Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

i will end you

ჯისუ შეეცადა მაქსიმალურად ფრთხილად გამოეხურა საკუთარი საძინებლის კარი, რათა დეიდამისის ყურადღება არ მიეპყრო თუმცა უშედეგოდ ლიზა მას უკვე დიდი ხანია ელოდა
- ტყუილად ცდილობ ჩემთვის თავის არიდებას ძვირფასო, არაფერი გამოგივა. დღეს როგორც კი უნივერსიტეტიდან დაბრუნდები კაბის ასარჩევად წავალთ. როგორც ბატონმა ჯონგიონმა თქვა, რაც შეიძლება მალე უნდა იქორწინოთ, შესაბამისად,  დიდი დრო არ გვაქვს მოსამზადებლად...
- სისულელეს ამბობ დეიდა, არაფრისთვის ვაპირებ მომზადებას... მაგის არც დრო მაქვს და არც სურვილი.
- ღმერთო რა მოსაწყენი ადამიანი ხარ. არაუშავს თავად მივხედავ ყველაფერს, მაგრამ მანამდე შენს მომავალ მამამთილთან მივალ და საჭირო ფულს გამოვართმევ - ხელი ჩაიქნია ქალმა, ის იყო უკან ქაქანით გატრიალდა რომ ჯისუს ცივმა ხმამ ადგილზე გაყინვა აიძულა
- არც კი გაბედო მათთან ფულის გამო მისვლა ან რამის თხოვნა - ჩაისისინა ცივად.
- ჰო, როგორ არა,  თითქოს შენი აზრი დიდად მაინტერესებს - უდარდელად ჩაილაპარაკა უკვე სახლში შესულმა ლიზამ,  ჯისუს კი საშინელი ტკივილი გამოესახა სახეზე, თავის შეკავება ვერ შეძლო ცრემლმორეული სახლიდან გიჟივით გავარდა.....  იმდენად ჩქარობდა არც კი შეუნიშნავს ჯინიანგი, რომელიც სახლთან ახლოს ელოდა
- სოია, რა ხდება? რატომ ტირი? - პარკი სწრაფად დაეწია აცრემლებულს და თავისკენ მიატრიალა
- ჩემი ცხოვრება დამთავრდა ჯინ. ყველაფერი მორჩა, ამჯერად მართლა დამთავრდა ყველაფერი - ამოიხრიალა ჯისუმ, ბიჭმა ის მჭიდროდ  მიიკრა გულზე.
- ლექციებამდე ჯერ კიდევ საათნახევარია, გინდა ვისაუბროთ?- წყნარად იკითხა მან, გოგონამ კი მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.......

........................

კიმ ჯონგიონი თავის კაბინეტში იჯდა და მნიშვნელოვან კონტრაქტებს განიხილავდა როცა კარი  ერთ ერთმა თანაშემწემ შემოაღო და დაინტერესდა ბოსის საჭიროებებით
- სად არის ირენე? ჩემი დღევანდელი განრიგი ხომ მან შეადგინა, შენ აქ რატომ ხარ???- ცივად იკითხა კაცმა
- ქალბატონი ლი ჯერ არ მოსულა, მას მე ვცვლი ბატონო კიმ და ეს თქვენი დღევანდელი განრიგია - წყნარად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა,
- გასაგებია, დამიტოვე, შენ შეგიძლია წახვიდე და კიდევ, როცა ირენე დაბრუნდება უთხარი ჩემთან შემოვიდეს - კბილებში გამოცრა ჯონგიონმა, დაზაფრულმა გოგონამ კი სწრაფად დაუქნია თავი და ოთახი დატოვა..
- ზღვარს გადადიხარ თეჰიონ, იმედია შენი მომავალი ცოლი შეძლებს შენს აზრზე მოყვანას.... წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთება თავად მომიწევს.....

.....................    

კიმი  ფანჯარაზე არეკლილმა მზის მწველმა სხივებმა აიძულა გამოფხიზლებულიყო, თავი საშინლად სტკიოდა.... იმდენად რომ წინა ღამის გახსენებაც კი გაუჭირდა....  ბევრი დალია, არა ძალიან ბევრი.... ზუსტად ამიტომაა ახლა ამ დღეში. თეჰიონს თანდათან დაუბრუნდა ცნობიერება, მას მერე რაც სახლი დატოვა ირენეს მიაკითხა ბარში, სადაც თითქმის მთელი ღამე სვამდა ბოლოდ კი როგორც ინტერიერიდან ჩანს ლის ბინაში ამოჰყო თავი..... ბიჭს ოდნავ ჩაეცინა და ფეხზე ბოქსერების ამარა წამოდგა, ახლა მხოლოდ კონტრასტული შხაპი მოიყვანდა გონს...
- არ მითხრა  რომ ისევ მიდიხარ - შემოესმა ხმა  და ეშმაკური ღიმილით უკან მიბრუნდა
- სწორად გამოიცანი ზუსტად  მაგას ვაპირებ - სააბაზანოსკენ მიმავალი გზა გააგრძელა ბიჭმა
- მაგრამ, ჯერ კიდევ არ გითქვამს რა გჭირდა გუშინ, უგანაჩენოდ ბევრს სვამდი თან რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდი ვიღაც ნერდზე..... - გულგრილად თქვა ირენემ, სანამ შიშველმა საყვარლისკენ დაიწყო სვლა. კიმს გაგონლის შემდეგ გუნება აშკარად შეეცვალა, გამოხედვა ყინულივით ცივი გაუხდა.... შინაგანად დაიძაბა.....
- ეს შენ არ გეხება, და ხო  მალე ვქორწინდები.... იმედია ამის გამო სცენებს არ მომიწყობ - როგორღაც მაინც მოახერხა თავი ხელში აეყვანა, ბრაზი ჩაეხშო  და მის სახეზე ეშმაკური ღიმილი ისევ დაბრუნდა.
- რათქმაუნდა არა - იგივე ღიმილით უპასუხა ირენემ - პირიქით ეს უფრო საინტერესოს გახდის შენთან სექსს, ცოლიან მამაკაცთან ურთერთობა მეტი ადრენალინის შემცველია, მაგრამ მაინც ვინაა ის საცოდავი ვინც ვეფხვს ხახაში ნებით უვარდება???
- მაგას შენთვის არ აქვს მნიშვნელობა..... -  ზედმეტი კითხვებით გაღიზიანებული თეჰიონი ისევ აბაზანისკენ შებრუნდა, თუმცა მაშინვე იგრძნო როგორ აეკრა სხეულზე ირენე.
- არ გინდა შემოგიერთდე? ვხედავ დაძაბული ხარ, შემიძლია დაგეხმარო...
- სიამოვნებით.......  - ვის ბინძურად ჩაეცინა და ქალი ხელში აიტაცა - რატომაც არა....

...........................

- ჯისუ, ახლავე მითხარი რა მოხდა, უკვე ძალიან ვღელავ.... - როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ გოგონასკენ შებრუნდა პარკი.
- ვქორწინდები ჯინ - ძლივს ამოღერღა ჯისუმ და ბიჭმა იგრძნო როგორ შეწყვიტა მისმა გულმა ფეთქვა, მომენტალურად სუნთქვაც კი პრობლემა გახდა მისთვის. მაგრამ როგორც კი მისთვის ასე საყვარელ სახეზე ღვარად მომდინარე ცრემლები შენიშნა კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და შეძლებისდაგვარად ფრთხილად იკითხა
- შენ ამის გამო ბედნიერი არ ჩანხარ, თუ  ვცდები
- როგორ უნდა ვიყო ბედნიერი ქორწინებით რომელიც არც ერთ მხარეს უნდა? ყველაფერი დასრულდა....... ამ ქორწინებით ჩემი ცხოვრება სრულდება, ამას სიკვდილი მირჩევნია - გულამოსკვნილი ატირდა ჯისუ.  ბიჭმა იგი გულზე მჭიდროდ მიიკრა
- მომიყევი ამ ერთ დღეში რა შეიცვალა. ჯერ კიდევ გუშინ  ყველაფერი მშვენივრად იყო....
- დარწმუნებული ხარ რომ არ შემიძულებ? - ხმის კანკალით იკითხა გოგონამ და როგორც კი პარკისგან მტკიცე არა გაიგო ოდნავ მოდუნდა..
- ყველაფერი იმ ღამეს დაიწყო როცა კლუბში წავედით.... მე ....... ჯანდაბა...... იმ ღამით  კიმ თეჰიონმა ჩემზე ძალა იხმარა - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა გოგონამ ,  თავი კი შერცხვენილმა ჩაქინდრა.... ცოტა ხანში გაცოფებული პარკის ხმაც მოესმა
- ეგ ნაბიჭვარი, მოვკლავ, ვიცოდი, გული მიგრძნობდა რომ იმ ღამით რაღაც მოხდა... ჩემი ბრალია  ადრე უნდა მოვსულიყავი, გვერდიდან არ უნდა მოგშორებოდი, მაპატიე, გთხოვ სოია, მაპატიე... ეს არ უნდა გადაგეტანა - ჯისუმ ბიჭის ხმაში კანკალი შენიშნა  და სასწრაფოდ თავი ასწია, ჯინი ტიროდა.
-  შენ არ გეზიზღები? - ჩუმად ამოილაპარაკა
- რას ამბობ, არასდროს, გესმის, არადროს მოხდება ეგ, არც კი გაიმეორო  და საერთოდაც ეს ქორწინება არაფერში გჭიდება, რატომ მიყვები ცოლად იმ ნაგავს? - მრისხანებას ვერ ფარავდა პარკი
- დეიდაჩემმა ყველაფერი გაიგო და თეჰონის მამას მოსთხოვა მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება. გეფიცები არ მინდოდა, გეფიცები ვეუბნებოდი რომ საჭირო არ იყო მაგრამ ვერაფერს გავხდი...
- არა, ამ ქორწინებას არ დავუშვებ, შენ მას ცოლად არ გაჰყვები სოია, - მტკიცედ თქვა ბიჭმა და ჯისუმ.  მას დაბნეულმა შეხედა. - ჰო ნუ მიყურებ ეგეთი სახით. დეიდაშენს აშინებს რომ სახელი გაგიტყდება? მე შემიძლია შენზე ვიქორწინო, მე გამომყევი ცოლად - ჯისუს ჩაეღიმა მეგობრის გულუბრყვილობაზე
- ყველაფერი ასე მარტივად არაა ჯინ, სინამდვილეში დეიდას მე ფეხებზე ვკიდივარ, მას მხოლოდ ფული ადარდებს, ამ ქორწინებაში სარფიან გარიგებას ხედავს....... კიმ თეჰიონის ფული  სჭირდება. ესაა და ეს...
- არ მესმის როგორ შეიძლება, ჯანდაბა, რატომ არ მაქვს საკმარისი ფული რომ....
- შეწყვიტე, შენ და როზე უკვე ბევრს აკეთებთ ჩემთვის იმითაც რომ არსებობთ. ეს სავსებით საკმარისია
გთხოვ.  უბრალოდ ზურგს ნუ მაქცევ, იმიტომ რომ არ ვიცი ამ ქორწინებაში შევძლებ თუ არა გადარჩენას.- ჯისუს ისევ ცრემლები წასკდა, ჯინიანგმა კი მაშინვე  გულზე მიიხუტა როგორც პატარა ბავშვი.
- მე შენ არასდროს დაგტოვებ, არასდროს შეგაქცევ ზურგს, და დაგიცავ. მოიცა შენ ხომ შტატებში მიემგზავრები
- ხო, მაგრამ ამის შესახებ თეჰიონმა არ უნდა იცოდეს. ეს ჩემი ერთადერთი შანსია მისგან გავქიცე. თუ ეცოდინება ყველაფერს გააკეთებს რომ ხელი შემიშალოს
- გასაგებია. შევეცდები ეს ექვსი თვე  გვერდიდან არ მოგშორდე. ნუ გეშინია, მე შენთან ვიქნები - პარკმა გოგონას შუბლზე ნაზად აკოცა და ორივენი უნოვერსიტეტისაკენ გაემართნენ..... ჯისუ გულში ლოცულობდა თეჰიონს არსად გადაჰყროდა, ამჯერად გაუმართლა ის  არსად ჩანდა, ამიტომ თავი დაიმშვიდა და აუდიტორიაში შევიდა......

............................

კიმი ზანტად გადმოვიდა საკუთარი შავი ფერარიდან,  ჩვეული უემოციო გამომეტყველებით  გაიკვლია გზა უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელისკენ....  მისი სახე აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა, ყინულის მზერა კი ირგვლივ მყოფებს მისგან გაქცევას აიძულებდათ. აუდიტორიაში შესულს წინ ჯონგუკი შეეგება, ჩანდა მეგობარს დიდი ხანია ელოდა
- ყველაფერი რიგზე გაქვს??? დღეს განსაკუთრებით  გაღიზიანებული ჩანხარ - თვალები აატრიალა ჯონმა  და ძმაკაცს კარგად დააკვირდა, გინდა გამოვიცნობ. ამჯერად რა ჩაიდინა ნერდმა? შენ აქ მის გამო ამ დღეში ხარ თავად კი პარკთან ერთად ჩახვეული დადის,  საინტერესოა საინ...
- რაა? რა ჯანდაბას ამბობ, როდის ნახე? - ჩუმად გამოსცრა თეჰიონმა და თვალები ავისმომასწავლებლად  დააკვესა
- რა რა, რაც გაიგე.  იმასაც კი ჭორაობენ რომ ერთად არიან. სასაცილოა არა, მოიცა თეჰიონ, ახლა არ მოხვედი??? ჯანდაბა, სად გაიჭრა.... საერთოდ რა ჯანდაბა სჭირს.... - ჯონგუკმა თავი გადააქნია და ისევ ბუზების თვლა განაგრძო.......

......................

- სოო, დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები? შემიძლია სახლში გამოგყვე - მეგობარს მოეხვია ჯერ კიდევ შოკირებული როზე.
- ყველაფერი კარგად იქნება. ამ მოკლე პერიოდს გავუძლებ და საბილოო ჯამში მაინც შევძლებ მისგან გაქცევას. ნუ ღელავ, და ტელეფონით მითხარი რომ რაღაცის მოყოლა გინდოდა,  ყველაფერი რიგზე გაქვს?
- კი, არაფერია, დაივიწყე. სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა თავს გაუფრთხილდი კარგი?? - როზე ისევ მოეხვია მეგობარს და საბოლოოდ ერთმანეთს უნივერსიტეტის ჰოლში დაშორდნენ.
- ძალიან მინდა მოგიყვე როგორი ბედნიერი ვარ ჩანისთან,  მაგრამ ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის.... იმედია მალე ყველაფერი დალაგდება........ როზემ ღრმად ამოიოხრა და უცებ შეხტა როცა იგრძნო გრძელი ხელები როგორ შემოეხვივნენ.
- ჩემი პატარა თავის თავს ელაპარაკება? - გოგონას ყურთან დაიჩურჩულა ჩანიოლმა და როზეს ლოყაზე აკოცა
- იააჰ, სულ ასე უნდა შემაშინო? თან გთხოვ მომშორდი ვინმე დაგვინახავს - გოგონამ მამაკაცის ხელებიდან გასხლტომა სცადა თუმცა სულ ტყუილად.
- დაგვინახონ მერე რა. მიყვარხარ, და მზად ვარ ავიტანო სასჯელი ამ სიყვარულისთვის.... იცი რა მინდა სადღაც წაგიყვანო, ხვალ საღამოს გამოგივლი..... - ეშმაკირად ჩაიღიმა ჩანიმ რამაც როზეს ლოყები აუწითლა
- კარგი, წავიდეთ.....
- ღმერთო როგორი  ტკბილი ხარ პარკ როზე. არც კი წარმომიდგენია შენს გარეშე ცხოვრება, ამას ვერც ვერასდროს შევძლებ. - ჩაიჩურჩულა ჩანიოლმა და გოგონას ტუჩებს ნელა მიუახლოვდა, თითქოს უნდოდა თითოეული წამით დამტკბარიყო, მერე კი ძალიან ნელა დაეწაფა მის ტუჩებს............

..........................

თეჰიონს ჯისუს პოვნის იმედი უკვე დაკარგული ჰქონდა როცა მოშორებით პატარა სხეული დალანდა. მისი დანახვისას ბრაზი უფრო მოერია და სწრაფი ნაბიჯით წავიდა  "მსხვერპლისაკენ"

...................

ის ის იყო გოგონამ უნივერსიტეტის ეზოდან ფეხი გადადგა, რომ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა, მეორე წამს კი იქვე კედელს აღმოჩნდა აკრული. ჯისუს უნებური კანკალი აუვარდა, შიშის გრძნობა კიდევ უფრო გალძლიერდა როცა კიმის ბრაზით სავსე თვალებს წააწყდა...
- როგორ ბედავ ასე მოქცევას - იღრიალა ვიმ - მიპასუხე, როგორ ბედავ იმ კრეტინთან ერთად ჩახუტებულმა იარო როცა ჩემი საცოლე გქვია? ბოლო საუბრისას არ აგიხსენი რომ მხოლოდ მე მეკუთვნი და სანამ ეს ასეა ვერავინ შეგეხება? რატომ მაიძულებ ამაში სხვა ხერხით  დაგარწმუნო?
- ჯინი ჩემი მეგობარია და არ ვაპირებ ამის შესახებ შენთან კამათს - ჯისუს ხმა იმდენად მშვიდად გაისმა ვი წყობიდან გამივიდა და ხელი კედელს გამეტებით დაკრა
- გიკრძალავ, მასთან ყოველგვარ ურთიერთობას, ნუ მაიძულებ რამე დავუშავო.
-  ვერაფერს ამიკრძალავ - უღონოდ ამოილაპარაკა ჯისუმ საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამ სისუსტის გამო რომელსაც  მის წინაშე გრძნობდა.
- ვერ აგიკრძალავ? ნუთუ - ჩუმად ჩაილაპარაკა ვიმ და მისკენ სვლა დაიწყო - ანუ ფიქრობ რომ მე, შენ ვერაფერს აგიკრძალავ არა ნერდო? მაგრამ, მიუხედავად ამ განცხადებისა,  ჩემი გეშინია, ერთიანად კანკალებ, თუ ეს ვნების გამოა, გინდა შეგეხო - თეჰიონმა გოგონა სხეულოთ კედელა ააკრა და მისი სუნი ხარბად შეისუნთქა, მეტად კმაყოფილს თავი უკან გადაუვარდა, თუმცა გონს სწრაფადვე მოვიდა..... - უკანასკნელად გაფრთხილებ, შეწყვიტე იმ ტიპთან შეხვედრა, საუბარიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის მერე პირდაპირ მასთან მივალ და  ერთ ერთი ჩვენგანისთვის ეს კარგად არ დასრულდება. იმედია გესმის ვინ იქნება დაზარალებული.  თუ არ გინდა შენი მეგობარი დაშავდეს მისგან თავი შორს დაიჭირე...... და კიდევ, დატკბი ამ დღეებით, იმიტომ რომ როცა ჩემი ცოლი გახდები უნივერსიტეტში სიარულს  ვეღარ შეძლებ... ნერდო.... - ბოროტულად ჩაიცინა კიმმა და გოგონას სხეულს მოშორდა. 
- მეზიზღები, მთელი არსებით მეზიზღები... მონსტრი ხარ.... - იღირალა ჯისუმ თუმცა ვის თავი არ შეუწუხებია მისკენ მოხედვით. - წყეულო კიმ დარწმუმებული იყავი მოვა დრო როცა მაგ ღიმილს სახეზე შეგახმობ. ღმერთმა იცის შურისძიება არ მდომებია იმის გამო რაც გამიკეთე, მაგრამ.... რასაც ახლა აკეთებ.....  გაგანადგურებ  გეფიცები ამას გავაკეთებ...... შენც გაგანადგურებ და შენს რეპუტაციასაც საზოგადოებაში............

წინასწარ არასოდეს იცი რა შეიძლება გააკეთოს მან, ვისი თვალებიც ყოველთვის სიყვარულით გიმზერდნენ, ვინც მხოლოდ შენი ღიმილისთვის სიცოცხლეს დათმობდა.... და ვინც ფეხქვეშ დაუფიქრებლად გათელე

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo