Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

Im in love with your body

კოცნა ინტენსიური გახდა, კიმი ზანტად აგემოვნებდა ჯისუს ბაგეებს თითქოს სურდა ბლომდე დამტკბარიყო მისით. გოგონა არ პასუხობდა, ვი ამან უფრო მეტად გაახელა, ქვედა ტუჩზე მტკივნეულად უკბინა ცოლს და დომინანტობაც მოიპოვა. ჯისუ მთელი ძალით ცდილობდა დასხლტომოდა ქმრის ძლიერ მკლავებს, თუმცა კოცნის ინტენსივობამ და იმ უცნაურმა შეგრძნებამ რასაც სხეულში მისი შეხებების გამო გრძნობდა ამის საშუალება მოუსპო. საბოლოო ჯამში თავადაც ვერ გააცნობიერა ისე მოჰხვია ხელები მძლავ კისერზე ბიჭს და კოცნაში აჰყვა. თეჰიონი ცოლის რეაქციამ გაათამამა, ალკოჰოლისაგან ისედაც გონებადაბინდული, ჯისუს კოცნამ კიდევ უფრო გამოიყვანა წყობიდან, ხოლო როცა  პატარა ხელები მის შიშველ სხეულზე აღმოჩნდა ვის უკან დასახევი გზა პრაქტიკულად აღარ დარჩა. კიმმა გოგონა ბუმბულივით აიტაცა ხელში და საწოლზე დააგდო. წამებში თავადაც ზემოდან მოექცა და ღრმა შავ თვალებში ჩახედა. თეჰიონი ყოველ ჯერზე უფრო მეტად იხიბლებოდა როცა ამ თვალებს ხედავდა. მან ფრთხილად დაიწყო ჯისუს სხეულის ტანსაცმლისგან გათავისუფლება, ცდილობდა მკვეთრად არ ემოძრავა რომ იგი არ დაეფრთხო....... მეორე მხრივ ჯისუ თავს უცნაურად გრძნობდა. მას უდაოდ უნდოდა კიმის შეხება, თუმცა იმ ერთადერთი ღამის კადრები ჯერ ისევ ნათლად იყო შემორჩენილი მის მეხსიერებაში. 

- თეჰიონ...... - ძალიან ჩუმად წარმოთქვა გოგონამ  ქმრის სახელი, ვი  წრაფადვე მიხვდა რა აწუხებდა მას ასე ძალიან, ამიტომ  დაიხარა და ფრთხილად აკოცა შუბლზე

- ჩემი ნუ გეშინია კარგი? ამჯერად არაფერს ვიზამ ისეთს რაც ტკივილს მოგაყენებს. უბრალოდ მენდე..... - მისი ხმა იმდენად მომნუსხველი იყო გოგონამ გაუცნობიერებლად დაუქნია თავი და ტუჩები ბიჭის ბაგეებს მიუშვირა.  თეჰიონმა დანაპირები შეასრულა, იგი ძალიან ფრთხილად დაეუფლა ცოლის სხეულს, და ნელი მტანჯველი მოძრაობა დაიწყო მასში. ჯისუს წყნარ კვნესას წყობიდან გამოჰყავდა ვი, თუმცა საკუთარი დანაპირები ახსოვდა და ყველანაირად ცდილობდა თავი მოეთოკა. გოგონა აღარ უნდა შეეშინებინა, ჯისუს ის უნდა მიეღო.... უნდა ჰყვარებოდა... მაგრამ რატომ? რატომ უნდოდა ასე ძალიან კიმს მისი სიყვარული?? კიდევ რამდენიმე ღრმა ბიძგი და ჯისუმ იგრძნო როგორ ჩაიღვარა მის სხეულში თბილი სითხე

- თეჰიონ რა.... - გოგონამ  შეშფოთებულმა წამოიყვირა თუმცა კიმმა ნაზი კოცნით გააჩუმა იგი

- ნუ ღელავ.... უბრალოდ დაისვენე........ - ჯისუმ დაბნეულმა დაუქნია თავი, რამდენიმე წუთში  დაქანცულებს ერთმანეთზე ჩახვეულებს დაეძინათ.

...........................................

ძლიერი დარტყმისგან ჯერ კიდევ  გაბრუებული ჯონგუკი ანას მისაღებში დივანზე კომფორტულად მოთავსებულიყო და ყურადღებით ადევნებდა თვალს გოგონას რომელიც მისთვის ცხელ წვნიანს აკეთებდა. იგი საკმაოდ შეწუხებული ჩანდა. აბა საიდან უნდა სცოდნოდა რომ მომაბეზრებელი უცნობი ჯისუს ნაცნობი იყო.... ჯონმა ეშმაკურად ჩაიცინა და ხმამაღალ ოხვრას მოჰყვა.....

- რა გჭირს კარგად ხარ? - სწრაფად მივარდა ანა ბიჭს და მისი შემოწმება დაიწყო

- როგორ ვიქნები კარგად როცა "ვიღაც" შეშლილმა კინაღამ მომკლა - მსუბუქად შეუღრინა დაფეთებულს გუკმა და ისევ ოხვრას მოჰყვა

- რა ვქნა, მერამდენედ უნდა მოგიხადო ბოდიში იმის გამო რაც მოხდა? საიდან უნდა მცოდნოდა რომ იქ ჯისუს ქმრის დავალებით იყავი. და საერთოდ რანაირი კაცია, ცოლს რატომ უთვალთვალებს?

- ბოდიში საქმეს ვერ გამოასწორებს პრინცესავ. ვერ ხედავ რა ცუდ მდგომარეობაში ვარ.... ლამის ტვინის შერყევა დამმართე.... რაც შეეხება თეჰიონს ის იმაზე უცნაური ვინმეა ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. სჯობს  თქვენი უფროსი გააფრთხილო ჯისუსგან თავი შორს დაიჭიროს. ჩემი მეგობარი ნამდვილი ფსიქოპატია და მასთან დაპირისპირებას არ ვურჩევ.  ახლა კი წვნიანი მომიტანე, შენს გამო ძალა საერთდ აღარ მაქვს, ვინ იცის კიდევ რა დამიზიანდა. კარგად უნდა მომხედო - ჯონმა ამ სიტყვებით თავი უკან გადააგდო და შეწუხებული სახე მიიღო. ანნა კი მაშინვე მისი დავალების შესასრულებლად გაიქცა ჯონს ძალიან ამხიარულებდა ამ გოგონას ყურება, საბოლოო ჯამში დღე ცუდად მაინც არ დასრულდა. ბიჭი გრძნობდა რომ ეს რაღაც საინტერესოს  დასაწყისი იყო.......... 

................................................

თეჰიონი  მზის სხივების გამო, რომელიც  პირდაპირ სახეზე ეცემა   უკმაყოფილოდ გრგვინავს და თვალებს გაჭირვებით ახელს. კიმი მაშინვე ამჩნევს მის გვერდით მწოლიარე ჯისუს. გოგონას ჯერ ისევ სძინავს. კიმი დაკვირვებით ათვალიერებს მის სახეს.  ტუჩებს რომლსაც ძალიან დიდხანს აგემოვნებდა, მის ყელს,  მცირე ზომის ლაქები რომ ატყვია და წყნარად ეცინება. თავს ამ თვის განმავლობაში პირველად გრძნობს ასე კარგად,  მისი "შიმშილი" დაკმაყოფილებულია.  გონება დამშვიდებული. წარმოუდგენელია მაგრამ ამ სასიამოვნო ცვლილებების  ავტორი ეს პატარა ნერდია. თეჰიონი ისევ  იღიმის. ხარბად ისუნთქავს ჯისუს სურნელს და მომენტალურად გრძნობს როგორ ირხევა გოგონა. .....

..........................................

ჯისუ ყელთან ცხელ სუნთქვას გრძნობს და იშმუშნება. ჯერ კიდევ მძინარე ვერ აცნობიერებს რა ხდება ამიტომ ძილის შებრუნებას აპირებს თუმცა.......
- კარგად გეძინა? - ესმის ბოხი ხმა. გოგონა მომენტალურად ახელს თვალებს და თეჰიონის სახეს ხედავს, კიმს თვალები დახუჭული აქვს. მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ამოიკითხავ. ჯისუს გასული ღამის ყველა დეტალი ახსენდება და საშინლად წითლდება. გულში საკუთარ თავს ილანძღავს რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქმარს მაშინვე ზურგს აქცევს და თვალებს მჭიდროდ ხუჭავს, თითქოს ეს დამალვაში დაეხმარება

- მე.... -  ლუღლუღებს დაბნეული და სუნთქვა ეკვრის როცა ვის მკლავებს შიშველ წელზე გრძნობს...

- რა შენ? - ჯისუს შეუძლია დაიფიცოს ბიჭის ხმამ დამცინავად გაიჟღერა

- უნდა წავიდე... - ლუღლუღებს გოგონა და წამოდგომას ცდილობს თუმცა ავიწყდება ვი რომელსაც მაგრად უჭირავს. ცოლს თავისკენ მსუბუქად ატრიალებს და მის თვალებში იკარგება.

- ამას როგორ აკეთებ? - კითხულობს კიმი ისე რომ ჯისუს თვალს არ აშორებს. გოგონას სახე ახლად გაღვიძებულზეც კი ისეთი ლამაზია. მას არ სჭირდება მაკიაჟი რომ კარგად გამოიყურებოდეს, ნებისმიერ სიტუაციაში კიმ ჯისუ უდაოდ იდეალურია. თეჰიონს იმის დაჯერებაც კი უჭირს რომ ეს გოგონა, მისი ცოლი,  ჩვეულებრივი ნერდია. - როგორ ხდება რომ თავიდან ვერ გიგდებ, იმ მომენტიდან როცა პირველად შეგეხე შენს სურნელს ვერ ვიშორებ... შენი კანის შეხებას ვერ ვივიწყებ? შენს სხეულს უბრალოდ ჭკუიდან გადავყავარ პატარავ.... - კიმის ხმა იმდენად მომაჯადოვებელია გოგონასთვის რომ უნებურად თვალები ეხუჭება. თუმცა მაშინვე უბრუნდება რეალობას და ქმრის იდუმალ  მზერას აწყდება

- თეჰიონ, არ ვიცი რა თამაშს თამაშობ მაგრამ, გთხოვ უბრალოდ არ გინდა. ისედაც საკმარისად რთულია,  უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა.... შეცდომა იყო და აღარ უნდა განმეორდეს.

- არ ვაპირებ არაფრის დავიწყებას. შენ ჩემი ცოლი ხარ, რაც მოხდა აბსოლიტურად ბუნებრივია ნერდო, ამის არ უნდა შეგრცხვეს - ჩაიცინა თაემ და გოგონას სხეული ახლოს მიიკრა. -  იმედი მაქვს გახსოვს რაც ღამით გითხარი. ვერ ავიტან ვინმე მოგიახლოვდეს.... დღესვე დატოვებ სამსახურს და მხოლოდ უნივერსიტეტში ივლი. ახლა კი გაჩერდი. კიდევ ორმოცი წუთი  მაქვს და მინდა დავიძინო  - თეჰიონი თვალდახუჭული ლაპარაკობდა, მის თითოეულ სიტყვაში იმხელა ავტორიტეტი და სიმტკიცე იგრძნობოდა რომ ჯისუ თავს ვერაფერს უხერხებდა და იხიბლებოდა ქმრის იმ "მხარით" რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა. მაგრამ, არსებობდა ერთი მაგრამ... თეჰიონს გოგონა არ უყვარდა... მხოლოდ მისი სხეულით იყო მოხიბლული. როდემდე გაგრძელდებოდა ეს?? კიდევ რამდენ ხანს დასჭირდებოდა ჯისუ, სავარაუდოდ მანამ სანამ მის ცხოვრებაში სხვა "სხეული" არ გაჩნდებოდა. კიმ თეჰიონი მას მხოლოდ საგნად აღიქვამდა, ეს იყო რეალობა. გოგონას ამის გაფიქრებაზე თვალები აუწყლიანდა მაგრამ გაჩუმდა.... არ უნდოდა ისევ გაებრაზებინა კიმი ამიტომ მის ნებას დაჰყვა და უბრალოდ გაჩუმდა.........

................................................

ანამ კაფეს კარი დინჯად შეაღო და ოდნავ შეხტა როცა იქვე მდგომ ეუნვუს შეეჩეხა

- ბატონო ჩა? ასე დილაადრიან აქ რამ მოგიყვანათ? - დაბნეულმა იკითხა გოგონამ

- მინდა ყველაფერი ვიცოდე იმ ბიჭზე, იმ ჯონგუკზე. ჯისუ სწრაფად წავიდა, ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი.... დარწმუნებული ვარ შენ გეცოდინება, ასე რომ უნდა მითხრა. მისი შეყვარებულია? - ანამ მძიმედ ამოიხვნეშა და უფროსს მზერა აარიდა

- საქმე უფრო რთულადაა ბოსს. ჯონგუკი ჯისუს ქმრის მეგობარია. როგორც ჩანს მან გამოაგზავნა გოგონას შესამოწმებლად

- რა თქვი? ჯისუს ქმარი ჰყავს - აშკარა იმედგაცრუება გაისმა ბიჭის ხმაში - რატომ არაფერი მითხრა ამის შესახებ

- შეიძლება იმიტომ რომ არ გიკითხავთ. - თვალები აატრიალა ანამ თუმცა ფიქრებში გართულ ეუნვუს ეს არ შეუმჩნევია. 

- მნიშვნელობა არ აქვს, დარწმუნებული ვარ აქ რაღაც ისე არ არის. ჯისუ ბედნიერი არ სჩანს. ხომ არ იცი ვინ არის  მისი ქმარი?

- თეჰიონი ბატონო ჩა, კიმ თეჰიონი.. - დაღლილად ამოილაპარაკა ანამ. ეს დაკითხვა უკვე აღიზიანებდა. 

- კარგი, საქმეს  მიხედე. მე კაბინეტში ვიქნები და როცა ჯისუ მოვა უთხარი ჩემთან შემოვიდეს............ - ანამ თავი გაბეზრებით  გადააქნია და საქმეს შეუდგა. ამ ორ დღეში მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ბინაში ვიღაც უცნობი ლამის ჩაუსახლდა, სამსახურში კი აშკარად სასიყვარულო ინტრიგებში ხვევენ. აშკარად უიღბლო კვირა აქვს..... გოგონა უღონოდ ხვნეშის და უნიფორმას ირგებს.....

...........................................

ჯისუ საუზმეს ჩუმად ამზადებს. მისი ფიქრები აქედან ძალიან შორსაა, ამიტომ თეჰიონის დაძახილს აიგნორებს და მონოტონურად აგრძელებს იმას რასაც აკეთებს

- ნერდო, ჯისუ რა გჭირს - უკვე სერიოზული ტონით მიიწევს მისკენ კიმი და სახით თავისკენ აბრუნებს 

- რა მოხდა? რამე გჭირდება? - დაბნეული ლუღლუღებს გოგონა

- დილითვე დაელაპარაკე იმ კაფის მეპატრონეს, არ მინდა რომ იქ ისევ მიხვიდე - კიმის ხმა შეუვალად ისმის თუმცა ჯისუ  ამჯერად  დათობას არ აპირებს

- არ ვაპირებ სამსახური დავტოვო უაზრო მიზეზის გამო კიმ

- უაზრო მიზეზის -თეჰიონს თვალები სიბრაზისგან ენთება, შეპასუხებას რთულად იტანს - ნამდვილად არ ვფიქრობ რომ  უაზროა. იქ არ იმუშავებ და მორჩა

- ფული მჭირდება... ეს სამსახური მჭირდება თეჰიონ - ამჯერად გოგონას ხმაში ვედრება ისმის

- ფულს მოგცემ, უბრალოდ მითხარი რამდენი გინდა, ყველაფერს ნუ გაართულებ. და კიდევ დღეიდან ერთ ოთახში დავიძინებთ. მსახურებს უკვე ვუთხარი შენი ნივთები ჩემს საძინებელში შეიტანონ

- შენი ფული არ მჭირდება, სამსახურიდან არ წამოვალ და კიდევ ვინ გითხრა რომ შენთან დაძნება მინდა? - გაგულისდა გოგონა

- შენთვის არ მიკითხავს. მე მინდა, ეს სავსებით საკმარისია. როცა დამჭირდები არ მინდა შენი ძებნა მომიწიოს - ბინძურად ჩაიცინა ვიმ და გოგონას თვალები აუწყლიანდა

- ნაძირალა ხარ - მის ხმაში უკვე იგრძნობოდა რომ საცაა ტირილს დაიწყებდა

- დიახ, ასეა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ნაძირალა შენი ქმარია. გააკეთე რაც გითხარი. ნუ გამაბრაზებ პატარავ - კიმი ცოლს თვალს უკრავს და გასასვლელისკენ მიემართება

- იზეიმე სანამ ამის დრო გაქვს კიმ, იყოს ასე, ამჯერადაც შენ გაიმარჯვე მაგრამ არაუშავს..... კიდევ 4 თვეც და სამუდამოდ დაგღწევ თავს...............

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo