Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

Found you

დრო ისევ სწრაფად გადის... ტკივილი კი უფრო მეტად  იბყრობს თეჰიონს.... მთელს მის გონებას და გულს გაუსაძლისი სევდა დაჰპატრონებია.......  ენატრება, ზოგჯერ ჰგონია რომ ამ მონატრებისგან საერთოდ შეიშლება... ძალიან უნდა ისევ ნახოს და უთხრას როგორ უგონოდაა შეყვარებული მასზე. რომ პატარა ნერდმა სამუდამოდ მიისაკუთრა სასტიკი მოთამაშის გული, ფიქრები......  ძალიან უნდა თუნდაც მისი ხმა გაიგოს. მისი ტკბილი ხმა...... ყველა ცდა უშედეგოა,  სამი  თვე გავიდა რაც ჯისუმ ქვეყანა დატოვა. კიმმა ვერ შეძლო დაედგინა მისი ადგილსამყოფელი.   დეტექტივებმა მხოლოდ იმის გარკვევა შეძლეს რომ გოგონა სეულიდან ჯაკარტაში ჩაფრინდა.. შემდეგ მისი  კვალი დაკარგეს.... თეჰიონი მთელი ეს პერიოდი არანოლმალურ რეჟიმში მუშაობს, ღამით კი უგონოდ სვამს რომ სახლში დაბრუნებულმა მისი სურნელი არ იგრძნოს. სულ ტყუილად.....  აქ ყველაფერინმას ახსენებს, ყველა კუთხეში მას ხედავს, მის სურნელს გრძნობს. ცხადად წარმოიდგენს როგორ სუსტად ეხვევა გოგონას ხელები ტანზე. ჯისუ ყოველთვის ასე იქცეოდა როცა ფიქრობდა ვის ეძინა. მჭიდროდ ეხუტებოდა. თეჰიონს ეს მაშინ პატთეტიკურად ეჩვენებოდა მაგრამ ახლა? სიცოცხლეს დაუფიქრებლად დათმობდა ოღონდ ისევ შეძლებოდა მასთან ჩახუტება.
- ჯისუ, ჩემო პატარავ.... მაპატიე, აპატიე შენს ქმარს.... დაბრუნდი გემუდარები... - უგონოდ მთვრალმა თეჰიონმა ახლოს მიიხუტა ცოლის ხალათი, ერთადერთი ნივთი რაც გოგონას სიჩქარეში დაავიწყდა. მისი სუნი გიჟივით შეისუნთა და ისევე როგორც სხვა დროს მაშინვე გაითიშა.

............................

აშშ. ბოსტონი

ჯისუ მისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში შევიდა, საშინლად დაღლილი საწოლზე მოწყვეტით დაენარცხა. გოგონას ჯერ კიდევ უჭირდა იმ რეალობის გაცნობიერება, რომელშიც თავისდაუნებურად აღმოჩნდა. მძიმედ ამოიხვნეშა, მისი თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა... მოენატრა, ჯერ მხოლოდ სამი თვე გავიდა რაც აქაა მაგრამ სიგიჟემდე ენატრება.... ვინ? კაცი რომელმაც მთელი მისი ცხოვრება არია, რომელმაც გააუპატიურა, არაერთხელ დაამცირა, ატირა და ბოლოს დაუფიქრებლად უღალატა.... სასაცილოა არა? მაშინ რატომ ენატრება. რატომ უნდა ახლავე მასთან გაიქცეს და შეევედროს არასდროს მიატოვოს. არა ამას არ იზამს. მის გინებას არაჩვეულებრივად ახსოვს რა დაინახა. რა იგრძნო.... მას არაფერს შეეხვეწება, რომ მოკვდეს არ გააკეთებს ამას...    ტირილისგან ძალაგამოცილ გოგონას გვიან ღამით ეძინება .....

......................................................

სამხრეთ კორეა. სეული

- თეჰიონ, თეჰიონ გეყოფა - ჯონგუკმა სცადა ვისკის ბოთლი გამოერთმია უგონოდ მთვრალი მეგობრისთვის თუმცა უშედეგოდ. კიმი მისთვის შეხედვით არ მოცდენილა

- შემეშვი. და საერთოდ აქ რატომ ხარ? აგისხენი რომ მარტო მინდა ყოფნა - ცივად გამოცრა ვიმ და სმა გააგრძელა

- თავს ინადგურებ და ვერ ვიგებ რატომ - ამოიოხრა ჯონმა, თეჰიონს კი სიმწრით ჩაეცინა

- რატომ? რატომ, იმიტომ რომ უკანასკნელი ნაბიჭვარი ვარ, იმიტომ რომ მიყვარს ამის დედაც. ჯისუ სიგიჟემდე შემიყვარდა ჯონგუკ, იმიტომ რომ  ჩემგან წავიდა. მგონი ბევრი მიზეზი მაქვს რატომაც არ უნდა მიდოდეს ამ დაწყევლილ რეალობას თვალი გაუსწორო. მგონია რომ ჭკუიდან შევიშლები.... მისი სიახლოვე მჭირდება...... არ გესმის არა? რათქმაუნდა არ გესმის.....

- და გგონია თუ ყოველ ღამით უგონოდ დათვრები ამით რამეს გამოასწორებ? - უღონოდ იკითხა ჯონგუკმა, თან მეგობარს ყურადღებით დააკვირდა

- ვეღარ ვიგრნობ, მის სუნს ვეღარ ვიგრძნობ რომლითაც მთელი სახლი გაჟღენთილია. მის ტკბილ ლავანდის სურნელს ვეღარ ვიგრძნობ.... ასე უფრო მარტივია... და საერთდ შემეშვი.... - ვიმ კიდევ ერთ ჭიქა სულმოუთქმელად გადაკრა და წამოდგომა სცადა თუმცა ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლო. ჯონმა ის გაჭირვებით მიათრია საწოლამდე. მეგობრის შემხედვარემ თავი უღონოდ გადააქნია.  თვეები ასე გრძელდება. კიმი გიჟივით მუშაობს შემდეგ კი მთელი ღამე სვამს....

- რამე უნდა ვიღნო, არამგონია ასე დიდხანს გაქაჩო ძმაო - ჯონგუკი ბოლოჯერ ავლებს მზერას მძინარეს და ოთახიდან ფეხაკრეფით მიემართება.... ზუსტად არ იცის რას იზამს, ერთი ცხადია, თეჰიონს სერიოზული დახმარება სჭირდება...... ვალდებულია ამ ჭაობიდან ამოათრიოს

...................................

კიმ ჯონგიონი დაფიქრებული საკუთატ კაბინეტში ზის და სივრცეს გაჰყურებს. მამაკაცი ღრმად ოხრავს. მისთვის მარტივი არაა ასეთ თეჰიონს უყუროს, უსიცოცხლოს, ენერგია გამოცლილს. მაგრამ ჯონგიონმა იცის მისმა შვილმა ეს დაიმსახურა.  მამაკაცს ფიქრს კარის ფრთხილი კაკუნის ხმა ურღვევს, მალე ოთახში ჯონი ჩნდება
- ჯონგუკ? აქ რამ მოგიყვანა? თეჰიონი ხომ კარგად არის
- კარგად არის ბატონო კიმ. იმ გოგოს გამო ლამის ჭკუიდან შეიშალოს. რამე უნდა იღონოთ.
- და რა გინსა რომ გავაკეთო? - მშვიდად ახედა ბიჭს კიმმა
- იპოვეთ ჯისუ, ვიცი რომ ეს შეგიძლიათ. გთხოვთ იპოვეთ და დააბრუნეთ თეჰიონთან, ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს ბატონო კიმ.
- ამას არ ვიზამ ჯონგუკ, - მამაკაცმა მძიმედ ამოიოხრა. - ვაფრთხილებდი, ვეუბნებოდი რომ შეიძლება ყველაფერინარასწორად წასულიყო. ჩემი შვილი ზედმეტად იყობდარწმუნებული საკუთარ თავში. ეს თავად უნდა გააკეთოს. მოიპივოს ის რაც სჭირდება. მან ეს თავად უნდა ქნას
- მაგრამ......
- ჯონგუკ... დამიჯერე თეჰიონი ძლიერია, იმაზე ძლიერი ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ყველაფერი თავად გააფუჭა. თავადვე გამოასწორებს.....
- იმედია გვიანი არ იქნება ბატონო კიმ
- ერთი რამ დაიმახსოვრე ჩემო ბიჭო, ადამიანი შეცდომებს გამუდმებით უშვებს. ნებით თუ უნებლიეთ ჩვენ ვანგრევთ სხვების ცხობრებას. მაგრამ არასდროს უნდა ვიფიქროთ რომ შევძლებთ სასჯელს გავექცეთ. ყველაფერი იმაზე ძვირად გვიჯდება ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ... სამყაროში არაფერი იკარგება..... ყველაფერი თავის ადგილს პოულობს, ყველა იღებს დამსახურებულს.... ეს არ დაივიწყო.. - ჯონგიონმა მზერა ისევ სივრცეს გაუშტერა, ჯონგუკი კი თავის დაკვრით დაემშვიდობა მამაკაცს და მანსიონი დატოვა....

.............................

თეჰიონი საშინელი თავის ტკივილით კაბიმეტში იჯდა როცა მასთან ირენე შევიდა და დეტექტივების იქ ყოფნა ამცნო.
- ბატონო კიმ - დაიწყო მაღალმა - რაღაც ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ არც კი ვიცით როგორ უნდა გითხრათ
- რა ხდება? ჯისუს რამე შეემთხვა? ახლავე ამოღერღე ჭკუიდან არ გადამიყვანო -  იღრიალა ვიმ და ფეხზე წამოიჭრა
- ქალბატონი გამგზავრებდე კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა, ზუსტად იმ დღეს როცა ქვეყანა დატოვა.
- რა გამოკვლევაზე? რას ამბობთ - საშინლად დაიბნა თეჰიონი
- სჯობს თავად ნახოთ - შედარებით დაბალმა კონვერტი გაუწოდა ბოსს და ისევ გაირინდა. თეჰიონმა მოუთმენლად გაგლიჯა გარეთა არე და როგორც კი პასუხებს დახედა იგრძნო როგორ აუდუღდა სისხლი ძარღვებში. ცრემლები მოერია
- დამტოვეთ, - მისი ხმა ჩუმად გაისმა თუმცა ისე რომ მის წინ მდგომწბა გაეგოთ. ისიმკ უფროსს თავის დაკვრით გამოემშვიდობნენ და  კაბინეტი დატოვეს
- არ მჯერა ნუთუ მამა გავხდები. ნუთუ ჩემი პატარა შვილს გამიჩენს უბროდ წარმოუდგენელია. ღმერთო ჯისუ, რა ნაბიჭვარი ხარ კიმ თეჰიონს, ის აქ ამ ამბის სათქმელად მოვიდა მე კი... -ვის თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა... საკუთარ თავს ვერ პატიობდა რომ ასე ატკინა გული საყვარელ ქალს, მისი შვილის დედას. - გიპოვი, ცოტაც დამელოდე, აუცილებლად გიპოვი და ჩემთან წამოგიყვან კიმ ჯისუ. აუცილებლად გიპოვი... - თეჰიონი ფეხზე წამოხტა და გასავლელისკენ გავარდა
- ყველა თათბირი გააუქმე და გაურკვეველი დროით გადადე. ჩემი ვერტმფრენი მოამზადე ირენე
- რა ხდება ? - გაოცებული ლი ფეხზე წამოდგა
- მამა გავხდები, პატარა მეყოლება გესმის - თეჰიონი უკანმოუხედავად გავარდა ირენეს კი ჩაეღიმა
- ვინ იფიქრებდა, ვინ იფიქრებდა რომ უბრო გოგონა ასე დაგიმონებდა კიმ თეჰიონ?   სიყვარული საოცრებებს ახდენს. ეს მართლაც ასეა - ლიმ თავი გადააქნჯა და დავალების შესრულებას შეუდგა

................................

როზე  ის ის იყო ბოლო ლექციიდან გამოვიდა რომ არსაიდან გამოჩენილმა თეჰიონმა გზა გადაუჭრა და მავედრებელი მზერა მიაბყრო
- აქ რა გინდა კიმ?
- გთხოვ მითხარი სად არის ჯისუ, გემუდარები. ყველაფერს ვნანობ რაც გავაკეთე, გთხოვ მითხარი რომ მასთან წავიდე
- და ეს რატომ უნდა გავაკეთო? იქნებ მას არ უნდა შენი ნახვა? - თვალები აატრიალა როზემ და ვის გვერდი აუარა, თუმცა მაშინვე გაჩერდა როგორც კი მისი სიტყვები გაიგო.
- ვიცი რომ ორსულადაა,  გთხოვ, უცხო ქვეყანაში სულ მარტოა, გემუდარები როზე, უნდა ვნახო
- საიდან
- რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მითხარი. მჭირდება გესმის? მის გარეშე ყოველ დღე ზეზეულად ვკვდები. მიყვარს არც კი ვიცი ეს რიგორ მოხდა მაგრამ ჯისუ შემიყვარდა. გთხოვ როზე.
- კარგი, მაგრამ იცოდე ჩემს მეგობარს კიდევ ერთხელ რომ ატკინო გული ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს კიმ თეჰიონ, გასაგებია?
- არასდროს ვატკენ, ზედმეტად მიყვარს მაგისთვის.... მითხარი სად არის.
- შტატებში. ბოსტონშია - ამოიხვნეშა როზემ
- იქ რას აკეთებს - გაოცდა ვი.
- ჯისუმ ჰარვარდის სტიპენდია მიიღო. იქ სწორედ ამიტომაა.
- მოიცა ეს როდის
- სანამ დაქორწინდებოდით ეს მანამდეც იცოდა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა.- მხრები აიჩეჩა როზემ..კიმს სხვა არაფერი უთქვამს. მადლობა გადაიხადა პარკს და  ავტომობილისკენ გაემართა.
- ანუ თავიდანვე გეგმავდი ჩემგან გაქცევას არა? ვაღიარებ ამას არ მოველოდი ნერდო...  რა სამწუხაროა რომ ვერასდროს შეძლებ ჩემგან დამალვას.....სადაც არ უნდა წახვიდე გიპოვი და ჩემთან დაგაბრუნებ  - ვიმ ეშმაკურად ჩაიცინა, ტუჩები გაილოკა და გაზს მთელი ძალით დააწვა

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo