Don't touch her
შუაღამეა..... უზარმაზარი მანსიონი კიდევ უფრო პირქუშად გამოიყურება უკუნში..... ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა, ჯისუ კი აივანზე ზის და ამ სიმშვიდით ტკბება. ალბათ შეიშალა, ჰო ნამდვილად შეიშალა, რადგან ოდნავადაც არ აშინებს ეს უკუნი, ეს სიჩუმე. ერთადერთი რისაც სიკვდილივით ეშინია ისაა, რომ რამდენიმე საათის წინ თეჰიონის მკლავებში სიამოვნებისგან კვდებოდა. ახლა კიმს მშვიდად სძინავს, რათქამუნდა მან ის მიიღო რაც სურდა. შეუძლია მშვიდად იძინოს....პატარა გოგონას გულში გაჩენილი ხანძარი ხომ უმნიშვნელო იდიოტიზმია მისთვის. ჯისუ ღრმად ოხრავს, ამჩნევს რამდენად მიჯაჭვული ხდება ამ კაცზე და მკერდში უზარმაზარ ტკივილს გრძნობს. გოგონა პლედში უფრო მოხერხებულად ეხვევა, თვალებს კი ინსტიქტურად ხუჭავს....
....................................
თეჰიონი დილაადრიან იღვიძებს. უკვე მიეჩვია რომ სამსახურის გამო დღე ადრიანად უნდა დაიწყოს. მაგრამ რაღაც ისე არ არის. კიმი თვალების გახელისთანავე სიცარიელეს აწყდება და მაშინვე მოდის გონს
- ნერდო? - ეძახის ჯისუს თუმცა უშედეგოდ. - სად წავიდა? როგორც წესი მას უფრო დიდხანს ძინავს- კიმი სწრაფად იცვამს და ცოლის მოსაძებნად მიემართება, საერთოდ რა სჭირს? რატომ ეძებს აქვე იქნება, შეიძლება უბრალოდ მოსწყურდა, რისთვის აფორიაქდა ასე. ვი თმებში ხელს ნერვიულად იცურებს და მოულოდნელად მისი მზერა აივნის მიმართულებით ჩერდება
- ჯანდაბა, ნერდო - კიმი მოქანავე სკამზე მძინარე ჯისუს ამჩნევს და მაშინვე იქითკენ იწყებს სვლას. - სულ გაყინულია, სულელო გოგო საერთოდ რამ მოგაფიქრა აქ დაძინება? - გაღიზიანებული ცოლს ხელში ფრთხილად იყვანს და საძინებლისკენ მიიწევს. ჯისუს მაშინვე ეღვიძება როგორც კი თეჰიონის ხელებს გრძნობს, მის მკლავებში ფართხალს იწყებს.
- იაჰ, რას აკეთებ?
- საწოლში მიმყავხარ რომ გათბე, საერთოდ სრულ ჭკუაზე ხარ? რას აკეთებდი ღამით აივანზე.
- დამსვი.... თავადაც შემიძლია სიარული - წაიწუწუნა, თუმცა კიმი მის მოსმენაზე არ მოცდენილა. გოგონა ფრთხილად დააწვინა ლოგინზე, თავად კი აბაზანისკენ გაემართა. ჯისუ ჭარხალივით გაწითლდა იმის გახსენებაზე რა გააკეთეს წინა ღამეს. მის შემხედვარე ვის ეშმაკურად ჩაეცინა და ცოლისკენ დაიხარა
- გინდა შემომიერთდე?
- კარგი რა, სულ ერთი რამ გიტრიალებს თავში - დაიწუწუნა ისევ აწითლებულმა და ქმარს მზერს აარიდა
- თეჰიონ, მოიცა, რაღაც მინდა გთხოვო.
- თუ სამსახურს ეხება სჯობს არ დამელაპარაკო - გადაჭრით გაისმა კიმის ხმა
- არა, ჩემს მეგობარს როზეს ნიშნობა აქვს. მე მისი ხელისმომკიდე უნდა ვიყო და შენთვის ხომ არ იქნება პრობლემა რომ წავიდეთ? ანუ შენც რომ წამოხვიდე, თუ გინდა რათამაუნდა, თუ სურვილი არ გაქ...
- რამდენს ლაპარაკობ - შეაწყვეტინა გაბეზრებულმა - რათქმაუნდა წამოვალ. მხოლოდ იმიტომ ასეთ წვეულებებზე ერთად უნდა გამოვჩნდეთ.
- ჰო ბუნებრივია - გოგონამ მძიმედ ამოიოხრა და საბანში უკეთ შეიფუთნა. უნდოდა სანამ უნივერსიტეტში წავიდოდა ცოტა ისევ დაეძინა. იმედოვნებდა რომ ჯინიანგის ნახვას დღეს მაინც შეძლებდა
............................................
- ჰეი გაიღვიძე, გაიღვიძე - ანამ ჯონგუკი მაგრად შეანჯღრია და ბიჭმა თვალი ზანტად გაახილა
- რა ხდება? რატომ ყვირი?
- რა ხდება? შემთხვევით სტუმრობა ხომარ გაგიგრძელდა? მგონი საკმაოდ კარგად ხარ რომ საკუთარ თავს მიხედო. სჯობს სახლში დაბრუნდე
- არა ჯერ კიდევ ცუდად ვარ - წამოუკრუსუნა ჯონმა ანამ კი თვალები აატრიალა
- ასე მაგრადაც არ ჩამირტყამს, ასე რომ მორჩი სიმულიანტობას. ახლავე ადექი
-კარგი, კარგი. რა აგრესიული ხარ პატარავ. ასე მალე დაბერდები - ეშმაკურად ჩაიცინა ჯონგუკმა და სწრაფად წამოდგა, მისი ამ უეცარი ქმედებით ანა უკან გახტა, თუმცა თავი ვერ შეიკავა და რომ არა ჯონის სწრაფი რეაქცია საკმაოდ ცუდად დაშავდებოდა
- ფრთხილად პატარავ, თორემ ამჯერად შენს მოსავლელად მომიწევს დარჩენა - თვალი ჩაუკრა ბიჭმა აწითლებულს, მაგრამ მისთვის ხელის გაშვება არ უჩქარია. ისევ გულზე ჰყავდა აკრული
- იაჰ, გამიშვი ჯონ ჯონგუკ. - ამოიბუზღუნა გოგონამ - იმედი მაქვს აღარასდროს გადაიკვეთება ჩვენი გზები
- მე სხვანაირად მგონია, ასე რომ დროებით პატარავ - ისევ ეშმაკურად ჩაიცინა ჯონმა, ანას ტუჩებს სწრაფი კოცნა დაუტოვა და სანამ გოგონა აზრზე მოსვლას შეძლებდა უკვე კიბეზე ჩარბოდა
- იდიოტო ჯონ ჯონგუკ....... როგორ ბედავ, გირჩევნია არსად გადამეყარო. აიშ - დაიყვირა გაგულისებულმა და ტუჩების წმენდას მოჰყვა. ზედმეტად გამხიარულებულმა ბიჭმა კი იდიოტის ღიმილით ჩაირბინა მანქანამდე გზა და საჭეს მიუჯდა
- მალე შევხვდებით შეშლილო გოგო.... იმაზე მალე ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო.
......................................................
ჯისუ უნივერსიტეტის ჰოლს დაუსრულებლად ათვალიერებს იმის იმედით რომ სადმე ჯინიანგს მოჰკრავს თვალს, სულ ტყუილად ბიჭი არსად ჩანს. ნუთუ შეეშინდა, რათქმაუნდა, რათქმაუნდა შეეშინდა ან ვის მოუნდება კიმ თეჰიონთან დაპირისპირება. გოგონა თავს დაბლა ხრის, საკუთარი აუდიტორიისკენ მიემართება. შიგნით საოცარ სიცარიელეს გრძნობს, აღიარებს რომ არ ეგონა ჯინიანგი ასე მარტივად თუ დაივიწყებდა მათ მეგობრობას, პრინციპში რას ელოდა იმ სიტყვების მერე რაც თავად უთხრა?
- მის კიმ - ჯისუ ლექტორის ხმაზე შეჩერდა და მისკენ მიტრიალდა
- გისმენთ პროფესორო.
- ჰარვარდიდან შეტყობინება მოვიდა შენთვის, როგორც ჩანს რაღაც ცვლილებებია, ასე რომ წელს თვენახევრით ადრე იწყებენ სწავლას. სჯობს მზადება დაიწყო. ბევრი დრო აღარ დარჩა.
- მართლა? კარგით, გასაგებია.
- წარმატებებს გისურვებ. ძალიან მიკვირს რომ ჩვენი თვითმმართველობის პრეზიდენტს უფლება არ მიეცი შენი წარმატების შესახებ დაეწერა უნივერსიტეტის გაზეთში.
- არა, არ მინდა რომ ამის შესახებ გახმაურდეს. დიდად დამავალებთ თუ არ ჩამეძიებით - გოგონამ უხერხულად დაუკრა თავი გაოცებულ ლექტორს და იქაურობას გაეცალა
- არა, არა ვერ დავუშვებ თეჰიონმა ჩემი გამგზავრების შესახებ გაიგოს.....
................................................
ორმა კვირამ სწრაფად გაიარა. თეჰიონი თითქმის ყოველ ღამე ტკბებოდა ჯისუსთან სიახლოვით, მისი სხეულით. იგი მისთვის ყველაზე იშვიათ ნარკოტიკად იქცა. გოგონას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მისი მესაკუთრული გამოხტომები. ჯისუს ყველა წამი და წუთი თავად ჰქონდა გაწერილი. ამას ჭკუიდან გადაჰყავდა საბრალო. ვის ყველა მისი ნაბიჯი უნდა სცოდნოდა. გოგონა ვერ ხვდებოდა რის გამო იქცეოდა მისი ქმარი ასე. კითხვას კი ვერასდროს ბედავდა. ვი თბილი და უსაზღვროდ მოსიყვარულე იყო საწოლში თუმცა მთელი დანარჩენი დრო სასტიკი და უგულო რჩებოდა.... რთული იყო მისი გაგება. საკუთარი თავის არც თავად ესმოდა. რაც უფრო მეტად ეჯაჭვებოდა ჯისუს, მით უფრო ცდილობდა ცივი გამხდარიყო მის მიმართ. ემოციებსა და გრძნობებს მხოლოდ საწოლში ვერ აკონტროლებდა. ამისთვის გოგონას სხეული, მისი სურნელი ზედმეტად სრულყოფილი იყო...............
- დღეს საღამოს ნიშნობაა, ხომ გახსოვს - ფრთხილად შეახსენა ჯისუმ ქმარს სანამ კიმი ყავის სმითა და ტელეფონის სქროლვით იყო დაკავებული.
- ვიცი, 7 საათზე სახლში ვიქნები. ეს აიღე - ვიმ გოგონას ბარათი გაუწოდა ისე რომ მისთვის შეხედვაზე არ მოცდენილა და საუბარი გააგრძელა.- შესაბამისი კაბა იყიდე რომ საღამოს ჩაიცვა, დარწმუნებული ვარ რომ გარდერობში ასეთი არაფერი მოგეპოვება, მე კი არ მინდა გვერდით შეუსაბამოდ ჩაცმული ცოლი მედგეს.
- არ მჭირდება შენი ფული, როზეს ვთხოვ და...
- კიმ ჯისუ ჭკუიდან არ გადამიყვანო. შეიგნე ბოლოს და ბოლოს რომ სამხრეთ კორეაში ერთ ერთი გავლენიანი და მდიდარი კაცის ცოლი ხარ. როგორ გგონია უფლებას მოგცემ კაბა მეგობარს სთხოვო? - ცივად გამოსცრა კიმმა და ფეხზე წამოდგა. - შენ ჩემი ცოლი ხარ, შეიგნე ეს, ნუღარ გამამეორებინებ. - თეჰიონი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან, ჯისუს სახეზე კი ცრემლებმა იწყეს დენა...
- მისთვის შესაფერისი? მე არასდროს ვიქნები მისთვის შესაფერისი. ზედმეტად უფერული ვარ რომ ოდესმე გავხდე. - გოგონამ ამოიოხრა, წინ დადებულ თეფშს გულგრილად გახედა და ფეხზე წამოდგა. საჭმლის მადა არ ჰქონდა. სჯობდა კაბის შერჩევაზე დილიდან ეზრუნა. ზუსტად იცოდა რომ წინ რთული დღე ელოდა...........
..............................................................................
თეჰიონი საკუთარ კაბინეტში მუშაობდა როცა ირენემ ვიზიტორის შესახებ ამცნო.
- ვინ არის? აუხსენი რომ დრო არ მაქვს. - ცივად თქვა ვიმ თუმცა სანამ ირენე მისთვის პასუხის გაცემას მოასწრებდა ოთახში ქარივით შემოიჭრა გამხდარი გოგონა და გაოცებულ კიმს ამ სიტყვის მნიშვნელობით კალთაში ჩაუხტა. ლიმ მხოლოდ თვალები აატრიალა, რამდენიმე წამში კი კარიც გაიხურა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ იარენ? - სწრაფად მოიშორა თეჰიონმა გოგონა
- არ მოგენატრე? ნუთუ უკვე დაგავიწყდა რა კარგად ვერთობოდით შტატებში? - იარენმა კიმის პირდაპირ სავარძელში დაიკავა ადგილი და მისკენ ოდნავ გადაიხარა რომ თეჰიონს მისი დეკოლტის კარგად შეთვალიერების საშუალება ჰქონოდა.
- სისულელეს ნუ როშავ, რატომ უნდა მომნატრებოდი? ჰო კარგი დრო გავატარეთ, ნუ ნორმალური მაგრამ, მონატრება? აქ რა ჯანდაბის გამო ჩამოხვედი? სათამაშოდ დრო არ მაქვს - ამოისისინა კიმმა
- კარგი რა, შენთან მიდოდა ყოფნა. იქნებ ამაღამ სადმე გავიდეთ, ან სულაც შენთან მოვალ. - გოგონამ მაცდურად გაიღიმა.
- დრო არ მაქვს.... და საერთოდ გირჩევ იქ დაბრუნდე საიდანაც ჩამოხვედი. გართობა დასრულდა.
- მაგრამ
- არავითარი მაგრამ იარენ. არ მინდა სხვა დროს ამ ოფისში შენი სახე ვნახო. - ვის ხმა ამჯერად გამაფრთხილებლად გაისმა. გაგულისებული გოგონა კი სწრაფად წამოხტა ფეხზე.
- ასე მარტივად ვერ დაიძვრენ თავს. თუ გგონია მომიშორე ცდები მამიკო... - იარენი გამომწვევად იღიმის, კიმს ჰაეროვან კოცნას უგზავნის და ნელი ნაბიჯებით კარს უახლოვდება................
- ესღა მაკლდა - აღრენილი ვი ისევ საქმეს უბრუნდება...
........................................
- მიხარია რომ დამირეკე - ანა ჯისუს მაგრად მოეხვია
- მართალია თქვენთან აღარ ვმუშაობ მაგრამ შეგეჩვიე. არ მინდა ურთიერთობა გავწყვიტოთ - ამოიფრუტუნა მან და ანას გაეღიმა
- ხოდა არც გავწყვეტთ, ახლა კარგად ვისადილოდ და მერე დაგეხმარები შესაფერისი კაბა შეარჩიო.
- კარგი, სიმართლე გითხრა ძალიან მშია - ჩაიცინა ჯისუმ, მერე კი ანას ყურადღებით ახედა - რაღაც მინდა გკითხო
- ჯონგუკი, შენთან წაიყვანე არა?
- კიი, და მერე? - ანა შეეცადა გულგრილად ეპასუხა თუმცა მისდა გაუცნობიერებლად გაუწითლდა ლოყები.
- რამე მოხდა? - ჯისუს სახეზე ეშმაკური ღიმილი გამოესახა.
- აარაფერი..... - ენა დაება აწითელბულს
- კარგი შეგიძლია არ მითხრა, მაგრამ თუ რამე მე აქ ვარ რომ მოგისმინო, გახსოვდეს - ჯისუმ მეგობარს მხარზე ხელი მოუთათუნა.
გოგონებმა გემრიელად ისადილეს. ჯისუსთვის შესაფერისი კაბის ძებნაში ლამის მთელი მოლი შემოიარეს, რადგან ანა ყველაფერს იწუნებდა,
-ეს ძალიან გრძელია...... ეს საერთოდ რანაირი ფერია...... არა მეხუმრები ხო? ასე ბებიაჩემს გავხარ..... საერთოდ რატომ უნდა მოგინდეს ამის შეკერვა? ~
- კარგი რააა, შენ არაფერი მოგწონს - დაიწუწუნა ჯისუმ და დაღლილი ჩამოჯდა. ანამ დაფიქრებული მზერით გადაავლო თვალები შემდეგ სექციას და მომენტალურად გაუბრწყინდა თვალები
- ტადააა. აი ესაა ის რასაც ვეძებდი - გოგონამ სწრაფად აიღო ოქროსფერი კაბა და ჯისუს მიაჩეჩა. - მიდი მიდი ჩაიცვი, ზუსტად ისაა რაც გჭირდება. დამიჯერე - იმით გახარებული ჯისუ, რომ ანამ როგორც იქნა მოსაწონი კაბა იპოვა, გაბრწყინებული სახით შევარდა გასახდელში, თუმცა იქედან რამდენიმე წამში დამჟავებული სიფათით დაბრუნდა.
- სერიოზულად? ძალიან მოკლეა - ამოიწუწუნა სუსტად
- გაგიჟდი? იდეალურად გამოიყურები, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, ეს ფეხები. ღმერთო.... ნამდვილი გენიოსი ვარ. არა რა საცოდაობაა ჩემისთანა ხედვის და გემოვნების ადამიანი იმ კაფეში ლპებოდეს - არარსებული ცრემლი მოიწმინდა ანამ, ჯისუმ კი თვალები აატრიალა.
- ჯანდაბას შენი თავი. კარგი ვიყიდი
- ხოდა ეგრე. ახლა წავიდეთ გარეგნობას ცოტა მივხედოთ..... - დამპლურად ჩაიცინა ანამ და ჯისუმ მძიმედ ამოიოხრა.
..............................................................................
გოგონა სარკის წინ დაბნეული დგას. საკუთარ ანარეკლს ყურადღებით ათვალიერებს ..... თითქოს უნდა მასში საკუთარი თავი ამოიცნოს მაგრამ უშედეგოდ.... ის ვინც ახლა უყურებს... ჯანდაბა სრულყოფილია..... უნდა აღიაროს რომ ანამ ზუსტად ის ცლილებები შეიტანა მის გარეგნობაში რაც სჭირდებოდა.
ჯისუ ახალ ვარცხნილობაში სასწაულად გამოიყურებოდა ხოლო მკრთალი მაკიაზჟი მის თვალებს საოცრად გამოკვეთდა და მეტ ბრწყინვალებას სძენდა.
- მისის კიმ, ბატონი უკვე გელოდებათ - კარი შემოაღო მსახურმა და ქალბატონის დანახვაზე გაშეშდა - ღმერთო, ულამაზესი ხართ
- მადლობა ნაიონ - მორცხვად ჩაიცინა ჯისუმ. საკუთარი თავი ბოლოჯერ შეათვალიერა და მომცრო ზომის ქლაჩს ხელი დაავლო.... უნდა ეჩქარა, სჯობდა თეჰიონი ლოდინით არ გაეღიზიანებინა.....
.......................................
სავარძელში მჯდომი კიმი მოთმინებით ელოდა ცოლის გამოჩენას და როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო ფეხზე წამოდგა.
- როგორც იქნა გამოჩნდი, საინტერესოა აქამდე რას..... - კიმს უნდოდა ჩეული ცინიზმი გადმოეფრქვია, თუმცა როგორც კი ჯისუს მოჰკრა თვალი საერთოდ დაავიწყდა როგორ ემეტყველა. მისკენ მომავალს თვალი ვერ მოაშორა... გოგონა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქმარს
- წავიდეთ, მე მზად ვარ. - თეჰიონმა თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა ჯისუ, მის საკმაოდ მოშიშვლებულ ფეხებზე მზერა ცოტა დიდხანს შეჩერა და კარისკენ წავიდა.
- იაჰ დამელოდე - ღმერთო რა უჟმურია. - ამოიფრუტუნა გოგონამ, თავის მხრივ თეჰიონი ნამდვილად არ იყო კარგ დღეში. ახლა რომ ჯისუს შეხებოდა ნაკლებ სავარაუდოა თავის გაკონტროლება მოეხერხებინა, სწორედ ამიტომ გაერიდა, ჰაერზე გასვლა სჭირდებოდა. მალე ორივენი მანქანაში მოთავსდნენ, ვიმ კი მანქანა სწრაფად დაძრა.
.............................................
- ღმერთო როზე რა ლამაზი ხარ - ჯისუს მეგობრის დანახვაზე ცრემლი მოერია და მაგრად მოეხვია პარკს.
- შენ კი საოცრად სექსუალური, ღმერთო კიმ ჯისუ რამ გაიძულა ეს კაბა ჩაგეცვა. სრულყოფილი ხარ.
- კარგი რაა, შენც არ დაიწყო. ანამ ისედაც მთელი დღეა ტვინი გამიბრუღა - თვალები აატირიალა როზეს კი გაეცინა
- მომწონს ეგ გოგო.... ხო მართლა თეჰიონი სად არის? - დაინტერესდა როზე
- ამ საღამოს უცნაურად იქცევა. არ ვიცი მგონი აქ ბიზნესპარტნიორი ნახა, ჰო აი იქ დგას, მას ესაუბრება.
- აჰ, კარგი. ჩუ, ცოტა ხნით დაგტოვებ. მალე დავბრუნდები
- ჰო რათქმაუნდა. ნუ ღელავ. - როზემ ჩანიოლთან გადაინაცვლა ჯისუ კი მარტო დარჩა, რამდენიმე წამში იგრძნო როგორ შემოეხვია ხელი წელზე. გოგონა უსიამოვნო შეგრძნებისგან ადგილზე შეხტა. ეს ხელები აშკარად არ ეკუთვნობდა მის ქმარს კიმ თეჰიონს.
- ჰეი, პატარავ აქ მარტო რას აკეთებ? - მის წინ მაღალი შვგვრემანი ახალგაზრდა აღიმართა. მამაკაცი ყარდა ალკოჰოლის სუნით
- იაჰ, ხელი გამიშვი, რას აკეთებ - გაიბრძოლა გოგონამ თუმცა უშედეგოდ.
- მოიცა საყვარელო, ცოტა გავერთოთ, რა მოხდა.... - ფლირტს აგრძელებდა უცნობი და გოგონას სხეულს უფრო იკრავდა როცა ცივი ხმა გაისმა
- ახლავე ხელი გაუშვი და აქედან მოშორდი - ჯისუს შვება მოჰგვარა ამ ხმამ, რომელიც ამჯერად თეჰიონს ეკუთვნოდა
- და რომ არა? - ამაზრზენად გაიკრიჭა უცნობი
- გითხარი ნუ ეხები - ვი აღარ დალოდებია როდის ინებებდა კაცი ჯისუს მოშრებოდა, სახეში მძლავრად დაარტყა და გოგონა მიიხუტა.
- ვერავინ შეეხება მას რადგან მე მეკუთვნის. - ის იყო კიმი ცოლთან ერთად წასასვლელად გამობრუნდა რომ მოულოდნელად იგრძნო როგორ აეწვა კისრის არე.
- თეჰიონ? - ჯისუს ცრემლები მოერია როცა ქმრის სხეულზე სისხლი შენიშნა ჭრილობა საკმაოდ ღრმა ჩანდა, კიმმი ეცადა იმ ნაბიჭვრისთვის ისევ დაერტყა თუმცა მოულოდნელად გამოჩენილმა ჩანიოლმა მამაკაცის გათრევა თავად დაიწყო და ჯისუს ანიშნა კიმისთვის მიეხედა
- საავადმყოფოში წავიდეთ. - გოგონა ქმრის მხარქვეშ მოექცა რომ მისთვის სიარული გაემარტივებინა და გასასვლელისკენ დაიწყო სვლა როცა სუსტი ხმა მოესმა
- სახლში წავიდეთ, კარგად ვიქნები
- მაგრამ....
- გააკეთე რასაც გეუბნები... შინ წავიდეთ. - ჯისუმ ფრთხილად დააწვინა უკანა სავარძელზე თეჰიონი, თავად კი საჭეს მიუჯდა. სახლამდე მთელი გზა ცდილობდა მასთან კონტაქტი ჰქონოდა რომ კიმს არ ჩასძინებოდა. გოგონამ გაჭირვებით მიიყვანა ქმარი საწოლამდე, ფრთხილად დააწვინა თავად კი პირველადი დახმარების ყუთის საძებნელად გასწია
......................................................
- ცოტა ფრთხილად - ამოიღრინა ვიმ, როდესაც ჯისუმ ჭრილობის დამუშავება დაიწყო.
- მაპატიე, ვიცი რომ მტკივნეულია მაგრამ სხვა გზარ არ არის - გოგონამ ნელა განაგრძო თავისი საქმე. ამ მომენტში იგი ძალიან ახლოს იმყოფებოდა თეჰიონთან და მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა ყელზე. ამის გამო მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა... კიმის ჩაცინების ხმა მოესმა. გოგონას ლოყები აუწითლდა. ვი მიხვდა რასაც განიცდიდა ამიტომ შეეცადა საუბარი წამოეწყო რომ ბიჭის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. ჭრილობის დამუშავებასაც პრაქტიკულად მორჩა
- მადლობა რომ დამეხმარე, ესეც მორჩა. ახლა დაგტოვებ და დაისვენე - ჯისუმ ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა მოულოდნელად თეჰიონის ხელი კაბის ქვეშ ბარძაყზე იგრძნო და ამ შეხებამ ადგილზე გაშეშება აიძულა.
- მადლობას ნუ მიხდი..... ვერავის მივცემ უფლებას შეეხოს იმას რაც მეკუთვნის. - კიმმა მასთან მიახლოება დაიწყო. გოგონამ უკან დახევა სცადა თუმცა უშედეგოდ. ვიმ ერთი ხელის მოძრაობით აიძულა მის კალთაში მოთავსებულიყო - ამ კაბაში საოცრად გამოიყურები.... პირველი წამიდან როცა დაგინახე ამის გაკეთება მინდოდა, არც კი ვიცი თავი როგორ შევიკავე - თითქმის ამოიჩურჩულა თეჰიონმა და სანამ გოგონა გაპროტესტებას შეძლებდა მის ტუჩებს დაეწაფა.... ყურადღება არ მიუქცევია ტკივილისთვის ჭრილობის გამო რომ გრძნობდა. ისედაც დიდიხანს ითმინა. ცოლს მატერია წამში მოაშორა და შეშლილივით დაიწყო მისი სხეულის თითოეული სანტიმეტრის შესწავლა..... ჯისუ ამ შეხებებისგან გონებას კარგავდა. იცოდა ეს არასწორი იყო თუმცა არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ამ გრძნობას. მას თეჰიონი უყვარდა.... სიგიჟემდე უყვარდა. ის გრძნობა რომლიც მისი გულის ყველზე ბნელ კუთხეში გადამალა ასმაგი სიძლიერით მოაწყდა მის არსებას..... ნუთუ შეიძლება ასეთ გიჟურ სიყვარულს გაუმკლავდე ან შეეწინააღდეგო? მან ვერ შეძლო და საბოლოოდ დანებდა ქმრის ძლიერ ხელებს........................
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro