Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

გთხოვ , წადი

- არ უნდა წამოვსულიყავი - ამოიბურტყუნა დიდტუჩება ბიჭმა და კარავის მახლობლად კუნძზე მოკალათდა. მართალია. შუა აგვისტოში არ უნდა წამოსულიყო კურსელებთან ერთად ლაშქრობაზე, რადგან თავიდანვე იცოდა რომ მოსაწყენი იქნებოდა. თუმცა თავს იმ სიტყვებით ამშვიდებდა რაც წეღან შეყვარებულს უთხრა ტელეფონში

- ბოლო დღეა. ამაღამ სახლში ვიქნები - ქვას ფეხი წაკრა და რამდენიმე მეტრის იქით გააგორა. თან გაჰყვა და მისი გორაობა დაიწყო მანამდე სანამ წინამძღოლის ხმა არ გაიგო

- ყველანი კოცონთან!!- ბიჭმა თავი გააქნია და ცეცხლისკენ გაიხედა. შემჩნეული იყო თორემ არც მივიდოდა იქ. ალბათ როგორც კინოებში ხდება, შემოუსხდებიან კოცონს გოგო-ბიჭები და დაიწყებენ ამბების მოყოლას, ვითომ დროს ტარებას და სიცილის, უაზრო ისტორიებზე . აქ  რომარ წამოსულლიყო იქნებოდა თბილად თეჰიონთან ერთად საწოლში , უყურებდა რაიმე საინტერესოს და ბედნიერი იქნებოდა

- მოდი ჯიმინ.. მალე- დაიძახა ლექტორმა რამაც აიძულა ჯიმინი ფეხისთვის აესწრაფებინა. მისთვის დატოვებულ ადგილზე კუნძზე დაეშვა და პლედზე უარი თქვა , რომელიც ჰოსოკმა შესთავაზა

- რადგან დღეს ბოლო დღეა , ვგონებ კარგი იქნება საშიში ისტორიები მოვყვეთ - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა წინამძღოლმა . ამას კი კოლექტიური სიცილი მოჰყვა. არა იმიტომრომ ლექტორის ქცევაში იყო რაიმე სასაცილო. არამედდ იმიტომრომ ჯინი და ჰოსოკი ყველაზე მშიშრები იყვნენ ჯგუფში. ნებისმიერს თავისუფლად შეეძლო შუა ამბის დროს წამომხტარიყო და აქეთ იქით ერბინა შიშისგან, წივილ-კივილით

-  რა გაცინებთ- წამოიჭრა ჰოსოკი- საერთოდ არარის ეს სასაცილო-  გაბუსხული დაბრუნდა თავის ადგილას და წარბებ შეკრულმა დაიწყო ყურება

ამბები რიგს მოჰყვა. ყველანი გაფაციცებით უსმენდნენ ისტორიებს და ბოლოს სიცილით ამთავრებდნენ, რადგან არც ერთი არ ეჩვენებოდათ საშიშად.

- განდეგილი სულის შესახებ გსმენიათ?- დაიწყო ჯგუფში ყველაზე პატარა წევრმა და ფეხები კუნძზე აკეცა. - თურმე სასაფლაოზე, ცხოვრობს ერთი სული , რომელსაც განდეგილი სული დაარქვეს. ლეგენდის თანახმად სულები დედამიწაზე მხოლოდ იმიტომ რჩებიან რომ დაუმთავრებელი საქმე დაასრულონ, სიმშვიდე ჰპოვონ , შემდეგ კი იქ გადაინაცვლონ- თითი ზემოთ აღმართა ბიჭმა. 

- და რა დაემართა?- იკითხა ჰოსოკმა ინტერესით

- დავიწყებ მოყოლას - თავი დაუქნია ქუქიმ და თითები გაატკაცუნა- წლების წინ ეს ბიჭი, სანამ ცოცხალი იყო, უყვარდა ადამიანი , რომლის გულიც ბოლომდე ვერ მოიგო. იგი ბავშვობიდანვე მარტოსული პიროვნება იყო. არავინ იღებდა, არავინ პატრონობდა არავის უყვარდა. სკოლაც კი ისე დაამთავრა რომ მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა, და ისიც გულში ჰყავდა ჩავარდნილი. როდესაც გაბედა და ნაბიჯი გადადგა, უთხრა მეგობარს ამ ყველაფრის შესახებ , თანხმობა მიიღო, და მიუხედავად იმისა რომ ბიჭები იყვნენ ბედნიერად დაიწყეს ცხოვრება. მოგეხსენებათ მარადიული არაფერია, ამ შემთხვევაში არც მათი ურთიერთობა , რომელიც განდეგილს არ დაუსრულებია. ბიჭმა უთხრა რომ არასოდეს ყვარებია, აღარ უნდოდა მასთან კონტაქტი. ისიც კი ურჩია დაივიწყე რაც მოხდაო. საბოლოოდ საყვარელმა ადამიანმაც გარიყა. სწორედ ეს გახდა მისი თვითმკვლელობის მიზეზი.  კიდევ ამბობენ რომ ეს სული ამ ბი...

- ეს ასე არ ყოფილა - თავი ასწია ჯიმინმა და წარბებშეკრულმა შეხედა  მაკნეს- ყველაფერი არასწორადაა ხალხში გავრცელებული

-და თქვენ რა იცით პაკ?- იკითხა ლექტორმა

- ამ ამბის ნამდვილი ვერსია ცოტამ თუ იცის.  კი მართალია , ბიჭი განდეგილი იყო, და უყვარდა თავის შეყვარებული, თუმცა ის ვერ შეიყვარეს ისე როგორ მას განდეგილი მოითხოვდა. ვერ მისცეს მთელი დრო, მთელი ყურადღება, მთელი სიცოცხლე. ბიჭმა უთხრა რომ მას არ იმსახურებდა, რომ განდეგილს სხვა სჭირდებოდა ვინც იმაზე მეტად შეიყვარებდა ვიდრე რამე არსებობს ამქვეყნად. აღიარა კიდეც რომ პრობლემა მასში იყო, და რომ ვერასოდეს იქნებოდა განდეგილი მასთან ბოლომდე ბედნიერი.

- რა მოხდებოდა ბოლომდე რომ შეეყვარებინა. ნუთი არ ჰქონდა მას ბედნიერების უფლე...
- გეყოს ქუქი - წამოხტა ჯიმინი- ყველას ეცოდება საწყალი განდეგილი. მეორე ბიჭის მდგომარეობაში არავინ არ შედის.

- რას იტვი იმაზე რომ საწყალმა თავი მოიკლა?

-შეყვარებულის გამო ბევრი იკლავს თავს - ახლა გოგოს მოუტრიალდა - და ჯერ ეეს ერთი... მას თავი არ მოუკლავს. როდესაც ბიჭს ქუჩაში შეხვდა, გზაზე გადადიოდა .განდეგილმა საყვარელი ადამიანს ხელი კრა და მის მაგივრად მოყვა მანქანის ბორბლებში - ყველამ მძიმედ ამოისუნთქა. - და სანამ რამეს ბოლომდე არ შეისწავლი, ნუ მოყვები

-და შენი ამბის შემთხვევაში  მართალი იყო რომ მიატოვა?

- მასთან ვერ იქნებოდა ბედნიერი

-მაგრამ იყო

- სულ უკან ვერ დააბრუნებ. მოკვდა. დამთავრდა. - ხელები აიქნია. - ყოველთვის ერთ მხარეს უყურებს ყველა

-ჯიმინ დაწყნარდი - ხელი მოკიდა ჰოსოკმა

-არ მჭირდება დაწყნარება - შეუღრინა და წრე გაარღვია . სამარშრუტო ტაქსისაკენ წავიდა და ბარგი მთლიანად აიტანა. უაკანა სავარძელზე მოთავსდა და თვალები მინაბა

-მოვედით- ნელა შეატოკა გოგომ მძინარე სხეული და წინ მიმავალთ მიყვა. ჯიმინი ნელა წამოიწია და თვალები მოისრისა. აიღო ბარგი და დაბლა ჩავიდა. სხვა მხარეს უნდა წასულიყო თუმცა ყველაზე პირქუშ ადგილას გადაწყვიტა წასვლა.

თითქმის სასაფლაოს შუაში იყო გასული რომ გაჩერდა. ერთ ერთ საფლავთან დაჯდა და ჩანთა მოიხსნა. აზრი არ ჰქონდა საფლავია ძებნას, ბიჭს არავინ ჰყავდა და ქვაც არ ექნებოდა. ისიც კი საკითხავი იყო ნორმალურად დამარხეს თუ არა

- იუნგი, ვიცი რომ აქ ხარ - თქვა ხმადაბლა ჯიმინმა. ნიავმა მსუბუქად აუწეწა თმები და სახეზე მოესალბუნა. იმდენად ნაზი და ჰაეროვანი იყო რომ ბიჭს თვალები დაეხუჭა. ცივი შეხებისგან ტაომ დააყარა და რამდენიმე წამით მოწყვიტა სამყაროს

- იუნგი... -ამოთქვა ჩუმად...თითქმის ჩურჩულით- უნდა წახვიდე. მიეცი შენ სულს სიმშვიდე - თავი დასწია და მიმოიხედა. ირგვლივ არაფერი იყო, თუმცა მხოლოდ ბუნება ხედავდა , როგორ იჯდა თეთრი სხეული ბიჭის წინ და ბედნიერი, ყურებამდე გაღიმებული შესცქეროდა ადამიანს, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც უყვარდა.

- ასე იტანჯები. ყველამ უნდა ჰპოვოს სასუფეველში სიმშვიდე.- გიჟივით იყურებოდა აქეთ იქით რომ პატარა  ლანდი მაინც შეემჩნია. თუმცა იუნგი ამის საშუალებას არ მისცემდა
- წადი ,გთხოვ. შენი ადგილი აქ არ არის -  იმეორებდა ჯიმინი. თუმცა თეთრი სხეული კვლავ ბედნიერად შეჰყურებდა მას. ბედნიერი იყო იმით რომ ერთხელ მაინც მოვიდა ჯიმინიასთან ,ამდენი წლის შემდეგ. მიზეზი კი სულარ ადარდებდა

-დამივიწყე - თქვა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. მთვარის შუქზე აკიაფებული თვალები კი სხვას მეტყველებდნენ. ჯიმინი წამოდგა, ცრემლები უხუხეშად მოიწმინდა. თუმცა რაღაცამ შეაკავა. ისევ სუსტმა ნიავმა გადაურბინა ტუჩებზე, ცივი კვალი დატოვა. თეთრი სხეული  ჯიმინთამ ძალიან ახლოს იდგა, წელზე ხელმოხვეული ბოლოჯერ ტკბებოდა ბიჭის ტუჩებით. ბოლოს კი უკან გაიწია, გასაქანი მისცა დროა და სამყაროს. არ უნდა გაეკეთებინა თუმცა უმისოდ ვერ წავიდოდა.

-მშვიდობით -დაამატა კიდევ ერთხელ ბიჭმა და წავიდა.

ორივემ იცოდა რომ ბიჭის პირველი  და უკანასკნელი სტუმრობა იყო სასაფლაოზე. იქ სადაც მათი სამყაროები იკვეთებოდა. თეთრი სხეულის სახეზე კი ცრემლების კვალი ოქროსფრად იღებებოდა. მაგრამ მაინც იღიმოდა

- მოვედი თეჰიონ -ნელა შეაღო საძინებლის კარი და მძინარე შეყვარებულის შემხედვარემ ჩანთა იატაკზე დაასვენა, მაისური გადაიძრო და პლედის ქვეშ შეძვრა. საყვარელი მკლავების ქვეშ

იქ, მაღლა კი გაურკვეველი რამ მოხდა. პაკ ჯიმინის სახელის ბარათიდან ასოები ერთი მეორეს მიყოლებით გაქრა.  სიკვდილი ავტოავარიით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა რატომღაც ტრაილერის მძღოლს დაეძინა, თეთრმა სხეულმა კი ღიმილით დატოვა იქაურობა. სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი იქ სადაც ელოდნენ.  ეს ხომ საყვარემლა ადამიანმა სთხოვა.....

~~~~~
არ ვიცი

ტკბილი ძილი ყველას 💛💛

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro