27 თავი
თეჰიონი მდუმარედ ისმენდა მამის სიტყვებს და გრძნობდა როგორ ცარიელდებოდა მისი სული. პატარას გამუდმებით ენატრებოდა დედა. ჯონგიონი ყველაფერს აკეთებდა რათა შვილისვის ორივე მშობლის მაგიერი სითბო მიეცა, თუმცა თეჰიონი საკმაოდ ჯიუტი და თავხედი მოზარდი გახლდათ. უფროს კიმს ეშინოდა უდედოდ დარჩენილი ბავშვი კიდევ უფრო არ დაეთრგუნა, ამიტომ ყველა მის კაპრიზს უსიტყვოდ ასრულებდა. საბოლოოდ ვი გულცივ, უხეშ თინეიჯერად ჩამოყალიბდა. არავის ეჭვიც კი არასოდეს გასჩენია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ნიღაბი იყო. ბიჭი ასე სულიერ ტკივილს მალავდა რაც მთელი ცხოვრება სდევდა თან. დედის მონატრებას ასე ებრძოდა. არასდროს უგრძვნია მისი სითბო, ზედმეტად პატარა იყო როცა გარდაიცვალა. თავიდან ძალიან დარდობდა, ცოტა წამოზრდილი კი მიხვდა, თუკი გარშემომყოფებს თავის ტკივილს, დარდს დაანახებდა ისინი უბრალოდ გადაუვლიდნენ. ამიტომაც აიკრა უგულო მონსტრის ნიღაბი და გადარჩა კიდეც.... იგი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი გახდა სკოლაში, მერე კოლეჯში, უნივერსიტეტში. მხოლოდ მის თვალებში დარჩა ტკივილი და სევდა რომელიც რათქმაუნდა არავის შეუმჩნევია ერთი ადამიანის გარდა......
ვიმ თავი გადააქნია მტკივნეული მოგონებების მოსაცილებლად და მამას მთელი ამ ხნის განმავლობაშ პირველად გაუსწორა თვალი. მასში უდიდესი მწუხარება შენიშნა. ვერ დაფარავს მოსმენილმა გააბრაზა თუმცა ისიც გადასარევად იცის რომ ყველაზე ნაკლებად თავად აქვს მისი გაქილიკების უფლება
- ჩემი ბრალია შვილო. მისთვის ასეთი სატანჯველი რომ არ მომეწყო შეიძლება დღეს ის გვერდით გვყოლოდა. ამიტომ გაფრთხილებდი ჯისუსთან მიმართებაში და ახლაც იმავეს გავაკეთებ. მოუფრთხილდი შენს ცოლს. როცა პირველად დავინახე მაშნვე სარა გამახსენდა. ეს გოგონა საჩუქარია შენს ცხოვრებაში. დამიჯერე თეჰიონ
- ვიცი მამა.. ვიცი და დამიჯერე ძალიან ვნანობ ყველაფერს რაც გავაკეთე. მაგრამ ვიცი შევძლებ და ყველაფერს გამოვასწორებ. მას და ჩემს შვილს იმ ცხოვრებას მივცემ რაც დაიმსახურეს. მხოლოდ მათთვის ვიცოცხლებ.
- და მე? მამას აპატიებ რომ დედის გარეშე დაგტოვა? - ჯონგიონს აშკარად აუკანკალდა ხმა
- მე არ შემიძლია განგსაჯო, რადგან არაფრით ვარ უკეთესი შენზე, თუმცა ვაღიარებ მარტივი არ არის. ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება.
- მესმის, ახლა წავალ თეჰიონ. რძალი ჩემთან მოიყვანე. მინდა ვნახო - ჯონგიონი შვილს გადაეხვია და კომპანია დატოვა.
................................
უკვე შუაღამეა, ის კი ჯერაც არ დაბრუნებულა. საერთოდ რა ეგონა, თეჰიონი მოთამაშე მატყუარაა, მისნაირები არ იცვლებიან.
- აიშ, დაიძინე ჯისუ, უბრალოდ დაიძინე. ალბათ სადმე ერთობა, შენ კი აქ დგახარ და უკანასკნელი იდიოტივით ელოდები. - გოგონამ თვალები მჭიდროდ დახუჭა და ის იყო ალბათ მეათასედ სცადა დაძინება რომ ტელეფონის ხმა გაისმა
- გისმენთ?
- კიმ ჯისუს ვესაუბრები? - მეორე მხარეს ახალგაზრდა ბიჭის ხმა გაისმა და გოგონა მაშინვე ფეხზე წამოხტა
- დიახ, მე ვარ, ვინ ბრძანდებით
- მე მაიკლი ვარ. ბარმენი ვარ. აქ თქვენი ქმარი უგონოდ მთვრალია, არაერთხელ შევთავაზე ტაქსის გამოძახება თუმცა უარზეა და გამუდმებით იმეორებს ჩემი ჯისუ მოვიდესო. ამიტომაც დაგირეკეთ, იქნებ წაიყვანოთ, უკვე ვიკეტებით - დაღლილად გაისმა ბიჭის ხმა და ჯისუს თითქოს ლოდი მოეხსნა გულზე
- რათქმაუნდა ახლავე წამოვალ - გოგონამ ტელეფონი მაშინვე გათიშა და სასწრაფოდ მომზადებას შეუდგა.......
.............................................
ზუსტად არ ახსოვს რამდენი ხანია აქ ზის და სვამს. მისი გონება საღად ვეღარ აზროვნებს, თავში მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებს და გამუდმებით მას ეძახის ჯისუ, მისი ჯისუ. მისი ნერდი. თეჰიონს ცოლის გახსენებაზე იდიოტივით ეღიმება, ისევ სვამს. იმდენასაა ფიქრებში ჩაკარგული რომ ვერ ამჩნევს როგორ უჯდება გვერდით თამამად ჩაცმული ქერა გოგონა და ლამის მხარზე ეკვრის.
- აქ მარტო რატომ ხარ? არ გინდა სასმელზე დამპატიჟო? - ქერა ამჯერად მეტისმეტად მიუახლოვდა კიმს და თეჰიონმა როგორც იქნა მისი არსებობა აღიქვა
- ვინ ჯანდაბა ხარ? შენ არ ხარ ჩემი ნერდი.... თავიდან მომწყდი - კბილებში გამოსცრა მან, თუმცა გოგონა ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა.
- საბრალო, თუმცა შენთვის ის ვიქნები ვინც გინდა მამიკო - ვი მეტად გააღიზიანა უცნობის აქტიურობამ და ის იყო მის საკმაოდ უხეშად მოშორებას აპირებდა, რომ მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელმა ხმის გაგონებამ ღიმილი მოჰგვარა
- არასწორი სვლაა ძვირფასო, აქ ერთადერთი ადამიანია ვისაც შეუძლია მას ასე მიმართოს და ეს მე ვარ.
- შენ ვინ ჯან..... - გაპროტესტება სცადა ქერამ თუმცა ჯისუ საკმაოდ გაბრაზებული გახლდათ უკან დასახევად
- გირჩევ საკუთარ საქმეს მიხედო სანამ ჯერ კიდევ კარგ ხასიათზე ვარ - მოთმინებადაკარგულმა ამოიღრინა, გოგონა კი მაშინვე აორთქლდა. ჯისუმ ღრმად ჩაისუნთქა და ეშმაკურად მომღიმარე თეჰიონისკენ მიბრუნდა. გოგონამ უცებ გააცნობიერა რა გააკეთა და დაიმორცხვა.
- წავიდეთ კიმ, უკვე გვიანია - ჯისუ აწითლებული გასასვლელისკენ მიტრიალდა როცა ვიღაცამ ხელი წელზე მოხვია და მსუბუქი მოძრაობით კალთაში ჩაისვა - იაჰ, კიმ რას აკეთებ?
- წარმოდგენაც არ მქონდა რომ ასეთი საშიში ხარ როცა ეჭვიანობ. რაო? მხოლოდ მე ვეძახი მამიკოსო არა? - ჩაიქირქილა თეჰიონმა გოგონამ კი თვალები აატრიალა.
- წავიდეთ, ან თუ გინდა აქ დარჩი, დარწმუნებული ვარ ის ქერა კიდევ გელოდება - უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა გოგონამ და ფეხზე წამოდგომა სცადა
- ხომ იცი რომ არავინ მინდა, არავინ მჭირდება შენს გარდა.....
- თუ ასეა რატო არ მოხვედი, დილით შემპირდი რომ სადმე წავიდოდით, რატომ არ მოხვედი. აქ რას აკეთებ საერთოდ - გაბუტული ბავშვივით ამოილაპარაკა ჯისუმ, ვის კი მომენტალურად გაახსენდა რას დაპირდა დილით ცოლს
- ჯანდაბა, მაპატიე საყვარელო. გთხოვ უკანასკნელად მაპატიე კარგი? გეფიცები ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ ოღონდ ახლა მაპატიე. დამიჯერე ამჯერად მიზეზი მქონდა. გთხოვ პატარავ - ჯისუმ თეჰიონის ხმაში სევდიანი ნოტები დაიჭირა. გული მოეწურა. კიმი აშკარად ცუდად იყო
- იცი რა მოდი ერთ ადგილას წავიდეთ - გაიკრიჭა გოგონა. თეჰიონს კიდევ ერთხელ მოუნდა დაეკოცნა მისი ტუჩები
- ასეთ დროს? თუმცა კარგი, სად გინდა წასვლა? - ინტერესით ჰკითხა აჟიტირებულს
- ნახავ, უბრალოდ წავიდეთ.... - ჯისუ ფეხზე წამოდგა, ორივენი თეჰიონის მანქანისკენ გაემართნენ. გოგონა საჭეთან მოთავსდა და მალე ქალაგარეთ აღმოჩნდნენ.
- პატარავ, ეს რა ადგილია? - იკითხა თეჰიონმა და მანქანიდან გადავიდა
- ყოველთვის როცა ცუდად ვიყავი აქ მოვდიოდი, შეხედე. აქედან მთელი სეული ხელის გულივით ჩანს, ლამაზია არა?
- ძალიან ლამაზი ისევე როგორც შენ, არა ჩემი ცოლი ბევრად ლამაზია. - თეჰიონი ჯისუს მოეხვია და გოგონამაც სახე მის მკერდში ჩარგო.
- შეგიძლია არ მომიყვე რა გაწუხებს, უბრალოდ ეცადე დამშვიდდე, ეცადე ყველაფერი სწორად შეაფასო. თუ საუბარი მოგინდება მე მოგისმენ - გოგონამ გულღიად გაღიმა ქმარს. ვის გული გაუთბა
- არც კი მჯერა რომ შენ ჩემი ხარ, მარტო ჩემი ნერდო....... მინდა რომ კიდევ ერთხელ გთხოვო პატიება. მინდა რომ თავიდან ვცადო....
- თეჰიონ, არ ვიცი. მეშინია რომ ერთ დღეს სხვაგვარად იფიქრებ. მეშინია რომ ისევ ისეთი გახდები როგორც ადრე - ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოთქცა ჯისუმ და თავი ჩახარა
- პატარავ შემომხედე. ჯისუ, მომისმინე, მე ყოველთვის, მაშინაც და ახლაც მხოლოდ შენ მიყვარდი. უბრალოდ არ მინდოდა ამის აღიარება. მე სულ შენ მინდოდი. პირველი დღიდან რაც შენი ტკბილი სუნი ვიგრძენი. შენი თვალებით მოვინუსხე. ვიცი რთულია რასაც გეუბნები, ძნელია დამიჯერო მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ. შენს ყველა სასჯელს ავიტან ოღონდ ჩემთან მყავდე - დაბეჯითებით წარმოთქვა ვიმ. ჯისუს სახეზე უცნაური ღიმილი გამოესახა
- ყველაფერს შემისრულებ? სულ ყველაფერს? - დააზუსტა მოსმენილი
- ყველაფერს, რასაც კი მთხოვ - ასევე მტკიცედ გაიმეორა ვიმ
- თუ ასეა მინდა რომ ხვალ პატარა წვეულება მოვაწყო, მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის და ჯინიანგიც იქ იქნება - გამომწვევად თქვა გოგონამ და ქმარს ყურადღებით დააკვირდა.
- რა? ჯანდაბა ასე არ შეიძლება პატარავ, ეს ბინძური თამაშია - ამოიღრინა კიმმა
- მე ჩემი სათქმელი ვთქვი და შენ დამპირდი - წარბები შეკრა ჯისუმ
- კარგი - ხვნეშით დაეთანხმა, თუმცა იქვე დაამატა - თუ გაბედავს და ფლირტს დაიწყებს შენთან თავბედს ვაწყევლინებ, ეს იცოდე - კბილებში გამოსცრა თეჰიონმა ჯისუმ კი ქმარი მსუბუქი კოცნით დააჯილდოვა და მალე ორივენი სახლისკენ გაემართნენ.
.......................................................
- ბატონო ჩა, შეიძლება დღეს ადრე წავიდე? ჯისუ ჩამოვიდა მინდა ვნახო - მორიდებით ითხოვა ანამ ხოლო ეუნვუ მაშინვე გამოფხიზლდა როგორც კი ასე მონატრებული სახელი გაიგო
- მართლა? შეიძლება მეც წამოვიდე? მინდა ჯისუ მეც ვნახო. მომენატრა- ბავშვივით გაიკრიჭა ბიჭი ანამ კი უხერხულად გაიღმა
- იცით, მე...
- ნუ ღელავ, მხოლოდ მეგობრის რანგში მინდა მისი ნახვა. მესმის რომ ქმარი ჰყავს და რადგან მასთან დაბრუნდა ალბათ უყვარს კიდეც.
- ასეთ შემთხვევაში კარგი, მე ჯონგუკი მომაკითხავს და ერთად წავიდეთ,
- ჯონგუკი? ის ბიჭი კინაღამ რომ სული გააფრთხობინე? - ახარახრდა ჩა - არა იმ წამსვე იგრძნობოდა თქვენს შორის აშკარა სულიერი კავშირი
- იაჰ ბოსს, კარგით რა - ერთანად აწითლებული ანა სწრაფად გავარდა კაბინეტიდან ეუნვუმ კი ძლივს შეძლო თავის ხელშ აყვანა ოდნავ დასერიოზულდა და ისევ საქმეს მიუბრუნდა
.........................................
ჯისუ იღვიძებს, გრძნობს როგორ ძლიერად ჰყავს გულზე მიკრული თეჰიონს. გოგონა თავს მაღლა სწევს და ქმრის სახეს ყურადღებით აკვირდება. აღიარებს რომ ამ სამი თვის მანძლზე კიმი ძალიან შეიცვალა. უფრო სერიოზული და მოწესრიგებული გახდა. თითქოს რამდენიმე წელი გავიდა. გოგონა მას ყოველთვის მაღალკლასელ ცუდ ბიჭად იცნობდა, ასეთი ახსოვდა. კიმი მაშინაც ასეთი იყო როცა ჯისუმ სეული დატოვა. ახლა კი მის გვერდით ზრდასრული სერიოზული მამაკაცი წევს. მას იგივე სახის ნაკვთები, იგივე თვალები აქვს მაგრამ ამჯერად მთლიანად სითბოს ასხივებს. გოგონას მისი ყურებისას ყველაფერი ავიწყდება. თეჰიონს კი მისი დაჟინებული მზერა აღვიძებს. თვალებს ახელს და მასში იძირება.
- თითქოს დამავიწყდა რამხელა ბედნიერებაა როცა გაღვიძებისთანავე შენს თვალებს ვხედავ - დაიჩურჩულა და მისმა ბოხმა ხმამ, ჯისუს კი გული ძლიერ აუფრთხიალდა. - ვხედავ ისევ ისე რეაგირებ ჩემზე როგორც ადრე პატარავ.
- დღეს შეძლებ ადრე მოსვლას? -თემის გადატანა სცადა გოგონამ და გამოუვიდა კიდეც
- რათქამაუნდა, ბუნებრივია მოვალ. არ დავუშვებ იმ იდიოტთან მარტო დარჩე....... - ჩაიბუზღნა ისევ თეჰიონმა
- კარგი რა, ხომ ვილაპარაკეთ და შენ დამთანხმდი - ამოიხვნეშა ჯისუმ.
- ჰო, მაგრამ მაინც.. თუ მოგიახლოვდება არ ვიცი რას გავაკეთებ.
- ნუ ღელავ. მე სხვა არავინ მჭირდება, - გოგონა ჩუმად ამბობს, ვის კი ეშმაკურად ეღიმება. ცოლს მკლავებს ხვევს და მთელი ძალით იხუტებს. კმაყოფილი სივრცეს აკვირდება......
კიდევ ერთი თავიც და ფინალიააა❤❤❤❤ დავდებ ორშაბათს რადგან მინდა კარგი გამოვიდეს...
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro