punish
ჯისუ კლინიკაში შეშლილის სახით შევარდა პალატაში რომელიც მიმღებში მიუთითეს და ფეხების კანკალით მიუახლოვდა ბიჭის საწოლს. გული შეეკუმშა როცა ფერდაკარგული, უგონოდ მყოფი პარკი შენიშნა.
- ჯინი, ჯინ... მაპატიე - გოგონა პარკის საწოლზე დაემხო და გულამოსკვნილი აქვითნდა - მაპატიე რომ ვერასდროს გაგიგე. იქნებ ცოტა ადრე რომ გამეცნობიერებინა შენი ჩემდამი სიყვარული ახლა სხვა რეალობის წინაშე ვყოფილიყავით. მაპატიე გთხოვ და მალე გამოკეთდი. შენს გარეშე არც კი ვიცი რა უნდა ვქნა.... ჩვენ აქ ვართ. მე და როზე მარტო არ ხარ. უბრალოდ ორივენი ერთად არ შემოგვიშვეს. ჯინ.. ერთხელ დამპირდი რომ არასდროს მიმატოვებდი. ვიცი რომ სიტყვას შეასრულებ. ვერ მიმატოვებ. ამის უფლება არ გაქვს. - ჯისუმ ბიჭის გაყინული ხელი თავისაში მოიქცია, მეორეთი კი ცრემლი მოიწმინდა. არ შეეძლო მეგობრის ასეთ მდგომარეობაშ ხილვა. მუდამ მხიარული ჯინიანგი ახლა აბსოლიტურად ურეაქციოდ გაშეშებული იწვა.... გოგონამ არც კი იცოდა სიტუაციის გამოსასწორებლად რა უნდა ექნა
- მშვიდად იძინე, ძალები უნდა აღიდგინო. მე აქ დავრჩები შენთან. არ მიგატოვებ - მტკიცედ თქვა გოგონამ თუმცა ექიმის გამოჩენამ აიძულეა მწოლიარეს მოშორებოდა. ჯისუ ფეხზე წამოდგა ცრემლები შეიმშრალა და შუა ხნის მამაკაცს ახედა
- გონს მალე მოვა, ხომ ასეა ექიმო?
- დიახ ახალგაზრდა ქალბატონო, დილით უკვე გონზე იქნება... ამაღამ აქ დარჩენას აზრი არ აქვს. აჯობებს დილით მოხვიდეთ და მოინახულოთ - დაბეჯითებით წარმოთქვა ექიმმა და ის იყო ჯისუ შეწინააღმდეგებას აპირებდა რომ იმ წამს გამოჩენილმა როზემ მყისიერად გააჩუმა
- სოია, შენი ქმარი ალბათ ცოფებს ყრის, ძალიან გთხოვ სჯობს წავიდეთ, დილით გაიღვიძებს და ჩვენც მასთან ვიქნებით, გთხოვ, არ მინდა გაწყენინოს - ვედრებით შეხედა მეგობარს პარკმა და ჯისუმ ღრმად ამოიოხრა. თეჰიონი და მისი წესები სულ გადაავიწყდა. ახლა მხოლოდ უნდა ელოცა რომ ეგრეთწოდებული ქმრისთვის სახლში მიესწრო........ გოგონა სწრაფად წამოვიდა საავადმყოფოდან, მას უკან დაედევნა როზე
- სო, გინდა გამოგყვე?
- არა, ყველაფერს მივხედავ. ავუხსნი იმას რაც მოხდა, მართალია ნაბიჭვარია მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი მონსტრიც არ არის.
- როგორც გინდა..... თუ რამეა მაშინვე დამირეკე - როზე მეგობარს სწრაფად მოეხვია და მალე ორივე მათგანი საკუთარი გზით წავიდა.
.........................................................................
თეჰიონის უარით გაოცებულმა ჯონგუკმა რამდენჯერმე დახედა ტელეფონს. კიმთან თითქმის 20 წლიანი ურთერთობის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ვიმ გართობასა და დალევაზე უარი თქვა. ჯონს ეჭვიც კი შეეპარა ნამდვილად ესაუბრებოდა თუ არა საკუთარ მეგობარს.
- ღმერთო, ნუთუ თავად გართობის ღმერთი უარს ამბობს შემოგვიერთდეს? რა გაეწყობა იძულებული ვართ ეს საღამო მარტომ გავატაროთ ლამაზო - ეშმაკურად ჩაიღმა ჯონგუკმა და მის კალთაში მჯდომი გოგონა ხანგრძლივ ვნებიან კოცნაში ჩაითრია......
........................................................
ჯისუ სწრაფად გადმოვიდა ტაქსიდან და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა მანსიონისაკენ, გულში იმედოვნებდა რომ თეჰიონი დილანდელი საუბრიდან გამომდინარე მის შემოწმებას არ მოისურვებდა. გოგონამ ძალიან ჩუმად გააღო მთავარი კარი და სახლშ ქურდივით შეიპარა. ის იყო საკუთარი საძინებლის კართან მისულმა მშვიდად ამოისუნთქა, რომ მოულოდნელად ძლიერი მკლავების ტყვეობაში აღმოჩნდა. ყელთან კი ცხელი სუნთქვა იგრძნო...... ჯისუმ ზუსტად იცოდა ვის ეკუთვნოდა ეს მძლავრი სხეული და ჯანდაბა კიმ თეჰიონი აშკარად ნასვამი იყო. სანამ სასოწარკვეთლი გოგონა გამოსავლის ძებნას ცდილობდა თეჰიონს დრო არ დაუკარგავს, სწრაფად შეატრიალა სახით მისკენ და დამატყვევებელ თვალებში ჩახედა.
- რა გითხარი ამ სახლში არსებული წესების შესახებ? გადაწყვიტე რომ ყველა მათგანი ერთად დაგერღვია? რა პათეტიკაა.- ხმადაბლა დაიგრგვინა კიმმა და გოგონამ შიშისგან ნერწყვის გადაყლაპვა ძლივს შეძლო
- მე... მე შემიძლია ყველაფერი აგიხსნა - ძლივს ამოთქვა ჯისუმ თუმცა მისი ხმა უფრო კნავილს ჰგავდა - უბრალოდ გამიშვი და გეფიცები ყველაფერს აგიხსნი - გოგონა ზედმეტად შეშინებული ჩანდა . თეჰიონი მშვენივრად გრძნობდა როგორ ცახცახებდა მისი პატარა სხეული. კიმის სხეულსა და გონებაში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ბობოქრობდნენ. ერთი მხრივ უნდოდა გოგონასთვის ახლავე შემოეხია ყველაფერი და აქვე დაუფლებოდა, მეორე მხრივ კი მისი გონება ამ პატარა არსებისგან შორს გაქცევას აიძულებდა. სამწუხაროდ როდესაც საქმე სურვილებს ეხებოდა ვი არასდროს მოქმედებდა გონების კარნახით.
- ოდესმე მითქვამს რომ ულამაზესი ტუჩები გაქვს? - გოგონას ბაგეებთან დაიჩურჩულა კიმმა და ჯისუს სახესთან მიახლოება განაგრძო. პარალელურად დაჰიპნოზებული მხოლოდ გოგონას გულის ფორმის ბაგეებს აკვირდებოდა დაჟინებით
- რა, რაჯანდაბას ამბობ, რამ გაგაგიჟა? კიმ თეჰ..... - გოგონას ბიჭის რბილმა ტუჩებმა სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა. ჯისუ მთელი ძალით აფართხალდა მის მკლავებში თუმცა გარკვეული პერიოდის მერე, როცა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა რომ ვერ შეძლებდა მის მოშორებას, მოეშვა და ნელნელა თავადაც აჰყვა კოცნაში. გოგონამ იგრძნო როგორ ჩაეცინა თეჰიონს და მისი სხეული უფრო ახლოს მიიკრა. ჯისუს თითები კიმის თმაში აიხლართა, ბიჭის ხელები კი გოგონას სხეულზე უმისამართოდ მოგზაურობდნენ. მათთვის ირგვლივ არაფერი არსებობდა. ორივენი საბოლოოდ ჩაიკარგნენ ამ ჯადოსნურ კოცნაში. თეჰიონმა ძალიან ნელა დაუკოცნა გოგონას მოხდენილი ყელი და ჯისუს ბაგეებს სუსტი კვნესა დასცდა. გოგონა საბოლოოდ დაიკარგა მის შეხებაში. საკუთარ თავზე კონტროლი ორივემ დაკარგა. საბოლოო ჯამში ისევ ჯისუ გამოერკვა, მოდუნებულ თეჰიონს ხელი ჰკრა და სწრაფად მოიშორა
- მაპატიე - ჩუმად ჩაილაპარაკა ერთიანად აჭარხალებულმა გოგონამ, საძინებელში შევარდა და კარი საგულდაგულოდ გადაკეტა. მისი საქციელისგან შოკირებულმა თეჰიონმა კი ხმადაბლა შეიკურთხა და ხელები თმაში ნერვიულად შეიცურა.
- მან მე უარმყო?..............
.......................................................
ჯინიანგი ფრთხილად ახელს თვალს და მისი მზერა მაშინვე უკუნს აწყდება. მწველი ტკივილი მთელს სხეულში უვლის, გონებას უბინდავს..... მისი გონება მომენტალურად იწყებს ყველაფრის გახსენებას და ჩუმად ოხრავს. ბოლო რაც აღიდგინა ისაა რომ ბარიდან გამოსულს, უკვე საკმაოდ მთვრალს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა. ბიჭს არც კი უცდია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.. პირველი დარტყმა მისმა სხეულმა მძაფრად შეიგრძნო, შემდეგ კი უბრალოდ გონება დაკარგა. პარკს სიმწრისგან ცრემლი წასკდა როცა ასე უგონოდ გამოთრობის მისზეზი გაიხსენა. მის გონებაში ჯისუს სახე გაჩნდა.
- ნუთუ საბოლოოდ დაგკარგე? ნუთუ უკვე სამუდამოდ მას ეკუთვნი?? რომ ვიცოდე სულ პატარა შანსი მაინც მაქვს, რომ ვიცოდე რომ სულ ცოტა მაინცაა შენში ჩემი სიყვარული გეფიცები შენთვის ბრძოლას არასდროს შევწყვეტ კიმ ჯისუ..... სამუდამოდ მეყვარები..............
........................................................
მომხდარისგან ჭკუიდან გადასული თეჰიონი მანქანის გასაღებს იღებს და უახლოესი კლუბისკენ მიემართება.... მას აუცილებლად სჭირდება განტვირთვა. უნდა გათავისუფლდეს. კიმი ბევრს არ ფიქრობს ბარმენს ყველაზე ძლიერი სასმლის დასხმას სთხოვს და პერანგის ღილებს იხსნის. მაინც როგორ მოხდა რომ ჯისუმ მისთვის ხელის კვრა გაბედა? არ მოსჩვენებია, გოგონას ნამდვილად უნდოდა იგი, ისევე იწვოდა მისი სურვილით როგორც თავად.. მაშინ რა მოხდა, ხელი რატომ ჰკრა?
- მარტო ხარ? - თეჰიონს ძალიან ახლოს მოესმა გოგონას წრიპინა ხმა და თვალები აატრიალა
- შეიძლება, მერე?
- ოჰ მამიკო გაღიზიანებულია? მე შემიძლია ეს გამოვასწორო - ქერა მთელი სხეულით ეკვრის კიმს და ისიც მაშინვე ბინძურ ღიმილს იკრავს სახეზე, რატომაც არა. ბოლოს და ბოლოს ნერდის მიმართ მხოლოდ ლტოლვას გრძნობს. რა მნიშვნელობა აქვს ამას ვისთან დაიკმაყოფილებს. თეჰიონი გოგონას უახლოეს ვიაიპ ნომრში მიათრევს და შარვლის გახსნას იწყებს. რატომღაც ხასიათზე არაა ამ "მრავალჭირნახული" ბოზის კოცნით პირი წაიბილწოს. ქერას უხეშად აგდებს საწოლზე და მომენტალურად ადგილზე შეშდება. ისევ მას ხედავს. ნერდს რომელიც თავისი მომნუსხველი ღიმილით აკვირდება. მის გონებაში სწრაფადვე ცოცხლდება დღევანდელი საღამოს სცენაც. თეჰიონი ცხადად გრძნობს როგორ დასრიალებს ჯისუს პატარა ხელები მის თმებში. ეს ბოლო წვეთია. კიმი ხმამაღლა იკურთხებს, სამოსს ისწორებს და ნომრიდან შეშლილივით გარბის. არ შეუძლია იმ ძუკნის დანახვაც კი, შეხებაზე საუბარი ზედმეტია. მთელი გზის განმავლობაში ლოცულობს გოგონა თავლში არ შეეჩხიროს იცის თავის შეკავებას ვერ შეძლებს თუ მას თვალს მოჰკრავს......
- ასეთს რას მიკეთებ ნერდო.... შენს გამო ჭკუიდან რატომ ვიშლები???
ესეც ბონუს თავი....... იმედია მოგეწონებათ
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro