Daddy
ლამაზო, დარწმუმებული ხარ რომ ეს გინდა? - კიდევ ერთხელ იკითხა ქეითმა და თეჰიონი ეჭვის თვალით აათვალიერა. კიმი მხოლოდ უკმაყოფილო მზერით შემოიფარგლა ჯისუმ კი ოდნავ გაუღიმა მეგობარს
- ყველაფერი რიგზეა ქეით ახლა ასეა საჭირო, თუმცა მომავალ წელს აუცილებლად ჩამოვალ. ახლა უნდა წავიდე. ჩემი მდგომარეობის გამო ძალიან მიჭირს კონცენტრირება მოვახდინო. - ჯისუ გოგონას ბოლოჯერ ეხვევა და მიდის. მას მაშინვე უკან მიჰყვება თეჰიონი. მალე ორივენი კიმის მანქანაში სხდებიან.
- კიმ, ეს არ არის აეროპორტის გზა. მეგონა პირდაპირ კორეაში ვბრუნდებოდით, ეს ხომ, ეს სასტუმროსკენ მიმავალი გზაა - დაინტერესდა ჯისუ და ქმრის უზადო პროფილს ცოტა დამფრთხალმა გახედა
- ასეცაა. მაგრამ მგონი დაგავიწყდა შენი ქმარი რამდენად მდიდარია. ვერტმფრენი უკვე გველოდება... მხოლოდ მე და შენ - ეშმაკურად ჩაიცინა ვიმ და ცოლს თვალი შეავლო. გოგონამ თვალები აატრიალა
- ჰო რათქმაუნდა. როგორ დამავიწყდა რომ არაადამიანურად მდიდარი ხარ. - სასტუმრომდე გზა ჩუმად განვლეს თუმცა ეს უხერხული არცერთისთვის ყოფილა, ჯისუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირველად გრძნობდა სიმშვიდეს. მიუხედავად იმისა რომ გვერდით ამქვეყნად ყველზე დიდი მოთამაშე და სნობი ეჯდა. თავის მხრივ თეჰიონიც ფანტასტიურ ხასიათზე გახლდათ. შეეძლო დაეფიცა რომ თავი ასე არასდროს უგრძვნია. ყოველთვის ფიქრობდა, თავისუფალი ცხოვრება და გართობა იყო ერთადერთი რასაც შეეძლო გაებედნიერებინა, ახლა? ახლა თვლის რომ მხოლოდ ამ გოგონას შეუძლია გახადოს სრულყოფილი მისი არსებობა. მოუტანოს სიმშვიდე რომელიც ასე სჭირდება თურმე. კიმმა კიდევ ერთხელ გადახედა ჯისუს. გოგონა თვლემდა. თეჰიონმა მისი ხელი თავისაში მოიქცია და სიხარულით აღნიშნა რომ გოგონამ მაშინვე თავად ახლართა მათი თითები ერთმანეთში.
- ვიცი რომ გიყვარვარ პატარავ. ისიც ვიცი რომ ბრაზობ, ნუ ღელავ შენი ქმარი ყველაფერს გამოასწორებს .
.........................................................
- ჩანი, ჩანი სად ხარ? - როზე საქმროს მოსაძებნად მის სამუშო ოთახში შევარდა და გახარებული მოეხვია პარკს.
- ჩემი გოგო ასე რამ გაამხიარულა? - ცხვირზე აკოცა ჩანიოლმა აჟიტირებულს და წელზე ხელები მოხვია
- ჯისუ ბრუნდება. ჩან გესმის, უკან ბრუნდება
- მართლა? კი მაგრამ როგორ, მეგონა იქ აპირებდა სწავლის გაგრძელებას
- მოკლედ, თეჰიონმა ჩააკითხა. ნუ მე ვუთხარი სადაც იყო, მაგრამ მგონია რომ სწორად მოვიქეცი. კიმი შეიცვალა, ვიცი რომ ნანობს.
- მართალი ხარ. თეჰიონს უყვარს ჯისუ. უბრალოდ ეს რთული აღსაქმელი იყო მისთვის. სბოლოო ჯამში ვამაყობ შენით, კარგად მოიქეცი. ისინი იმსახურებენ ბედნიერებას და ჩვენც ქორწინებას ასე არაა?
- იაჰ, პარკ ჩანიოლ. უკვე ისედაც ერთად ვცხოვრობთ. ფარატინა ქაღალდს ამხელა მნიშვნელობას ანიჭებ?
- დიახ. მინდა რომ საბოლოოდ მიგისაკუთრო. მინდა რომ ოფიციალურადაც ჩემი გერქვას. მხოლოდ ნიშნობა არაა საკმარისი. - ჩანმა გოგონა თავისთან ახლოს მიიზიდა და მის ტუჩებს ნელა დაეწაფა. როზემ მაშნვე მოხვია კისერზე ხელები მამაკაცს. რამდენიმე წუთის შემდეგ როცა უჰაერობის შემდეგ ერთმანეთს მოსცილდნენ აწითლებულმა გოგონამ ჩუმად ჩაილაპარაკა
- იმ წამიდან შემიყვარდი როცა პირველად დაგინახე. მაგრამ ვერასდროს ვიოცნებებდი რომ შენც შეძლებდი ჩემს შეყვარებას. შენ მე მთელი სამყარო მომეცი ჩან. მინდა შენთვის ღირსეული ცოლი ვიყო. არ მინდა ოდესმე იმედი გაგიცრუო.
- არასოდეს, არასოდეს გამიცრუებ იმედს. ჩემი ცოლი ჭკვიანი, ძალიან ლამაზი და სათნოა. სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები პარკ როზე.
..................................
შავი მასერატი ნაცნობ მანსიონთან გაჩერდა, ჯისუმ დაღლილად ამოიხვნეშა. ნათლად დაუდგა თვალწინ დღე როცა ეს სახლი დატოვა. იმედგაცრუება, ტკივილი ყველაფერი რასაც იმ მომენტში გრძნობდა თითქოს ისევ დაუბრუნდა მის სხეულს. რაღაც მომენტში ამ მოგონებებში ჩაიკარგა კიდევაც და რომ არა თეჰიონის წყნარი დაძახილი კარგა ხანს ვერ დაბრუნდებოდა რეალობაში
- მოვედით პატარავ, წამოდი დასვენება გჭირდება. ჯისუ, გადმოხვალ თუ გინდა თავად შეგიყვანო შინ.
- არა მოვდივარ - დაფაცურდა აჭარხალებული. იმდენად ჩქარობდა რომ ვის დაასწრო და მთავარ კარში შევარდა.
- ვხედავ აქაურობა ძალიან მოგენატრა. დარწმუნებული ვარ ჩვენი ოთახიც - კიმის ხმამ მაცდუნებლად გაიჟღერა, მისდა სამწუხაროდ ჯისუს გადასარევად ახსოვდა პირობა რის თანახმადაც აქ დაბრუნდა
- ჩვენი არა, ჩემი მისტერ კიმ. ჩვენს ყოფილ საძინებელში მე დავიძინებ. შენ კი იმ ოთახში დაწვები სადაც აქ მოსვლისთანავე გამამწესე. ნაიონ - გასძახა ჯისუმ მსახურს ისე რომ თეჰიონის უკმაყოფილო სახე არ შეიმჩნია
- ჩემო ქალბატონო, როგორ მიხარია რომ გხედავ, რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის - ღიმილით გამოეგება მათ სანდომიანი სახის ქალი
- მინდა ბატონის ნივთები ქვედა სართულზე არსებულ საძნებელში შეიტანო, მერე კი ჩემთან შემოხვიდე. ცხელი აბაზანა მომიმზადე. დავიღალე. - ქალმა გაოცებით ახედა კიმს, მან თავი ნელა დაუქნია და ზანტად გალასლასდა კუთვნილ ოთახში. ჯისუს ქმრის შემხედვარეს ოდნავ ჩაეღიმა, თეჰიონი ხელის ჩაჭიდებით გააჩერა და ფეხის წვერებზე აიწია რათა ვის უკეთ გაეგო მისი ჩურჩული
- ასე ნუ განიცდი, დრო და დრო უფლებას მოგცემ ჩემთან დაიძინო მამიკო. - გოგონამ ეშმაკურად ჩაუკრა თვალი მოსმენილისგან შოკირებულს ყელში პატარა კოცნა დაუტოვა და უმანკო გამომეტყველებით გაეცალა იქაურობას.... თეჰიონი კიდევ რამდენიმე წუთი იდგა ერთ ადგილას გაშეშებული. ადგილზე სადაც გოგონას ტუჩები შეეხო თითქოს ცეცხლი ეკიდა.
- ჯანდაბა, კიმ ჯისუ... თითქოს ჰორმონებაშლილი თინეიჯერი ვიყო. - ვი იმ ოთახისკენ გაემართა სადაც ჯისუმ გაამწესა. ბოლოჯერ გახედა კიბეებზე ამავალს იმის იმედით რომ გოგონა მასთან მიირბენდა თუმცა უშედეგოდ. - ეს შენი სასჯელია კიმ თეჰიონ, ასე ახლოს მყავდე და ვერ გეხებოდე სერიოზულად? წინ მძიმე დღეები მელის.......
ჯისუ ფხუკუნით აკვირდებოდა მთელს ამ სცენას ჩუმად და ცდილობდა მთელი ხმით არ ეხარხარა
- ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია კიმ. პასუხს გაგებინებ ყველაფრისთვის.....
..............................................
თეჰიონს დილით სასიამოვნო სუნი აღვიძებს, თვალებს ნელა ახელს და ხვნეშის. ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია რომ გუშინ იმ პატარა ჯადოქრის გამო მოუწია საკუთარი თავი თავად დაემშვიდებინა. კიმი შხაპის ქვეშ დგება და გამალებით ცდილობს იმდღვანდელ საქმეებზე გადაერთოს. მისი ამერიკული ვოიაჟის გამო უამრავი შეხვედრა გადადო. რამდენიმე ინვესტორიც კი დაკარგა თუმცა ეს ნაკლებად აღელვებს. მთავარია ჯისუ დააბრუნა. ვი ჩვეული რუტინის მერე ფორმალურ სამოსში ეწყობა და ოთახს ტოვებს. გაუაზრებლად მიჰყვება სუნს. მალევე კი ჯისუს აწყდება, რომელიც სამზარეულოში თავად ფუსფუსებს. თეჰიონი ნერწყვს ძლივს ყლაპავს. გოგონა მეტად მიმზიდველად გამოიყურება მის დიდ მაისურში, რომელიც საკმაოდ გრძელი აქვს თუმცა მის ფეხებს საკმაოდ აშიშვლებს. იგი ყურადღების მისაქცევად ოდნავ ახველებს და ცდილობს წინ მდგომს მზერა აარიდოს. ორსულადაა და მისი სხეული მაინც იდეალურად გამოიყერება. ვერც კი შეამჩნევ. ჯისუ მაშინვე ტრიალდება ქმრისკენ, ამჯერად თეჰიონი ამჩნევს პატარა მუცელს, რომელსაც ძალიან ძნელად გასარჩევია დიდ მაისურში. კიმს გულში უცნაური და აბსოლიტურად უცნობი სითბო ეღვრება... სიამოვნებით აქვითინდებოდა მაგრამ ამას ვერ იზამს.
- ისაუზმებ? - ეკითხება ჯისუ და ქმრისკენ მიიწევს. ამჯერად თეჰიონი იხევს უკან გაუცნობიერებლად. ვერ დაუშვებს ის განმეორდეს რაც საღამოს მოხდა. გოგონას მის ამ ქცევაზე ეღიმება, საბოლოოდ მაინც უახლოვდება ქმარს, მასთან ახლოს იწევს. ამჯერად მხოლოდ მის საყელოს ასწორებს ღიმილით და უკან იხევს თუმცა თეჰიონი სწრაფად უცურებს წელზე ხელს და სხეულზე იკრავს.
- ცუდად თამაშობ პატარავ, ამისთვის დაისჯები. ხომ იცი როგორც - კიმი გოგონას ყელში რგავს ცხვირს და მის სურნელს ხარბად ისუნთქავს - მაგიჟებ კიმ ჯისუ, ასე ნუ მეთამაშები, თორემ შეიძლება კონტროლი დავკარგო - თეჰიონი სველ კოცნას უტოვებს ცოლს მხარზე, ჯისუს კი ამ შეხებისგან გონება ებინდება - ჩემი მაისური ძალიან გიხდება. მინდა რომ ხშირად ჩაიცვა.... - ვი კიდევ ერთხელ კოცნის მეუღლეს ამჯერად შუბლზე და გასასვლელისკენ მიემართება
- არ ისაუზმებ? - დაბნეული ლუღლუღებს გოგონა
- მე ჩემი დილის საუზმე უკვე მივირთვი - თვალს უკრავს თეჰიონი და ჯისუ ბავშვივით წითლდება - ადრე მოვალ. სადმე გავიდეთ..... - რამდენიმე წუთში კარის ხმა ისმის. უკვე წავიდა. ჯისუ სამზარეულოს ბართან მდგომ სკამზე დაფიქრებული ჯდება და ჩაის ფრთხილად სვამს. სწორად მოიქცა? თეჰიონი ისე იქცევა თითქოს გამოცვალეს მაგრამ არის კი ეს მისი რეალური სახე. მარტო დარჩენილი გოგონა ცდილობს სიყალბე იპოვოს მის საქციელში, მის მზერაში, სიტყვებში. ამაოდ.
- იმედია შეცდომას არ ვუშვებ - ლუღლუღებს ისევ და სახეს ხელებში რგავს
.................................
-ღმერთო ხედავთ? ჩვენი ბოსი დღეს არაჩვეულებრივ ხასიათზეა - გადაუჩურჩულა სასიამოვნო სახის გოგონამ გვერდით მჯდომ ვაჟს.
- მართალი ხარ სონმი, ნეტავ რა მოხდა, შენ ხომ არ იცი რამე ბომ სოკ? - იკითხა მეორე გოგონამ და მეგობრებთან ახლოს მიიწია
- ბოლო თვეები საკუთარ თავს არ გავდა, და ზოგადადაც ძალიან შეიცვალა. ადრე არც კი გვესალმებოდა. ახლა ჩვენი საჭიროებებით ინტერესდება. მგონი მისი ცოლის გამო უნდა იყოს - დაბეჯითებით თქვა ბომ სოკმა
- ასე გგონია? - ეჭვით იკითხა სონმიმ
- ეჭვი არ მეპარება, ერთხელ ვნახე, ისეთი ლამაზია. დარწმუნებული ვარ ასე იქნება. კი ნამდვილად ცოლის გამოა - ამაყად განაცხადა ბიჭმა, თითქოს ახლახანს ლატარია მოიგოო.
- აქ რა ხდება? ნუთუ ფულს ლაყბობაში გიხდიან? - არსაიდან გამოჩენილმა ირენემ უკმაყოფილოდ გადახედა სამივეს და თვალები დაუბრიალა. - რამდენიმე წუთში აქ ბატონი ჯონგიონი იქნება. ყურადღება მოიკრიბეთ.
- დიახ - ერთხმად შესძახა სამივევ და ლიც იქაურობას მოშორდა
........................................................
- დიდი მადლობა ბატონო კიმ, თქვენი პროექტი ნამდვილად საინტერესოა ჩვენი კომპანიისთვის და დარწმუნებული ვარ პარტნიორებიც იგივეს ფიქრობენ - მაღალმა ქერა მამაკაცმა ღიმილით ჩამოართვა ხელი თეჰიონს
- მიხარია რომ ასე თვლი ჩარლზ. ბრიტანეთში ჩვენი კიდევ ერთ სასტუმრო დიდ მოგებას მოუტანს ორივე მხარეს, დარწმუნებული ვარ,
- ვიცოდი რომ მამაშენის მემკვიდრე არ შეიძლება სხვაგვარი ყოფილიყო მაგრამ უნდა ვაღიარო ჩემს მოლოდინს გადააჭარბე თეჰიონ. შენი ხედვა და ალღო ნამდვილად მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს მომავალში. - მამაკაცები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. თეჰიონი კი სათათბირო ოთახიდან კაბინეტისაკენ გაემართა
- მამა? აქ რას აკეთებ? რატომ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდი? - კაბინეტში შესული გააკვირვა ჯონგიონის იქ დანახვამ. მამაკაცი წამოდგა და შვილს მოეხვია. გაოგნებულმა ვიმ თავადაც მოხვია ხელები მამას
- შენით ვამაყობ შვილო, ვაღიარებ ძალიან მეშინოდა რომ ყველაფერი ცუდად წავიდოდა შენი ხასიათისა და ცხოვრების სტილის გამო. მიხარია რომ ჩემი შიშები არ გამართლდა. აქ რაღაცის მოსაყოლად მოვედი. აქამდეც მინდოდა გამენდო ეს ისტორია შენთვის მაგრამ მიმაჩნდა რომ არ იყავი მზად მოსასმენად და აღსაქმელად. ახლა უკვე მამა გახდები. გყავს ქალი რომელიც გიყვარს. მგონი დროა მოისმინო ჩემი და დედაშენის ისტორია.....
- რას გულისხმობ მამა? - შეფიქრიანებული თეჰიონი ჯონგიონის პირდაპირ ჩამოჯდა კაცმა კი ჩუმად დაიწყო
- როცა დედაშენს შევხვდი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, პოპულარული, მდიდარი.... ყველა გოგოს ოცნება ჩემს გარეგნობასა და ფულზე გადიოდა. თავისუფლებით მაქსიმალურად ვტკბებოდი რადგან სადარდებელი არც არაფერი მქონდა. ერთ საღამოს ბაბუაშენმა თავისთან მიხმო და განმიცხადა რომ ჩემი დაქორწინება იყო აუცილებელი. ისიც მითხრა ვინ შემირჩია საცოლედ. როცა ეს მოვისმინე ჭკუიდან გადავედი. დედაშენი, სარა ძალიან ლამაზი, წყნარი გოგონა იყო, მდიდარი გავლენიანი კაცის შვილი. ტიპური ნერდი, სუფთა სულითა და მზრუნველი ხასიათით. მისი მიღება გამიჭირდა. იმიტომ კი არა რომ არ მომწონდა, არა, იმიტომ რომ მაიძულეს ჩემს თავზე მეთქვა უარი და ის ჩემს ცხოვრებაში შემოიყვანეს. - მამაკაცმა მძიმედ ამოიოხრა, თეჰიონმა კი იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული დაძაბულობისგან - როცა შენ დაიბადე პირველად ვიგრძენი ბედნიერება. როცა ხელში დაგიჭირე მეგონა რომ სამყაროს ვფლობდი. დედაშენი სულ ცდილობდა ჩემთვის კომფორტი შეექმნა, თავისი მხიარული ხასიათითა და გაბრწყინებული თვალებით სიცოცხლე შემოჰქონდა სახლში. რას ვაკეთებდი მე? მუდამ ვაიგნორებდი. ვამბობდი რომ ვერ შევიყვარებდი. ყოველ ღამეს სხვადასხვა ქალის მკლავებში ვატარებდი ის ამ ყველაფერს ჩუმად იტანდა. სანამ..... სანამ ერთ დღესაც არ დამირეკა და მთხოვა სადმე შევხვედროდი, პირველად მაშინ გამანდო იმ დაავადების შესახებ რომელმაც შეიწირა. ლეიკემია... როცა ეს მითხრა იმ წამსვე მეგონა რომ ცა ჩამომემხო. მისი თვალები იმდენად ცარიელი იყო, იმდენად უსიცოცხლო..... იმ მომენტში მივხვდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა..... მხოლოდ ერთი მთხოვა, შენზე მეზრუნა...... ბევრი ვიბრძოლეთ. ის მხოლოდ შენთვის იბრძოდა მე მისთვის, ვერ შევძელი, ვერ ვაიძულე ჩემთან დარჩენილიყო.... - ჯონგიონს თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა - იცი რა იყო მისი უკანასკნელი სიტყვები? მან მთხოვა რომ ჩემნაირი არ გამეზარდე....... ახლა თამამად შემიძლია მას შევხვდე. ახლა ვიცი რომ საბოლოოდ მაპატია. თეჰიონ, გაუფრთხილდი შენს ცოლს. გაუფრთხილდი მის სიყვარულს რადგან დამიჯერე შვილო არაფერია იმაზე უფრო მტანჯველი ვიდრე სინანული იმისა რომ ვერ შეინარჩუნე...................
ხალხო ძალიან ხოარ დავიკარგე ისტორიაში? როგორია?? ახალ თავს დავდებ ხვალ მიყვარხართ <3
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro