Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

11 თავი

საოცარი სიმშვიდეა ირგვლივ, წითელი ყაყაჩოებით მოფენილ მდელოზე პატარა გოგონას დედის კალთაში ჩაუდევს თავი და მშვიდად თვლემს. დედა ყორანივით შავ აბრეშუმის თმებზე ნაზად ეფერება  ქალიშვილს და ჩუმად უმღერის ლამაზ სიმღერას..... გოგონას გულის ფორმის ტუჩებს ღიმილი ეპარება......

...........................................

დილიდან საშინლად წვიმდა..... თითქოს ბუნებაც იზიარებდა მის განწყობას.... ამინდის უეცარი ცვლილების გამო წვეულების ლოკაციის შეცვლა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუწიათ. ჯისუს ამის გამო რასაკვირველია ნერვიც კი არ შეტოკებია. მისი ფიქრები აქედან ძალიან შორს იყო სამაგისოდ......   ჯერ კიდევ იმ უცნაურ სიზმარს დასტრიალდებდა რომელიც ღამით ნახა .... ძალიან ლამაზ ადგილას მყოფს დედის კალთაში ჩაედო თავი და მშვიდად  თვლემდა.... გრილი სიო ნაზად ელამუნებოდა სახეზე, თმებზე კი დედა ეფერებოდა, როგორც ადრე როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო...... იმ სიმღერას უმღეროდა რასაც ყოველთვის როცა პატარა სოია აღელვებული გახლდათ.... მოულოდნელად ქალბატონმა კიმმა ქალიშვილი აიძულა მისთვის თვალებში ჩაეხედა და წყნარად უჩურჩულა - ძლიერი წვიმა ყოველთვის დამანგრეველი არ არის ჩემო გოგონა, ზოგჯერ ის რაღაც ახლის დასაწყისია, მისი არ უნდა გეშინოდეს...... - ამის შემდეგ ქალი შვილისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა შუბლზე....... შემდეგ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა

- სოო, თეჰიონი თავის ხელისმომკიდეებთან ერთად უკვე აქ არის - როზე მეგობრის ოთახში შევიდა და ლამის შოკში ჩავარდა როცა ჯერ კიდევ ხალათში მყოფი დაინახა - გაგიჟდი? საერთოდ არც კი მესმის როგორ თქვი უარი ვიზაჟისტებზე რომელიც მან გამოგიგზავნა, რაზე ფიქრობ

- როზე, კარგად იცი რომ ეს ქორწინება არ მაღელვებს. ახლა კაბას ჩავიცვამ და პირდაპირ ქვემოთ ჩავალ.... არ ვაპირებ ამ მასკარადის გამო თავი გავიწვალო. - ამ სიტყვებით ჯისუ სააბაზანოსკენ გაემართა რათა თავი მოეწესრიგებინა, პარკმა კი თვალები აატრიალა და ოთახი დატოვა. მისი წასვლის შემდეგ გოგონამ  ზანტად მოირგო თეთრი კაბა, თმები უბრალოდ კოსად შეიკრა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა. ისედაც თეთრი პირისახის  კიდევ მეტად გაფითრებულიყო. ამ ფონზე მისი გულის ფორმის ტუჩები უფრო წითელი ჩანდა, რაც მის ყორანივით შავ თმასა და თვალებთან სრულ კონტრასტს ქმნიდა, თლილი მაღალი ყელი აწეულ თმებში საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა.... პატარძლის კაბა კი რომელიც თავიდან ბოლომდე  დახურული გახლდათ, მთლიანად ეკვროდა გოგონას სხეულს და მისი ფორმების კონტურს ზუსტად იმეორებდა. იგი საოცრად კვეთდა ყველა ღირსებას რაც კიმ ჯისუს მრავლად ჰქონდა. გოგონა არ მოცდენილა მაკიაჟის კეთებითა და სამკაულების ასხმით. ერთადერთი დედის ნაჩუქარი თმის სარჭი ფრთხილად დაიმაგრა კოსად აკრულ თმაში და ოთახი დატოვა......

.........................................

- არც კი მჯერა რომ აქ შენი მომავალი ცოლის ხელისმომკიდის სტატუსით ვარ - ჩუმად ჩაიქირქილა ირენემ თან თეჰიონს მთელი სხეულით აეკრა. კიმი პასუხად მხოლოდ ცინიკური ღიმილით შემოიფარგლა და საყვარელს წელზე ხელი მოხვია. როზე, რომელიც მათ უკვე კარგა ხანია შორიდან ზვერავდა  ლამის ჭკუიდან გადავიდა. მაშინვე თვალებით იპოვა კართან ჩაფიქრებული სახით მდგომი ჯონგუკი  და მასთან მიაჭრა

- ჰეი, ჯონ - მიმართა ბიჭს, მანაც დაბნეულმა მოხედა.

- უთხარი თეჰიონს ერთი დღე მაინც მოიქცეს ნორმალურად, წინააღმდწგ შემთხვევაში ეს ქორწილი ყველასთვის ცუდად დასრულდება

- მე რა გავაკეთო? - გულგრილად აიჩეჩა მხრები გუკმა  და თვალები აატრიალა

- კარგი მე მივხედავ - გაგულისებული პარკი პირდაპირ თეჰიონისკენ გაიჭრა, უნდოდა ჭკუა ესწავლებინა, თუმცა კიბეებზე მომავალი ჯისუ შენიშნა და წამით ადგილზე გაიყინა...... გოგონა ულამაზესი იყო.... თუმცა მისი მზერა  ნებისმიერს მოუკლავდა გულს. იქ სრული სიცარიელე სუფევდა, სიცარიელე და სიცივე, საშინელი სუსხი....... მისი თვალები, რომელიც ყოველთვის ბედნიერებისგან ბრწყინავდა თავისი მეგობრებისთვის ახლა აბსოლიტურად უმეტყველო იყო......

- სოია... - ჩუმად ჩაიჩურჩულა პარკმა და ყველანაირად შეეცადა თვალზე მომდგარი ცრემლები შეეკავებინა.... ჯისუმ ერთმანეთზე აკრულ წყვილს ცივად გადახედა, შემდეგ როზესკენ გადაიტანა მზერა,  მეგობარს მკრთალად გაუღიმა........

.........................................

თეჰიონს სუსტი ნაბიჯების ხმა შემოესმა და ირენე უფრო ახლოს მიიკრა. ზუსტად იცოდა ვისაც ეკუთვნოდა ის, ჯისუ უკვე ოთახში იმყოფებოდა.....  კიმმა გულგრილად მიატრიალა თავი საცოლისკენ, მაგრამ,  როგორც კი თვალი მოჰკრა პატარძალს წამიერად იგრძნო როგორ დაეძაბა სხეული. მხოლოდ წამიერად, დაკარგა თავი და ცინიკური ღიმილი სახეზე მიეყინა. გოგონა იდეალურად გამოიყურებოდა, იგი პრინცესას ჰგავდა, ყინულის პრინცესას..... ვერავინ გაბედავდა კიმ ჯისუს სილამაზე უგულებელეყო და ამას ვერც სასტიკი ბუნების თეჰიონი შეძელებდა. 

- რა პათეტიკაა - ვი ირენეს დამცინავმა ჩურჩულმა მოიყვანა გონს - ჰგონია რომ უბრალოებითა და განსხვავებულობით მოგხიბლავს, საცოდავი.... დღეს აღარავის სჭირდება ეს სისულელე...... - კიმს დიდი ყურადღება არ მიუქცევია ამ სიტყვებისთვის, მისი თვალები ჯისუს თვალებს შეხვდა, კიმმა ზანტად მოაშორა ირენეს წელს ხელი და საცოლისკენ  გაემართა.

- იმედია მზად ხარ სასმუდამოდ გამოეთხოვო  მშვიდ ცხოვრებას ძვირფასო მეუღლევ - ცივად ჩასჩურჩულა, მისმა ცხელმა სუნთქვამ გოგონას ყელი დაუწვა და უმწეო ბრაზმა მოიცვა, მთელი მისი არსება, თუმცა როგორღაც შეძლო ცრემლები შეეკავებინა, მიტრიალებულიყო და ასევე ცივი ტონით ეპასუხა მისკენ დახრილს

- ნუ ცდილობ ჩემზე ეფექტის მოხდენას კიმ, უკვე დიდი ხანია სიმშვიდეს დავემშვიდობე, გაითვალისწინე, ვეღარაფერს გააკეთებ ისეთს რომ ჩემი ტკენა შეძლო.... -გოგონას სიტყვების გაგონებისას, მის თვალებში ჩახედვის შემდეგ თეჰიონს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, თუმცა არ შეიმჩნია, სიტუაცია იმ წამს გამოჩენილმა ჯონგიონმა და ლიზამ განმუხტეს, რომლებმაც ახალგაზრდები ააჩქარეს

- თეჰიონ, უკვე დროა, მოსამართლე გელოდებათ რომ თქვენი ქორწინება დააკანონოს - დინჯად გაისმა უფროსი კიმის ხმა და ვიმ ოდნავ დააქნია თავი.

- ნერდო. ეს ირენეა, იგი შენი მოწმე იქნება - გადაწყვეტილად თქვა ბიჭმა და ის იყო წასვლა დააპირა რომ ჯისუს ხმა ცივად გაისმა. 

- მე უკვე მყავს მოწმე და ის როზეა, არ ვაპირებ შენი ძუკნა ჩემს გვერდით ავიტანო 

- როგორ ბედავ - ამის გაგონებზე წამოენთო ირენე თუმცა თეჰიონმა ის ხელის აქნევით გააჩუმა, თან სიცილს ძლივ იკავებდა

-ოჰო, ჩემმა ცოლმა უკვე ბრჭყალები გამოაჩინა. ნუთუ ეჭვიანობ საყვარელო? 

-იოცნებე, უბრალოდ  იმბეცილებზე  ალერგიული ვარ - ჯისუს  ზედმეტი ახსნით თავი აღარ შეუწუხებია ისე წავიდა გასასვლელისკენ. მას ჩუმი სიცილით აედევნა როზე..

- უფლებას მისცემ რომ დამამციროს? - გაბრაზებული ხმით ამოილაპარაკა ირენემ

- გაჩუმდი - ჩუმად დაიღრინა კიმმა და ჯისუს თავადაც უკან მიჰყვა. - ახლა მაგის დრო არაა..... - ირენემ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.... ფაქტია ყველაფერი არც ისე მარტივად იქნება როგორც ერთი შეხედვით წარმოიდგინა........................

......................................................

- ცოლ-ქმრად გაცხადებთ, -განაჩენივით  გაისმა მდუმარე დარბაზში მოსამართლის ხმა და ჯისუს საბოლოოდ ჩასწყდა შიგნით რაღაც. ბოლო მომენტამდე ფიქრობდა როგორმე შეძლებდა თავიდან აეცილებინა ეს მომენტი თუმცა ტყუილად. ახლა ოფიციალურად კიმ თეჰიონის ცოლია, ის კი გამარჯვებულის სახით უახლოვდება, ნიკაპზე ხელს უხეშაკ კიდებს და მის ტუჩებს ეწაფება. გოგონას ტანში ჟრუანტელი უვლის, მიუხედავად იმისა რომ ამ კაცის დანახვაზე, მის შეხებაზე გული უნდა ერეოდეს საშინელ სისუსტეს გრნძნობს. ამის გამო თავი ეზიზღება. კიმი ძალიან ნელა შორდება ცოლს, შემდეგ კიდევ ერთ კოცნას უტოვებს ტუჩებზე,  სახეზე ისევ თავისი საფირმო ღიმილი დასთამაშებს. გოგონას ხელს წელზე უსიტყვოდ ხვევს და მასთან ერთად სტუმრებით სავსე დარბაზისკენ მიემართება......  ეს ღამე ძალიან გრძელი იქნება თითოეული მათგანისათვის.....................

.........................................

წყნარი მუსიკის ხმა მის განწყობას კიდევ უფრო აუარესებს, ალკოჰოლი კი რომელსაც ისედაც ძალიან ცუდად იტანს მის ყოფას აუტანელს ხდის. უნდა, ძალიან უნდა თავიდან ამოიგდოს მისი ანგელოზის სახე, მაგრამ სულ ტყუილად. ყურში გამუდმებით გოგონას მელოდიური სიცილი ჩაესმის. თვალებს  ხუჭავს და მის დამატყვევებელ მზერას აწყდება. ამ თვალების გამო შეუძლია დაუფიქრებლდა მოკვდეს. როდის მოახერხა ასე შეყვარება. როდის დაკარგა თავი ამდენად? 

- კიდევ ერთი ჭიქა დამისხი - ჯინიანგი ბარმენს უბრუნდება, პარკი უღონოდ ხვნეშის და სასმლის მოლოდინში თვალებს უაზროდ ახამხამებს.

- ძალიან ბევრი დალიეთ ბატონო, მგონი ერთი ღამისთვის საკმარისია - წყნარად ამბობს ახალგაზრდა თუმცა ბიჭი მაგიდას გამეტებით ურტყამს ხელს

- ახლავე გააკეთე რაც გითხარი. სწრაფად დაასხი და მოკეტე - ბარმენი თავს უკმაყოფილოდ აქნევს, თუმცა იძულებულია მის მოთხოვნას დაემორჩილოს. კიდევ ერთი ჭიქა და  გონება უკვე პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს. აი ტკივილი კი გულში ისევ ისეთი მწველია როგორიც ადრე. ჯინიანგი ერთ ხანს ჩუმად უყურებს დახლთან მოფუსფუსე მისი ასაკის ბიჭს შემდეგ კი წყნარად იწყებს საუბარს

- რატომ არ მეხმარება, სასმელი რატომ არ მეხმარება რომ ეს ტკივილი გაქრეს? როგორ უნდა შევძლო ამ წყეული განცდისგან თავის დაღწევა? რამე უფრო მაგარი მომეცი....

- ძმაო ალკოჰოლს არ შეუძლია შენი ტკივილის გაქრობა, ის ვერ უმკურნალებს იარებს რომელიც ჯერ კიდევ სისხლმდენია - მძიმედ ოხრავს ბიჭი და პარკის შორიახლო ჯდება - სასმელს შეუძლია მხოლოდ გონება გათიშოს და რამდენიმე საათი ამ სამყაროს მოგწყვიტოს, ტკივილი არსად მიდის. იგი არასდროს ქრება............ შეწყვიტე სმა და დაელაპარაკე მას.

- ამაღამ ქორწინდება - სიმწრით ამოილაპარაკა პარკმა, ბიჭმა კი თავი უიმედოდ გადააქნია - ქორწინდება კაცზე რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ დაასამარებს, მე  ვერაფერს ვახერხებ. ვერ ვშველი, რადგან .... ჯანდაბა უნდა წავიდე..........

- გინდა შენთვის ტაქსი გამოვიძახო? -  გაბეზრებით კითხულობს ახალგაზრდა, მის ისტორია ალბათ ორმოცდამეათე მაინცაა ამ კვირაში

- არა..... თავს თავად მივხედავ. - ჯინიანგი დახლზე რამდენიმე ას დოლარიან კუპიურას აგდებს და გასასვლელისკენ ძლივს იგნებს გზას................... ბარბაცით მიმავალს დაღლილი მზერით აცილებს  ბარმენი, შემდეგ კი თავის საქმეს უბრუნდება.............

.............................................

- ბუნებრივად მოიქეცი - თეჰიონი ცოლის სხეულს ტანზე იკრავს და წყნარ მელოდიას მასთან ერთად ჰყვება - უაზრო ჭორები არ მჭირდება. 

- ნუთუ - გესლიანად იცინის ჯისუ და ქმარს გამომცდელად უყურებს - საინტერესოა რომ ამას ის კაცი ამბობს ვინც საკუთარი საყვარელი ქორწილში ცოლის ხელისმომკიდედ მოიყვანა. ეს შენ ხარ ვინც არაბუნებრივად იქცევა და არა მე

- ძალიან ბევრს ლაპარაკობ ძვირფასო, ერთი სული მაქვს გაგაჩუმო - კიმი ცოლის სახეს თავისას უახლოებს და ლამის მის ბაგეებს ეხება - ჯისუ ყველანაირად ცდილობს ამ შეხებას თავი აარიდოს თუმცა სულ ტყუილად საბოლოოდ დაღლილი ნებდება და კიმი მას ხანგრძლივ ვნებიან კოცნაში იყოლიებს........

.............................................................

უკანასკნელმა სტუმარმა სახლი დატოვა, ჯისუმ კი შვებით ამოიხვნეშა. 

- მადლობა ღმერთს ყველაფერი მორჩა 

- ცდები ნერდო, ყველაფერი ზუტად ახლა იწყება - გოგონას ზურგს უკან ბოხი ხმა ესმის და თვალებს ატრიალებს.

- ძალიან დაღლილი ვარ, მინდა რომ დავისვენო. ჩემი ოთახი მაჩვენეთ..... - გულგრილად ამბობს, თან ქმრისკენ ტრიალდება

- ჩვენ აქ არ ვრჩებით -  ცივად ამბობს თეჰიონი, მამამისს უბრუნდება - ხვალ კომპანიაში შვხვდებით. ახლა მე და ჩემი ცოლი დაგტოვებთ . - ჯისუ მხოლოდ თავს უკრავს გამომშვიდობების ნიშნად დაღილი სახით მდგომ ჯონგიონსა და ზედმეტად კმაყოფილ დეიდამიის, უსიტყვოდ ტრიალდება და გასასვლელისკენ მიდის. რამდენიმე წუთში ისინი უკვე მთავარ მაგისტრალზე თეჰიონის ავტომობილით საკმაოდ დიდი სიჩარით მიჰქრიან.  ჯისუს შიშის გრძნობა იბყრობს.  იმ უკანასკნელი შემთხვევის შემდეგ, რომელმაც მშობლები დააკარგვინა პანიკურად ეშინია სიჩქარის. გოგონა ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებს პანიკური შემოტევისგან დამბლადაცემულია. 

- გააჩერე...- ძალიან ჩუმად ისმის მისი ხმა იმდენად რომ თეჰიონი მის გაგებას ვერ ახერხებს - კიმ გააჩერე მანქანა - ამჯერად უფრო ხმამაღლა ამბობს გოგონა კიმს კი მზერა დამცინავი უხდება

- რაო, სიჩქარის გვეშინია? რა იქნება კიდევ უფრო რომ  ავაჩქარო? - იგი ბოლომდე აწვება გაზს. გოგონა ლამის გონებას კარგავს შიშისგან თუმცა ამჯერად გაჩუმებას ამჯობინებს....  ძარღვებში სისხლი ეყინება. გული თითქოს საერთოდ წყვეტს ცემას. მადლობა ღმერთს უკვე მოვიდნენ........

- სწრაფად გადმოდი ნერდო. შენი ოთახი პირველ სართულზეა.... დილით ამ სახლის წესებს გაგაცნობ.... ახლა ზედმეტად დაღლილი ვარ მაგისთვის...... - ვი ზედაც არ უყურებს ცოლს ისე შედის უზარმაზარ მანსიონში გაფითრებულ გოგონას კი უკან იტოვებს............................

    

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #vsoo