Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

A game of feelings

ჯონგუკმა მანქანა პატარა კაფის ახლოს გააჩერა და ტროტუარს ფეხით გაუყვა,
- არ მჯერა რომ ამას მაკეთებინებს, ვერ ვიგებ საერთოდ რა ჯანდაბა ემართება ამ ბოლო დროს, - ამოიფრუტუნა მობეზრებულმა, თან ქუდი და ნიღაბი შეისწორა. არ უნდოდა ვინმეს ეცნო. რამდენიმე წუთში უკვე კაფის შესასვლელთან იმყოფებოდა და დრო აღარ დაუკარგავს, ჯისუს ძებნაში გარემო მოათვალიერა.

- ნეტავ სადააა, აი მგონი ვიპოვე კოდეც მაგრამ, მოიცა ეს რა ჯანდაბაა?? - ჯონს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა როცა ვიღაც უცნობი ბიჭის მკლავებში აღმოჩენილი გოგონა შენიშნა. ჯონგუკი ინტერესით აკვირდებოდა მთელს ამ სცენას როცა ტელეფონის ხმა გაისმა.

- ჯანდაბა კიმ, ზუსტად დროული იყო, არა რაღაც არსებობს - ჩაიქირქილა გუკმა და ტელეფონს უპასუხა, თან ჯერ ისევ იგივე პოზიციაში დარჩენილ ჯისუს აკვირდებოდა ყურადღებით

- ჯონგუკ, რა ხდება იპოვე კაფე? - მეორე მხარეს თეჰიონის დაძაბული ხმა გაისმა და ჯონმა ძლივს მოახერხა სიცილი შეეკავებინა

- კი ვიპოვე - უპასუხა მოგუდული ხმით

- ჯისუ ნახე? რას აკეთებს? როგორი ადგილია, შეგიძლია ამოღერღო - მოუთმენლობა გაისმა კიმის ხმაში

- ყველაფერი რიგზეა, ნუ ჯისუ კარგად არის, ახლა სწორედ მას ვუყურებ -

- ჯონ, შენი ტონი არ მომწონს? რამე ხდება? - ამჯერად საშიში გაუხდა ხმა ვის და ჯონგუკის მიხვდა რომ სჯობდა ეს თამაში შეეწყვიტა

- როგორ გითხრა. ჯისუ კარგად არის, ძალიან კარგად სანერვიულო არაფერია მასზე ზრუნავენ. როგორც ჩანს მეტისმეტადაც

- ჯონ ჯონგუკ, ახლავე გადაღე სურათი და გამომიგზავნე. ნუ მაიძულებ მანდ თავად მოსვლას - აშკარა იყო თეჰიონი წყობიდან გამოდიოდა
- იცი რა? საკუთარი თვალით რატომ არ ნახავ? უბრალოდ თვალი ჩართე- ჯონმა საუბარი ვიდეოზარის რეჟიმში განაგრძო და რამდენიმე წამში კიმმა ნათლად დაინახა როგორ ეხვეოდა ვიღაც ტიპი მის ცოლს.
- ეს რა ჯანდაბაა? ჯანდაბა ვინაა ეგ ტიპი?- ისევ ცივად გაისმა თეჰიონის ხმა და ის იყო ბიჭი პასუხის დაბრუნებას აპირებდა რომ............

- ჰეი, ვინ ხარ, ჩვენს ჯისუს რატომ უთვალთვალებ? - წკრილა ხმამ ჯონი იძულებული გახადა მისი პატრონისკენ მიტრიალებულიყო, ბიჭმა ტელეფონი ცივად გათიშა. გუნებაში ერთი კარგად შეიკურთხა.

- რას ამბობ, მე არავის ვუთვალთვალებ. საიდან მოიტანე, უბრალოდ ვამოწმებდი ისევ იყო თავისუფალი ადგილები თუ არა
- შენი აზრით იდიოტი ვარ? მიპასუხე, იდიოტს ვგავარ? გარკვევით გავიგონე რომ ჯისუ ახსენე. ვინ მოგაგზავნა ახლავე მითხარი თორემ გცემ, გაფრთხილებ კარატეში თეთრი ქამარი მაქვს - დაიმუქრა გოგონა და თუ მისი გამომეტყველებიდან ვიმსჯელებთ არც ხუმრობდა. ჯონს მის განცხადებაზე მხოლოდ გულიანად გაეცინა. - პატარავ, ცნობისთვის თეთრ ქამარს ყველაზე უნიჭოებს მიაკუთვნებენ ხოლმე, მიუხედავად მაგისა მაინც სიამოვნებით ვნახავდი რა შეგიძლია, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს შენთან კამათი გავაგრძელო - ჯონმა მაქსიმალურად ახლოს მიიწია გოგონასთან, დაბნეულს თვალი ჩაუკრა და უკუნში გაუჩინარდა.
- რა ჯანდაბაა, წყეული შეშლილი - ჩაიბურტყუნა ანნამ და თავად კაფეში შევიდა....

...........................

თეჰიონი წაშლილი სახით ჯერ კოდევ გათიშულ ტელეფონს აკვირდებოდა როცა კარი ირენემ შემოაღო და მოღეღილი ბლუზით ბოსისკენ გაემართა. ქალს ყურადღება არ მიუქცევია კიმის უემოციო გამომეტყველებისთვის, მის წინ მაგიდაზე გამომწვევად ჩამოჯდა და თეჰიონისკენ დაიხარა
- დაძაბული ჩანხარ. ამ ბოლო დროს გიჟივით მუშაობ, იქნებ სადმე წავსულიყავით.... - შეპარვით დაიწყო ირენემ და ვიმ მას ცივად ახედა
- წავიდეთ? ჩვენ ორნი? ნუ მაცინებ ირენე.
- რატომ? რატომ არ შეიძლება რომ დასასვენებლად ერთად წავიდეთ. ნუთუ საკმარისად კარგი არ ვარ თაე - ეშმაკურად იკითხა ლიმ გაბეზრებული კიმი კი ფეხზე წამოდგა და კარისკენ დაიწყო სვლა...
- შეუშვი მაგ თავში რომ მხოლოდ ჩემი გასართობი ხარ, არ ვაპირებ შენთან ერთად დასასვენებლად კი არა საჭმელად წასვალსაც კი. ყველაფერს ნუ გაართულებ..... - დაღლილი ხმით ჩაიდუდუნა თეჰიონმა, შოკირებული ირენე უკან ჩამოიტოვა და კაბინეტი დატოვა.
- უყვარს, ცოლი შეუყვარდა - სიმწრით ჩაიცინა ირენემ და კიმის სავარძელში თავად დაიკავა ადგილი....

.........................................

დაღლილი ჯისუ ნახევრად მძინარე ძლივს შელასლასდა სახლში და მაშინვე საკუთარი საძინებლისკენ იწყო სვლა. გოგონა მთელი გზა მასა და ეუნვოს შეხვედრაზე ფიქრობდა. საკუთარ თავს კიცხავდა რომ საშინლად მოუხერხებელია, პირველივე დღეს მაინცადამაინც ასე უნდა მოხვედროდა თვალში უფროსის ვაჟს.
- ჯანდაბა - გოგონას მომხდარი ინცინდენტის გამო ლოყები აუხურდა. ნათლად გაახსენდა მისკენ მომზირალი შავი თვალები და სახეზე ღიმილიც კი აუთამაშდა. ფიქრებში ჩაფლულს რათქმაუნდა არ შეუნიშნავს იქვე მდგარი თეჰიონი რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცივად აკვირდებოდა მის ყოველ ქმედებას და ცდილობდა სიბრაზე გულშივე ჩაეკლა. კიმს არ აღელვებდა ის რაც ნახა ხომ ასეა, არ შეიძლება ეს მისთვის მნიშვნელოვანი ყოფილიყო......

....................................................

უნივერსიტეტში ნაადრევად მისული, ჯინიანგი ჩვეულებრივ ჯისუს ლოდინში სცემდა ბოლთას... გასულ ღამით ბევრი იფიქრა, გადაეწყვიტა რომ უნდა სცადოს გოგონას საკუთარი გრძნობების შესახებ გამოუტყდეს..... როგორიც უნდა იყოს პასუხი მის დღევანდელ მდგომარეობას აჯობებს. პარკმა ღრმად ამოიოხრა და თავი ჩაკიდა
- ჩემი მეგობარი ასე იმედგაცრუებულად რატომ გამოიყურება? - ტკივილამდე ნაცნობი ხმა გაიგო და გოგონასკენ მიტრიალდა
- იმიტომ რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა შედეგები აშინებს სოია - ტკბილად გაიღიმა ბიჭმა, ჯისუ კი მომენტალურად დაიძაბა. მას შემდეგ რაც როზემ ჯინიანგის გრძნობების შესახებ უთხრა დიდხანს ფიქრობდა ამაზე. ცდილობდა საკუთარ თავში ეპოვა მინიმალური შანსი მაინც რომ მისი შეყვარება მოეხერხებინა, სულ ტყუილად, ვერ შეძლო და ვერც ვერასოდეს შეძლებდა ბიჭისთვის სხვა თვალით შეეხედა.
- მინდა რომ რაღაცაში გამოგიტყდე და გთხოვ არ გამაწყვეტინო - ღრმას ამოისუნთქა პარკმა და გოგონას ხელები თავისაში მოაქცია
- ჯინ რა აკეთებ - ნერვიულად ჩაიცინა ჯისუმ
- გთხოვ.... ამას ახლა თუ არ გავაკეთებ ვერასდროს ვიზამ. ვიცი ამის შესაფერისი არც დროა და არც ადგილი, თუმცა კიმ ჯისუ, მე შენ მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდი, ბავშვობიდან. მთელი გულით მიყვარხარ და თუ მომცემ შანსს ჩვენ.....
- ჯინ... მაპატიე, მაპატიე რომ ეს ტკივილი გაგრძნობინე, ბოდიშს გიხდი რომ ვერ მივხვდი..... ვერ გაგიგე. შეიძლება ადრე გვქონოდა შანსი, მაგრამ ახლა. ახლა ჩემი სული ცარიელია. მე კიმ თეჰიონის ცოლი ვარ, არ შემიძლია შეგიყვარო, მაპატიე - ჯისუმ იგრძნო როგორ ჩამოუგორდა ცრემლი თვალებიდან და შესასვლელისკენ გაიქცა. აწყლიანებული თვალების გამო პრაქტიკულად ვერაფერს ხედავდა, შესაბამისად ვერ შენიშნა მისკენ მომავალი ფიგურა და მთელი ძალით დაეჯახა
- საინტერესოა, როგორც ჩანს ჩემზე შეჯახება შენი ჰობია ნერდო.......
..................................

კიმი ხარისხის საბოლოო დაცვის შემდეგ უნივერსიტეტს ტოვებდა როცა მისკენ მორბენალი სხეული შენიშნა და ჩაეცინა. მან მარტივად ამოიცნო ცოლის პატარა სუსტი ფიგურა, თუმცა ღიმილი მისდა უნებურად ჩამოერეცხა როცა დაინახა გოგონა ტიროდა....... თეჰიონმა სიარული შეწყვიტა, უბრალოდ დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა ჯისუ, როგორც მოელოდა გოგონას ის არ შეუნიშნავს, ძლიერად შეეჯახა ქმრის გულმკერდს, ალბათ ისევ დაეცემოდა რომ არა ძლიერი ხელები რომლებმაც გულში ჩაიკრა
- საინტერესოა, როგორც ჩანს ჩემზე შეჯახება შენი ჰობია ნერდო.......- ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ჯისუს ცრემლებმა საშინელ ხასიათზე დააყენა. ხოლო როცა გოგონამ საკუთარი ცრემლიანი თვალებით ახედა კიმის გარშემო საერთოდ შეწყვიტა არსებობა სხვა ყველაფერმა. გოგონამ მისი შეკითხვა დააიგნორა, მადლობის მსგავსი რაღაც ჩაიჩურჩულა და გზა აუდიტორიისკენ განაგრძო. ვიმ ის გაუშვა. - რა მემართება, რატომ აქვს ასეთი ეფექტი ჩემზე.... რატომ მაღელვებს. ჯანდაბა - ჩუმად შეიკურთხა თეჰიონმა და თავი ლამის აიძულა გასავლელისკენ წასულიყო....... ეს გოგო უკვე საშიში ხდებოდა მისთვის რადგან მის მიმართ მხოლოდ ვნებას აღარ გრძნობდა........


მეგობრებო რას იტყვით სიტუაციის ესეთ განვითარებაზე? თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან....❤❤❤❤

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo