Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

You belong to me now

მომხდარისგან ჯერ კიდევ შოკირებული ჯისუ ჯინიანგის ხმამ მოიყვანა გონს
- ჰეი კიმ, კიმ, რა გჭირს? ჯისუ? 
- ჰაჰ? ჰეი ჯინ, როგორ ხარ?
- კარგად, რასაც  შენზე  ვერ ვიტყვი, და საერთოდ აქ რა გინდა?
- მე, უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი, არც კი ვიცი   როგორ აღმოვჩნდი ფინანსურ დეპარტამენტთან, მაპტიე.
- კარგი რა ჩიჩი, რის გამო მებოდიშები, ახლა ჰარვარდის ლექტორი კითხულობს ლექციას, დასწრება თავისუფალია, ვიფიქრე დაგაინტერესებდა, იქნებ ერთად წავიდეთ? - გაიღიმა პარკმა
- რათქმაუნდა, წავიდეთ - საპასუხოდ გაუღიმა გოგონამაც და ორივენი საერთო აუდიტორიისაკენ გაემართნენ.

............................

თეჰიონი კმაყოფილი სახით შევიდა აუდიტორიაში და ყველაზე ბოლოს "კუთვნილი" ადგილი დაიკავა ჯონის გვერდით.
- სად ჯანდაბაში დადიხარ? - მოჩვენებითადა გაწყრა ჯონი თუმცა მაშინვე დაამატა - ან და არ მინდა , მირჩევნია არ ვიცოდე 

- სწორი გადაწყვეტილებაა ძმაო, სჯობს არ იცოდე - ეშმაკური ღიმილით უპასუხა ვიმ და ტუჩები გაილოკა... ბიჭები მობეზრებული სახეებით ელოდნენ პროფესორს, როცა კარი გაიღო და აუდიტორიაში დეპარტამენტის ხელმძღვანელი შემოვიდა. მაგისტრები მას ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ, მხოლოდ თეჰიონმა და ჯონგუკმა აატრიალეს თვალები გაურყევლად და შუახნის მამაკაცმა ამის გამო ღრმად ამოიოხრა, ვერასდროს ახერხებდა ამ ორის მორჯულებას. ბოლოს საერთოდაც შეეშვა, მიხვდა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა...

- როგორც მოგეხსენებათ ჩვენს უნივერსიტეტს ჰარვარდის პროფესორები სტუმრობენ, კიბერნეტიკის, ბიზნესისა და ფინანსების დეპარტამენტებიდან. სწორედ ახლა მათი ლექციები ტარდება. თქვენთვის სავალდებულოა დასწრება,  სწორად უნდა შეგეძლოთ საკუთარი ბიზნესის მართვა და მისი დაცვა.... ასე რომ 10 წუთში ყველა თქვენგანს, და ყველაში ყველას ვგულისხმობ - მან მტკიცედ გადახედა თეჰიონს - ველოდები საერთო აუდიტორიაში. ზუსტად 10 წუთში - ამ სიტყვებით მამაკაცმა სტუდენტების წუწუნს ყური არ ათხოვა, სწრაფად დატოვა იქაურობა ჯონგუკმა კი უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა

- ჯანდაბა ესღა მაკლდა, ახლა ვიღაც ამერიკელ ტვინიკოსს ვუსმინო, მე აქ ვრჩები.

- ახლავე ადექი, წავალთ და მალევე დავტოვებთ იქაურობას - სერიოზული ტონით თქვა კიმმა სანამ წამოდგებოდა

- რა ჯანდაბა გჭირს? გუშინ ჯისუსგან ნერდობის ვირუსი ხომ არ შეგეყარა - ჩაიქირქილა ჯონმა თუმცა როგორც კი ვის მომაკვდინებელ მზერას წააწყდა ხმა გაკმინდა 

- ახლა უაზრო იუმორის ფრქვევის დრო არ არის, ფეხი გამოადგი..

-  რამ გაგაბრაზა, რა მოხდა,  ნუთუ ასე მოგეწონა იმ გოგოსთან    ნებივრობა -  მეგობრის გაღიზიანებას განაგრძონდა ჯონი

- რა სიგიჟეა, როგორ შეიძლება მოგეწონოს ვინმე მისნაირი,  ან რატომ?   ჩემთვის ის მხოლოდ გასართობია, ასე ვთქვათ უცხო ხილი. რამდენჯერმე დავაგემოვნებ, მორჩა, იმედია ამის შემდეგ მის მოშორებას მარტივად შევძლებ და სცენებს არ  მომიწყობს, როგორც სხვა ყველა - ცინიკურად ჩაილაპარაკა ვიმ და საერთო აუდიტორიის კარი შეაღო. იგი არ მოცდენილა გარემოს შესწავლით მაშინვე უკანა რიგისკენ აიღო გეზი, რასაც ვერ ვიტყვით ჯონგუკზე რომლის ყურადღებაც, რაღაც საინტერესომ მიიქცია. ჯონმა მკრთალად ჩაიცინა, მეგობარს ხელი მხარზე ოდნავ დაჰკრა, რითაც შემოტრიალება აიძულა და თავით წინა რიგისკენ ანიშნა

- ვწუხვარ ძმაო, მაგრამ მგონი ცდები. შენი ნერდი ამ ტიპთან ძალიან მხიარული ჩანს, არამგონია დიდხანს გიგლოვოს - ჯონმა ჩაიფხუკუნა, თავად ცარიელი ადგილისაკენ გაეშურა, თეჰიონის დაჟინებული მზერა კი წინა რიგებში მსხდომ წყვილზე დარჩა. კიმი რამდენიმე წუთი გაურყევლად იდგა, შემდეგ  თავადაც ჯონის კვალს მიჰყვა.......

........................................

ჯისუმ  და ჯინიანგმა ადგილები დაიკავეს და მოთმინებით დაელოდნენ ლექციის დაწყებას. აუდიტორია ნელნელა შეივსო. 

- იააჰ, ჯინი, ხომ არ იცი სად არის როზე? ლექციას დაესწრება? - ჩუმად უჩურჩულა გოგონამ მეგობარს,

- მითხრა რომ მნიშნვნელოვანი პროექტი აქვს  მოსამზადებელი პროფესორ ჩანიოლთან ერთად და ვერ შეძლებდა გამოსვალს - ასევე ჩურჩულით  გაუდაულაპარაკა ბიჭმა და ორივემ ეშმაკურად ჩაიხითხითა  - სოია, შენც იმას ფიქრობ რასაც მე?- წარბები აათამაშა პარკმა

- აჰააამ, - აჰყვა ჯისუც და თან თვალებმილულული  ბიჭს მხარზე მიეყრდნო 

- კარგად ხარ? - თბილად ჰკითხა ჯინიანგმა, თან მჭიდროდ მოხვია ხელი, რომ გოგონას თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო

- ყველაფერი რიგზეა ჯინ, უბრალოდ ღამით ვერ გამოვიძინე - თვალდახუჭულს ოდნავ ჩაეღმა. 

-  შეგიძლია დაისვენო ლექციის დაწყებამდე - ჯისუმ თავი დაუქნია. თუმცა მისი კომფორტი დიდხანს არ გაგრძელებულა. მომენტალლურად  იგრძნო ვიღაც მზერით ბურღავდა. მობეზრებულმა თვალები ზანტად გაახილა, სავარაუდო მზერის პატრონისკენ მიიხედა, რომ ენახა ვინ იყო და იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში, ნერწყი კი ნერვულად გადაყლაპა. კიმ თეჰიონი მომაკვდინებლად ცივი თვალებით უყურებდა................


........................................................

კმაყოფილების ზენიტში მყოფმა ლიზამ უზარმაზარ კარიბჭსთან თავდაჯერებულად მიახლოება დაწყო.

- ქალბატონო? რით შემიძლია დაგეხმაროთ?  - შესასვლელთან მიახლოებულს გამოეგება მაღალი მამაკაცი, სავარაუდოდ დაცვის წევრი და თავიდან ფეხებამდე აათვალიერა 

- ღმერთო, ეს გოგო იმაზე ჭკვიანია ვიდრე წარმომედგინა -გაიფიქრა  ქალმა და ხმადაბლა ჩაახველა - კიმ  თეჰიონი, აქ ცხოვრობს? - იკითხა თავდაჯერებულად

- დიახ ქალბატონო - იყო პასუხი

- მინდა მის მშობლებს გავესაუბრო მეტად მნიშვნელოვან საკითხზე -  სერიოზული სახით თქვა ლიზამ და კარიბჭე  მაშინვე გაიღო.

- მობრძანდით ქალბატონო, ბატონი ჯონგიონი შინაა, შეგიძლიათ შეხვდეთ. - ლიზა სიამოვნებით დაჰყვა მცველის რჩევას და  ეზოში შეაბიჯა. არასდროს ენახა მსგავსი  სილამაზე. იქაურობა მართლაც სამოთხეს ჰგავდა, თუმცა ეს  მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან  ეს იყო წალკოტი სადაც მხოლოდ  დემონები სახლობენ. მეორე მხრივ  ეს ფაქტი კიმ ლიზას საერთოდაც არ ანაღვლებდა..............

..............................

ერთიანად აწითლებული როზე საკუთარ ხელებს უყურებდა და მოთმინებით ელოდა პროფესორს. რამდენიმე წუთში ჩანიოლი გაბადრული სახით შემოიჭრა აუდიტორიაში. მისი ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა როცა გოგონას ჰკიდა თვალი. როუსი აწითლებული ლოყებით  საოცრად გამოიყურებოდა.

- იმედია დიდხანს არ გალოდინე მის პარკ...- რბილად თქვა ჩანმა და გოგონამ მომენტალურად აიხედა მაღლა.

- მე .... მეც ახლახანს მოვედი პროფესორო, ეგ არაფერი. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა როცა პროექტის შესახებ გავიგე.. ანუ რომ ერთად უნდა გვემუშავა...

- რატომ? შენ ჩემი საუკეთესო სტუდენტი ხარ? სხვა ვინ უნდა მომნდომებოდა თუ არა შენ? - საკმაოდ ხმადაბლა წარმოთქვა მამაკაცმა და როზეს სახე უფრო მეტად აუწითლდა, ეს ტემბრი უბრალოდ თავს აკარგვინებდა. ხოლო მისი ორაზროვანი სიტყვები საბოლოოდ აბნევდა საწყალს.

- კარგად ხარ? - ეშმაკურად ჩაიცინა პარკმა - სახეზე სულ მთლად გაწითლდი

- მე.... ეს ჩემი  ლოყების ბუნებრივი ფერია- ამოიბურტყუნა გოგონამ და ლამის თავში შემოირტყა ხელი

- ჰო არა? კარგი - ჩაიცინა ჩანმა. თუ ასეა დავიწყოთ...... -  მამაკაცს სასწაულად ართობდა როზეს წვალება. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა რომ სტუდენტზე შეყვარებული იყო, მაგრამ ვინაიდან ეს ყოველგვარ ეთიკურ ნორმას ეწინააღმდეგებოდა მაქსიმალურად ცდილობდა თავი მოეთოკა. დროის სვლასთან ერთად იმედოვნებდა რომ მის მიმართ ინტერესი უბრალოდ გაუქრებოდა თუმცა შეცდა. გოგონა მას აიძულებდა მეტად შეყვარებოდა. მისი ნაზი ანგელოზის ხმა, ღრმა სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერა. მისი საყვარელი სახე..... და მისი გამჭრიახობა ატყვევებდა პარკს. უნდოდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა მასთან. ეს პროექტიც მხოლოდ ამისთვის გამოიგონა....  იცოდა უდიდეს შეცდომას უშვებდა თუმცა ამის გამო საერთოდ არ ღელავდა და მით უფრო ახლა როცა როზე მის წინ ლოყებაწითლებული იჯდა. ახლა სხვა რამეზე ფიქრს ნამდვილად ვერ შეძლებდა..... თავი დიდად არც შეუწუხებია ამით.... იგი დანებდა.................

..............................................

თეჰიონი ჯონგუკის გვერდით მოთავსდა და ოდნავ ჩაახველა. უსიამოვნო გრძნობა, რომელმაც სხეულში დაუარა მისი განწყობა მკვეთრად გააუარესა. თავს ვერაფერი მუხერხა საბოლოო ჯამში მზერა მაინც წინ მჯდომი წყვილისაკენ გაექცა.

- ჰეი ძმაო, შეწყვიტე,  ორივეს  დახოცავ მაგ გამოხედვით - ჩაიცინა ჯონმა და მეგობარი ყურადღებით შეათვალიერა, თუმცა კიმს მის ნათქვამზე რეაქცია არ მიუცია, თითქოს სერთოდ  არ გაუგიაო

- ვი, სერიოზულად, გეყოფა... ვინმე შეგამჩნევს... - ხმა დაუსერიოზულდა ჯონგუკს თუმცა მაინც ვერ მიიბყრო მისი ყურადღება

- თეჰიონ? -ამჯერად ოდნავ ხმამაღლა დაუძახა მეგობარს

- რა გინდა - ცივად გაეპასუხა ის მაგრამ  ჯისუსა და ჯინიანგისათვის მზერა არ მოუშორებია.

- შეწყვიტე მათი ყურება, თორემ ვიფიქრებ რომ ეჭვიანობ - ცინიკური გაუხდა ხმა ჯონს

- ნუ ბოდავ - კბილებში გამოცრა თეჰიონმა თუმცა არც ამჯერად შეუწუხებია თავი მისკენ მოხედვით - ის ჩემი სათამაშოა, და სანამ ასეა არავის აქვს უფლება მისით გაერთოს - კიმის ხმამ ცივად გაიჟღერა და ჯონგუკი მიხვდა მასთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. ჯონს მხოლოდ ერთი რამ ესმოდა,  თეჰიონს არასდროს ჰქონია პრობლემა ირენეს თავაშვებულ ცხოვრების წესზე, ახლა რა შეიცვალა? მან ყურადღებით შეხედა მეგობარს რომელიც უცვლელი  ემოციით იჯდა, ძალიან სურდა გაეგო რა უტრიალებდა ვის გონებაში თუმცა ალბათ ამას ვერასდროს შეძლებდა...............

.............................................

როგორც იქნა საათნახევრიანი შეხვედრა დასრულდა.  მოსმენილით ძალიან კმაყოფილი ჯინიანგი  ზანტად წამოდგა და ჯისუც თან აიყოლა.

- ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა არა? ვგრძნობ წინ საოცარი წელიწადნახევარი გელის ჰარვარდში.  - ღიმილით უთხრა გოგონას თუმცა როცა მისი სახე შენიშნა იმ წამსვე დასერიოზულდა. ჯისუ ერთიანად გაფითრებული იყო.

- ჩიჩი, რა გჭირს? ფერი არ გადევს - შეშფოთდა პარკი და მეგობრის ლოყები ხელებში მოიქცია... - ყველაფერი კარგად გაქვს? ხომ იცი შეგიძლია დამელაპარაკო

- ყველაფერი რიგზეა  მართლა - მთელი ძალით შეეცადა გაღიმებას ჯისუ და პრაქტიკულად გამოუვიდა - ამაღამ კარგად გამოვიძინებ და ხვალ კარგად ვიქნები. ნუ ღელავ. ხომ მიცნობ არა? მე ყოველთვის კარგად ვარ - გახუმრება სცადა გოგონამ თუმცა აშკარად საცოდავად გამოუვიდა. ბიჭმა ეჭვნარევი სიფათით გახედა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როცა ერთ ერთმა კურსელმა დაუძახა.

- სოია, კარგად იქნები? ცოტა ხნით გავალ და ახლავე დაბრუნდები - ფრთხილად წარმოთქვა ჯინიანგმა, თან ყურადღებით დააკვირდა მეგობარს, თითქოს სურდა დარწმუნებულიყო რომ მისი დატოვება შეეძლო.

- წადი, როზე ალბათ უკვე თავისუფალია. მასთან წავალ. - შეჰღიმა გოგონამ  და ბიჭს ცოტა მოეშვა.

- კარგი. დაგირეკავ. - პარკი თვალს მალევე მიეფარა, შესამჩნევად განერვიულებულმა ჯისუმ კი როგორღაც მოახერხა თავის ხელში აყვანა და გასასვლელისკენ გაემართა. ვერ იგებდა რა სჭირდა. მთელი ლექციის მანძილზე გრძნობდა თეჰიონის მბურღავ მზერას. ამის გამო ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგო იქ წარმოთქმულიდან. უბრალოდ სურდა იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა. ღმერთს ევედრებოდა არსად გადაჰყროდა კიმს. საუბედუროდ არასდროს ყოფილა იღბლიანი.............. დერეფანში გასულს ხელი მძლავრად ჩაავლეს და უახლოეს კაბინეტში შეათრიეს......

- ჯანდაბა კიმ თეჰიონ. თავი ვინ გგონია - ბიჭს ხელი უხეშად ჰკრა გოგონამ და შეეცადა ხმაში სიმტკიცე არ დაეკარგა. 

- ძალიან ცუდი გოგო ხარ ნერდო, ძალიან გამაბრაზე, იმედია აცნობიერებ დანაშაულს - ბოხი ხმით ამოილაპარაკა ვიმ და მისი მომაკვდინებელი მზერა ჯისუს სახეზე დაესვენა

- რას როშავ? ახლავე გამატარე? თავი ვინ გგონია ასე რომ მომმართავ? - ბიჭის ასეთი ნაგლური გამოსვლის გამო გაცხარდა გოგონა  და თვალები დააკვესა.

- თავი ვინ მგონია? - დაბინდული მზერით აათვალიერა კიმმა  მისი  სხეული და მზერა ამჯერად გოგონას ტუჩებზე შეაჩერა - მე შენი მფლობელი ვარ და ასე გაგრძელდება მანამ სანამ შენით თამაში საინტერესო იქნება ჩემთვის.  შენ მე მეკუთვნი კიმ ჯისუ.... გასული ღამის მერე ჩემი თოჯინა ხარ.... ეს ნიშნავს იმას,  რომ არავის აქვს შენთან მოახლოების უფლება,  სანამ ჩემი სათამაშო ხარ, რომლის გაზიარებასაც არავისთან ვაპირებ..........    იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ, ახლოს არ გაეკარო იმ ნაბიჭვარს ...... წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულად დაშავდება.......................

- სისულელს ნუ ამბობ - ძლივს  მოახერხა ენის მოტრიალება შოკირებულმა გოგონამ, თუმცა მისი ხმა უმწეო  ლეკვის წკუტუნივით გაისმა - შენ უკვე მიიღე რაც გინდოდა. ნუთუ არ იყო საკმარისი? მორჩა.... საშუალება მომეცი წყნარად ვიცხოვრო.

- მორჩება მაშინ როცა ამას მე გადავწყვეტ - ლამის იღრიალა ვიმ,  გოგონამ კი შიშისგან თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში კისერში ცხელი სუნთქვა იგრძნო - არც იფიქრო ჩემი  ნათქვამი გაატარო, დამიჯრე შემიძლია შენი ცხოვრება უფრო მეტად დავამსგავსო ჯოჯოხეთს ვიდრე უკვე არის....................... - ამ სიტყვებით კიმმა ჯისუს კისერში სველი კოცნა დაუტოვა, ტუჩები გაილოკა და დღეს უკვე მეორედ დატოვა  შოკისაგან  დამბლადაცემული........................



იმედია მოსაწყენი არაა...... ვცდილობ ძალიან არ გავწელო მაგრამ მგონი არ გამომდის... <3 ჯანმრთელად იყავით მეგობრებოოოო.

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo