6 თავი
ზედმეტად გაღიზიანებული თეჰიონი საერთო აუდიტორიიდან გამოვიდა და მაშინვე ჯონგუკის ძებნა დაიწყო, საკუთარ თავზე ბრაზობდა, არ ესმოდა რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია ჯისუს იმ ბიჭთან დანახვისას. გუნება საშინლად გაუფუჭდა. მესაკუთრე არასდროს ყოფილა, არასდროს დაინტერესებულა იმ გოგონების პირადი ცხოვრებით ვისაც ხმარობდა, ახლა რა შეიცვალა. ამ ფიქრებში გართულმა ვიმ ჯონი შენიშნა და მისკენ გაეშურა, თუმცა ტელეფონზე მისულმა შეტყობინებამ აიძულა შეჩერებულიყო. უფრისი კიმი სახლში დაუყოვნებლივ დაბრუნებას სთხოვდა
- ნეტავ ახლა რა უნდა - ჩაიდუდუნა თეჰიონმა და სწრაფადვე დატოვა უნივერსიტეტის შენობა...
............................................
- მგონი უკვე მოვრჩით, ასე რომ მე წავალ პროფესორო - ჩუმად ჩაილაპარაკა როზემ თან ფეხზე წამოდგა.
- უკვე გვიანია, გაგაცილებ - მას მიბაძა ჩანიოლმა და გოგონას წინაშე აღიმართა, მოულოდნელად კი სიცილი დაიწყო
- რა არის სასაცილო? - ლოყები გაბერა გოგონამ, თავი უხერხულად იგრნო, ჩათვალა რომ ლექტორი მას დასცინოდა. ერთიანად აწითლებულმა ის იყო წასვლა დააპირა რომ მოულოდნელად იგრძნო როგორ შემოეხვია გრძელი მკლავები, სიმაღლეში დიდი სხვაობის გამო მისი სახე ზუსტად მამაკაცის ძლიერ მკერდში აღმოჩნდა ჩამალული, მალე კი ბოხი ხმაც გაიგო
- ისეთი პატარა ხარ, ისეთი საყვარელი.... მინდა რომ სულ ასე მყავდე, არასდროს გაგიშვა...... არასოდეს.... - ჩანიოლი მთელი გრძნობით საუბრობდა. რთული იყო მის სიტყვებში ეჭვი შეგეტანათ. როზე კი ლამის გონებას კარგავდა ამ შეხებისგან, მისი ხმის გამო გული უჩერდებოდა, სუნთქვა ეკვროდა. ზუსტად არ იცნოდნენ რამდენი ხანი ეხუტებოდნენ ერთმანეთს, დრო თითქოს საერთდ გაჩერდა. მათთვის არ არსებობდა არც ასაკობრივი და არც სტატუსობრივი ბარიერი. არ აღელვებდათ სხვების აზრი, თუმცა რეალობა ყოველთვის შორსაა ჩვენი ოცნებებისა და სურვილებისგან......
- ჩანიოლ? - წყვილი სწრაფად მოშორდა ერთანეთს როგორც კი აუდიტორიაში ბოხი ხმა გაისმა
- ჰოსოკ? აქ რას აკეთებ? - ოდნავ ამოისუნთქა პარკმა და გოგონას ოდნავ მოშორდა, როზემ კი შემთხვევით ისარგებლა და მისი მკლავებიდან გასხლტა
- მაპტიეთ უნდა წავიდე - ლამის სირბილით დატოვა აუდიტორია. ჩანიოლს ჩაეღიმა. ჰოსოკი კი მეგობარს მზერით ბურღავდა
- რას აკეთებ პარკ ჩანიოლ? ხვდები მაინც რა შარში ყოფ თავს? - თავი გადააქნია მამაკაცმა - წარმოგიდგენია მაინც რა მოხდებოდა სხვა რომ შემოსულიყო? ის შენი სტუდენტია.
- ვიცი - გაბეზრებულმა ამოილაპარაკა ჩანმა და თმაში ხელი ნერვიულად შეიცურა
- იცი, მაგრამ არ გეტყობა რომ ნანობ - ჩაიცინა ჰოსოკმა - ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე?
- მიყვარს - მტკიცედ უპასუხა პაკმა
- შენ იცი ამას რაც მოყვება, გააზრებული გაქვს რის ფასად შეიძლება დაგიჯდეს მაგ გოგოს სიყვარული?
- კი, ძალიან დიდი ხანია თავს ვებრძვი, ვცდილობ ყურადღება გადავიტანო. ისასთან შეხვედრაც კი დავიწყე, მაგრამ აზრი არ აქვს. სულ მასზე ვიქრობ ძმაო. თავს ვერაფერს ვუხერხებ.
- თუ ასეა იღბალს გისურვებ, მაგრამ ნუ გარისკავ და მით უფრო, კარგად იცი ჩოი ისა როგორია, რამე რომ იეჭვოს შენ კარიერას დაემშვიდობები, შენი პრინცესა კიდევ მშვიდ ცხოვრებას.... დაფიქრდი - ჰოსოკი კარისკენ გაემართა ჩანიოლი კი ოხვრით ჩამოჯდა სკამზე. მან მშვენივრად იცის რომ ამ სიყვარულის საფასური დიდი იქნება.........
................................................
- მამა რა იყო ასეთი საჩქარო რომ სასწრაფოდ სახლში მომთხოვე დაბრუნება? ხომ იცი რომ ამ დროს ლექციები მაქვს, - ცივად წამოიძახა თეჰიონმა როგორც კი მამის კაბინეტში შევიდა. კიმ ჯონგიონმა დაკვირვებული მზერა შეავლო შვილს, ანიშნა დამჯდარიყო და მძიმედ ამოიხვნეშა
- მესმის რომ შენს ასაკში ძალიან რთულია ჰორმონების კონტროლი, ძალიან მგავხარ და არ შემიძლია ქალების სიყვარულის გამო გისაყვედურო, ამის გამო ყველა შენს თავგადასავალს უკომენტაროდ ვტოვებდი, ჩემს მდივანთან ურთერთობაც კი არ დამიშლია შენთვის მაგრამ გაუპატიურება? საერთდ თავში რა გიდევს თეჰიონ?
- რას გულისხმობ მამა- ტონი საშიში გაუხდა ვის
- კარგად იცი რასაც ვგულისხმობ, მაგრამ თუ მეხსიერება გღალატობს შეგახსენებ, კიმ ჯისუ. ეს სახელი და გვარი რამეს გეუბნება? - ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა და შეამჩნია როგორ გაფითრდა თეჰიონი - თუ არა შემიძლია შეგახსენო, დღეს აქ დეიდამისი იყო მოსული, ისტერიკა მოაწყო. ამბობს რომ იჩივლებს თუ მის დიშვილზე არ დაქორწინდები და ასევე ფულად კომპენსაციას არ გადავუხდით.
- რა სისულელეა, მე იმ გოგოს ცოლად არ მოვიყვან - ფეხზე წამოხტა ვი
- მოგიწევს
- ვერაფერს დაამტკიცებენ - ბობოქრობდა თეჰიონი, თუმცა მამის სახის დანახვაზე რომელიც აშკარად განრისხებული იყო მომენტალურად დამშვიდდა
- მას ცოლად მოიყვან და მორჩა. ვერ დავუშვებ რომ ჩვენს რეპუტაციას შენი უგუნური საქციელის გამო ჩირქი მოეცხოს. ხელს არ დაგაფარებ. მთელი ცხოვრება შენს დაცვას ვცდილობდი, მინდოდა უდედობა არ გეგრძნო და ვფიქრობ გადავაჭარბე. ალბათ უფრო მკაცრი უნდა ვყოფილიყავი, რაც არის არის. ახლა ვერაფერს გამოვასწორებ. წარსულს ვერ შევცვლი სამაგიეროდ მომავლის შეცვლა შემიძლია. მოემზადე ამაღამ მათთან წავალთ რომ გოგო დავნიშნოთ. რამდენიმე დღეში კი ქორწილს გადავიხდით.
- კარგი... იყოს ისე როგორც შენ გინდა მაგრამ ვერ შეგპირდები რომ ის ძუკნა რამდენიმე თვეში აქედან არ გაიქცევა - კბილებში გამოსცრა ვიმ
- სიტყვები შეარჩიე - დაიგრგვინა უფროსმა კიმმა. - მე კაცი აღვზარდე და არა ლაჩარი. ისწავლე რომ როცა შეცდომას დაუშვებ მასზე პასუხი აგო... ახლა წადი აღარ მინდა შენს სახეს ვუყურო..... - თეჰიონი კაბინეტიდან გიჟივით გავარდა
- წყეულო ნერდო, წარმოდგენაც არ გაქვს თავი რაში გაყავი. განანებ რომ საერთდ დაიბადე.................
........................................
- დაღლ- დაქანცული ჯისუ სახლში მთლიანად წაშლილი სახით შევიდა. დღეს ალბათ ათი კაფე მაინც მოიარა სამსახურის ძებნაში თუმცა უშედეგოდ.... საბრალოს ძალიან სჭირდება სამსახური თუმცა გამოუცდელი სტუდენტის კანდიდატურით ვერავისი დაინტერესება ვერ მოახერხა.. გოგონას ატირებას ცოტაღა აკლდა. ახლა მხოლოდ თბილი შხაპი და ძილი სჭირდებოდა თუმცა ლიზას სხვა გეგმები ჰქონდა....
- ჰეი, სად მიდიხარ? ახლავე აქ მოდი - დაუძახა დეიდამ და ჯისუც მაშინვე მასთან გაემართა.
- ლამაზად ჩაიცვი, საღამოს შენი ხელის სათხოვნელად მოვლენ - ეშმაკურად ჩაილაპარაკა ქალმა და გოგონას ტანში უსიამოვნოდ გასცრა
- რას ნიშნავს ხელის სათხოვნელად, ვერ გავიგე რას ამბობ
- გგონია შეძლებდი ჩემგან დაგემალა არა? ვიცი რაც მოხდა შენ და იმ მილიონერ ბიჭუნას შორის. უნდა ვაღიარო, საკმაოდ ჭკვიანი გამოდექი. ფაქტია ჩემთან ცხოვრებამ გამოგაწრთო. დღეს მათთან ვიყავი და ყველაფერი მოვაგვარე. ამაღამ შენს ხელს მთხოვენ, მალე კი დაქორწინდებით - კმაყოფილი სახით ჩამოუმღერა ლიზამ და საბრალო ჯისუ შოკისგან ლამის ადგილზე ჩაიკეცა
- რა...რა ქენი? არა.... მითხარი რომ იტყუები და ეს არ გაგიკეთებია.
- გავაკეთე, ახლა კი სწრაფად მოემზადე..
- მაგას არ ვიზამ...... - მტკიცედ თქვა ჯისუმ- იმ ნაბიჭვარს ცოლად არ გავყვები ვინც გამაუპატიურა, ვერ მაიძულებ.
- აზრზე მოდი გოგო.. მადლობა თქვი რომ ყველაფრის მოგვარება შევძელი. გგონია მარტივი იყო? ჭკუიდან არ გადამიყვანო.
- ვთქვი არა და მორჩა. ეს ჩემი პრობლემაა, შენ არ გეხება
- ჩემს ხარჯზე ხარ, ასე რომ მეხება. გათხოვდები, ასე თუ არ იზამ სარჩელს შევიტან და განვაცხადებ რომ შენზე ძალა იხმარეს - ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ქალმა
- რაა? - არ იზამ
- გამომცადე - ჩაიქირქილა ლიზამ და როგორც კი ჯისუს არეული სახე შენშნა მიხვდა ეს რაუნდიც მოიგო - მიდი სწრაფად მოემზადე, საქმრო არ ალოდინო. - გოგონას თვალებიდან ცრემლები წასკდა. - ცხოვრება ასე რატომ მექცევა, ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ თეჰიონი უარს იტყვის. ღმერთო ოღონდ უარი თქვას.................
....................................................
უახლესი G კლასი საშუალო სიდიდის კოხტა სახლის წინ გაჩერდა და იქედან ორი მამამკაცი გადმოვიდა.... ისინი მაშნვე სახლისაკენ გაემართნენ. თეჰიონი მძიმედ სუნთქავდა. მის თვალებში ჯოჯოხეთური ცეცხლი გიზგიზებდა, სახე კი აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა. რამდენიმე ზარის შემდეგ კარი ლიზამ ფართოდ გამოაღო, სტუმრები შეიპატიჟა და სასიძო დაკვირვებით აათვალიერა. ქალი სტუმრებს სასადილო ოთახისკენ გაუძღვა
- გთხოვთ, დასხედით. ჯისუ ახლავე მოვა..... - თქვა ყალბი ღიმილით როცა მაგიდას მიუსხდნენ. რამდენიმე წუთში ერთიანად გაფითრებული გოგონაც გამოჩნდა. საშნლად ნერვიულობდა, იცოდა თეჰიონი ამის გამო საშინლად გაბრაზდებოდა და ღმერთმა იცის რას დამართებდა. არც შემცდარა.... როცა ბიჭს შეხედა სისხლი ძარღვებში გაეყინა. კიმი განრისხებული იყო......
ჯისუმ როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა, სტუმრებს მიესალმა და მაგიდას ჩუმად მიუჯდა. თავის მხრივ ჯონგიონმა დაკვირვებით შეავლო თვალი გოგონას, თავისდაუნებურად გაეღმა, მას მოეწონა ჯისუ. ზუსტად ასეთ უბრალო გოგონას ისურვებდა რძლად. მამაკაცმა ისიც შენიშნა რამდენად დამფრთხალი იყო ის, ამიტომ ჩუმად ჩაახველა და ფრთხილად დაიწყო
- ყველა ჩვენგანმა იცის აქ რის გამოც შევიკრიბეთ. პირველ რიგში მინდა მოგიბოდიშოთ ჩემი შვილის უპატიებელი საქციელის გამო - თქვა უფროსმა კიმმა თეჰიონმა კი ბრაზიანად ამოიღრინა- მესმის რომ ამ სიტუაციის გამოსწორება ან მისი კომპენსაცია შეუძლებელია, მაგრამ მგონია რომ ამ შემთხვევაში თქვენ მართალი ბრძანდებით ქალბატონო კიმ, მათი დაქორწინება ყველაზე კარგი გამოსავალია. დღეს გვინდა რომ ჯისუს ხელი გთხოვოთ. მომავალ კვირაში კი ქორწილს გადავიხდით.
- რათქმაუნდა ბატონო კიმ, რაც მალე მით უკეთესი - ჩაიცინა ქალმა. ჯისუმ ვეღარ გაუძლო ამ სიტუაციას, თავის ტკივილი მოიმიზეზა და ოთახში წავიდა.... საძინებელში შესული ტირლით დაემხო საწოლზე. რამდენიმე წამში გაიგო როგორ შემოგლიჯეს კარი და შეშინებული ფეხზე წამოხტა. გული ლამის გაუჩერდა როცა ვის განრისხებულ სახეს მოჰკრა თვალი......
- თეჰიონ, მე....
- არც კი გაბედო რამის თქმა. აი თურმე რისთვის დამიბრუნე ის ფული, მეტი გინდოდა, შეგეძლო პირდაპირ გეთქვა ჩემთვის ეს, თანხა დაგესახელებინა, მაგრამ იცი რაა? მეტი არ ღირხარ... შეცდომა დაუშვი კიმ ჯისუ, წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა შეცდომა დაუშვი....
- გთხოვ მომისმინე მე.....
- მოკეტე.... არც კი იფიქრო რომ ამ მომენტიდან ოდესმე სიმშვიდე გეღირსება.... - კიმი სწრაფი მოძრაობით მიუახლოვდა გოგონას და კედელზე ძლიერად მიანარცხა - შენ თვით სატანა გამოიწვიე, და ის ჯოჯოხეთს მოგიწყობს... თავის შეცოდება არც სცადო. გახსოვს ღამე რომელიც ერთად გავატარეთ? წინ უარესები გელის. ასე რომ მოემზადე.... წუწუნი არც კი გაბედო..... გაფრთხილებ მეტად ნუ გამაცოფებ.... - კიმმა აკანკალებულ გოგონას სახეზე ხელი უხეშად წაავლო და აიძულა თვალებში შეეხედა - იფიქრე რომ ჯეკპოტი მოიგე არა? საცოდავო - ამ სიტყვებით თეჰიონი ოთახიდან გავარდა ჯისუ კი აქვითინებული ჩაიკეცა................. ნუთუ შეძლებს და ამასაც გაუმკლავდება? შეძლებს კი??.....
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro