Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

My happy ending

ჯონგუკი კაფეში შედის და მაშინვე ეხვევა ანას, რომელიც თავადაც კისერზე ხვევს ხელებს ბიჭს

- მოგენატრე?? - ჯონი ჩუმად ეჩურჩულება გოგონას და ისიც გაუბედავად უქნევს თავს. - ანა ვიცი ახლა მაგის დრო არაა მაგრამ მინდა ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონს ოფიციალურად ერთად არ ვართ. მინდა რომ ეს საკითხი განვიხილოთ

- მაგრამ შენ, ანუ არ მგონია რომ შენი ტიპაჟის ბიჭებს არ მოსწონთ სერიოზული ურთიერთობები. საჭირო არაა თავს რამე დააძალო. მე არაფერი მითხოვია - უხერხულად ჩაილაპარაკა ანამ და ჯონს მზეარ აარიდა

- რას გულისხმობ ჩემი ტიპაჟის? შენი აზრით გამოუსწორებელი მოთამაშე ვარ არა? მართალია ასეთი ვიყავი, უფრო სწორად შანსი მქონდა და ვიყენებდი თუმცა არავისთან მიგრძვნია თავი ისე კომფორტულად როგორც შენთან. 

- ადამიანები არ იცვლებიან ჯონგუკ. მირჩევნია არაფერი შევცვალოთ. მერე გული უფრო მეტკინება, არ მინდა შემიყვარდე - ამოილუღლუღა გოგონამ თუმცა ისევ თალი აარიდა ბიჭს

- სამწუხაროა, იმიტომ რომ მე მიყვარხარ და ნამდვილად მოგიწევს შენც შემიყვარო. არ ვაპირებ შეგეშვა პატარავ. ცხოვრებში პირველად მართლა ვიპოვე ადამიანი რომელიც ისეთია  როგორიც ყოველთვის მჭირდებოდა და გგონია გავუშვებ? არა მადლობთ. ახლა წავიდეთ ამ საკითხზე კამათს აღარ ვაპირებ. ისე იქნება როგორც მე ვიტყვი - ოდნავ მკაცრად თქვა ჯონგუკმა და გოგონას ტუჩებს დაეწაფა

- აჰემ, უკაცრავად რომ შემოგეჭერით მაგრამ  მგონი დროა არა? - იმ წამს გამოჩენილმა ეუნვუმ ოდნავ ჩაახველა რომ მეტად გართული წყვილის ყურადღება მიებყრო.

- დროა? რისი დროა, არ მითხრა რომ შენც მოდიხარ - თვალები გაუფართოვდა ჯონგუკს. ტანში გასცრა როცა წარმოიდგინა ეუნვუს  და ჯისუს შეხვედრა. მერე თეჰიონის რეაქცია - იცი რა ძმაო, მგონი ჯობს დარჩე. 

- კარგი რა ჯონ,  ჯისუ ჩემი მეგობარია.  მისი ნახვა მინდა. 

- მე გაგაფრთხილე - ჩაიბუზღუნა ჯონგუკმა და სამივენი მანქანისაკენ გაემართნენ

.........................................

ჯისუ ბოლო ტკბილეულს ლამაზად რთავდა როცა იგრძნო როგორ შემოეხვივნენ ხელები წელზე და ფართოდ გაიღიმა

- მეგონა  ექვსისთვის დაბრუნდებოდი - გოგონა ქმრისკენ შეტრიალდა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა

- ვიფიქრე რომ დახმარება დაგჭირდებოდა. - უცნაურად ჩაიცინა თეჰიონმა და ცოლს თვალი აარიდა

- დარწმუნებული ხარ? თუ იფიქრე რომ შეიძლებოდა ჯინიანგი უფრო ადრე მოსულიყო და ამის გამო გამოქანდი? - ეშმაკურად ჩაიცინა ჯისუმ

- მეე? რა სისულელეა, საიდან მოიტანე, ხომ დაგპირდი არა - აშკარად ანერვიულდა ვი. გოგონას კი გულიანად გაეცინა. 

- ჩემი ქმარი ზედმეტად ეჭვიანია, თეჰიონ, აქ იმიტომ ვარ რომ მიყვარხარ. ეს რა არ მითქვამს? მიყვარხარ. საჭირო არ არის სისულელეზე იფიქრო. შენს გარდა არავინ მჭირდება. - ჯისუ ქმარს მოეხვია. კიმმა კი მაგრად მიიკრა გულზე

- ვიცი პატარავ, უბრალოდ იმაზე ფიქრიხ კი ჭკუიდან მშლის რომ შეიძლება ვინმემ შენი თავი უბრალოდ წამართვას. რომ ოდესმე ვინმე შეიძება შეგეხოს. შენ ჩემი ხარ

- ჰო, შენი ვარ. იმიტომ რომ თავად მინდა ასე. სანერვიულო არაფერია - თეჰიონმა გოგონას ნაზად აკოცა შუბლზე და ამ დროს ზარის ხმაც გაისმა. 

- ალბათ ირენეა, მითხრა რომ ადრე მოვიდოდა - ხელები შეიმშრალა ჯისუმ და კარისკენ წავიდა. მას მაშინვე გაჰყვა ვი

- ირენე? ირენე აქ დაპატიჟე, მეგონა ვერ იტანდი.

- რატომ ვერ უნდა ვიტანდე, ის რაც ადრე თქვენს შორის იყო ეგ მე არ მეხება. ხოლო თუკი მომავალში ჩემს ღალატს იფიქრებ ბევრს ნამდვილად არ გავაჭიანურებ და იმ წამსვე მიგატოვებ, ყოველგვარი სკანდალის და სინანულის გარეშე. ასე რომ - ჯისუმ თმები დემონსტრაციულად გადაიყარა მხარზე, გამოშტერებული თეჰიონი უკან მოიტოვა და კარის გასაღებად გაემართა. რამდენიმე წამში სახლი როსოზესა და ჯისუს ბედნიერმა შეძახილებმა აავსო.

..........................................................

კიმი ნება ნება მიირთმებს ბურბონს და მოშორებით სტუმრებთან მყოფ ჯისუს აკვირდება ........  გოგონა ერთიანად ბრწყინავს, მისი ბედნიერი სახის დანახვა კი სიხარულით ავსებს თეჰიონსაც.  თვალს ვერ წყვეტს ცოლს. როგორ შეიძლება ადამიანი ყოველ წუთს უფრო ლამაზი გეჩვენებოდეს. ვი ბედნიერი ოხრავს, იმდენად ბედნიერია რომ ეჭვი ეპარება ყველაფერი ეს რეალობაში ხდება.  ერთი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა რომ გოგონას გამო თავს აბსოლიტურად დაკარგავდა. მის თვალებზე შეიშლებოდა. იმდენად დაკარგავდა ჭკუას, რომ  ქვეყნის დასალიერში უკანმოუხედავად გაქანდებოდა მის მოსაძებნად. 

- ძალიან იღბლიანი ხარ. ულამაზესია - ისმის ბოხი ხმა და თეჰიონი ცოტა იძაბება. იგი მაშინვე იხედება უკან მდგომი პაკისკენ

- რათქმაუნდა ასეა, ამქვეყნად ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ რომ ის მყავს. ლამაზია, ყველაზე ლამაზი - თეჰიონს გაუცნობიერებლად უთბება ხმა,მისი მზერა ისევ გოგონასკენ ინაცვლებს, ჯინიანგი კი აგრძელებს

- გაუფრთხილდი. არც კი გაიფიქრო მისი გულის ტკენა, იმიტომ რომ შენს გამო თუ კიდევ ერთხელ იტირებს მას აუცილებლად თავად წავიყვან. - თეჰიონს მისი სიტყვები აბრაზებს, მაგრამ როგორღაც მშვიდდება. რაღაც მომენტში ესმის კიდეც პაკის.

- მინდა რომ დაველაპარაკო, ჩათვალე უკანასკნელად. იმედია ამის გამო არ გაღიზიანდები - გამომცდელად უყურებს კიმს ჯინიანგი თეჰიონს ოდნავ ეღიმება

- ჩემს პატარას ვენდობი. შეგიძლია დაელაპარაკო, და ჰო, მინდა იცოდე რომ მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. გულს აღარასდროს ვატკენ. - ჯინიანგი ოდნავ უქნევს თავს და მაშინვე ჯისუსკენ მიდის. კიმის მზერა აივნისკენ მიმავალ წყვილს მიჰყვება, ეჭვიანი ბუნება აქვს თავს ვერაფერს უხერხებს. ბურბონს ერთიანად სვამს და თავად სტუმრებს უერთდება რათა ყურადღება გადაიტანოს.

..........................................

- იცოდე ბავშვის ნათლიები ჩვენ ვართ - ამაყად წარმოთქვა როზემ და ჯისუმ მას და ანას ღიმილით დაუქნია თავი

- რათქმაუნდა, სხვა არც კი განმიხილავს ამ პოზიციაზე. სამივეს გულიანად გაეცინა.

- ჯისუ, შეიძლება დავილაპარაკოთ? - ჯინიანგი მეგობარს მიუახლოვდა და მხარზე ხელი მოუთათუნა

- რათქმაუნდა ჯინ - გოგონამ გაუღიმა, დანარჩენებს ბოდიში მოუხადა და პაკთან ერთად აივნისკენ გასწია. - აბა გისმენ, 

- სოია, მინდა პატიება გთხოვო, იმის გამო რომ უეცრად დავიკარგე. ისე მიგატოვე რომ არც კი მიფიქრია შეიძლება რამე გაგჭირვებოდა ან ცუდად ყოფილიყავი. იმდენად დამაბრმავა ტკივილმა, დარდმა რომ გავიქეცი, შენ გაგექეცი. მეგონა ეს მიშველიდა. მაპატიე, რომ შენთან არ ვიყავი როცა ყველაზე მეტად გიჭირდა

- არაფერია ჯინ, ჩემი ბრალია. იმ დღეს ძალიან უხეშად გელაპარაკე. არ უნდა შენ და როზე ერთადერთი ნათელი მოგონება ხართ ჩემი ბავშვობიდან. არ მინდა რომელიმე დაგკარგოთ. - ჯისუს ცრემლი მოერია

- გპირდები, არასდროს დავკარგავთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, უბრალოდ უნდა გავემგზავრო.. ასე ჯობს. 

- მაგრამ.......

- დამიჯერე ჩიჩუ, დავბრუნდები როცა სწორი დრო მოვა, ახლა უნდა წავიდე - ჯინიანგი გულღიად უღიმის მეგობარს. ჯისუ კი მაგრად ეხვევა ბიჭს.

- მომენატრები, დამპურდი რომ მომწერ - საპასუხოდ ჯინიანგიც ხვევს ხელებს და შუბლზე კოცნის

- აუცილებლად მოგწერ. რათქმაუნდა არასდროს დაგივიწყებ ჩემო ჩუ. - პაკი კიდევ ერთხელ ეხვევა გოგონას და უკანმოუხედავად მიდის. 

- ასე უკეთესია - ჩუმად ამბობს ჯისუ, თან ცდილობს ცრემლები შეიკავოს  -  ასე უკეთესია............

.....................................................

დრო სწრაფად გარბის, უკვე მერვე თვეში მყოფი ჯისუ  საყვარელი ბურგერებით ხელში ქმრის კაბინეტისკენ მიიჩქარის. გოგონას წინ სახეგაბადრული ირენე ეგებება. საპასუხოდ უღიმის ჯისუც თუმცა როგორც კი ყუთებს ამჩნევს სახე ეღუშება

- არ გადაიფიქრება არა?

- არა, ასე უკეთესია, სჯობს წავიდე. 

- სად წახვალ? - კითხულობს შეწუხებული გოგონა და ლის ყურადღბით უყურებს

- საოცარი ადამიანი ხართ, მას აშკარად გაუმართლა რომ გვერდით თქვენ ყავხართ.  ალბათ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდები. ცოტას დავისვენებ, რაც მართლა მჭირდება მერე კი ყველაფერს ახლიდან დავიწყებ.

- გისურვებ ყველაფერის საუკეთესო გქონდეს - თბილად იღიმის ჯისუ, ლი მას თავს ოდნავ უკკრავს და გოგონაც საბოლოოდ კიმის კაბინეტში შედის. თეჰიონი როგორც ყოველთვის მთელი არსებით საბუთებშია ჩაფლული, რის გამოც შემოსულს გვიან ამჩნევს

- ჯისუ, აქ რამ მოგიყვანა ჩემო პატარავ? - თეჰიონი ხწრაფად მიემართება ცოლისკენ და გულში იკრვს

- საჭმელი მოგიტანე - იკრიჭება გოგონა და ვი მხიარულად იღიმის - არ მინდოდა მარტო მეჭამა

- ჩემი გოგო საოცრად მზრუნველია - ვი ფრთხილად ისვამს კალთაში უკვე ძალიან გაბერილს და პირველად ჯისუს აჭმევს

- თეჰი, დავიღალე, ძალიან მინდა რომ მალე გაჩნდეს - ამოიხვნეშა საწყლად, ვის კი ჩაეცინა

- მეც ერთი სული მაქვს მისი პატარა საყვარელი სახე დავინახო მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა, ჩემი გოგონა ჭკვიანია, იცის როდის უნდა მოევლინოს ამ ქვეყნიერებას

- რა იცი რომ გოგონაა? ექიმს ხომ ავუკრძალე  სქესი ეთქვა, ახლა არ მითხრა რომ შენ ჩემს ზურგს უკან გამოტყუე ინფორმაცია?

- არა, უბრალოდ ვგრძნობ, პირველი მომენტიდან ვგრძნობ რომ აქ მამიკოს პრინცესაა - კიმი ნაზად უსვამს ხელს ცოლის გაბერილ მუცელს და ჯისუს მარწყივ ტუჩებს  საოცარი სინაზით ეწაფება. ეს არის მათი სამოთხე, მათი უბედურების რეცეპტი, მათ სჭირდებათ ერთმანეთი რომ  ბედნიერები იყვნენ. 

............................................................

საღამოა..... ირგვლივ ახლახანს ჩამოწვა ბინდი....   ახალგაზრდა გოგონა ვერანდაზე ზის და სახელსახელოდ მისთვის დამზადებულ საქანელაში  ნებიერად ქანაობს..... პატარას ჭირვეული წუწუნი აღარ ისმის როგორც ჩანს მამიკომ მოახერხა მისი დაძინება......... კმაყოფილი ადრეული გაზაფხულის სიოს უშვერს სახეს,  მალე გრძნობს როგორ ეხება  შიშველ მხარზე კიმის ტუჩები. გოგონას ეღიმება ქმრის მკლავებში მოქცეული მჭირდროდ ხვევს მას ხელებს და მთლიანად მის ნებას ემორჩილება. მათი ცხოვრება ამჯერად ნამდვილ ზღაპარს გავს................  ეს ნამდვილად მისი ბედნიერი დასასრულია...................




მართლა არ მჯერა რომ მეშვიდე ფიკი დავასრულე. რაღაც არარეალური მგონია...... ძალიან ვნერვიულობ, ყველაფერ მთლად ისე არ წავიდა როგორ იყო ჩაფიქრებული, თუმცა იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ ფიკით და ფინალით რათქმაუნდა. არ ვიცი როგორი გამოვიდა ამის შეფასებას თქვენ მოგანდობთ. უბრალოდ მინდა დიდი მადლობა გითხრათ იმ სიყვარულისთვის რაც მაჩუქეთ. თან შანსი მაქვს  აქვე დაგასპოილეროთ ცოტა.  1 ოქტომბრიდან დავიწყებ ახალ ფიკს. ცოტა განსხვავებულს იმათგან რაც აქამდე დამიწერია. იმედი მაქვს გამამხნევებთ და ასევე ბოლომდე გამომყვებით, ძალიან მიყვარხართ ყველანი <3 <3 შევხვდებით სხვა ფიკში და სხვა დროს ......................

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo