Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

Insanity

დილის 4 საათი. კიმების რეზიდენცია

- რას ნიშნავს არსად არის?! - ბოლო ხმაზე იღრიალა თეჰიონმა და გაცეცხლებულმა სამუშაო მაგიდა  აატრიალა - რისი მაქნისები ხართ? რისთვის გიხდით? ჩემი ცოლი სახლიდან გავიდა და ვერც ერთმა თქვენგანმა ეს ვერ შენიშნა?. ვიდეო კამერების ჩანაწერები შეამოწმეთ, მთელი ტერიტორია გაჩხრიკეთ და ჯისუ მომიყვანეთ წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთ თქვენგანს არ დავინდობ....... -  დაზაფრულმა დაცვის წევრებმა მაშინვე დატოვეს კაბინეტი. თეჰიონი კი ნერვიულად მოჰყვა  ბოლთის ცემას
- შენ ასე მარტივად არ წახვიდოდი.... არსად წახვიდოდი ნერდო......

......................

რამდენიმე საათით ადრე

თეჰიონმა მოუთენლად შეაღო მანსიონის კარი და უჩვეულო სიჩუმემ მომენტალურად დაზაფრა. იგრძნო რომ მარტო იყო. ვერ მიხვდა რამ გაუჩინა ეს შეგრძნება. შეიძლება იმან რომ არსად ჩანდა ჯისუ, რომელიც მას დაბრუნებამდე მისაღებში ელოდა, ან შეიძლება უბრალოდ იმ უსიცოცხლო გარემომ რაც იქ დახვდა... კიმი გაუცნობიერებელმა შიშმა შეიბყრო და სასწრაფოდ წავიდა საძინებლისკენ. იქაც არავინ დახვდა. ჯისუს ძველ ოთახშ შევარდა. გოგონას კვალი არც იქ იყო.

- ნაიონ - მსახურს გასძახა თეჰიონმა, ქალი მანსიონის დასავლეთ ფლიგელში, მსახურებისთვის განკუთვნილ სახლში იმყოფებოდა. ბატონის ყვრილისთანავე შეშინებული მთავარი სახლისკენ გამოიქცა და შეშლის სახით მდგომ თეჰიონს წააწყდა

- რა მოხდა ბატონო კიმ?

- სად არის ჩემი მეუღლე? - თეჰიონის ხმა ძალიან ხმადაბლა გაისმა. ქალმა მძმედ გადაყლაპა ნერწყვი

- ბა.ბატონო, დღეს თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ქალბატონმა დასასვენებლად სახლში გამიშვა. როცა წავედი ქალბატონი აქ იყო...

- ვერაფერი შენიშნე? როგორ იყო? რამე გითხრა? სადმე ხომ არ აპირებდა წასვლას?

- არა ბატონო, არაფერი უთქვამს. უბრალოდ ძალიან ცუდად გამოიყურბოდა. ცუდ ხასიათზე იყო.... მაპატიეთ, მაგრამ არ შეგიმჩნევიათ რომ ამ ბოლო პერიოდში ქალბატონი უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა? საშნლად ფერმკრთალი იყო და თითქმის არაფერს ჭამდა.. რამდენჯერმე გონებაც დაკარგა. 

- რა თქვი? - მზერა უფრო შეშლილი გაუხდა თეჰიონს, - ჯანდაბა, შეგიძლია წახვიდე........... - კიმი ისევ საძინებლეში ავიდა. ფრთხილად მივიდა კარადასთან და აკანკალებული ხელით გამოხსნა - ჯანდაბა.................

...........................

- როგორც ჩახვალ დამირეკე, ძალიან მეშინია, მარტომ რა უნდა ქნა ამხელა ქვეყანაში? - ამოიტირა პარკმა და 

- ყველაფერი რიგზეა როზე. მადლობა ღმერთს საერთო საცხოვრებელში შემიძლია დავრჩე. მალე სამსახურსაც ვიპოვი და ყველაფერი კარგად იქნება - მკრთალად გაიღიმა ჯისუმ

- თუ რამე მოხდება აუცილებლად შემატყობინე სო, მაშნვე შენთან გავჩნდები

- კარგი. და გთხოვ თეჰიონმა

- ვიცი. არაფერს ვეტყვი არც ბავშვზე. მაგრამ ჯისუ

- არანაირი მაგრამ. ის არ იმსახურებს  რომ შვილზე იცოდეს. მან მთელი ჩემი ცხოვრება გაანადგურა. ჩემგან ყველაფერი წაიღო, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის გამომიყენა და ნაგავზე მომისროლა როგორც საძულველი ნივთი. მას არც ეს ბავშვი ეყვარება. სჯობს ჩემმა პატარამ სერთოდ არ იცოდეს მამის შესახებ

- თუ შენ ასე თვლი. კარგი...

- უბრალოდ ჯინიანგს, უთხარი რომ ვწუხვარ. უთხარი რომ მთელი გულით ვუსურვებ იპოვოს ნამდვილი სიყვარული. გოგონა რომელიც დააფასებს... იცოდეს რომ მიყვარს. ახლა წავედი, დროა. იმედი მაქვს ისევ შევხვდებით როზე - მეგობრები ერთმანეთს მოეხვივნენ. ჯისუმ უკანასკნელად მოხედა აცრემლებულს თავისი საყვარელი ღიმილით გაუღიმა და ხელი დაუქნია - ბედნიერი იყავი როუს - დაიყვირა და მალევე ბრბოში გაუჩნარდა..... როზე კარგა ხანს იდგა  გაშეშებული. ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა რომ წავიდა. მერე მისი თვალებიდან ცრემლებმა უკონტროლოდ იწყეს დენა

- წყეული იყავი კიმ თეჰიონ..... მთელი გულით გწყევლი. იმედი მაქვს ვერასდროს შეძლებ სიმშვიდე მოიპოვო........ იმედი მაქვს ისე დაიტანჯები რომ სიკვდილს ინატრებ...

............................................................

უკვე დილის შვიდი საათია. თეჰიონი საკუთარ კაბინეტში ზის და გაყინული მზერით უყურებს კომპიუტერის ეკრანს სადაც ნათლად ჩანს როგორ ტოვებს ქვეყანას ჯისუ.... კიმის სამყარო მომენტალურად დაცარიელდა... იმ მომენტიდან როცა ცარიელი კარადა აღმოაჩინა ნათლად შეიგრძნო ეს სულისგამყინავი სიცარიელე.... წავიდა. ჯისუ მისი ცხოვრებიდან წავიდა..... გაექცა.... თეჰიონი ვერაფერს გრძნობს. საათს უყურებს უკვე 9 საათია.. კიდევ რამდენიმე წუთიც და კარს ირენე აღებს. ლი როგორც კი თეჰიონის მზერას აწყდება ღრმად ოხრავს. 

- რა მოხდა? - ეკითხება ვის და მისკენ მიიწევს'

- წავიდა...... აი ასე უბრალოდ ადგა და წავიდა..... 

- ჯანდაბა.... მეგონა მოასწრებდი - ჩაიჩურჩულა ირენემ 

- რას გულისხმობ? ირენე რას ამბობ, რას მოვასწრებდი

- ჯისუ გუშინ აქ იყო - თვალები აატირალა ლიმ და მისმა სიტყვება  თეჰიონს ადგილიდან წამოხტომა აიძულა

- რაა? როდის? მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ

- ალბათ იმიტომ რომ ძალიან დაკავებული იყავი იარენით... - ცინიკურად ჩაილაპარაკა ლიმ. თეჰიონს კი მომენტალურად გაუნათდა გონება

- ჯანდაბა, დაინახა. ჯანდაბა, ჯანდაბა. მაგრამ რატომ არაფერი მითხარი? რატომ არ მითხარი? - გაცოფებული ირენეს მივარდა თეჰიონი თუმცა გოგონამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა

- მე რავიცი, ბოლოს რომ გკითხე მითხარი რომ მის მიმართ არაფერს გრძნობდი. გოგომ მთხოვა არაფერი უთხრაო და საიდან უნდა მცოდნოდა. ახლა რა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი გახდა? 

- ილოცე რომ მისი პოვნა შევძლო - დაიღრიალა ვიმ და კაბინეტიდან გავარდა

- ეგეც შენ.... ახლა მაინც მოხვალ აზრზე იმედია - ჩაიცინა ირენემ და  თავის სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა.

...................................................

თეჰიონმა მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, სწრაფად გადმოვიდა და უნივერსიტეტში შევარდა. მას უმალ მიჰყვა იმ წამს გამოჩენილი ჯონგუკიც

- ძმაო, გამაგებინე რა მოხდა? არაფერი ამიხსენი ისე მომთხოვე აქ მოსვლა. რა ჯანდაბა ხდება? თეჰიონ... - კიმს ჯონის ყვირილისთვის არ მიუქცევია ყურადღება, იქვე მდგომ ჯინიანგს მივარდა და ხელი საყელოში ჩაავლო
- ახლავე მითხარი სად არის ჯისუ, მიპასუხე ნაბიჭვარო - ბოლო ხმაზე დაიღრიალა ვიმ და ირგვლივ ყველას ყურადღება მიიბყრო. ჯინიანგი ისევე როგორც ჯონგუკი გაგონილისგან შოკში ჩავარდნენ

- რას ნიშნავს სად არის. ის შენი ცოლია და ამას მე მეკითხები? - პარკი შეეცადა გულგრილად ეპასუხა თუმცა მომენტალურად გონება გაუნათდა და მძავრად ჰკრა ხელი თეჰიონს - მე საიდან უნდა ვიცოდე.

- იტყუები, ახლავე მითხარი სად არის ჯისუ.

- შეწყვიტეთ ეს ნონსენსი - არსაიდან გამოჩნდა როზე და პარკს ხელი ჩასჭიდა - აქედან წავიდეთ ჯინ

- მოიცა. როხე გთხოვ, მითხარი სად არის ჯისუ? - თეჰიონმა შედარე ბით მშვიდად მიმართა გოგონას თუმცა მისგან მხოლოდ  ზიზღნარევი  მზერა დაიმსახურა.

- ვერასდროს გაიგებ მის ადგილსამყოფელს. მას ვერასდროს იპოვი. რა შენც ეს არ გინდოდა? ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ საბრალო ამ რეალობას გაქცეოდა. ახლა რა შეიცვალა კიმ? - გოგონას სიტყვებმა გული დაუსერა თეჰიონს. 

- უნდა ვიცოდე სად წავიდა. ყველაფერი არასწორად გაიგო. უნდა დაველაპარაკო. დარწმუნებული ვარ რომ იცი სადაცაა -ვედრება გაისმა ვის ხმაში

- ვიცი, რათქმაუნდა ვიცი, მაგრამ არასდროს, გესმის ჩემი? არასოდეს გეტყვი მისი ადგილსამყოფელის შესახებ. შენ მას ვერ იპოვი. ის კი უკან არ დაბრუნდება... ჯობია ამ აზრს შეეგუო - უხეშად თქვა როზემ ჯინიანგს ხელი ისევ მაგრად ჩაავლო და იქაურობის დატოვება დაიწყო

- ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი და დავიბრუნებ................ არ გავჩერდები და მაინც მივაგნებ - ამ სიტყვებით თეჰიონი მანქანისკენ გაბრუნდა. რამდენიმე წუთში ის და ჯონი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ კიმის ოფისში.

- მაპატიე ძმაო მაგრამ შეგეშალა. ძალიან შეგეშალა.~

- მაგით რისი თქმა გინდა ჯონგუკ? - წარბები შეკრა თეჰიონმა და მეგობარს გახედა.

- კიდევ დიდხანს გაძლო შენს გვერდით. საერთოდ არ მიკვირს. საოცრება მხიოლოდ ისაა რომ აქამდე არ გააკეთა ეს 

- ჯონგუკ, ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ. უარესად ნუ მაღიზიანებ - კბილებში გამოცრა ვიმ

- გიყვარს არა? ჩვენი ნერდი შეგიყვარდა - თანაგრძნობით გადახედა ჯონგუკმა

- არ ვიცი, უკვე არაფერი ვიცი. მხოლოდ ის რომ ჩემთან მინდა მყავდეს. მინდა რაც შეიძლება მალე ვიპოვო. ახლა სად არის, როგორაა. ფულიც კი არ აქვს. უნდა ვიპოვო სანამ გვიანი არ არის........... - თეჰიონი სახეს ხელებში რგავს ჯონგუკი კი თავს მსუბუქად აქნევს

 - ჩაფლავდი ძმაო. ამჯერად მართლა ჩაფლავდი და სამწუხაროდ ეს ფატალური შეცდომაა 

..........................................................

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ჯისუმ სეული დატოვა, თეჰიონი დღითი დღე უფრო და უფრო იშლება ჭკუიდან. მთელი დღე და ღამე შეშლილივით მუშაობს. თავისუფალ დროს კი მხოლოდ სასმელს ეძალება.  ენატრება გაუსაძლისად ენატრება, ყველაფერი. მისი სახე ტუჩები. მისი გაბრწყინებული თვალები ენატრება, მისი აბრეშუმის თმა და უნაზესი სურნელი. მისი სხეულის სითბო. თავის სხეულზე ჯისუს პატარა ხელები..... იმდენად ენატრება რომ სუნთქვაც კი უჭირს ... ნეტავ შეიძლებოდეს,  ნეტავ დრო უკან დაბრუნდებოდეს. მაგრად ჩაიკრავდა გულში მოეხვეოდა და აღარასდროს არ გაუშვებდა ხელს. არასდროს მისცემდა წასვლის საშუალებას . მხოლოდ რამდენიმე წამით რომ დაბრუნდებოდეს დრო............................ კიმი კიდევ ერთ ბოკალ ვისკის ცლის და პრაქტიკულად მაშინვე ითიშება....



Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo