Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

პროლოგი

ერთმანეთში არეული ალკოჰოლისა და მოსაწევის სუნი..... ქვეყნიერებას მოწყვეტილი, გიჟური მუსიკის რიტმში ჩაკარგული სხეულები.... უკონტროლო გარემო, უკონტროლო ქმედებები და თავისუფალი სექსი.... ეს ის სამყაროა რომელსაც თეჰიონი ეკუთვნის. კიმების უზარმაზარი იმპერიის ერთადერთი მემკვიდრე. გოგონათა და არამარტო მათი გულთამბყრობელი, მეტსახელად V.   ესაა რეალობა,  რომლითაც ის ცხოვრობს და ამქვეყნად არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ზღვარგადასულად ამაზრზენი ქცევის შეწყვეტას აიძულებს. აი  ამ წამსაც  ვიღაც ძუკნის კომპანიაში უგონოს სვამს, რამდენიმე წუთში  კი   უკვე  მისით  დაღლილი  მხარზე  აკრულ ქერას უხეშად იშორებს და გარემოს მოთვალიერებას ახალი "მსხვერპლის" ძებნაში  იწყებს, ეს გოგონა  ძალიან მობეზრდა.

- საღამო მხოლოდ ახლა დაიწყო.... შენ კი უკვე მოახერხე არა გამოთრობა? - სიცილით მიუჯდა  მეგობარს ჯონგუკი და გოგონა  სასწრაფოდ დაიფრინა. - აქედან მოწყდი ბოზო - ის მაშინვე ტირილით გაეცალა მეგობრებს,  თეჰიონმა კი მოჩვენებითი სევდით შეხედა ჯონს
- ოუ, გოგო რატომ გამიქციე, ახლა მარტომ რა ვაკეთო? -
- წარმოუდგენელი ხარ, ნუთუ არ მოგწყინდა ყოველ ღამე ამ ძუკნების გაჟიმვა? მეგონა ირენესთან სერიოზული ურთიერთობა გქონდა. - გულგრილად  ამოთქვა ჯონგუკმა და როცა კიმის ხარხარი გაიგო თვალები აატრიალა.
- მე და სერიოზული ურთიერთობა? თან ირენესთან? - რომ არ იცოდე ვინ ვარ  კიდევ ჰო, მაგრამ ახლა გული მატკინე ძმაო. ირენესთან კარგად ვერთობი, არასდროს ბურღავს ტვინს,  ყოველთვის "მაძლევს"  როცა მინდა და სადაც მინდა. მაგრამ სერიოზული ურთიერთობა? შენს ძმაკაცს არ იცნობ? სისულელეა. ამქვეყნად არ დაბადებულა ქალი რომელიც მაიძულებს მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე ვიფიქრო. რაში მჭირდება ეს? ისედაც ნებისმიერი ვინც მინდა ულაპარაკოდ ჩემი ხდება. ნებისმიერი..... ვინც მინდა და რამდენი ხანიც მინდა...   

- წარმოუდგენელი ხარ - ჩაიცინა ჯონმა და მარტინი მოსვა

- მორჩი რა. არ გინდა მორალის კითხვა,  თითქოს შენ ჩემგან რამით განსხვავდები. ეს ცხოვრება უნდა შეირგო ძმაო. დამეთანხმე ძალიან ახალგაზრდა და სიმპათიური ვარ იმისათვის რომ ვინმეს ვუერთგულო. ეს ჩემთვის არ არის

- მართალი ხარ. რა საჭიროა ყველაფრის გართულება როცა შეგიძლია ნებისმიერი შენად აქციო. - გულგრილად ჩაილაპარაკა ჯონგუკმა

- მარტივი ლოგიკაა - გაეპასუხა თეჰიონი და მაშინვე ბართან მდგომი საკმაოდ ეფექტური გოგონასკენ დაიწყო სვლა,  რომელიც უკვე ნახევარ საათზე მეტია ცდილობს  მისი ყურადღების მიქცევას.....

...........................

გვიანი  გაზაფხულის სასიამოვნოდ გრილი სიო ნაზად ელამუნება მომცრო ზომის სახლის აივანზე მჯდარ გოგონას. მისი ფიქრები ამ სამყაროსგან ძალიან შორსაა.  გონება მთლიანად მოწყვეტილია რეალობას, თვალები კი აბსოლიტურად არაფერს გამოხატავენ. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია, უსიხარულო......... როგორც ყოველთვის.  ახლა ღამის 10 საათია,  კიდევ ერთი დღე დასრულდა. ისიც ისევე  როგორც დანარჩენი სხვა. კიმ ჯისოს რეალობა ასეთია....  შავთეთრი რუტინული ყოველდღიურობა. ალბათ არც შეიძლება სხვაგვარი ცხოვრება ჰქონდეს 20 წლის გოგონას რომლისთვისაც არასდროს არაფერი ყოფილა სწავლაზე უფრო მნიშვნელოვანი. მას მკვეთრად გამოხატული მიზანი აქვს... საფუძვლიანი მიზეზიც რათა ამ მიზნისკენ ჯიუტად იაროს. ის საუკეთესო სტუდენტია თავის კურსზე.  სტუდენტი რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.... თუ ყველაფერი სწორად წავიდა,   როგორც იქნა შეძლებს თავი დააღწიოს  მდგომარეობას რომელშიც მისი ოჯახი აღმოჩნდა  იმ წყეული ტრაგედიის შემდეგ... სხვა რა უნდა უნდოდეს? ალბათ არაფერი მაგრამ მაშინ რატომ გრძნობს ასეთ ტკივილს, რომელიც სულის სიცარიელითაა გამოწვეული.....

ჯისუმ ღრმად ამოიოხრა და თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი  უხეშად მოიწმინდა. საკუთარ თავს მარტო მყოფიც კი არ აძლევს ტირილის უფლებას.... მას ამის ფუფუნება არ აქვს. ტირილი იმათ საქმეა ვისაც თავზე საყრელი დრო აქვთ, ჯისოს დრო კი მთლიანად გაწერილია. მას არ შეუძლია  საკუთარი თავი  შეიცოდოს ურო მეტიც,   საერთოდაც  არც თვლის რომ საცოდავია. მერე რა თუ მისი ყოველდღიურობა  ერთფეროვანია. მერე რა თუ ამქვეყნად ვერავინ იტანს ორი ადამიანის გარდა. მერე რა თუ უნივერსიტეტში გამუდმებით ავიწროვებენ ნერდობის გამო?  თუ მისთვის არასდროს არცერთ ბიჭს სიყვარულით არ შემოუხედავს. სამაგიეროდ არაჩვეულებრივი მეგობრები ჰყავს. ჯინ იანგი და როუსი. გოგონას მათ გახსენებაზე ეღიმება. თავს მსუბუქად აქნევს, რომ ნეგატიური აზრები რომლებიც დრო და დრო სტუმრობენ მოიშოროს.  ჯისუს ღრმად სწამს რომ ადრე თუ გვიან თავის სიყვარულსაც იპოვის. ბიჭს რომელსაც ისეთი ეყვარება როგორიცაა - სათვალეებიანი, გულღია ნერდი... ჯერ კიდევ სჯერა რომ მისი ცხოვრების დრამას სწორედ ის ერთადერთი დაასრულებს. რა სამწუხაროა რომ ცხოვრება  ზღაპარს ოდნავადაც  არ ჰგავს.........................

..............................................................

რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სამყარო, რომელიც უფლებას მისცემს მონსტრს დაუცველი, უმანკო გოგონას ცხოვრება სამუდამოდ დაანგრიოს. ერთი პატარა შეცდომა და სამუდამოდ განწირული ხარ, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და ჩათვალე სამყარო თავზე გემხობა........ რისთვის? იმიტომ რომ შეგიყვარდა ის ვინც ალბათ არასდროს უნდა შეგყვარებოდა.... იმიტომ რომ მას  შენი გული მიეცი, გონება,  სული..... თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა, რადგან რეალურად  ისინი არც  სჭირდებოდა......  მას მხოლოდ შენი სხეული უნდოდა და  მხოლოდ ერთი ღამით..... ერთი წყეული ღამით........ 

ყოველთვის როცა გაიფიქრებ,  რომ სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს განწირული ხარ....... რადგან არ არსებობს ამქვეყნად მრისხანებაზე, სიძულვილზე უფრო დიდი ძალა. მხოლოდ მათ შეუძლიათ რეალლობა შეცვალონ. მხოლოდ მათ შეუძლიათ შენი ყველა იარა მოაშუშონ......... ამქვეყნად არ დარჩენილა ადგილი სითბოსთვის, გაგებისთვის, პატივისცემისთვის. ამქვეყნად სადაც ყველა ნაბიჯს ბეწვის ხიდზე გაყავხარ, არაფერი დარჩენილა ნამდვილი.............. დამანგრეველია ამის გააზრება, დამანგრეველია იმაზე ფიქრი რომ უმოწყალოდ გაგწირეს... სრულიად უდანაშაულო  სამუდამო ტანჯვისთვის გაგიმეტეს......................................... ერთი წყეული ღამის  გამო



აბა რას ფიქრობთ???  საშინლად  ვღელავ, რადგან ეს ფიკი  ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. კონკრეტული მოვლენები და სიტუაციები შეესაბამება რეალობას და მორგებულია ამ ფიკზე..... გთხოვთ  გულისყურით შემიფასოთ რადგან შევეცდები ძალიან ბევრ დღეს წამოჭრილ პრობლემას შევეხო..... მიყვარხართ ყვლანი და კიდევ ერთხელ გიზდით მადლობას რომ მუდამ ჩემს გვერდით ხართ...........

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo