამო გააკეთე ეს - სიგარეტი ჩააქრო ბიჭმა
- მე...
- გისმენ - მზერა გამკაცრდა.- ჩემს გამო?
- არა მთლად ეგრე არა
-ასეთი რამ მეორედ აღარ ქნა - პატარაობისას იუნგიმ შენიშნა ჯიმინი ნასერი ბარძაყებით მას შემდეგ რაც უყვირა. ჯიმინს ისევე ჩაუწყლიანდა თვალები როგორც მაშინ. ზოგი რამ მართლაც უცვლელი რჩება
- კაცი ხარ. ასე ნუ ნაზობ. არ იტირო - ყავა მოსვა -  ტანსაცმელი შეგიძლია კკარადიდან აირჩიო. ინებე ყავა- ჭიქა მისწია ბიჭისაკენ . ჯიმინმა თავი დაუკრა ,ყავა აიღო და საჯდომის ქნევით გავიდა ოთახში. გარშემო კვლავინდებურად სიჩუმე ჩამოწვა. იუნგის სულელივით, უმიზეზოდ გაეღიმა.  წამოდგა და თავისი ოთახისაკენ წავიდა. ნელა შეაღო კარი და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ჯიმინს წააწყდა, რომელ რომელიც თმაზ ჟელეთი იყენებდა. როგორ უხდებოდა ეს სამოსი ჯიმინს. შავი, მომდგარი შარვალი , რომელიც ბიჭის სავსე უკანალს კარგად გამოკვეთდა  და კოსტუმი რომელიც წვრილ წელზე ეკვროდა. ჯანდაბა! ასეთი ჯიმინ სულ სხვა თემაა
- ოჰ აქ ხარ?- მოტრიალდა ბიჭი. - აბა როგორ გამოვიყურები?
-ძალიან.... - ტუჩები გაილოკა - სექსუალურად
-ასეთი ჯიმინი მოგწონს?- ტუჩი მოიკვნიტა. იუნგი მასთან ახლო მივიდა. წელზე ხელი მოხვია და ტანზე მიიკრო. მის ტუჩებს მიაშტერდა და აკოცა. უნდოდა ისევ ძალიან მამაკაცური ყოფილიყო. მაგრამ მთავატი ისაა რომ იგი უფროსის მკლავებში დნებოდა. ახლა ჯიმინის ჯერი იყო. ღრმად ჩაისუნთქა და წარმთქვა
- მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები იუნგი

ჯიმინი სახლში ბედნიერი
შევარდა. ჯინს შეახტა
- მე და იუნგი შეყვარებულები ვართ ჰიონიიიი- იყვირა და ბედნიერებისგან სიცილი დაიწყო
- კარგია ჯიმინ. ძალიან კარგი- გაეღიმა ძმას. რამდენი წელო ელოდა ჯიმინი ამ მომენტს. უპირობოდ უყვარდა იუნგი და იმედით სუნთქავდა. ახლა კი ბედნიერია.

  იუნგი... იუნგის კი ისევ ძველი სიტყვები უტრიალებდა თავში:

სიყვარული არ არსებობს

ილუზიააა

ტკივილი

ტანჯვა

იმედგაცრუება

აქედანვე უნდა იყოს მზად ტკივიკისათვის.

სიგარეტით ხელში დგას და აივნიდან ქუჩას უყურებს... იქნებ ჯიმინთან ბედნიერი იყოს...

~~~~~
- იუნგი შენ საერთოდ არაფერი არ გესმის . არ ვიცი რა გჭირს... მართლა არ ვიცი. ერთხელ დავაგვიანე სახლში და არც კი მპატიობ... უკვე 5 თვეა ერთად ვართ შენ კიდევ....არასოდეს არ გითქვამს რომ გიყვარვარ - ოჰ! რა ძლიერ მოხვდა იუნგის ეს სიტყვები გულზე. ადამიანი, რომელიც პატარაობიდან უყვარს და რომელზედაც ძალიან ზრუნავს წინ უდგას და ეუბნება რომ იუნგის მის მიმართ გრძნობები არ აქვს... ეტკინა... ეტკინა არა იმიტომ რომ ჯიმინმა ეჭვი შეიტანა ბიჭის გულწრფელობაში... ამას თავიდანვე ელოდა...არამედ იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად სცადა, ბიჭსი გამო.... ბიჭის რომელზეც ფიქრში ღამეები გაუთენებია, დღისით უტირუა და ბევრჯერ ნერვები აშლია კიდეც...  ეტინა იმიტომ რომ მან გარისკა, შეიყვარა ბიჭი...ახლა კი მის გრძნობებს თელავენ.
- ამას ვამბობდი მაშინ, კლასში. რომ სიყვარული მარადიული არასოდესაა... გბერდება გაუმაძღარ ადამიანს სულ ერთი ადამუანის ცქერა, გბეზრდება მისი კაპრიზების მოსმენა და ასრულება, რომელიც ერთ დროს მეტად სახალისოდ და მიმზიდველად გვევლინებოდა. გბეზრდება მასთან დროის გატარება, ლაპარაკი, კოცნა, ყველაფერი... აბა მითხარი ჯიმინ ბოლოს ერთად სად ვიყავით გასულები... მითხარი
- ჯიმინმა ტუჩები ერთმანეთს დააშირა თუმცა ბგერა ბაგეებზე შეახმა
- არა. ტყუილად ნუ გაისარჯები. მეგონა მიხვდებიდი რაოდენი დავთმე მე, უბრალოდ ადამიანმა შენთვის, იმისთვის რომ ბედნიერი ყოფილიყავი, ბევრჯერ გაგეღიმა. თავი იღბიალად გეგრძნო. შენ კი.
.შენ კი ამას მეუბნები....
არ მეგონა...არმეგონა რომ  ყოველ წამს იმის თქმა დაგჭირდებოდა რომ მიყვარხარ... მართლა არ მეგონა
-იუ-იუნგი -მიუახლოვდა ბიჭი- მაპატიე.... დღეიდან სხვანაირად იქნება... გპირდები... - შებარბაცდა, გულზე ხელი მიიჭირა და საწოლს დაეყრდნო. იუნგი მასთაბ მივარდა და წამლის კოფიდან კაფსულები გადმოყარა. ერთი აიღო და ჯიმინს პირში ჩაუდო
-დაღეჭე.. მალე!- საწოლთან მიიყვანა და დასვა. ყველა ფანჯარა და კარები შეხსნა. ბიჭთან დაბრუნდა და შეწითლებულ ლოყებზე თითები აუსვა
- ჯანდაბა შენ....ისეთი თეთრი იყავი... - იუნგი კანკალმა აიტანა...შეეშინდა. შეეშინდა მისი ასე დაკარგვის... თავი ხელებში ჩარგო და თმა მოქაჩა.
-კ-კარგად ვარ იუნგი- ცივი ხელი სახეზე მოუსვა ბიჭს და გაიღმა. - მიყვარდუ და მიყვარხარ! - დააყოლა ბიჭმა...

თუმცა მარადისობამდე მხოლოდ ერთი სიტყვა დარჩა

მეყვარები

სინამდვილეში ყველაფერი იმაზე უარესად წარიმართა ვიდრე ჯიმინი ამბობდა. მათ შორის დიდი ბზარი გაჩნდა.

ვინ იფიქრებდა

ვინ იფიქტებდა რომ  იუნგის სიყვარულით გაჟღენთილი ბიჭი მის გვერდით გართობაზე უარს იტყოდა, სხვა მეგობრის გამო. სამუდამო სიყვარული მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

~~~~~~
ვერც წარმოიდგენთ რამდენად ლამაზი იყო მათი სიყვარულის ისტორია დასაწყისში. როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში, იღიმოდნენ და ერთმანეთს ეალერსებოდნენ. ისე რომ მათი განსაკუთრებულობის ყველას შურდა. მაგრამ ყველაფერი ძველდება. რაღაც ახალი ცვლის მას და იპატრონებს. ჯიმინის შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. ბიჭს უბრალოდ გადაუყვარდა, ან რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს არც უყვარდა.

იუნგი კი იმას ამტკიცებს რომ როცა ვიღაც გიყვარს გწვავს მისი ნდომა. სურვილი , ჟინი , რომ შეეხო, იყო მასთან, იგრძნო.
იპატრონებს შენს ფიქრებს, ოცნებებს, მიზნებს, სიზმრებსა თუ რეალობას.
  იკავებს გულს და მასთან ერთად რვეულის ცალკეულ ფურცლებს, ან თუნდაც ყდას.
  იკავებს ადგილს ყველგან... ყველგან იქ სადაც უნდა იყოს....
   და შემდეგ მოდის ურთიერთობა ... აცნობიერებ რომ თურმე ეს ის არ ყოფილა... სხვა რამ გეგონა... იმედს გიცრუებს ის ფაქტი რომ ყდაზე ჩამოწერილი არც ერთი პუნქტი არ ამართლებს

თურმე ეს ის არ ყოფილა

ასე იყო ჯიმინის შემთხვევაში. რაღაც უფრო სხვას ელოდა. უფრო ამაფორიაქებელს , უფრო რომანტიულს... მაგრამ არა....
- მიყვარდი იუნგი...- და მარადისობას კიდევ ერთი სიტყვა ეცლება... რჩება მხოლოდ წარსული, მოგონებები, რვეული ფურცლები და ყდები....

~~~~~
იუნგი მთელი ძალით შერბის საავადმყოფოში და საოპერაციოსკემ მირბის. განა რამდენი გავიდა მათი დაშორებიდან.
ერთი თვე?
ერთი წელი?
ერთი საუკუნე?
- მან ინტერვილა და ახლა... ახლა შეიძლება ვერც კი გადაარჩინონ...ეს,..რა საში-ნელებააა- კალნკალებდა ჯინი და იუნგის არც კი უყურებდა.

იუნგის ტკივა... ჯიმინი აგერ უკვე მეორეჯერ ტოვებს მას. მეორეჯერ არღვევს ფიცს. ამღვრეული თვალებით მიიწევს ექიმისაკენ. რაღა დარჩენია აქ.ყველგან და ყოვეკთვის ზედმეტი იყო. ყველასგან შორს... ახლა კი დროა სიყვარული დაამტკიცოს... იმაზე ძლიერი სიყვარული ვიდრე გუშინ იყო...და იმაზე ნაკლები ვიდრე ხვალ იქნება.
- მინდა მას ჩემი გული გადაუნერგოთ- იუნგი ბევრჯერ ყოფილა ჯიმინის სისხლის დონორი, ამიტომაც მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.
- კი მაგრამ თქვენ უვნებელი ხართ... არ შეგვიძლია...
- აქვე მოვიკლავ თავს თუ ასე ვერ შეძლებთ ვერაფერს- გაუღიმა იუნგიმ. ექიმმა კი მალე ბრძანა საოპერაციოდ ბიჭის მომზადება და ბლოკში შეყვანა. შეყვანილ იუნგის ფერმკრთალი ჯიმინის დანახვისას თვალები აემღვრა. ყბა აუკანკალდა და ხელი ბიჭისკემ გაიშვირა რომელსაც ათასი შლანგი ჰქონდა შეერთებული ცხვირში, ყელში, ხელებში.... მის ბუთხუზა, ნატიფ ტუჩებს დააკვირდა და გააღიმა იმის გახსენებამ როგორ უყვარდა ჯჯიმინს იუნგის კოცნა. როგორ წუწუნებდა ხოლმე როცა იუნგი გაბუტული იყო. ბიჭს პირველი ცრემლი ჩამოუგორდა. თვალები მის პატარა, მიყვანილ თითებს მიაშტერა და ისე გაეღიმა. ამხელა ბიჭს ასეთი პატარა, საყვარელი თითები საოცრად ასაყვრლებდა. როგორ ატოლებდა თავის თითებს იუნგისას. და შემდეგ ბედნიერი იციბოდა... იუნგი მასთან მივიდა და შუბლზე ნაზად ეამაბორა. შუბლით მიეყრდნო და აკანკალებული თითები ლოყაზე ჩამოუსვა..
- მეც მიყვარხარ ჯიმინ.... ყველაზე მეტად მიყვარხარ.

მიყვარდი

მიყვარხარ

მეყვარები

მარადისობა...

იუნგი დაწვა. წამლის შეშვებას ღიმილით შეხვდა და საბოლოოდ დაიკავა ადგილი იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან..... სიკვდილის ბოლო წამებშიც კი იმას უმტკიცებდა სამყაროს რომ სიყვარული არ არსებობდა. არანაირი სახით...

~
გამოღვიძებულ ჯიმინთან ჯინი მირბის და მის ხელს ხელებში იქცევს.
-რა მოხდა- იკითხა ბიჭმა
- საავადმყოფოში ვართ... ოპერაცია ჩაგიტარდა. გული გადმოგინერგეს- მცირე დრო ეყო ბიჭს გასაანალიზებლად. ხელი მკერდზე მიიდო

- ვინ ი-იყო დონორი - შეეშინდა ამ კითხვის დასმა . ჯინმა თავი დახარა..
-ა-რა...არა ჯინ მითხარი რომ ის არ იყო... მითხარი რომ იუნგი არ იყო - იღრიალა და  საწოლიდან წამოიწია. თუმცა ჯინმა დააკავა
- მან ეს დაგიტოვა - თეთრი პატარა ბარათი ამოიღო ჯინმა და ჯიმინს გაუწოდა, ბიჭმა სწრაფად გახსნა წერილი და ბარათს მიაშტერდა

" მარადისობა
  მიყვარდი
მიყვარხარ
მეყვარები "

~~~~~ რამდენიმე წლის შემდეგ
- მამიკო აქ ეს რატო გაააქ?- იკითხა პატარა ბავშვმა ინტერესით და მკერდზე შრამს შეეხო
- აქ მე სხვისი გული გადმომინერგეს პრინცესავ - საფეთქელზე აკოცა ჯიმინმა
- და ვინ იყო იის?- მიაშტერდა მამამისს
- ვიღაც ბიჭი იყო... ანდა რა მნიშვნელობა აქვს. დედიკოს უნდა დავეხმაროთ.- .....

ამას ამბობდა იუნგიც....

დასასრული

~~~~
შუა ღამეს დავწერე ეს ვანშოთი... იმედია რაღაც მაინც აღძრა თქვენში..... მადლობა

          ~ ¢яυєℓℓα

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro