Toxic love
დრო ისე მიფრინავს როგორც არადროს...... საათი საათს მისდევს დღე კი დღეს..... დაკარგულია .... საკუთარ გრძნობებში...... საკუთარ ფიქრებში დაკარგული...... მის ალერსში დაკარგული...... თითქოს ყველაფერი ისე რეალურია..... როცა მისი ხელები ჯისუს სხეულს ეხება.... როცა მათი სუნთქვა ერთმანეთში ირევა, როცა ერთნი ხდებიან
.... ყველაფერი ისეთი ცხადია.... მისი სიყვარული..... ვნება....... სურვილი. მისი შეხება ისეთი ცხადია..... კოცნა ჯადოსნური.... გაიძულებს სასწაულის იწამო.... თითქოს ოდესმე რეალობად იქცევა, თითქოს ოდესმე სიყვარულით მოგეხვევა.... თითქოს ოდესმე გეტყვის რომ სჭირდები.... ოდესმე მოგძებნის, გინატრებს...... სასაცილოა, რამდენად უსუსური ხარ ადამიანი ამ გრძნობის წინაშე.... რამდენად საცოდავი ხარ ამ სამყაროში..... სასაცილო მარიონეტი.... რადგან, იბადები უსუსური, გიყვარდება, ხდები უსუსური.... სიკვდილის დროსაც უსუსური ხარ...... ეს დაუსრულებელი ციკლია..... მაგრამ შენ რას აპირებ? რას აპირებს კიმ ჯისუ ..... ელოდება..... მაგრამ რას????
.................................
ბოლო მოვლენებიდან სამი კვირა გავიდა. ეს დღეები თეჰიონისთვის ყველა დარნარჩენს გავდა, სამწუხაროდ იმავეს ვერ ვიტყვით ჯისუზე. გოგონა თავს საშინლად გრძნობდა. მორალურად და ფიზიკურად მისი მდგომარეობა აშკარად გაუარესდა. დილაობით გულისრევა სტანჯავდა. ღრმა დეპრესია მის სულს ნაფლეთებად აქცევდა. როცა სიმპტომები აშკარა გახდა გოგონამ გადაწყვიტა ეჭვები დაეზუსტებინა და ექიმს მიმართა.
- გილოცავთ მისის კიმ, უკვე თითქმის თვენახევრის ორსული ბრძანდებით.
- მადლობთ - გოგონამ მკრთალად გაიღიმა და კაბინეტი დატოვა. გულის სიღრმეში საოცარ სიხარულს გრძნობდა რომ მასში პატარა არსება ცოცხლობდა. ის ვინც მისი სისხლი და ხორცი იყო. ვისაც უპირობოდ ეყვარებოდა და ვინც სიცოცხლეზე მეტად ეყვარებოდა თავად. მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა თეჰიონს ამაზე. ბოლო პერიოდში ერთმანეთს თითქმის საერთოდ ვეღარ ნახულობდნენ. ვი გვიანობამდე ოფისშ რჩებოდა. სახლიდან კი ძალიან ადრე გადიოდა. ჯისუმ არ იცოდა რა გაეკეთებინა. კიდევ ერთი კვირა და ბოსტონში უნდა გაფრენილიყო... რა უნდა ექნა? საბრალო გოგონას გულის სიღრმეში გულუბრყვილოდ სჯეროდა რომ თეჰიონი ამ ახალი ამბით ძალიან გაიხარებდა..... კიმს რომ ეთქვა, უბრალოდ რომ ეთქვა უყვარდა გოგონა საერთოდ უარს იტყოდა წასვლაზე. მაგრამ სწორად ფიქრობდა კი?? საავადმყოფოდან გამოსულმა ჯისუმ გადაწყვიტა ქმართან წასულიყო და ახალი ამბავი ეთქვა. თეჰიონის რეაქციით კი მიიღებდა გადაწყვეტილებას.. გოგონამ კიმის საყვარელი ყავა და ფანქეიქი იყიდა... ერთი სული ჰქონდა ვი ენახა. კომპანიაში შესული ქმრის კაბინეტის მოსაძებნად გაეშურა, აქ ის პირველად იმყოფებოდა.
- ჯისუ? - ირენე გამოეგება გოგონას და უხერხულად გაუღიმა. ჯისუ გააკვირვა მისმა კეთილგანწყობილმა გამოხედვამ თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია და თავად ფართო ღიმილით შეხედა ლის
- თეჰიონის სანახავად მოვედი. რახან აქ ხარ ეს მისი კაბინეტია არა?
- ჰო მაგრამ.... - ლი შეეცადა რაღაც ეთქვა მაგრამ ჯისუ უკვე მოუთმენლად შეიჭრა შიგნით.... გოგონა ვის კაბინეტს მიუახლოვდა რომელსაც ირენეს ოთახთან მისნის კედელი ჰყოფდა და დანახულმა გული მოუკლა. თეჰიონი მის კალთაში მოთავსებულ გოგონას კოცნიდა. ჯისუ უხმოდა გამოტრიალდა. ერთ ადგილას გაშეშებულ ირენეს ყავა მიაჩეჩა და უღონოდ ამოილაპარაკა
- არ უნდა გაიგოს რომ აქ ვიყავი. ნუ არც ექნება ამას მისთვის მნიშვნელობა, მაგრამ გთხოვ. არ უნდა გაიგოს რომ აქ ვიყავი.... - ლიმ უღონოდ დაუქნია თავი ერთიანად გაფითრებულს
- ჯისუ კარგად ხარ? საშინელი ფერი გადევს
- კარგად ვიქნები, არაჩვეულებრივად. მადლობა................... - გოგონა სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ ირენე კი უღონოდ ჩაეშვა სავარძელში...
- ეს დასასრულია თეჰიონ. ეს ნამდვილად დასასრულია.........
............................................................................
იარენი თეჰიონს ოდნავ მოშორდა და ჩაიცინა...
- ზუსტად ვიცოდი რომ ჩემს უარყოფას დიდი ხნით ვერ შეძლებდი თაე თაე. შენ მე გჭირდები...
- საკუთარ თავს დიდ მნიშნველობას ანიჭებ - ცივად ჩაილაპარაკა კიმმა და გოგონა საკუთარი უხეშად მოიშორა.
- რათქმაუნდა მივანიჭებ. კოცნაში თავადაც ამყევი, ასე არ იყო? - გამომწვევად ჩაიცინა იარენმა
- რას ელოდი, მე კაცი ვარ და ეს აბსოლიტურად ჩვეულებრივი რეაქციაა. შენ იქნებოდი თუ ვინმე სხვა ამას ჩემთვის მნიშნველობა არ აქვს. ეს არაფერს ნიშნავს- ცინიკურად ჩაიცინა კიმმა - ამაზე მეტის იმედი ნუ გექნება. ჩათვალე რაღაც შევამოწმე....
- მერე?
- მერე ის რომ აღარასდროს არ მინდა იგივე გავიმეორე, შენთან. ახლა კი დატოვე ეს კომპანიაც და ჩემი ცხოვრებაც სამუდამოდ.
- მაგრამ...
- იარენ. ამჯერად თუ ისევ დაბრუნდები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ჭკუიდან არ გადამიყვანო...... შემდეგში აქედან ჩემი ხელით გაგაგდებ - თეჰიონის ბოლო სიტყვები იმდენად ცივად გაისმა რომ გოგოს შიშისგან ჟრუანტელმა დაუარა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა კიმის ამ ბნელ მხარეზე. იარენი აჭრილი სახით გავარდა კაბინეტიდან და კმაყოფილ ირენეს შეეჩეხა. ლიმ ცინიკურად ჩაიცინა თუმცა მალევე შენიშნა გამოსული თეჰიონი და დასერიოზულდა.
- შემდეგში აქ თუ მოვა ულაპარაკოდ გააგდე. თუ საჭირო იქნება დაცვა გამოიძახე. მისი დანახვა არ მინდა.
................................................
ცოცხალმკვდარი ჯისუ სწრაფად გამოვიდა კომპანიიდან, ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. აქედან წავიდოდა. მაგრამ კიდევ ერთ კვირას ამ კაცის გვერდით ვერ გაატარებდა. ეს ახლავე უნდა გაეკეთებინა. გოგონამ როზეს ნომერი აკრიბა. მეგობრმა თითქმის მაშინვე უპასუხა
- სოია, როგორ ხარ? სად ხარ?
- უნდა გნახო. სასწრაფოდ ჩემთან წამოდი. საღამოს ბოსტონში მივფრინავ და მინდა წასვლამდე გნახო?
- ბოსტონში დღეეს? მაგრამ რა
- ნურაფერს მეკითხები, უბრალოდ მოდი. ბევრი დრო არ მაქვს
- კარგი გამოვდივარ - იყო პასუხი და კავშირიც გაწყდა........
პარკთან საუბრის მერე ჯისუმ ბილეთები დაჯავშნა და ემოციურად დაღლილმა თვალები მილულა.
..........................................
- გეფიცები, არ მჯერა რასაც ვისმენ... მართლა არ მჯერა. ვიცოდი რომ ნაძრალა იყო, ნაბიჭვარი მაგრამ... რაში სჭირდება ეს ქორწინება თუ ასე უნდა მოგექცეს....
- სწორედ ამიტომ უნდა წავიდე აქედან, რაც შეიძლება სწრაფად. თეჰიონი არასდროს მომცემს გამგზავრების საშუალებას, შეეცდება უარესად დამტანჯოს
- მაგრამ პატარა? შეძლებ სრულიად მარტომ აღზარდო იგი?
- შევძლებ. ყველაფერს გავართმევ თავს. სწორედ ამიტომ გთხოვე ცოტა ფული. სანამ სამსახურს ვიშოვი... ეუნვუმ მთელი თვის ანაზღაურება მომცა. ცოტა დანაზოგი მაქვს. რამდნეიმე ძვირფასი სამკაული რაც დედასგან დამრჩა. შევძლებ თავი გავიტანო - ჯისუს თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
- როგორ შეგაჩერო როცა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება წასვლაა.
- ვერაფერს ვიზამთ. რაც არის არის
- როდის დაბერუნდები? - უღონოს ამოილაპარაკა როზემ
- არ ვიცი, შეიძლება არასდროს. არაფერი ვიცი. ახლა ამაზე არ ვფიქრობ - გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ცოტა ხანში კი ჯისუმ საბოლოოდ დატოვა მანსიონი. თვალი ბოლოჯერ შეავლო სახლს სადაც ცხოვრებაში ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე მოგონებები აკავშირებდა და კარი ფრთხილად გაიხურა.
....................................................
თეჰიონი ჩაფიქრებული ზის ბართან და ნელა სვამს ვისკის. ყველაფერზე დაფიქრება სჭირდება..... მისი ცხოვრებაში ბოლო თვეებია ნამდვილი ქაოსია. არასდროს განუცდია მსგავსი რამ... საკუთარ თავს ვერ ერევა. ნუთუ ეს სიყვარულია. ნუთუ ცოლი შეუყვარდა. როდის გადაიზარდა ვნება სიყვარულში, ეს უბრალოდ სიგიჟეა.. თეჰიონს ეშნოდა, ძალიან ეშინოდა იმიტომ რომ დარწმუნებული არაფერში ყოფილა. დღევანდლამდე. როცა იარენს აკოცა, ვერაფერი იგრძნო სიცარიელის გარდა. ოდნავი სურვილის არ გასჩენია უფრო ღრმად შეეტოპა. პირიქით დაუძლეველი ზიზღს გრძნობდა დაეუფლა. რასაც ჯისუს კოცნის დროს განიცდის აბსოლიტურად სხვააა, გოგონას დანახვისთანავე მისი ჩახუტების მოფერების სურვილი უჩნდება. უნდა გულში ჩაიკრას და არასდორს გაუშვას. ვერასდროს კამყოფილდება მისი მოფერებით.... რა არის ეს? ვი თვლიდა რომ ეს ჩვეულებრივი ვნებაა რომელმაც უბრალოდ უნდა გაგიაროს, რომელიც უნდა გაგინელდეს ან საერთოდ გაქრეს, როგორც საერთოდ ხდება. მაშინ მასთან ყველაფერი პირიქით რატომაა? ................... ნუთუ ეს მეტია ვიდრე სურვილი??
უკვე კარგად შემთვრალი ფეხზე დგება და კარისკენ მიდის. სასმელი საერთოდ არ მოკიდებია. მანქანის საჭესთან თავსდება და გაზს ბოლომდე აჭერს. უნდა რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს შინ...... რომ მისი სურნელი შეიგრძნოს, ჰო ასე იზამს ჯისუს ალბათ ახლა სძინავს. თეჰიონს ეშმაკურად ეღმება იმის წარმოდგენაზე როგორ აეკვრება მძინარე როცა გვერდით მიუწვება. ამ ხნის მანძილზე ვის მხოლოდ მისი ჩახუტება უნდა. მხოლოდ ჩახუტება და მისი სურნელი.
ფიქრებში გართული სწრაფად არბის კიბეზე და კარს მძლავრად აღებს...... მას უჩვეულო სიცივე და სიცარიელე ესალმება
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro