Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

3 თავი

ცეკვისაგან დაღლილი როუსი ბარისკენ გაეშურა სადაც მეგობარი ეგულებოდა თუმცა მისი კვალიც კი ვერსად იპოვა.
- ჯანდაბა ჯისუ სად წახვედი? - დაბნეულმა გოგონამ დაქალთან დარეკვა რამდენჯერმე სცადა თუმცა უშედეგოდ. გული ძალიან ცუდს უგრძნობდა, ზუსტად იცოდა ჯისუ მის გარეშე აქაურობას არ დატოვებდა. მაშინ სად იყო ახლა იგი და უფრო მნიშვნელოვანი საკითხია როგორ იყო?....

.........................

თეჰიონმა მზერა ბოლოჯერ მოავლო გათიშულს, ფეხზე ნელა წამოდგა და საკუთარი ტანსაცმლის ძებნა დაიწყო, რომელიც ვნებისგან გონება დაბინდულმა უმისამართოდ  მოისროლა ოთახის ყველაზე შორეულ კუთხეში. კიმს ოდნავ ჩაეცინა, უცნაურია რომ ამ სრულიად უბრალო არსებამ ასე გააგიჟა. საკუთარ თავს გამოუტყდა, ასეთი სიამოვნება სხვა არავისგან მიუღია.... დანამდვილებით გაიმეორებდა იმავეს კიდევ, მომავალში. ფიქრებით გართულმა სწრაფად ამოიცვა შარვალი, საფულე ამოიღი და საწოლს მიუახლოვდა.  ზეწარზე სისხლი შენიშნა, ზუსტად იცოდა რასაც ნიშნავდა ეს, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
- მეტისმეტად უხეში ვიყავი არა პატარავ? ამისთვის მეტს გადაგიხდი..... - კიმმა ფული კომოდზე დადო და ჯისუსკენ დაიხარა - ისევ შევხვდებით  ნერდო, აუცილებლად .....
- ამ სიტყვებით ვიმ  ოთახი უდარდელად, ყოველგვარი სინანულის  გარეშე  დატოვა. მისთვის ნამდვილად არაფერს ნიშნავდა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წუთის წინ  უდანაშაულო გოგონა საბოლოოდ გატეხა......

...................................

ჯინიანგმა, რომელმაც კლუბამდე ძლივს  მიაღწია საშინელი საცობების გამო, მანქანა სადგომზე დააპარკინგა და მეგობრების  საძებნელად გაეშურა. პარკი ცოტა არ იყოს ღელავდა რადგან ჯისუსთან დარეკვას ვერ ახერხებდა. მხოლოდ იმედოვნებდა რომ გოგონა კარგად იყო და არაფერი დაშავებია.....
- როსე?? - ბრბოში  ჯინმა მალევე იპოვა მეგობარი რომელსაც შეშფოთებული სახე ჰქონდა - რა მოხდა რა სახე გაქვს? ჯისუ სად არის??
- არ ვიცი ჯინ, არ ვიცი. ვერ ვპოულობ. ძალიან ვნერვიულობ, რამე რომ მოსვლოდა - გოგონას ტირილამდე ცოტაღა აკლდა - ყველაფერი ჩემი ბრალია, არ უნდა დამეტოვებინა მარტო, საერთოდ არ უნდა  ამეჩემებინა აქ მოსვლა. ვინ იცის ახლა რა უჭირს.....
- როუს დამშვიდდი, ჯისუს ვიპოვით და ის კარგად იქნება, დამიჯერე.... მას არაფერი მოსვლია, არ შეიძლება რამე მოსვლოდა...... - მეგობრები შეთანხმდნენ რომ მთელს კლუბს მოივლიდნენ და ასეც მოიქცნენ. ჯინიანგი კამერების შესამოწმებლად გავიდა, როუსი კი პერსონალური ოთახების დათვალიერებას შეუდგა......

........................................

ჯისუ წელს ქვემოთ საშინელმა ტკივილმა აიძულა აზრზე მოსულიყო. თვალები გაჭირვებით გაახილა, თუმცა განძრევა ვერ შეძლო. მომენტალურად გაახსენდა მომხდარი, და ცრემლებმა ისევ იწყეს დენა მისი მშვენიერი თვალებიდან. გოგონა გულამოსკვნილი ატირდა, რატომ მოიქცა ასე, რა დაუშვა ასეთი რომ ამდენად გაიმეტა, რომ ამხელა ტკივილისთვის გაწირა. ერთადერთი რამ წაართვა რაც გააჩნდა. ჯისუ ტირილს ვერ წყვეტდა, უნდოდა წამომდგარიყო მაგრამ ძალა არ ყოფნიდა. უნდოდა აბაზანამდე მისულიყო რათა ჩამოერეცხა მისი სუნი ერთ დროს რომ ოცნებობდა შეეგრძნო, თუმცა ვერ ახერხებდა. როცა გული იჯერა, საწოლიდან ფორთხვით ჩამოსულმა ტელეფონის ძებნა დაიწყო, უნდოდა როუსისთვის დაერეკა და დახმარება ეთხოვა, ამ დროს კი კარზე ბრახუნი გაიგო,  ამ ხმამ უფრო მეტად მოანდომა ტირილი
- ჯისუუუ! ჯისუ აქ ხარ? ჯისუ გთხოვ ხმა გამეცი - ეს როსე იყო, სასოწარკვეთილი ეძახდა მეგობარს
- ჯანდაბა ეს ბოლო ოთახია, აქ უნდა იყო ჯისუ გთხოვ, ხმა გამეცი
- როუს!!!! - ძლივს ამოთქვა ძალაგამოცლილმა - როუს დამეხმარე გთხოვ, როუს.
- ჯისუ, ჯისუ აქ ხარ, მადლობა ღმერთს გიპოვე. ახლავე შემოვალ, ცოტა მოითმინე კარგი? ქვემოთ სათადარიგო გასაღებები მომცეს. ახლავე შემოვალ, შენ არ შეგეშინდეს. - როსე  მიხვდა ყველაფერი რიგზე ვერ იყო, მაგრამ იმან რაც კარის გაღების შემდეგ დაინახა შოკში ჩააგდო.
- ჯისუ,  ღმერთო, სოია. - გოგონა სწრაფად მივარდა შიშველ მეგობარს და ზეწარი შემოახვია. - მაპტიე, გეხვეწები მაპატიე რომ ადრე არ მოვედი. ჯისუ, გესმის ჩემი?? ჯისუ? გთხოვ გონება არ დაკარგო. ყველაფერს მივხედავთ
მე აქ ვარ .. - როუსი მთელი ძალით მოეხვია  რომელიც აკაკნკალებულს და სიმწრით წამოაყენა. - გაგასუფთავებ მერე კი ტანსაცმელს მოგიტან კარგი?
- ჯისუმ ოდნავ დაუქნია თავი პარკს და ორივენი ნელი ნაბიჯებით სააბაზანოსკენ დაიძრნენ.

...........................

თეჰიონი კმაყოფილი სახით დაუბრუნდა თავის მაგიდას სადაც უკვე მოთმინება დაკარგული  ჯონი ელოდა
- სად გაქრი? ან ის გოგო სად წავიდა, რა გააკეთე კიმ? - ცივად შეხედა ჯონგუკმა მეგობარს
- ცოტა გავერთე, - გულგრილად გაეპასუხა ვი და  კუთვნილი ვისკი  გადაკრა  - მაგრამ იცი რაა? აქაურობა უკვე მომბეზრდა. წავიდეთ?
- ასე მალე? ჯერ ხომ შუაღამეც  არაა? კარგად ხარ? -გაოცება ვერ დამალა ჯონმა
- იმაზე კარგად ვიდრე წარმოიდგენ....- გარყვნილად ჩაიცინა კიმმა და გასასვლელისკენ დაიძრა. მას მაშინვე უკან გაჰყვა  ჯერ კიდევ დაბნეული გუკი. მათ არასდროს დაუტოვებიათ ასე ადრე კლუბი. - აშკარად რაღაც მოხდა  - ჩაიბურტყუნა თავისთვის და ნაბიჯს აუჩქარა.

.............................

- როგორ ხარ? -  ფრთხილად ჰკითხა როუსმა მეგობარს, რომელიც იმ წამს გამოვიდა საშხაპედან
- უკეთ, მადლობ - უღონოდ ამოილაპარაკა გოგონამ
- მაპატიე, მითხარი რომ მაპატიებ გეხვეწები, მითხარი - ცრემლები წასკდა  პარკს
- დამშვიდდი როუს. შენი ბრალი არაფერია, საიდან უნდა გცოდნოდა რომ ასე მოხდებოდა თანაც......  ის მე გამოვიწვიე
- ვინ ჯისუ რას ამბობ? იცი ეს ვინც გაგიკეთა მეგონა....
- ვიცი - სიმწრით ჩაიცინა გოგონამ- ჩემმა პირველმა სიყვარულმა, სასაცილოა არა? სწორედ მან გამიკეთა ეს.
- თეჰიონმა? რას იძახი? გაგიჟდი? 
.... როგორ...  რა მოხდა? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი პარკმა
- დილით უნივერსიტეტში შევეჩეხეთ. შემთხვევით ყავა გადავასხი, საკმაოდ უკმეხად ვუპასუხე.
- და ამის გამო გაგაუპატიურა? რა სისულელეა ჯისუ- გაცოფებული წამოხტა როუსი თუმცა მაშინვე გაჩუმდა, მისი ყურადღება რაღაცამ მიიბყრო.
- ეს რა არის? ფული? - ღმერთო რა ნაბიჭვარია, ეს როგორ... წყეული ნაბიჭვარი - პარკს სიბრაზისგან   ცრემლები წასკდა, მერე კი უფრო მეტად გახევებულ მეგობარს გახედა. გოგონას სახე აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა.
- მომეცი. - ხელი გაუწოდა დაქალს
- რაა ამ ფულს აიღებ? - გაოცდა როუსი
- ავიღებ.... და მაშინ შევაყრი სახეში როცა ჩემს წინ განადგურებულს ვნახავ.... - ზიზღით ამოთქვა ჯისუმ - დარწმუნდი, რომ მომხდარის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ჯინიანგს რა უთხარი?
- ვუთხარი რომ სახლში წახვედი რადგან აქაურობა მოგბეზრდა.
- ძალიან კარგი. ახლა აქედან წამიყვანე. ლიზამ არაფერი უნდა იეჭვოს. - ჯისუმ ფული საგულდაგულოდ შეინახა. არეულ საწოლს სადაც ჯერ კიდევ შერჩენილი იყო გოგონას უკანასკნელი იმედი  ამრეზით გადახედა და ოთახი პარკთან ერთად დატოვა....

ესეც ბონუს თავი....  min_yoongi_to _qeti_1211   ❤❤❤❤❤

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo