Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

I love you

- ეს ბოლოა.... - ხვნეშით გადაშალა ჯისუმ სიაში უკანასკნელი კაფეც და მოღუშული იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა. უკვე თვეზე მეტია სამსახურის პოვნას ცდილობს მაგრამ უშედეგოდ, მეორეკურსელი თანაც ორსული? არა მეტისმეტია, ვერავინ რისკავს მასთან საქმის დაჭერას. გოგონას ცრემლი ნელა  უგორდება თვალებიდან. მუცელზე ფრთხილად იდებს ხელს და ნელა ეფერება - ცუდი დედა ვარ, სამსახურის შოვნაც კი ვერ მოვახერხე რომ შენი აღზრდა შევძლო. მაპატიე  პატარავ.  აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს.- ჯისუ ღრმად ოხრავს. უკვე აღარაფრის იმედი აქვს. მალე ფული საერთოდ აღარ ექნება. მოულოდნელად სიჩუმეს ტელეფონის ზარი არღვევევს, ქეითია, მისი ნიუ-იორკელი  მეგობარი. ისინი ოთახშიც ერთად ცხოვრობენ, ამიტომ ჯისუ ყველაზე კომფორტულად მაინც მასთან გრძნობს თავს. 

- სად ხარ ლამაზო, რას აკეთებ? - მეორე მხრიდადნ წკრიალა ხმა ისმის

-  უკვე აღარაფერს, მოვდივარ - უღონოდ ამოილაპარაკა გოგონამ 

- ისევ არ გამოვიდა? იჩქარე, ხომ იცი ერთ   საათში საერთო საცხოვრებელი იკეტება. დღეს დაცვის უფროსი ბენია.... მასთან ლაპარაკი კი შეუძლებელია..... გამორიცხული არ არის ღამით  გარეთ მოგიწიოს ყოფნა. იჩქარე ლამაზო - ბოლო სიტყვები თეატრალურად გაწელა ქეითმა და კავშირიც გაწყდა. ჯისუმ ისევ  ღრმად ამოიხვნეშა........ მისი ცხოვრება უფრო დიდ თავსატეხად იქცა, ოდესმე ყოფილა

...............................................................

 შებინდებული იყო, როცა თეჰიონის კერძო ვერტმფრენი ბოსტონის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს თავზე დაეშვა. კიმი სწრაფად ჩამოვიდა ტრაპიდან და მისთვის განკუთვნილი მანქანისკენ დაიძრა

- ბოსს, გინდათ გამოგყვეთ? - რამდენიმე წამში დაეწია დაცვის წევრი , თუმცა თეჰიონმა ის ხელის აქნევით შეაჩერა და საჭეს თავად მიუჯდა. ძალიან ჩქარობდა, უნდოდა რაც შეიძლება მალე ენახა ცოლი. სასაცილოა არა?  ვი ვერასდროს წარმოიდგენდა რომ საერთოდ შესაძლებელი იყო ვინმე ასე მოგნატრებოდა, ასე გდომებოდა მით უფრო გყვარდებოდა. თავში აზრები არეული ჰქონდა,  არ იცოდა როგორ დაეწყო მასთან საუბარი.... ძალიან უჭირდა..... რომ არ მოენდომებინა მისი ნახვა, რომ არ მოესმინა? რას გააკეთებდა ასეთ შემთხვევაში? ამაზე არც აპირებდა დაფიქრებას, ხელს დაავლებდა და თუნდაც ძალით დააბრუნებდა უკან კორეაში. ვიმ მძიმედ ამოიოხრა, ვერც კი შენიშნა როგორ მიუახლოვდა საერთო საცხოვრებელს სადაც ჯისუ იმყოფებოდა. კიმმა მანქანა  ოდნავ მოშორებით დააყენა, აზრების დასალაგებლად  ტროტუარს ფეხით გაუყვა.... მისი ყურადღება კი წინ გადაშლილმა არც თუ ისე სასიამოვნო სურათმა მიიბყრო.  რამდენიმე წამში იგრძნო როგორ აუდუღდა სხეულში სისხლი, ხელები კი მუშტად ინსტიქტურად შეეკრა. მან ნათლად გაარჩია პატარა ფუგურა რომელსაც სავარაუდოდ საერთო საცხოვრებლის მცველი ხმამაღლა უყვიროდა. გოგონა კანკალებდა, შიშისგან ან სიცივისგან ან....      

  - ჯანდაბა, - თეჰიონს დრო არ დაუკარგავს მაშინვე მათი მიმართულებით წავიდა,  როგორც კი გოგონაში თავისი ნერდი ამოიცნო.........


..................................

ოღონდ ეს არა, დამაგვიანდა, ახლა ნამდვილას ქუჩაში მომიწევს დაძინება - ამოიოხრა სასოწარკვეთილმა  როგორც კი კამპუსს  მიუახლოვდა.
- საით პატარა ქალბატონო? - არსაიდან გამოჩნდა ბენი და გოგონას გზა გადაუჭრა.
- გთხოვთ, ბენ უნდა შემიშვათ გთხოვთ - თვალები აუწყლიანდა ჯისუს, თუმცა მამაკაცმა თავი გაბეზრებით გადააქნია
- გამორიცხულია. დროს მთელი 40 წუთი გადააცილე, ამის გამო უნდა დაისაჯო. ეს სასტუმრო არ გეგონოს, სერიოზული დაწესებულებაა და შესაბამისად უნდა მოიქცე, აი რატომ არ უნდა მისცე ათასი რჯულის ადამიანს აქ სწავლის უფლება - უხეშად ჩაიბუტბუტა მამაკაცმა. ჯისუს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- მაგრამ გარეთ ცივა, გთხოვთ წასასვლელი არსად მაქვს... გპირდებით სხვა დროს...
- სხვა დრო აღარ იქნება. ამაღამ ქუჩაში რომ მოგიწევს დაძინება ჭკუას ისწავლი. აღარ გაიმეორებ იგივეს.... - დამცინავად ჩაიქირქილა მამაკაცმა,  ჯისუ კი საბოლოოდ აკანკალდა. ამჯერად ვეღარც ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ის იყო  უკან გამობრუნება დააპირა რომ მისთვის მტკივნეულად ნაცნობმა ხმამ ერთ ადგილზე გაყინვა აიძულა
- თავს რის უფლებას აძლევ მაბიჭვარო.  - გოგონას ზურგს უკან კედელივით აღიმართა თეჰიონი და ბენმა წამში დაკარგა ფერი. უცნობი მამაკაცი შემთხვევით გამვლელს არ გავდა. კიმი  მას მომაკვდინებელი მზერით უყურებდა, თითქოს სურდა ადგილზე ამოეცალა გული ცოცხალი სხეულიდან
- შენ ვინ ხარ, საერთოდ რატომ ერევი, შინაგანაწესია ასეთი.- ბოლოჯერ გაიბრძოლა ბენმა
- მისი ქმარი ვარ - მტკიცედ წარმოთქვა ვიმ და მისმა სიტყვებმა საბოლოოდ მოიყვანა გონს ჯისუ. გოგონამ აშკარად იგრძნო როგორ აუკანკალდა უფრო მეტად სხეული, მის გონებას რეალობის აღქმა გაუჭირდა.  გულმა გიჟივით დაიწყო ფეთქვა. ცდილობდა ძალა ეპოვა რათა ქმრისთვის თვალებში თამამად შეეხედა, ამაოდ, იგრძნო როგორ დაუბნელდა თვალთ, მეორე წამს კი უკვე  თეჰიონის მკლავებში აღმოჩნდა, .......

...................................

ჯონგუკმა მანქანა კაფის წინ გააჩერა და სწრაფად გადმოვიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ანა ძალიან მოენატრა.... სამწუხაროდ თეჰიონის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო მისი ნახვა, მაგრამ ახლა რადგან კიმმა როგორც იქნა იპოვა ჯისუ და მასთან წავიდა, დრო ჯონმაც გამონახა საკუთარი თავისთვის და მაშინვე აქეთ გამოეშურა. ბიჭს ოდნავ ჩაეღიმა როცა გაკრეჭილი გოგონა დალანდა. ანა ნამდვილი საოცრებაა, ყოველთვის პიზიტივს ასხივებს, გაბუტული და გაბრაზებულიც კი ასეთია..... ჯონგუკმა ამჯრად კარი თამამად შეაღო. მისი დანახვით გაოგნებულს თვალი ჩაუკრა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- მგონი დახმარება გჭირდებათ პატარა ქალბატონო -   ანას მიმართვის გამო ლოყები აუწითლდა. ნერვიულად გაეღიმა მაგრამ უარი არ უთქვამს....  ის საღამო მომავალში მათი ბედნიერი ურთიერთობის საწყისად იქცა......

.............................

რა გაარკვიეთ, თეჰიონი სად არის? - წყნარად იკითხა ჯონგიონმა
- როგორც ჩანს ქალბატონი ჯისუ იპოვა.  მასთან შტატებში გაემგზავრა, და კიდევ ერთი რამე. გილოცავთ, მალე ბაბუა გახდებით - ირენემ ფართოდ გაიღიმა, თავის მხრივ ღიმილი გადაეკრა სახეზე ჯონგიონსაც. პატარას წარმოდგენამ საოცარი ბედნიერება მიანიჭა...
- თავისუფალი ხარ - კიმმა ხელის აქნევით ანიშნა ლის რომ აუდიენცია დასრულებული იყო და საკუთარ მაგიდაზე დადებულ სურათა მიუბრუნდა. მასზე ახალგაზრდა სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო გამოსახული პატარა თეჰიონთან ერთად.
- მადლობა ღმერთს ჩვენი შვილი მამაზე ჭკვიანი აღმოჩნდა სარა. მე ვერ შევძელი..... მან შეძლო, თავის სიყვარულს აუცილებლას დაიბრუნებს.... ყველაფერს გავიღებდი რომ ახლა აქ იყო სარა... სამწუხაროა რომ აღარაფერი შემიძლია შევცვალო.....

..............................

თეჰიონი უკვე საათზე მეტია თვალმოუშორებლივ შეჰყურებს მძინარე ჯისუს და თითებს მის აბრეშუმის თმებში დაასრიალებს.... როგორ მოენატრა. კიმი საოცარ სიმშვიდეს და ნეტარეებას გრძნობს. ალბათ ზუსტად ესაა სიყვარული, როცა მისი შეხედვაც კი საკმარისია. როცა დაუსრულებლად შეგიძლია უყურო მის სრულყოფილ სახეს.... ვი შუბლზე მსუბუქ კოცნას უტოვებს ცოლს. სევდიანად აღნიშნავს რომ გოგონა ძალიან გამხდარი და ფერმკრთალია. ექიმმა რომელიც ცოტა ხნის წინ გააცილა თეჰიონმა თქვა რომ ჯისუს ყველაფერი კარგად აქვს, ახლა უბრალოდ კარგად უნდა  დაისვენოს და შესაბამისად იკვებოს. კიმიც არ არღვევს მის სიმშვიდეს. საერთოდაც უნდა აღიაროს რომ ძალიანაც აშინებს გოგონას რეაქცია. ერთი მხრივ  არ უნდა ისევ რამე დააძალოს, მეორე მხრივ კი  მისი გაშვებაც არ შეუძლია. ამ ფიქრებში გართული ვერც  აცნობიერებს რომ ჯისუს უკვე კარგა ხანია ღვიძავს.......

.................................

ნელ-ნელა გონს მოდის,  ცხადად გრძნობს როგორ ეფერება ვიღაც თავზე, თითებს მის თმებში სასიამოვნოდ დაასრიალებს. მომენტალურად ძალიან კარგად ნაცნობი სურნელიც ხვდება  და მაშინვე თვალებს ჭყეტს, იმ წამსვე  ვის ეშმაკურ მზერას ხვდება....
- დაგიჭირე პატარავ - იღიმის თეჰიონი
- კიმ! - ჯისუ სწრაფად ითავისუფლებს თავს ქმრის მკლავებიდან და  ფეხზე დგება. - სად ვარ, ან საერთოდ აქ რატომ ხარ?
- ჩემს ცოლთან ჩამოვედი, იმიტომ რომ სიგიჟემდე მომენატრა - თეჰიონის მის ქმედებას იმეორებს და თავადაც ფეხზე დგება
- რა სამწუხაროა რომ იგივეს ვერ გეტყვი, შენი დანახვაც არ მინდა
- თავიდანვე დაგეგმილი გქონდა არა ?-  ჩაიცინა თეჰიონმა, ჯისუმ კი ჯიქურ გაუსწორა თვალი
- დავუშვათ ხო, მერე შენ რა? ეს  მაინც ფიქტიური ქორწინება იყო. საერთოდ რა პრობლემაა- გოგონამ ისევ მომღიმარ კიმს თვალი აარიდა
- ფიქტიური? დარწმუნებული ხარ? როცა ჩემს ქვემოთ მოქცეული სიამოვნებისგან კვნესოდი მაშინ არ მგონია რომ ამ ქორწინებას ფიქტიურად თვლიდი. შენ გამექეცი ისე რომ არც კი მომეცი საშუალება რამე  ამეხსნა.
- აგეხსნა? რა უნდა აგეხსნა? როგორ კოცნიდი ვიღაც ძუკნას? არა მადლობთ არ მაინტერესებს შენი ახსნები. ღამეს აქ გავათევ, თუ შეიძლება მერე კი კამპუსში გავბრუნდები - გულგრილად ჩაილაპარაკა ჯისუმ ისე რომ თეჰიონისთვის არც შეუხედავს
- რა გულუბრყვილო ხარ პატარავ, მართლა გგონია რომ ახლა როცა როგორც იქნა გიპოვე  სადმე გაგიშვებ? - ვის მომღიმარი სახე სერიოზულმა შეცვალა, მან ძალიან ფრთხილად დაიწყო ცოლთან მიახლოება. ჯისუმ კი მისდა უნებურად  უკან დახევა.
- არასოდეს, გესმის? არასოდეს აღარ გაგიშვებ, იმიტომ რომ  შენს გარეშე კინაღამ მოვკვდი. წარმოდგენაც კი არ გაქვს რა გამოვიარე.... როცა ვეღარ გიპოვე ლამის ჭკუიდან შევიშალე. გონებიდან ვერასდროს ამოვიგდე შენზე ფიქრი. არ გაგიშვებ, არსად გაგიშვებ. მით უფრო ახლა როცა ჩვენს პატარას ელოდები.
- რაა? რა სისულელეა
- ნუ უარყოფ, პასუხები უკვე ვნახე.
- გგონია აქ ჩამოხვალ, რამდენიმე ტკბილ სიტყვას მეტყვი და ყველაფერი გამოსწორდება? მე უკვე ჩემი ცხოვრება მაქვს კიმ. კარგი შვილი შეგიძლია ნახო ხოლმე. მაგრამ რაც შემეხება მე შენი დანახვაც არ მინდა
- რა ცხოვრება ნერდო? თავს ნუ მოიტყუებ. ვიცი როგორც გიჭირს. არ დავუშვებ რომ ამ პირობებში იყო. არ მინდა რამე დაგაძალო ჯისუ, მაგრამ თუ თავად არ წამომყვები სხვა გამოსავალი არ დამრჩება.
- არა - ჯიუტად დააბაკუნა გოგონამ ფეხები და ვის გაეცინა. ცოლს სწრაფად მიუალოვდა და მაგრად ჩაიკრა გულში.-  მიყვარხარ კიმ ჯისუ.
- რა თქვი?
- მიყვარხარ. - გაიმეორა კიმმა. - შენს გარეშე ვერ შევძლებ ცხოვრება გავაგრძელო. გემუდარები შანსი მომეცი ყველაფერი გამოვასწორო. შანსი მომეცი შენთვის შესაფერისი ქმარი გავხდე და ჩვენი გოგონასთვის კარგი მამა. გთხოვ.   გეფიცები როგორც კი პატარა გაჩნდება ისევ შეძლებ სწავლა განაგრძო იქ სადაც მოგესურვება. ჯისუ.... - თეჰიონმა ცოლის ხელები თავის ტორებში მოიქცია, ჯისუმ მის თვალებში გულწრფელი სინანული, ხმაში კი უდიდესი ტკივილი შენიშნა. არც კი შეეძლო იმ ბედნიერების გადმოცემა ახლა რომ გრძნობდა მაგრამ არა, ასე მარტივად მისგან პატიებას ვერ მიიღებდა. გოგონამ ეშმკურად ჩაიცინა.
- კარგი, წამოვალ შენთან ერთად, მაგრამ არ გეგონოს რომ გაპატიე.... უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ. ჯერ კიდევ არ დამვიწყებია რაც გააკეთე - მბრძანებლურად განაცხადა ჯისუმ და ცხვირი ასწია. თეჰიონს მის ამ ქმედებაზე ჩაეცინა. გოგონა საოცრად საყვარელი იყო.  კიმს რათქმაუნდა შეეძლო ყველაფრის სათავისოდ შეტრიალება, მეტიც კვდებოდა ისე უნდოდა დაეკოცნა ასე მონატებული ტუჩები, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო. ისე როგორც ჯისუს სურდა........

ვაიმე ხალხო იმედია არ გავაფუჭე, ძალიან ბანალური ხოარაა?  2 თავი და ალბათ ესეც დასრულდებაა.... მიყვარხართ ძალიან❤❤❤❤ ოთხშაბათს დავდებ მომდევნოს

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo