Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

Im sick of this fake love

                                                                        მახრჩობს, სულს მიხუთავს,      შინაგანად მკლავს შენი                                                                           სიყვარული, ეს ყალბი სიყვარული

                              ****

ჯისუ ხვნეშით უახლოვდება კაფეს და კარს ნელა აღებს. საშინლად არ უნდა ამის გაკეთება. აქ თავს კარგად გრძნობს. ამქვეყნად ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი სადაც ყოფნა მოსწონს და ახლა ამასაც ართმევენ

- გოგონი მოხვედი? როგორც იქნა, იცი მაინც რამდენი საქმეა? სწრაფად გამოიცვალე რას დაზოზინობ, ხო მართლა ეუნვუს შენი ნახვა უნდა. გელოდება.  - მიაყარა ანამ და სანამ ჯისუ რამის თქმას მოასწრებდა ქარივით გაიჭრა. 

- ჯანდაბა, ნეტავ ეუნვუს რაღა უნდა. იმედია იმ ფსიქოპატმა მასაც რამე არ დაუშავა - გოგონამ ისევ ღრმად ამოიოხრა და ბოსის კაბინეტის კარზე მორიდებით დააკაკუნა

- შემოდი - გაისმა სასიამოვნო ბარიტონი 

- ბოსს, შეიძლება? 

- შემოდი, ანამ გითხრა არა, რომ შენი ნახვა მინდოდა. მოდი დაჯექი ჯისუ. მინდა დაგელაპარაკო

- ეუნვუ, ეს აღარაა მნიშვნელოვანი იმიტომ რომ სამსახურიდან მივდივარ. აქ ამის სათქმელად მოვედი - წყნარად თქვა გოგონამ და სუსტად გაიღიმა

- რაა? - გაოცებისგან ფეხზე წამოხტა ჩა და ჯისუსკენ გაემართა - რატომ, ასე უეცრად რა მოხდა. რამე გაწყენინე? მითხარი ჯისუ რამე შემეშალა?

- არა, არა, უბრალოდ მე, ახლა სწავლას ძალიან ცოტა დროს ვუთმობ  სამსახურის გამო და ამიტომ იძლებული ვარ მასზე უარი ვთქვა. 

- გამოცდები გაქვს? გინდა, შვებულება აიღე.  მე დაგეხმარები, მაგრამ სამსახურიდან ნუ წახვალ გთხოვ. არ მინდა რომ წახვიდე.

- ეუნვუ, ნუ გაართულებ. ყველაფრისთვის მადლობას გიხდი... ნახვამდის

- მის გამო არა? - ბიჭის ცივმა ხმამ გოგონას ერთ ადგილას გაყინვა აიძულა. - შენი ქმრის გამო მიდიხარ, ხომ ასეა? ჯისუ რატომ ხარ მასთან. ადამიანთან რომელიც ასე გაკონტროლებს, რომ ჯაშუშებს გიგზავნის. მასთან საერთოდ რატომ ცხოვრობ?

- ეს შენ არ გეხება. მაპატიე უნდა წავიდე - ჯისუ მთლიანად დაბნეულ ჩას უკან იტოვებს,  ნაჩქარევად ტოვებს კაბინეტს და აცრემლებული  შინისკენ მიემართება. ახლა ლექციებზე დასწრების თავი არ აქვს. კიმმა მას ყველაფერი წაართვა, საკუთარ მარიონეტად აქცია. გოგონა ქვითნით შედის თეჰიონის ოთახში რომელიც უკვე მათი საერთო  საძნებელია და უზარმაზარ საწოლზე ტირილით ემხობა......

........................................................

თეჰიონი მეტად კმაყოფილი სახით მიემართება საკუთარი კაბინეტისკენ. სტაფს როგორც ყოველთვის გულგრილად ესალმება და კარს ზურგს უკან ხმაურიანად ხურავს,  მას ფეხ და ფეხ მიჰყვება ირენე

- რა გინდა - უხეშად კითხულობს თეჰიონი ისე რომ არც უყურებს ლის

- ვხედავ ჩემი რჩევა გაითვალისწინე - თავმომწონდედ ამბობს ქალი და ვის პირდაპირ ჯდება

- რას გულისხმობ?

- იპოვე მიზეზი რის გამოც საკუთარ  თავს არ ჰგავდი.

- ჰო, მართალია მიზეზი აშკარად ვიპოვე და  გამოსავალიც - ეშმაკურად ჩაიღიმა თეჰიონმა 

- ანუ მორჩა? - ლის ხმაში დანანება გაისმა

- მორჩა - გადაჭრით თქვა კიმმა - შენ კარგად იცი რომ უკან არასდროს ვიყურები ირენე. საკუთარი კომფორტის ზონა ვიპოვე და სხვა არაფერი მჭირდება

- კომფორტის ზონა? სერიოზულად თეჰიონ? მეგონა იმ გოგონას მიმართ რაღაცას გრძნობდი, შევცდი. შენ ისეთივე უგულო მონსტრი ხარ როგორიც აქამდე იყავი. 

- ოღონდ ახლა ისტერიკა არ გინდა. - ჩაიფხუკუნა ვიმ - გეგონა შემიყვარდა? სასაცილო ხარ. დამტოვე უნდა ვიმუშაო

- არასდროს შეიცვლები. მაგრამ მაგას ინანებ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე ძალიან ინანებ - ცივად ჩაილაპარაკა ირენემ, ფეხზე წამოდგა

- საკმარისია - დაიგრგვინა ვიმ - როგორ ბედავ ასეთი რამის თქმას, თუ შენი ადგილი დაგავიწყდა. თავი მართლა ჩემს მეგობრად ხომ არ წარმოიდგინე? საქმეს მიხედე.. - ლიმ ოთახი დატოვა, მისი სიტყვებით გაღიზიანებული კიმი კი სავარძელში გადაწვა

- ჯანდაბას შენი თავი..... რა სიყვარული,  სასაცილოა

.............................................

ლამის მთელი დღე ტიროდა. ზუსტად არ იცოდა რის გამო. დაკარგული თავისუფლების, უპასუხო სიყვარულის თუ სამსახურისთვის.... კიმ თეჰიონმა ყველაფერი წაართვა. ყველაფერი დააკარგვინა. რაც უყვარდა რასაც უფრთხილდებოდა, რისიც სწამდა. ახლა ტირილის შემდეგ ცოტა მოეშვა, თავი მსუბუქად იგრძნო. კარგია რომ მარტოა, შეუძლია იმდენი იტიროს რამდენიც მოესურვება. გოგონა ჩუმად სრუტუნებს. მოულოდნელად კი ტელეფონზე როსეს გაღმებული სახე ჩნდება და ჯისუსაც უნებურად ეღიმება. 

- გისმენ როზე - ცდილობს ხმაში არაფერი შეიტყოს მაგრამ პარკს არაფერი გამოეპარება 

- სოია, ტიროდი? რა მოხდა - ისმის შეშფოთებული ხმა

- უბრალოდ მიდოდა ემოციებისგან დავცლილიყავი. კარგად ვარ, მართლა. რამე მოხდა? 

- კვირას ნიშნობაა, ჩემი და ჩანის ნიშნობა. შენ როგორც ჩემი ხელისმომკიდე, როგორც ჩემი უახლოესი მეგობარი აუცილებლად იქ უნდა იყო. ამის შესატყობინებლად დაგირეკე, და ხო ალბათ თეჰიონის წამოყვანაც მოგიწევს

- კი ნამდვილად მომიწევს, არამგონია მარტო წამოსვლის უფლება მომცეს.

- ხოდა შეუთანხმდი... ჩუ, გთხოვ გამაგრდი. სულ ცოტაც დარჩა და მისგან გათავისუფლდები.

- ვიცი როზე და მხოლოდ ეგ აზრი მასულდგმულებს - ჯისუმ ღრმად ამოიოხრა. მოულოდნელად ქვედა სართულიდან ხმაური შემოესმა და საუბარი სწრაფად დაასრულა - ახლა უნდა წავიდე. როგორც ჩანს თეჰიონი დაბრუნდა. 

- კარგი, დაგირეკავ. - გაეპასუხა პარკი. ჯისუ მეგობარს დაემშვიდობა. ნაჩქარევად წამოდგა ფეხზე და სააბაზანოს მიაშურა რათა თავი მოეწესრიგებინა. არ უნდოდა თეჰიონს სცოდნოდა მთელი დღე რომ ტირილში გაატარა.

- ნერდო, სად ხარ  - გოგონა სააბაზანოში შეიკეტა. რამდენიმე წუთში კიმის ხმაც გაისმა

- სააბაზანოში ვარ - გაეპასუხა გულგრილად და ვის ჩაეცინა

- მომწონს შენი გადაწყვეტილება  ცოლო, მეც ახლავე შემოგიერთდები - ცინიკურად ჩაიცინა მან და ტანსაცმლისგან სწრაფად გათავისულდა. სააბაზანოს კარი მხოლოდ ბოქსერების ამარა შეაღო.

- რას აკეთებ, გაგიჟდი? - ჯისუ სასწრაფოდ შებრუნა

- შუა აბაზანაში  აბსოლიტურად ჩაცმული დგახარ და გიჟს მე მეძახი? - გადაიხარხარა კიმმა - თუ გინდა რომ მამიკომ გაგხადოს პატარავ? 

- არაფერი მინდა, უნდა გავიდე - ჯისუმ სცადა აბაზანიდან გასულიყო თუმცა ქმარმა ამის საშულება არ მისცა

- მინდიხარ. არც იფიქრო რომ ჩემგან გაქცევას შეძლებ ნერდო - გოგონას სხეულზე აკრულმა ამოიჩურჩულა ვიმ. თან მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა - ეს რა პარფიუმია? რა პარფიუმს ხმარობ? - დაინტერესდა გოგონას ტკბილი სურნელით გაბრუებული

- თეჰიონ გამიშვი გთხოვ -მისი კითხვა მთლიანად დააიგნორა და შეეხვეწა  ჯისუ. მისი თხოვნა რათქმაუნდა არავის გაუთვალისწინებია. კიმმა ერთი ხელის მოძრაობით მოაშორა უბრალო კაბა მის სხეულს. თავისთან ახლოს მიიკრა და წყალი მოუშვა. ჯისუ ცივი წვეთების შეხების გამო შეკრთა. ინსტიქტურად თეჰიონის დაძაბულ სხეულს აეკრა და ვიმ ჩუმად დაიგრგვინა

-  ნუ ღელავ, ახლავე გათბება - იმ წამს მის ხმაში იმხელა სინაზე დაიჭირა გოგონამ,  მისი შეხებაც კი ისეთი თბილი, მზრუნველი გახდა, თითქოს მასში ორი ადამიანი არსებობდა..... ამის გაფიქრებაღა მოასწრო. მისი გონება მალევე გაითიშა თეჰიონის შეხებების გამო....

............................

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo