Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

Who are you

იმ საღამოს შემდეგ ჯისუსა და თეჰიონს აღარ უსაუბრიათ. გოგონა ყველანაირად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა ქმარს, თავის მხრივ კიმიც არ ცდილობდა მის ნახვას. ჯისუსთან უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა და ამის გამო არ სურდა მასთან ახლოს ყოფილიყო. მიაჩნდა რომ თუ შორს დაიჭერდა თავს გოგონას კიდევ ერთხელ დაუფლების გიჟური სურვილი გადაუვლიდა. რამდენიმე კვირა  შესანიშნავად გამოსდიოდათ ეს. ჯისუ უნივერსიტეტის ხარჯზე მაინც  ახერხებდა ჯინიანგის ნახვას ქმრისგან მალულად. ბიჭს მდგომრეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ის პირები კი ვინც იმ ღამით თავს დაესხა დაპატიმრებული იქნენ..... დრო გადიოდა, ჯისუ შესამჩნევად სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა... ამას ემატებოდა ლიზაც რომელიც გამუდმებით რეკავდა და კატეგორიულად ითხოვდა გოგონას მისთვის მდიდრული ვილა ეყიდა.  ჯისუ მის სისულელეებს ყურადღებას რათქმაუნდა არ აქცევდა.  აქამდე საკუთარი დანაზოგი ყოფნიდა, თუმცა დადგა მომენტი როცა პრაქტიკულად მშრალზე დარჩა და გადაწყვიტა სამსახური მოეძებნა. მალევე იპოვა ერთ ერთ პატარა კაფეში მიმტანის ადგილი თუმცა ახლა  მთავარი პრობლემა თეჰიონი იყო. გამოსავალი არ ჰქონდა გარდა იმისა რომ ნებართვა კიმისგან აეღო. იმ დილით ჩვეულებრივზე ადრე ადგა, რადგან იცოდა ვი სახლს საკმაოდ ადრიანად ტოვებდა. ჯისუ სამზარეულოსკენ გაემართა და საუზმის მომზადება დაიწყო.... რამდენიმე წუთში გოგონამ შენიშნა ქმარი, რომელიც გასასვლელისკენ მიემართებოდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დაუძახა

- კიმ, ერთი წუთით, სალაპარაკო მაქვს.......

..................................................

თეჰიონმა ჩვეულებრივ დილით ადრე გაიღვიძა, უდოდა სახლი ისე დაეტოვებინა  რომ ცოლი არ ენახა. მთელი ამ დღეების განმავლობაში ათასგვარი გზებით ცდილობდა მისი სხეული გონებიდან გაექრო, თუმცა უშედეგოდ. ჯისუს ხატება ჯიუტად არ სცილდებოდა მის გონებას.  ლამის ავად იყო იმდენად უნდოდა გოგონას საწოლში შეთრევა. კიმმა მძიმედ ამოიოხრა, როცა გოგონას ოთახს ჩაუარა,  სახეზე ისევ გულგრილი გამომეტყველება აიკრა და ის იყო მთავარ კარს მიუახლოვდა რომ ღრმა ტკბილმა ხმამ, რომლის გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად, სურდა გაჩერება აიძულა

- კიმ, ერთი წუთით, სალაპარაკო მაქვს - თეჰიონი ზანტად შეტრიალდა ხმის მიმართულებით და მისი მზერა ჯერ კიდევ პიჟამოებში მყოფ ჯიუსზე შეჩერდა. გოგონას როგორც ყოველთვის თმა არეულად აკრული ჰქონდა. მის სრულყოფილ ფეხებს პრაქტიკულად ვერ ფარავდა პიჟამოს მოკლე შორტი, მისთვის აშკარად დიდი ზომის მაისური კი მხარზე დაუდევრად გადავარდნოდა. კიმმა იგრძნო როგორ გაუხშირდა სუნთქვა და მზერა ამჯერად გოგონას სახეზე გადაიტანა, სხეულისაგან განსხვავებით, ჯისუს სახე სრულიად "უდანაშაულოდ" გამოიყურებოდა.....

- რა გინდა - ცივად გაისმა ბიჭის ხმაც

- მინდოდა მეთქვა რომ მუშაობას ვიწყებ - თითქმის ჩურჩულით თქვა  გოგონამ და თავი ჩახარა

- რა თქვი? - გადაიხარხარა ვიმ რომელიც ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ მისგან რამე ამის  მსგავსს მოისმენდა - არ გინდა თავის მოჩვენება, შეწყვიტე ნერდო. უბრალოდ მითხარი რამდენი გჭირდება - ცინიკურად გაისმა თეჰიონის ხმა და ბიჭმა ჯიბიდან საფულე ამოიღო. ჯისუს სიბრაზისგან სისხლმა ლამის თავში აასხა

- ფული არ მითხოვია კიმ, სამსახური უკვე ვიშოვე, უბრალოდ საქმის კურსში ჩაგაყენე. არც ის მევალება რომ შენგან ნებართვა ავიღო - ცივად გაიჟღერა გოგონას ხმამ

- კარგი, შეეშვი სისულელეებს, აიღე ფული რომელსაც გაძლევ . შენ ჩემი ცოლი ხარ. სად უნდა იმუშაო გაგიჟდი?

- რატომ არ უნდა ვიმუშაო? მე მუშაობა მინდა- ზედმეტი მონდომებისგან ფეხი დააბაკუნა  ჯისუმ და თეჰიონს ოდნავ ჩაეცინა

- კარგი, და სად აპირებ რომ იმუშაო? - ინტერესით ჰკითხა სიბრაზისგან აწითლებულს თან სიცილს ძლივს იკავებდა

- კაფეში, მიმტანად.... გუშინ გასაუბრებაზე ვიყავი და ამიყვანეს. უნივერსიტეტის შემდეგ წავალ. გთხოვ - ჯისუმ საბოლოოდ გადააბიჯა საკუთარ ღირსებას, მაგრამ ეს უკვე  არ აღელვებდა. თეჰიონმა ის ისედაც დიდი ხნის წინ წაართვა. ახლა მუშაობის ნებართვას თუ  სთხოვდა ამით არამგონია ქვეყანა დაქცეულიყო. თავის მხრივ კიმმა მძიმედ ამოიოხრა და კარისკენ შებრუნდა

- კარგი. მაგრამ თუ რამე ისე არ წავა, ან რამე არ მომეწონება მაშინვე შეეშვები, გასაგებია?

- კიი, და მადლობა - გახარებულმა შესძახა თან  დაამატა - არ შეჭამ? ბეკონი და კვერცხი შევწვი

- არ მშია....

- აიშ რა ხასიათი აქვს. მე აქ ზრდილობიანად მოქცევას ვცდილობ. - ჩაიბუზღუნა გოგონამ და ბედნიერი საჭმელს  მიუბრუნდა, რომ სცოდნოდა თეჰიონი არსად წასულა.... კარს უკან მდგარი საკუთარ თავზე საშინლად ბრაზობდა 

- მხოლოდ შენ მიგირთმევდი საუზმედ, სხვა არაფერს, შენ კიმ ჯისუ...................... 

.......................................

ჯონგუკი მუნივერსიტეტში მნიშნვნელოვან  საკითხებს აგვარებდა როცა კიმისგან შეტყობინება მიიღო, რომელიც სასწრაფოდ საკუთარ ოფისში მისვლას სთხოვდა. ჯონმა მძიმედ ამოიოხრა და მაშნვე მეგობართან  გაემართა. ბოლო დროს  საერთოდ ვეღარ სცნობდა, ცდილობდა ეს არ ეგრძნობინებინა მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია უფრო უსრესდებოდა...... 

.....................................

- თეჰიონ, აქ ყველა ის საბუთია რომელიც მთხოვე - ირენე შეფის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა და მისკენ გაემართა. მისკენ ზურგშექცევით მდგომი კიმი რომელიც ქალაქის ხედის დაკვირვებით იყო გართული შემობრუნებაზე არც მოცდენილა ისე  გაეპასუხა ლის

- აღარ გაბედო ასე შემოჭრა ჩემს კაბინეტში, ან რამდენჯერ უნდა გითხრა  სამსახურში სახელით არ მომმართო? დოკუმენტები მაგიდაზე დადე და წადი. 

- მაგრამ, თეჰ... ბატონო კიმ მინდოდა რაღაც სა.... - გოგონას საუბარი  ცივმა ხმამ გააწყვეტინა

- არ მაღელვებს არაფერი რაც სამსახურს არ ეხება. დამტოვე.......... - გაბრაზებულმა ირენემ კარი გაიჯახუნა მარტო დარჩენილმა კიმმა კი ღრმად ამოიოხრა და ჯონგუკის მოლოდინში ისევ სივრცის თვალიერება განაგრძო. მისი გონება მთლიანად ერთ პიროვნებაზე  ფიქრით იყო დაკავებული.  კიმ ჯისუ..... მხოლოდ ეს სახელი უტრიალებდა თავში.... მაგრამ რატომ?? რატომ განიცდიდა ასეთ დაუძლეველ ლტოლვას ამ უბრალო გოგოს მიმართ?....

- თეჰიონ, აქ ვარ...... შეგიძლია ამიხსნა ასე სასწრაფოდ რატომ გამომიძახე? - სავარძელში ჩაეშვა ჯონი და მეგობარს ყურადღებიანი მზერა მიაბყრო.

- მინდა რომ საღამოს ერთ ადგილას წახვიდე.. - ჩაახველა ვიმ, ისე რომ  გუკისთვის არ შეუხედავს.

-  სად გინდა რომ წავიდე? - გაოცდა ბიჭი,

- ჯისუ კაფეში მიმტანად იწყებს მუშაობას მინდა წახვიდე და შეამოწმო როგორი გარემოა.... 

- რა თქვი? შენი ნერდი?? - გუკმა  გაოცებისგან  პირი დააღო, ამას ნამდვილად არ მოელოდა. რამდენიმე წამში მის სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოისახა - რათქმაუნდა ძმაო, აი რატომ შეიცვალე ბოლო ხანებში. საკუთარ თავს აღარ გავხარ. გოგონებთანაც კი აღარ ერთობი, მხოლოდ უგონოდ სვამ და ისევ უკან ბრუნდები..... ყველაფერი გასაგებია

- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ჯონგუკ, საერთოდ არ უნდა მეთხოვა - კბილებში გამოცრა ვიმ და სავარძელში ჩაეშვა

- კარგი, კარგი წავალ აბა რას ვიზამ. მაგრამ მისამართი?

- გზაში მოგწერ, უკვე გავარკვიე 

- ღმერთო წარმოუდგენელი ხარ მაგრამ უნდა გითხრა რომ შეყვარებული თეჰიონი მომწონს - ჯონმა მეგობარს ცინიკური მზერა ესროლა თუმცა როცა მის მომაკვდინებელ გამოხედვას შეჩეხა უსიტყვოდ გავარდა კაბინეტიდან.   

.......................................... 

დაღვრემილი ირენე თავის კაბინეტში შეიკეტა და სამუშაო მაგიდას ჩაფიქრებული მიუჯდა. თეჰიონი ბოლო თვეა ძალიან შეიცვალა. მათ ისევ აქვთ ურთიერთბა, ისე როგორც ადრე თუმცა გოგონა ხვდება რომ კიმი მასთან არ არის. მხოლოდ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. რეალურად მისი გონება და გული სხვაგანაა.  ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით სხვასთანაა. ირენე ღრმად ოხრავს, მან მშვენივრად იცის თეჰიონი უგონოდაა შეყვარებული ჯისუზე. იმ მომენტიდან იცის რაც ქორწილზე ნახა. კიმის მზერა რომელიც ცოლისკენ ჰქონდა მიმართული, ასე არავისთვის არასდროს შეუხედავს. გოგონა შინაგანად თავს დამნაშავედ გრძნობს,  თუმცა უკან დახევა არ შეუძლია... ამისთვის ზედმეტად გვიანია........... მას სჭირდება ეს სამსახური, სჭირდება რომ აღარასდროს მოუწიოს იმ ნაგავში დაბრუნება სადაც დაიბადა ........

................................................................

ჯისუ ბედნიერი სახით შედის მომცრო ზომის კუთხის კაფეში, რომელიც თითქმის სავსეა და დახლთან მდგომი შვგვრემანი გოგონასკენ მიიწევს.... 

- გამარჯობათ, მე კიმ ჯისუ ვარ, გუშინ ამიყვანეს - საყვარელი ღიმილით ესალმება შავთმიანს და ისიც ანალოგიურად პასუხობს. 

- სასიამოვნოა  მე ჩოი ანნა ვარ და იმედი მაქვს დავმეგობრდებით, გასახდელში უნიფორმა ჩაიცვი, შემდეგ კი მე ყველაფერს გასწავლი - ტკბილად ჩამოარაკრაკა შავთმიანმა და ჯისუს გული გაუთბა, ღმერთს მადლობა შესწირა რომ კარგი გარემო დახვდა..... მან მაშნვე მიაშურა გასახდელს. კაფის მოკრძალებული ფორმა ჩაიცვა რომელიც მუქი შარვლისა და  ამავე ფერის მაისურისაგან შედგებოდა და უკან დაბრუნდა.

- ძალიან კარგი. ძალიან ლამაზი ხარ ჯისუ, ეს ფორმაც საოცრად მოგიხდა - გულღიად გაუღიმა ანნამ - მიხარია რო მ აგიყვანეს, სიმართლე გითხრა მარტო საქმე თავს ვერ ვართმევდი

- მეც მიხარია რომ აქ ვარ. მაგრამ უფროსს ვერ ვხედავ. დღეს არ არის?

- ბატონი ჩა აქ იშვიათადაა, ძირითადად მისი უსიმპატიურესი შვილი ხელმძღვანელობს კაფეს. - წარბები აათამაშა ანნამ - კარგი ახლა საქმეს შევუდგეთ. მე კი შევეცდები ყველაფერი სწრაფად გასწავლო. გოგონები ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. ჯისუს თითქმის გადაავიწყდა საკუთარი სადარდებელი.  გოგონა კარგი მოსწავლე გამოდგა, მან საღამომდე პრაქტიკულად ყველაფერი აითვისა. 

- ჯისუ გთხოვ ეს შეკვეთა მესამე მაგიდასთან  მიიტანე -  ხელში ლანგარი მიაჩეჩა გოგონას ანნამ და ისიც მაშინვე დავალების შესასრულებლად წავიდა. მაგიდასთან მსხდომ ლამაზ წყვილს თბილად გაუღიმა და შეკვეთა წინ დაუდო, უკან გამობრუნებული მოულოდნელად მაღალ ფიგურას შეეჯახა და ის იყო იატაკს უნდა ჩახუტებოდა ძლიერმა მკლავებმა გულზე მჭიდროდ მიიკრეს. ჯისუ სწრაფად გამოერკვა, მაღალ ფიგურას ახედა და თვალები გაუფართოვდა მის წინ  შავგვრემანი  ახალგაზრდა   იდგა და ეშმაკურად უღმოდა..... ბიჭი მოულოდნელად მისკენ დაიხარა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა

- გამარჯობა ახალო, პირველი დღეა და უკვე ჩემს მკლავებში ხარ?  საინტერესო დასაწყისია..........................



Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo