10 თავი
თუკი ძალიან გიყვარდა, თუ მხოლოდ ის იყო შენი ფიქრების ბატონპატრონი და მხოლოს მისი არსებობა აძლევდა შენს ცხოვრებას აზრს..... სად გაქრა ეს სიყვარული?? რატომ გაქვს გული გაყინული ახლა? რატომ ვერ გრძნობ იმავე აღმაფრენას, ნუთუ ყველაფერი ილუზიააა, ნუთუ ყველა ჩვენი შეგრძნება დროებითია??? არსებობს კი ამ სამყაროში რამე მარადიული????????
*******
- მიპასუხე, რას იზამ რომ არ გაგიშვა ნერდო?? - ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა თეჰიონი ჯისუს და მზერა უნებურად მისი ტუჩებისკენ გაექცა.
- შეწყვიტე ეს ნონსენსი კიმ თეჰიონ - კბილებში გამოსცრა გოგონამ
- არ ვაპირებ, არც კი ვიფიქრებ ამაზე - ძალიან ხმადაბლა გაისმა კიმის ხმა, მეორე წამს კი იგი მოწყურებული ეცა საცოლის ტუჩებს და მათი დაგემოვნება დაიწყო.... ვის ოდნავ ჩაეღიმა როცა იგრძნო როგორ აკანკალდა მის ხელებში გოგონას სხეული. კოცნა არ შეუწყვიტავს, პირიქით, მეტად ინტენსიური გახადა.
- რას აკეთებ, ახლავე გამიშვი........ - ძლივს ამოიჩურჩულა ჯისუმ რომელსაც ბიჭის შეხება მთიანად აცლიდა ენერგიას და ამის გამო თავი ეზიზღებოდა
- რატომ? არ მითხრა რომ ჩემი შეხება არ გსიამოვნებს, თან არაფერს ვაკეთებ ისეთს რისი უფლებაც არ მაქვს, შენ ჩემი ხარ... ჩემი... - მესაკუთრულად ამოიღრინა თეჰიონმა სანამ ჯისუს ყელის "განადგურებით" იყო დაკავებული, საკუთარ თავზე კონტროლს საერთოდ კარგავდა. უნდა გაჩერებულიყო სანამ ჯერ კიდევ შეეძლო თავის შეკავება.... გოგონას სუსტ კვნესას ისედაც ჭკუიდან გადაჰყავდა...
- წადი - დაიგრგვინა მოულოდნელად ხმადაბლა ვიმ, ჯისუ კი წამებში გასხლტა მისი ხელებიდან - წადი სანამ ისევ გაქვს დრო - გოგონას აღარ გაუჭიანურებია, სწრაფად დატოვა იქაურობა.....
*************
ბოლო ინცინდენტის მერე თეჰიონი მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა და არ ენახა ჯისუ, თავის მხრივ ამას ხელს გოგონაც უწყობდა. ყველაფერს აკეთებდა რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. დღეები ერთმანეთს მისდევდა და გოგონა ცდილობდა საკუთარი თავი მოსალოდნელი ქორწილისთვის ფსიქოლოგიურად შეემზადებინა. იგი არ დაინტერესებულა დეტალებით. არც კი უნახავს კაბა, რომელიც ლიზამ უყიდა. არც ის ადგილი სადაც წვეულება უნდა გამართულიყო. მისთვის ამ წვრილმანებს ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა... ერთადერთი რაც უნდოდა აქედან გაქცევა იყო. სამწუხაროდ თავისუფლებას კიდევ რამდენიმე თვე აშორებდა. მეორე მხრივ თეჰიონი ამ ცხოვრების ყველა სიამოვნებით ტკბობას განაგრძობდა. ერთობოდა ისე როგორც ადრე. კიმისთვის ერთ შეხედვით არც არაფერი შეცვლილა, მის ცხოვრებაში უბრალოდ კიდევ ერთი სათამაშო გაჩნდა......
...........................
როგორც კი ლექციები მორჩა, როზემ მეგობრების სანახავად წასვლა გადაწყვიტა, სანამ საკუთარ ნივთებს აგროვებდა შეამჩნია როგორ მიუახლოვდა ჩანიოლი და თბილად გაუღიმა
- პატარავ, მომენატრე, ლექციების დროს არც კი შემოგიხედავს - ბავშვივით გაიბუტა პარკი რაზეც გოგონას სიცილი აუტყდა. ჩანიოლი მართლაც ბავშვს ჰგავდა, დიდ ბავშვს.
- შენ რა დამცინი? - ხმა დაუსერიოზულდა კაცს
- არააა. მაგას როგორ გავბედავ პროფესორო - ეშმაკურად ჩაიჩურჩულა როზემ, ჩანის მზერა კი შესამჩნევად შეიცვალა
- ნუ მიწვევ პატარავ, ისედაც მთელი დღეა მინდა ჩაგეხუტო, შენ კი ამით სარგებლობ. გაფრთხილებ საერთოდ დავივიწყებ სად ვარ. მოდი სადმე წავიდეთ, მომენატრე - შუბლზე ნაზად აკოცა შეყვარებულს და თავისი ნათელი ღიმილით გაიღიმა
- ჩანიი, დღეს ვერ შევძლებ, მეგობრების ნახვა მინდა, ხომ იცი ხვალ ჯისუს ქორწილია. მინდა ამაღამ მასთან ვიყო - საყვარელი სახით ახედა როზემ კაცს და მაშინვე განაირაღა
- ჯანდაბა, ასე რომ მიყურებ როგორ შემიძია უარი გითხრა? კარგი, მაგრამ დამპირდი რომ დამირეკავ.... - პარკმა კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას და მათ აუდიტორია ერთად დატოვეს......
..............................................
- სოიაა, დიდხანს გალოდინეე? მაპატიე უბრალოდ ჩანის ძლივს დავეხსენი - საყვარლად გაუღმა მეგობარს როზემ და ჯისუს სახეზე მკრთალი ღიმილი გაჩნდა
- ძალიან ბედნიერი ვარ შენს გამო როუს, იმსახურებ რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო გქონდეს. ნუ ღელავ ისედაც ჯინის ველოდები... ლექციიდან ვეღარ გამოაღწია, - თვალები აატრია ჯისუმ
- კარგად ხარ? - წყნარად ჰკითხა როზემ გოგონამ კი ჩუმად ამოიოხრა
- არ ვიცი როგორ ვარ, თითქოს ირგვლივ დრო გაჩერდა, თითქოს სიზმარია, უფრო სწორად კოშმარი, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ. სული მეხუთება როცა წარმოვიდგენ რას გამიკეთებს მთელი ამ თვეების განმავლობაში.
- ამის უფლებას არ მივცემთ,მე და ჯინი შენთან ვიქნებით სო - მეგობარს მოეხვია როზე ჯისუს კი სიმწრით ჩაეცინა
- ვიცი, მაგრამ არ მინდა ჯინიანგი ჩემს გამო დაზარალდეს ან შენ..... თეჰიონი ყველაფერზეა წამსვლელი როცა საქმე ისე არ მიდის როგორც მას უნდა.... არ მინდა ჩემი მეგობრები საფრთხეში ჩავაგდო, საკუთარ თავზე თავად ვიზრუნებ. - მტკიცე ამოთქვა ჯისუმ და როგორც კი მათკენ მიმავალი ჯინიანგი შენიშნა სახეზე ღიმილი აიკრა. როზემ სწრაფად გაანალიზა სიტუაცია. თავადაც გაღმებული შეხვდა მეგობარს
- აბა რას შვებიან ჩემი პრინცესები - მხიარულად გაიკრიჭა პარკი
- შენ გელოდებიან - ბიჭისთვის ასე საყვარელი სიცილით გაიცინა ჯისუმ და მალე ორივე შეუერთდა...
- აბა სად მივდივართ? ხელები საქმიანად მოისრისა როზემ
- სადაც გავერთობით, ჩემი მარტოხელა ცხოვრების ბოლო დღეს - ცინიკურად გაისმა ჯისუს ხმა ჯინმა კი უკმაყოფილოდ ამოიფრუტუა.
- მეზიზღება იმის წარმოდგენა რომ ქორწინდები, თუნდაც ეს ფიქტიური ქორწინება იყოს მაინც ცუდად ჟღერს
- და ვინ გითხრა რომ ფიქტიურია? - არსაიდან გამოჩენილმა თეჰიონმა სამივეს გაშეშება აიძულა, თუმცა ჯინიანგი სწრაფად მოიეგო გონს და კიმს მომაკვდინებელი მზერა ესროლა
- გეკითხები პარკ, ვინ გითხრა რომ ეს ქორწინება ფიქტიურია? - ამჯერად უფრო ცივად გაიმა თეჰიონის ხმა, რომელიც ასევე არ აშორებდა ბნელ მზერას მის წინ მდგომს
- თეჰიონ საკმარისია, აქ რატომ ხარ - დაღლილად ამოიხვნეშა ჯისუმ და საქმროს ახედა
- იმისთვის რომ გირჩიო, დღევანდელი დღე შეირგე ცოლო, ხვალ აბსოლიტურად სხვა რეალობაში გაიღვიძებ - ამჯერად ვის ხმა დამცინავად ჟღერდა
- როგორ ბედავ - გაცოფებულმა ჯინმა მისკენ გაიწია თუმცა ჯისუმ შეძლო მისი შეჩერება იმით რომ პრაქტიკულად სხეულზე აეკრა. კიმი ამის დანახვაზე უსიამოვნოდ შეიშმუშნა. სიბრაზისგან მუშტები შეკრა, თუმცა არაფერი უთქვამს, საბოლოოდ მხოლოდ ცივი ღიმილით გადახედა ჯერ ისევ ერთმანეთზე "აკრულებს" და იქაურობა დატოვა.......... ჯინიანგმა ჯისუს სხეული ფრთხილად მოიშორა.
- რატომ არ მომეცი უფლება მისთვის ცხვირ- პირი ამომენაყა? - იყვირა გაგულისებულმა
- ჯინ გთხოვ, ყველაფერს ნუ გაართულებ - შეეხვეწა როზე
- მე ვართულებ? ვერ გაიგე იმ ნაბიჭვარმა რა უთხრა, დაემუქრა. და შენ ამბობ რომ მე ვართულებ აქ რამეს? - წარბები შეკრა პარკმა ჯისუმ კი ისევ ამოიხვნეშა
- უბრალოდ შენი წყობიდან გამოყვანა უნდოდა, გეხვეწები, ის ვერ შეძლებს რამე დამიშაოს - შეეცადა მტკიცედ ეთქვა, თუმცა თავისივე სიტყვების სამწუხაროდ თავად არ სჯეროდა. ჯისუ ვის საკმაოდ კარგად იცნობდა და ზუსტად იცოდა რაც ელოდა, უბრალოდ ვერ დაუშვებდა ჯინიანგს თავი შარში მის გამო გაეყო.
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვიანად გახედა მეგობარს პარკმა
- კი, ახლა წავიდეთ, ძალიან მშია - თემის გადატანა სცადა ჯისუმ რაც გამოუვიდა კიდეც. სამივენი უნივერსიტეტის გასასვლელისაკენ გაემართნენ.........
.................................
ნანახით წყობიდან გამოსულმა თეჰიონმა, რომელიც ჯონგუკთან ერთად სკოლის გასახდელში იმყოფებოდა ხელი ძლიერად დაჰკრა კედელს.
- ამჯერად რა მოხდა - გაბეზრებით იკითხა ჯონმა
- არც კი ვიცი.... ასე მგონია რომ ავად ვარ..... არ ვიცი რა მემართება - კბილებში გამოცრა ვიმ
- კონკრეტულად რას გულისხმობ?
- ნერდი..... ყოველ ღამით, უფრო სწორად კი ყოველთვის ჩემს გონებაშია. მისი სურვილი მკლავს, თავს კონტროლს ვერ ვუწევ ჯონგუკ - ამოიღრინა კიმმა
- რა გემართება თეჰიონ, სერიოზულად რა ჯანდაბა გემართება? - ამჯერად დასერიოზულდა ჯონგუკიც, თუმცა მეგობრებს საუბარი ზარის ხმამ გააწყვეტინა
- გისმენ მამა.... კარგი ორმოც წუთში ვიქნები.......- კიმმა ტელეფონი ისევ ჯიბეში შეინახა და ჯონგუკს შეხედა
- კომპანიაში უნდა წავიდე. ქორწილის შემდეგ მამაჩემის ადგილს ოფიციალურად დავიკავებ, რაღაც საკითხებია მოსაგვარებელი. შემომიერთდები? - ჯონგუკი გააოცა თეჰიონის ხმაში დაჭერილმა სასოწარკვეთილმა ნოტამ, ჩანდა კიმი უზარმაზარი დილემის წინაშე იდგა.
- კარგი წავიდეთ, შემდეგ კი შენს "პრობლემაზე" ვისაუბრებთ - ჯონგუკის ხმა მტკიცედ გაისმა, მან მეგობარს მხარზე ხელი ფრთხილად დაკრა დაორივენი კიმების კორპორაციისკენ გაემართნენ....
.............................................
-სოოო, მგონი გეყოფა არა, უკვე ძალიან მთვრალი ხარ? - როზემ სცადა მეგობრისთვის არყის ჭიქა გამოერთმია მაგრამ სულ ტყუილად..... გოგონა აშკარად არ აპირებდა დათმობას
- დამაცადე, ვიცი... ვიცი რასაც ვაკეთებ როზე... და ს...საერთოდ არ ვარ მთვრალი - ამოიბლუკუნა გოგონამ, პარკმა კი მხოლოდ თვალები აატიალა. მეგობრებმა გადაწყვიტეს რომ დაელიათ, ჯისუს სურდა ყველაფერი დაევიწყებინა თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით, თუმცა სავარაუდოდ ეს არც ისე კარგი იდეა იყო. ჯინიანგი, რომელიც ალკოჰოლს ძალიან ცუდად იტანს პრაქტიკულად ამქვეყნად აღარ იმყოფებოდა. ჯისუ კი ჯიუტად აგრძელებდა სმას. მეგობრების შემხედვარე, როზემ ვერ გაბედა ერთი წვეთი მაინც დაელია. არა ამჯერად ნამდვილად არ აპირებდა თვალი მოეცილებინა ჯისუსთვის..
- იაჰ, წყეული.... წყეული კიმი, ჰგონია რომ შეუძლია ისე მომექცეს როგორც ნაგავს? უფლებას არ მივცემ, გესმის ჩემი როზე, უფლებას არ მივცემ ბოლომდე გამანადგუროს. სჯობს თავად იყოს ფრთხილად. არ მჯერა რომ საერთოდ ვიღაც მისნაირი მიყვარდა...... რატომ მიყვარდა, რატომ - ჯისუს თვალებიდან ცრემლებმა უკონტროლოდ იწყეს დენა.... როზემ მეგობარი ახლოს მიიკრა, მის დამშვიდებას შეეცადა თუმცა სურათმა რომელიც მის წინ გადაიშალა შოკში ჩააგდო და დააპანიკა................... მან მოშორებით მჯდარი ვი შენიშნა
..................................
თეჰიონი და ჯონგუკი საკმაოდ მოსაწყენი თათბირიდან პირდაპირ კლუბში გაემართნენ, სადაც დასვენებას და ნორმალურად საუბარს შეძლებდნენ. კლუბში შესულები ჩვეულ ადგილას დასხდნენ და სასმელი მოითხოვეს. რამდენიმე წუთში როგორც ჩვეულებრივ მათ ირგვლივ გოგონებმა იწყეს შემოკრება, სამწუხაროდ ამაღამ თეჰიონი ნამდვილად არ იყო გართობის გუნებაზე, კიმმა ყველა მათგანი კულტურულად დაიფრინა და ვისკი სულმოუთქმელად გადაჰკრა
- პრობლემა მაქვს ჯონგუკ, დიდი პრობლემა - ძლივს ამოთქვა მან და მეგობარს მზერა აარიდა. იგი არ იყო ჩვეული თუნდაც ჯონთან საკუთარი გასაჭირის შესახებ საუბარს. შეიძლება ითქვას რომ ცხოვრებაში არც არასდროს შემთხვევია რაიმე ისეთი რაც ამას აიძულებდა.
- მომიყევი, ხომ იცი შეგიძლია მენდო - დაუყვავა ჯონგუკმა და თეჰიონს ჩაეცინა - ჩემი ერთადერთი და უდიდესი პრობლემა ნერდია. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ვინმეზე შეიძლება ასე დამოკიდებული გახდე მხოლოდ ერთი სექსის შემდეგ. მეზიზღება რომ მასზე დამოკიდებული ვარ....
- ეს კარგის ნიშანი არ არის ძმაო - შეპარვით დაიწყო გუკმა - მე თავიდანვე გაგაფრთხილე რომ სახიფათო თამაში წამოიწყე..... ახლა რა... რას აპირებ?
- იმდენჯერ ვიხმარ სანამ მისით არ დავიღლები.... ალბათ ამის შემდეგ შევძლებ რომ გავთავისუფლდე ამ მანიაკალური სურვილისგან
- გაგიჟდი? ისევ ძალადობას აპირებ? - გაბრაზება დაეტყო ჯონგუკს, იგი მოთამაშე, და გულცივი იყო გოგონების მიმართ თუმცა მათი გაუპატიურება? არა ჯონი მსგავს თამაშს არ თამაშობს. კიმი აპირებდა პასუხი გაეცა მეგობრისთვის, თუმცა ნაცნობმა ფიგურამ მისი ყურადღება მიიბყრო და საერთოდაც დაავიწყა რა ჰქონდა სათქმელი. მან შორიახლო ჯისუ შენიშნა, გოგონა კარგად არ გამოიყურებოდა. თეჰიონმა გუკს თვალით ანიშნა და თავად სწრაფი ნაბიჯებით გაემართა საცოლისკენ
.........................................
- ჯისუ..... ჯისუ მგონი პრობლემა გაქვს, იქნებ წავიდეთ - როზემ საცოდავი ხმით კიდევ ერთხელ სცადა მეგობრის დაყოლიება თუმცა სულ ტყუილად, იგი იმდენად მთვრალი იყო რომ მისთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა
- შემეშვი როუს, რა არ მეთანხმები? - თეჰიონის ლანძღვას აგრძელებდა ჯისუ - ნუთუ არ მეთანხმები რომ ნამდვილი გულცივი ნაბიჭვარია. საკუთარ თავზე უაზროდ შეყვარებული იდიოტი ნარცისი, რომელსაც ჰგონია რომ ყველა ფეხქვეშ უნდა გაეგოს და იცი რაა....
- ჩუ იქნებ შეგეწყვიტა, ის... - როზემ აკანკალებული ხმით სცადა მეგობრისთვის აეხსნა რომ ზურგს უკან მთელი ან ლანძღვის ადრესატი ედგა მაგრამ ჯისუმ იგი ხელის აწევით გააჩუმა..
- დამაცადე, რომ გეუბ... გეუბნები. ნამდვილი ყეყეჩი და სნობია. არც კი მესმის რატომ მიყვარდა, არა როგორ უნდა მყვარებოდა მისნაირი ადამიანი ჰა? მიპასუხე პარკ როზე რატომ.... მიპასუხე, ჰეი, ისე რატომ მიყურებ თითქოს ახლა ჩემს უკნ დგას... შენ გელაპარაკები... რა სჭირს ამ... - პრქტიკულად გათიშულმა ჯისუმ იქეთ მიიხედა საითაც მეგობრის მზერა დააფიქსირა, თუმცა სიმთვრლის გამო განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია იმაზე რომ უკან სწორედ კიმ თეჰიონი ედგა და ჩვეული ეშმაკური მზერით ბურღავდა. ჯისუმ სწრაფად დაახამხამა თვალები თითქოს ფიქრობდა რომ მის წინ მდგომი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი იყო. სულ ტყუილად. კიმის სილუეტი არ გამქრალა, პირიქით, მასთან მიახლოება დაიწყო
- ასეც ვიცოდი რომ ჩემზე იყავი შეყვარებული ნერდო.... - თვითკმაყოფილი ღიმილით თქვა თეჰიონმა და გოგონასკენ სვლა დაიწყო თუმცა წინ როზე გადაუდგა
- უკაცრავად, უკვე საკმაოდ მთვრალია, სახლში წავიყვან - პარკმა ვის ჯისუსთან მიახლოების საშუალება არ მისცა
- გზიდან გამეცალე - უკმეხად ჩაილაპარაკა თეჰიონმა
- არა, მასთან მიახლოების საშუალებას არ მოგცემ - მტკიცედ ამოთქვა გოგონამ, კიმი მიხვდა რომ ასე მარტივად ვერ დაიყოლიებდა და მძიმედ ამოიოხრა.
- უბრალოდ სახლში წავიყვან. არ ვაპირებ რამე დავუშავო. შეიძლება როგორც მან თქვა ნაბიჭვარი ვარ, მაგრამ ნეკროფილი არა. სჯობს ჯინიანგს მიხედო. ისიც საკამოდ ცუდ დღეშია - კიმმა თავით ანიშნა გათიშულ ბიჭზე როზეს და გოგონა იძულებული გახდა მისთვის გზა მიეცა.....
- იცოდე თუ ....
- არ ვაპირებ მისთვის რამის დაშავებას. ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არა - ჩაიცინა ვიმ, გოგონა ხელში მსუბუქად აიტაცა და გასასვლელისკენ გაემართა. ჯისუმ როგორც კი, ნაცნობი სურნელი იგრძნო გაუცნობიერებლად მოხვია ხელი კისერზე მას და ცხვირი მის კისერში ჩარგო. თეჰიონს მის ქმედებაზე ოდნავ ჩაეცინა და საკუთარი მანქანისკენ განაგრძო სვლა.
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro