1 თავი
სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯისო ნელა, თავდაჯერებული მიაბიჯებს მთავარი შესასვლელისაკენ და ცდილობს მთელი ყურადღება იმ ტესტისაკენ მიმართოს რომელიც სავარაუდოდ მის მომავალს განსაზღვრავს. გოგონა აიგნორებს მისკენ მიმართულ დამცინავ მზერებს და ამაყად მიიწევს წინ. რა არის სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ არა სნობებით სავსე "დაწესებულება" სადაც "ამინდს" მდიდრები ქმნიან.... ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება, თუმცა გოგონას უკვე აღარ ანაღვლებს, მთავარია საკუთარ დეპარტამენტამდე უვნებლად მიაღწიოს. ახლა ესაა მთავარი ამოცანა მისთვის.
- ჰეი კიმ ჯისოო! - ზურგს უკან ესმის სასიამოვნო ბარიტონი და ოდნავ ეღიმება, ზუსტად იცის ვის ეკუთვნის ეს ხმა
- ჯინ იანგ, მეგონა მეორე სმენა იყავი.- მეგობარს შეჰღიმა ჯისუმ.
- ასეც იყო, მაგრამ ცხრილი შევცვალე რომ ლექციების რაღაც ნაწილი მაინც დაგვმთხვეოდა. ამ სტიპენდიის გამო საერთოდ ვეღარ ვახერხებ შენს ნახვას.. ჩემთვის ვეღარ იცილი - საყვარლად ამოიფრუტუნა ბიჭმა
- იაჰ, კარგი რა. აი დღეს ტესტს ჩავაბარებ და მერე მთლიანად შენი ვიქნები - დაღლილად ამოიხვნეშა ჯისუმ და ისევ მთავარი შესასვლეკისკენ შეტრიალდა.... გახევებული პარკი უკან ჩამოიტოვა.
- ნეტავ მართლა ჩემი იქნებოდე - ჩუმად ჩაილაპარაკა დაბნეულმა
ბიჭმა თუმცა მაშინვე გოგონას დაძახილმა მოიყვანა გონს.
- ჰეი, მისტერ პარკ არ მოდიხარ?
- მოვდივარ ჩიჩი, დამელოდე.... - მაშინვე აედევნა ჯინიანგი და ორივენი საკუთარი დეპარტამენტისკენ გაეშურნენ...
.......................
- ჯანდაბა კიმ, თავი საშინლად მტკივა. ამ მდგომარეობაში შენი აზრით ლექციაზე დასწრება შემიძლია?- დაიგრგვინა ჯონგუკმა და თვალები დახუჭა.
- სუსტი ხარ ჯონ - ეშმაკურად ჩაიცინა თეჰიონმა - პრაქტიკულად არც კი დაგილევია და მაინც დილიდან უაზროდ მოთქვამ. მგონი ბერდები
- ჰეი არ დაგავიწყდეს რომ შენზე თითქმის ნახევარი წლით პატარა ვარ. რა ჩემი ბრალია თუ შენ ხარ გამუდმებით დაუკმაყოფილებელი. არ გიფიქრია რომ რამის შეცვლა გჭირდება?
- შეცვლა? - სიცილით იკითხა თეჰიონმა - მე მჭირდება შეცვლა? არა ძმაო. მე აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. ხომ მიცნობ, ამქვეყნად არაფერია ისეთი რასაც ჩემს ჭკუაზე ვერ ვმართავ და მოვირგებ. არავინ და არაფერი დაიმახსოვრე....
- ბუნებრივია..... თუმცა გული მიგრძნობს რომ კარგად არ დაამთავრებ - ამოიხვნეშა ჯონმა
- ჰო, ჰო რათქმაუნდა.... - სიცილით გააქნია თავი კიმმა და ტელეფონის სქროლვა განაგრძო
......................
- ჩიჩი, მზად ხაარ? სადაცაა დაიწყება - ჯისოსთან ზედმეტად აჟიტირებული როუსი მოვარდა და მეგობარს მაგრად ჩაეფსკვნა. ამ მეტსახელს მხოლოდ ეს ორი გადარეული ეძახის და გოგონას მართლაც ძალიან უყვარს როცა ასე მიმართავენ
- ყველაფერი რიგზეა როუს, უბრალოდ ცოტას ვღელავ. არც კი ვიცი, რომ ვერ ჩავაბარო არაუშავს ხომ?
- რას იძახი, გაგიჟდი? რათქმაუნდა ჩააბარებ და ჰარვარდშიც გაემგზავრები სასწავლებლად. ზუსტად ვიცი რომ ასე იქნება, მაგრამ მე რა უნდა ვქნა აქ უშენოდ - მოიწყინა როსემ და სათვალე ნელა შეისწორა.
- ძალიან მიყვარხარ როსი - მეგობარს მოეხვია ჯისო, ცხვირი მის კისერში ჩარგო - არც კი ვიცი რა უნდა მექნა უშენოდ, უთქვენოდ. ისედაც სულ მარტო ვარ....იმ ტრაგედიის შემდეგ რომელმაც მშობლები წამართვა, გამუდმებით მარტო ვარ, ალბათ ვერ შევძლებდი ცხოვრების გაგერძელებას რომ არა შენ და ჯინ იანგი. დეიდა ლიზას ისედაც მძიმე ტვირთად ვაწევარ. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება თუ წავალ.... - ჯისუს თვალზე ცრემლი მოადგა - იქნებ გამიმართლოს და აქედან წასვლა შევძლო
- ამას ნუ ამბობ სოია, რამდენჯერ შემოგთავაზე ჩემთან წამოდი, ჩემი მშობლები არ იქნებიან წინააღმდეგი - ჯისუს სურდა რაღაც ეთქვა თუმცა ზარის ხმამ ამის შანსი მოუსპო, ორივენი იძულებულები გახდნენ საკუთარ აუდიტორიებში დანაწილებულიყვნენ............. გოგონამ ბოლოჯერ ღრმად ამოისუნთქა და საგამოცდო ოთახისკენ გაემართა ...................
..................................................................
კიმ კორპორაცია ერთ ერთი უმსხვილესია მთელი ევრაზიის მასშტაბით იმ კორპორაციებს შორის, რომელიც სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობითაა დაკავებული. კიმ ჯონგიონმა, მისმა დამფუძნებელმა და მოქმედმა პრეზიდენტმა, მთელი თავისი გამოცდილება და ენერგია მის აღორძინებას შეალია. შედეგმა არ დააყოვნა. კომპანიამ მალე ჩაძირა წამყვანი კორპორაციები და ბაზარზე მოწინავე ადგილი დაიკავა ამერიკულ და იაპონურ ბრენდთა შორის.... ჯონგიონს ბევრი წელი დასჭირდა სახელის მოსახვეჭად. ახლა კი მთელი ძალით ცდილობს საკუთარი შვილი ჩართოს ოჯახურ ბიზნესში რაც ჯერჯერობით ცუდად გამოსდის. 25 წლის თეჰიონს ქვეყნად არაფერი ადარდებს გარდა გართობის და ქალებისა...... უფროს კიმ ეს აწუხებს თუმცა იმედოვნებს რომ ეს ასაკობრივი ახირებაა და დროის სვლასთან ერთად თეჰიონს გაუვლის.
მუშაობით დაღლილი მამაკაცი სათვალეს იხსნის და ჰასლტუხს ისწორებს
- ირენე - ეძახის პირად მდივანს და ახალგაზრდა ქალიც არ აყოვნებს
- გისმენთ ბატონო კიმ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - კაბინეტში შემოდის საშუალო სიმაღლის გამომწვევი გარეგნობის ქალმი და ბოსის წინაშე ჩერდება
- მინდა ჩემს შვილს შეატყობინო რომ აქ ველოდები და კიდევ, ყველა დღევანდელი შეხვედრა ზეგისთვის გადადე...... ახლა თავისუფალი ხარ.
- გასაგებია ბატონო - თავს უკრავს ირენე და კაბინეტის დატოვებისთანავე ტელეფონს იღებს, რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ თეჰიონის სასიამოვნო ბარიტონიც სწვდება მს სმენას
- რაო საყვარელო, მოგენატრე? - ისმის ბიჭის ცინიკური ხმა
- ახლა ეგ არაა მნიშვნელოვანი თეჰიონ, მამაშენს შენი ნახვა უნდა და თან სასწრაფოდ
- ჯანდაბა ამჯერად რა ხდება? ახირებული მოხუცი. კარგი უკვე გზაში ვარ. და იცოდე ამაღამ არაფერი დაგეგმო რადგან ჩემი ხარ... - მაცდურად ამბობს კიმი და კავშირიც წყდება. თავის მხრივ ამის გამგონე ირენეს სახეზე ვნების ტალღამ გადაურბინა. მის გონებაში ამოტივტივებულმა რამდენიმე ინტიმურმა სცენამ გოგონას ლამის დასველება აიძულა. მიუხედავად იმისა რომ არც ისე ცოტა პარტნიორი ჰყოლია თეჰიონი მათგან ყველასგან განსხვავდება. ქარიზმა რომელიც აქვს, მისი მამაკაცური შარმი და სუნი... უბრალოდ შეიძლება გონება დაკარგო მხოლოდ ამის წარმოდგენაზეც კი. უმცროსი კიმი უდაოდ კარგი საყვარელია და ირენე ნამდვილად იღბლიანია რომ უკვე წელიწადზე მეტია მასთან ურთიერთბა აქვს..... გოგონა კმაყოფილად ხვნეშის თავისი თავის კონტროლქვეშ აყვანას როგორღაც ახერხებს და საკუთარი მაგიდისკენ მიემართება. იყო უფროსი მდივანი კიმ კორპორეიშენისთვის არც ისე მარტივი საქმეა.... მოდუნების დრო და საშუალება არ აქვს. პრაქტიკულად მონასავთი უწევს შრომა თუმცა ამისთვის შესანიშნავ ანაზღაურებას უხდიან. ირენე კმაყოფილი მიიწევს წინ და როგორც იქნა სამუშაოს უბრუნდება. დღეს სწრაფად უნდა მორჩეს რადგან წინ გრძელი ღამე ელოდება......
.....................................................
თეჰიონი გულგრილი სახით, ლექტორის ნებართვის გარეშე ტოვებს აუდიტორიას და მთავარი შესასველისკენ მიემართება. კიმი მეტისმეტადაა ფიქრებში გართული, ასე რომ ვერ ამჩნევს მის წინ მომავალ პატარა ფიგურას, შედეგად საკმაოდ ძლიერად ეჯახება. გოგონა ამ დარტყმისგან გაუცნობიერებლად ვარდება ძირს და ტკივილით სახე ემანჭება
- ეი მახინჯო, აქ ბრმების ადგილი არ არის. - უხეშად ყვირის ვი - ახლავე ადექი და ბოდიში მოიხადე. ჩემი ძვირფასი მაისური სულ გააფუჭე შენი იაფფასიანი ყავით.
- რა ჯანდაბააა, ასე როგორ იქცევი ვერ ხედავ რომ შემთხვევით მოხდა, ყურადღებით თავად უნდა ყოფილიყავი - შეეწინააღმდეგა ჯისუ, რომელმაც ძლივს მოახერხა ფეხზე ადგომა - და რაც შეეხება ბოდიშს უგულო, უხეშ, სნობებს პატიებას არასდროს ვთხოვ, მით უფრო როცა მართალი ვარ. - გოგონამ ცხვირი მაღლა ასწია და გზა გააგრძელა
- ჰეი შენ, თუ გგონია ეს შეგრჩება ცდები. ამის გამო გაზღვევინებ გულისამრევო ნერდო - დაიგრგვინა კიმმა
- თეჰიონ რა ხდება რატომ ყვირი?- ხმაურზე ჯონგუკმა მოირბინა და წყობიდან გამოსული ძმაკაცი დალანდა
- ეს ვინ არის?
- ვინ ეს? - გაოცებით იკითხა ჯონმა და მალევე შენიშნა პატარა ტანის სათვალეებიანი გოგონა რომელიც მალე თვალს მიეფარა. - არ ვიცი ძმაო, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება?
- ხვალისთვის მასზე სრული ინფორმაცია მჭირდება.... სრული... - კბილებში გამოსცრა კიმმა ისე რომ მეგობრის პასუხს არც დალოდებია იქაურობა დატოვა.
.......................................................
- წყეული სნობი, თითქოს ჩემი პრობლემები არ მაკლდა, ღმერთო არც კი მჯერა რომ ოდესღაც მასზე შეყვარებული ვიყავი - მძიმედ ამოიოხრა ჯისუმ და გული გაუცნობიერებლად დაუმძიმდა
5 წლის წინ
- კარგი რა სოია შენ და ის მდიდარი ფლეი ბოი? მაპატიე მაგრამ არამგონია ოდესმე მისი ყურადღების მიქცევა შეძლო - თავი ურწმუნოდ გადააქნია როუსმა როცა დაქალმა გაანდო რომ შეყვარებული იყო ყველა დროის უდიდეს ფლეიბოიზე მათი სკოლიდან. მოგეხსენებათ - ეგეც არ იყოს ჩვენზე ბევრად უფროსია. და მას ჩვენნაირები არ აინტერესებს. მაპატიე სო, ვიცი გული გტკივა ამის მოსმენისას მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეა.- ჯისუმ ჩუმად ჩაიხვნეშა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, გულის სიღრმეში უმანკო გოგონამ კარგად იცოდა რომ მეგობარი მართალი იყო. სწორედ ამიტომ, იმ დღის შემდეგ თავს მასზე ფიქრიც კი აუკრძალა....
............................................................................
კიმების კორპორაცია
თეჰიონმა ჩვეული ცივი გამომეტყველებით გაიარა კომპანიის კორიდორი, მაშინვე მამის კუთვნილი კაბინეტისაკენ გასწია. იქ მისულს ირენე გამოეგება და კისერზე ჩამოეკიდა
- მომენატრე, მალე მორჩი რომ აქედან წავიდეთ - მაცდურად ჩასჩურჩულა ყურში უმცროსს ქალმა და იქვე მხურვალე კოცნა დაუტოვა
- ახლავე შეწყვიტე თუ არ გინდა აქ ყველას დასანახად გიხმარო, ისედაც გაღიზიანებული ვარ - ჩაისისინა თეჰიონმა, ირენეს სხეულს მოშორდა და კაბინეტის კარი შეაღო
- მამა, ჩემი ნახვა გინდოდა? -ჯონგიონის პირდაპირ სავარძელში მოთავსდა ბიჭი და მამაკაცს ყურადღებით დააკვირდა
- აქ კომპანიაზე სალაპარაკოდ მოგიყვანე და იმედია ხვდები ეს რას ნიშნავს - ცივად დაიწყო კაცმა. მის ტონზე თეჰიონს უნებურად გააჟრჟოლა, იცოდა ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. - მოკლედ ასე, უკე მაგისტრი ხდები. შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გაქვს იმისათვის რომ კორპორაცია მართო. მოემზადე. ამისთვის ფსიქოლოგიურად განეწყვე, სულ მალე მთელი ქონება შენს მართვაში გადმოვა და დიდი იმედი მაქვს სწორად შეძლებ მის მართვას.
- ეჭვი არ შეგეპაროს რომ ყველაფერს მივხედავ. შეგიძლია მაგაზე არ იღელვო - მშვიდად გაეპასუხა თეჰიონი და ისევ გაირინდა
- კიდევ ერთი საკითხი, ვიცი რომ ჩემს მდივანათან ერთობი. ეს თავისთავად არ წარმოადგენს პრობლემას ამ წამს არცერთი ჩვენგანისათვის, მაგრამ ცოტა აზრზე მოდი. სიტუაცია კონტროლქვეშ უნდა მოაქციო, სამომავლოდ ეს ბევრ დაბრკოლებას შეგიქმნის
- ამაზე ასე ნუ ღელავ მამა. ჩვენ უბრალოდ ვერთობით და მან ეს იცის
- თუ ასეა ძალიან კარგი... ახლა შეგიძლია წახვიდე. წინდახედულად მოიქეცი თეჰიონ - მოესმა მამის ხმა კიმს სანამ ოთახს დატოვებდა და თვალები აატრიალა. იქიდან გასულმა მაშინვე ირენეს საძებნელად გასწია, მალევე იპოვა კიდეც. წყვილი თეჰიონის კუთვნილ კაბინეტში შევიდა და კიმმა კარი საგულდაგულოდ გადარაზა. ირენე იქვე დივანზე მიაგდო, თავად კი ტანსაცმლისგან სხეულის გათავისუფლება დაიწყო
- მეგონა სადმე წავიდოდით - უკმაყოფილოდ ამოიოხრა ქალმა და კვნესა ამოაყოლა რადგან კიმი მის ეროგენულ ზონას უხეშად შეეხო
- არამგონია რომ ახლა მოთმენა შემიძლია. უბრალოდ მოკეტე და მომენტით ისიამოვნე ბრძანება გასცა თეჰიონმა. მალე ორივენი მოსწყდნენ სამყაროს..........
Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro