Chào các bạn! Vì nhiều lý do từ nay Truyen2U chính thức đổi tên là Truyen247.Pro. Mong các bạn tiếp tục ủng hộ truy cập tên miền mới này nhé! Mãi yêu... ♥

6 თავი

ღმერთო ჰანა, დარწმუნებული ხარ რომ პირველად ითამაშე? - გოგონას მიუბრუნდა მაღალი სიმპათიური ბიჭი, რომელიც ფილმში პარტნიორობას უწევდა და საყვარლად გაუღმა

- მადლობა ბობი, ეს ნამდვილად ჩემი პირველი მცდელობაა. თუმცა უნდა ვაღარო ძალიან მომეწონა - მორცხვად დახარა თავი ჰანამ და ჯიმინს გახედა რომელიც სიამაყით უყურებდა გოგონას

- მართლაც შეუდარებლდ ითამაშე, გამარჯობა მე სუნჰი ვარ – საყვარელი გარეგნობის წითური გოგონა მიუახლოვდა ჰანას და თბილად გაუღმა.

- დიდი მადლობა, მადლობა თქვენ რადგან ყველანი თბილად დამხვდით. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად გამიადვილდა დავალების შესრულება – თავი დაუკრა მათ ჰანამ და იგრძნო როგორ მოაწვა თვალებზე მადლიერების ცრემლები. ჯიმინმა სწრაფად შეამჩნია მისი ეს მდგომარეობა და გოგონასკენ გასწია

- ჰანა, წამოდი, მოსასვენებელ ოთახს გაჩვენებ, ძალიან გადაიღალე. პირველი დღისთვის ბევრი იშრომე – ჰანა ღიმილიანი სახით დაემშვიდობა დანარჩენებს და ჯიმინს გაჰყვა. ბიჭმა მომცრო ზომის ოთახში შეიყვანა რომელიც ჩანდა სტაფისათვის იყო განკუთვნილი. აქ საკმაოდ კომფორტული დივნები, ყავის მადუღარა და ათასნაირი გემრიელობა ინახებოდა.

- დაისვენე. მე ფილმის ეპიზოდებს გადავხედავ. შენს თაობაზე დირექტორს დაველაპარაკები და წავიდეთ კარგი?

- კარგი, აქ დაგელოდები, მადლობა ჯიმინ- მკრთალად გაუღმა გოგონამ ბიჭს და მაშინვე შენიშნა მის სახეზე საპასუხო ღიმილი. ჯიმინმა თავი მსუბუქად დაუქნია და ოთახიდან გავიდა. მისი წასვლის მერე ჰანა კომფორტულად მოეწყო და ფიქრებში გადაეშვა. ყოველთვის ეგონა რომ ამ ქვეყნად მხოლოდ სნობები არსებობდნენ, სწორედ ისეთი სნობები როგორებიც მის ირგვლივ ტრიალებდნენ მთელი ცხოვრება. ხალხის ეს კატეგორია საკუთარ თავს საზოგადოების მაღალ ფენას უწოდებს და გამუდმებით შეახსნენებს დანარჩენ მოკვდავთ ვინაა ამ სამყაროში უპირატესი. მაგალითად ნამჯუნი, იგი სნობი და გულქვა არსება იყო ჰანას აზრით, მაგრამ ამავე დროს უდიდესი ლაჩარი, მშიშარა რადგან არ შეეძლო საკუთარი პოზიციის დაცვა. მაშინ როცა ეს ხალხი ვისაც ნამჯუნისნაირები მონებივით ებყრობიან და ზიზღით უყურებენ მხოლოდ იმიტომ რომ მათ ანგარიშზე რამდენიმე მილიონი არ დევს შვეიცარიის ბანკში, სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც არ იშურებენ სითბოს. ყველაფერს აკეთებენ რომ ჰანამ თავი ზედმეტად არ იგრძნოს. გოგონა ნებიერად გადაწვა სავარძელზე ჯიმინის მოლოდინში.

........................

- ნამჯუნი საკუთრ კაბინეტში ბოლთას სცემს და თმაში ხელს ნერვულად იცურებს

- ბატონო კიმ ჟურნალისტები თქვენს ნახვას დაჟინებით ითხოვენ, ქორწილის დეტალების გარკვევა უნდათ – აღელვებული შემოვიდა მირა რამაც ისედაც განერვიულებული ნამჯუნი კიდევ უფრო გამოიყვანა წყობიდან.

- წყეული წურბელები. - ამოიგმინა კიმმა, სიამოვნებით დაიფრენდა ყველას კომპანიიდან მაგრამ იცოდა სკანდალი არ ასცდებოდა. ჟურნალისტები ისედაც არ სწყალობდნენ და ამ ჟესტით მათ საბოლოოდ გადაიმტერებდა. ბიჭმა რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და კართან მორჩილად მდგარი მირასკენ შებრუნდა. - უთხარი საკონფერენციო დარბაზი მოამზადონ. მათ იქ შევხვდები.

- გასაგებია ბატონო- თავი დაუკრა გოგონამ და დავალების შესასრულებლად გაემართა.

- ჯანდაბა იმედია ჰანას გაქცევის ამბავი არ გაუგიათ. ძუკნა, როცა გიპოვნი პასუხს გაგებინებ რომ ამ მდგომარეობაში ჩამაგდე. - ნამჯუნმა ღრმად ამოიოხრა და თავადაც საკონფერენციო დარბაზისაკენ გაემართა.

.....................................

- ირენე ასე სწრაფად რატომ მთხოვე მოსვლა – ბინაში შესვლისთანავე იკითხა შავგვრემანმა გოგონამ და სავარძელში მჯდომი დაქალისაკენ გაემართა – ღმერთო, შენ რა იტირე? რა მოხდა?

- ჯოი, ვგრძნობ რომ ვკარგავ. ნამჯუნს ვკარგავ – ამოიქვითინა ირენემ და კიდევ მის ირგვლივ მიმოფანტულ ხელსახოცებს კიდევ ერთი შემატა.

- კარგი რა აზვიადებ ლამაზო, ხომ იცი ეგ კაცი შენზე გიჟდება. რამდენი რომანი ჰქონია მაგრამ ყოველთვის შენთან მორბის. დარწმუნებული ვარ აზვიადებ – დაუყვავა ჯოიმ რომელიც შეჩვეული იყო დაქალისაგან მსგავს სცენებს და ზუტად იცოდა ასეთ დროს როგორ დაემშვიდებინა.

- არა ჯოი არა. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა. მას ცოლი მოჰყავს. გესმის ცოლი. ამ ბოლო დროს სივად მექცევა. მასთან სახლში მისვლაც კი ამიკრძალა. წარმოგიდგენია?

- ვინ არის მისი საცოლე? - იკითხა ჯოიმ

- მე.. არ ვიცი. მოიცა მათზე ინტერნეტში წერდნენ. უცნაურია რომ შენ არაფერი გინახავს.

- ლონდონიდან გუშინ დავბრუნდი – სავარძელში გადაწვა ჯოი – დრო არ მქონდა რომ ინტერნეტშ მეძრომიალა. მიდი მაჩვნე ვინ არის ის გოგო, თუმცა დარწმუნებული ვარ შენს ფრჩხილადაც არ ღირს. - ირენემ ზარმაცულად აიღო ტაბლეტი და მასში ნიუსების ძიება დაიწყო, სულ მალე კი სახეზე ჩრდილმა გადაურბინა – ჰანა, ის ძუკნა პარკ ჰანაა.

- მომეცი ვნახო – ტაბლეტი ლამის გამოგლიჯა ხელიდან ჯოიმ და იქ გამოსახულ წყვილს კარგად დააკვირდა.

- ღმერთო ეს.. ჰანა?

- შენ რა იცნობ მას? - იჭვნეულად იკითხა ირენემ

- კარგად არა. ხომ გახსოვს პირველ კურსზე მედიცინას ვსწავლობდი. ერთ კურსზე ვიყავით. უბრალოდ კარგად მახსოვს. ყველაზე პოპულარული გოგო იყო უნივერსიტეტში და ამავე დროს ყველაზე ცივი. არასდროს არავის ესაუბრებოდა. მეგობრებიც კი არ ჰყავდა. უბრალოდ ყველა ბიჭი კუდში დასდევდა. - მხრები აიჩეჩა ჯოიმ

- არც ასეთი ლამაზია – ცხვირი აიბზუა ირენემ.

- ჰო, რათქამაუნდა, შენ ბევრად ლამაზი ხარ საყვარელო.,,,

- ვანანებ, ვანანებ რომ ჩემსა და ჯუნის შორის ჩადგა. ხომ დამეხმარები ჯოი? - მზერა საშიში გაუხდა ირენეს და დაქალს გახედა.

- რათქმაუნდა დაგეხმარები მეგობარო. შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, ეგ გოგო დიდად არც მე მეხატებოდა გულზე. ამპარტავანი ძუკნაა. კონკურენციას შენ ვერ გაგიწევს.

- ძალიან კარგი..... - მომენტალურად ჩამოვარდნილი მძიმე სიჩუმე რამდენიმე წუთში ისტერიულმა სიცილმა შეცვალა.

......................

- ჰანა, ჰანა გაიღვიძე – ოდნავ შეანჯღრია ჯიმინმა მძინარე ჰანა. - მაპატიე მონტაჟმა დიდი დრო წაიღo – გაიღიმა ბიჭმა როცა გოგონამ ახლადგაღვიძებულის დაბნეული მზერა შეაგება.

- ა.. არაუშავს ჯიმინ – უხერხულად გაიღმა გოგონამ და წამოდგა.

- წავიდეთ, ჰოსოკმა დამირეკა გზად სუპერმარკეტში შეიარეთ და სასმელი წამოიღეთო – მხიარულად შემოჰკრა ტაში ბიჭმა

- რამეს აღვნიშნავთ? - ფრთხილად იკითხა ჰანამ რომელიც მთელი ძალით ცდილობდა გამოფხიზლებულიყო.

- შენს ახალ სამსახურს – წარბები ააპარპარა ჯიმინმა?

- რაა? ჯიმინ მართლა?- წამში გამოფხიზლდა ჰანა და ბავშვივით ხტუნვა დაიწყო. - არ მჯერა, არ მჯერა. სამსახური მაქვს – გოგონა ბედნიერი ხტუნავდა და გაურკვეველ ილეთებს აკეთებდა, ბიჭი კი მხიარული ღიმილით აკვირდებოდა ამ სანახაობას.

- ჰოო ასეა და ახლა უნდა აღვნიშნოთ. აბა წავედით ნუღარ ვაგვიანებთ. მალე დაბნელდება. - კარში გაიჭრა ჯიმინი და ჰანაც მის კვალს გაჰყვა.

......................

- ბატონო კიმ, ნიშნობის შესახებ გამოაცხადეთ მაგრამ როდის გეგმავთ ქორწინებას? - იკითხა ერთერთმა ჟურნალისტმა და რამდენიმე მზერა მომენტალურად გადავიდა მრგვალი მაგიდის თავში მჯდომ ნამჯუნზე. ბიჭი მაქსიმალურად ეცადა ბუნებრივად მოქცეული. მან მშვიდად გაიღიმა – მე და ჩემი საცოლე ამ საკითხს ჯერ კიდევ განვიხილავთ. გვინდა საკუთარი ქორწილი იდეალურად დავგეგმოთ.

- თქვენ არასოდეს გამოჩენილხართ საზოგადოებაში მის ჰანასთან ერთად. უეცრად კი ქორწინებას გეგმავთ? ამ ყველაფრის გამო ბუნებრივი კითხვები ჩნდება. მაგალითად ხომარაა ეს ეგრეთწოდებული შეთანხმებით ქორწინება ორ ძლევამოსილ მემკვიდრეს შორის? - ნამჯუნი ელოდა მსგავს კითხვას, ჟურნალისტებთან მისი მრავალთვიანი ურთიერთობის შედეგად უკვე შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა როდის რა იყო მოსალოდნელი მათგან, ამის გამო კიმმა ამჯერადაც მოახერხა თავი დაეღწია უხერხული სიტუაციისაგან.

- მე და ჰანა ერთმანეთს არც ისე დიდი ხანია ვიცნობთ მაგრამ მე მგონია რომ მთელი ცხოვრება მის გვერდით გავატარე. ჩემი ცნობილი იმიჯის გამო მას არ სურდა საზოგადოებას სცოდნოდა. საბოლოო ჯამში ვიგრძენი რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო და ხელი ვთხოვე.

- რას იტყვით თქვენი და ირენეს ურთიერთობაზე? - იკითხა ერთ ერთმა მათგანმა და ნამჯუნი მიხვდა წინ გრძელი საღამო ელოდა.....

....................

- ღმერთო, ეს ყველაფერი სიბნელეში შავი კატის დევნას გავს. სად უნდა ვიპოვო გოგო რომელიც ისე გაქრა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. არანაირი ხელმოსაჭიდი. არანაირი მოწმე არც ვიდეოჩანაწერი. - ამოიოხრა ჯონგუკმა და მანქანა ჰიპერმარკეტის ახლოს გააჩერა. საშინლად უნდოდა ახლა სახლში შეყვარებულთან ყოფნა მაგრამ ბოსის ამ დავალების გამო ხვდებოდა ამას კიდევ კარგა ხანს ვერ მოახერხებდა. თუ რათქმაუნდა ცოცხალი გადაურჩებოდა კიმს. ჯონგუკმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და შიგნით შევიდა. საყვარელი სასმლის სექციისაკენ წავიდა რათა ლუდი აეღო თუმცა ნანახმა ყველაფერი დაავიწყა – ღმერთო ეს ხომ ბოსის საცოლეა? ღმერთო ნამჯუნი ნამდვილად გაცოფდება როცა ამას ნახავს -კმაყოფილად ჩაიღიმა ჯონგუკმა და მოცინარ წყვილს სურათების გადაღება დაუწყო. ბიჭს ვერც კი წარმოედგინა რომ ასე გაუღიმებდა ბედი. ამას ვერასდროს იფიქრებდა. ჯეონმა მალევე შენიშნა ჰანა და მისი თანმხლები ბიჭი რომლებიც გასასვლელისკენ მიემართებოდნენ და სწრაფად გაჰყვა უკან – ბოსი ნამდვილად კმაყოფილი იქნება...

.....................

ნამჯუნი ენერგიაგამოცლილი თუმცა კმაყოფილი შევიდა საკუთარ კაბინეტში და სავარძელში ჩაეშვა. რამდენიმე წუთში კარზე ფრთხილი კაკუნის შემდეგ ჯონგუკი შემოიჭრა. ბიჭს სახე უცინოდა.

- იმედია კარგი ამბავი მომიტანე ჯეონ – უსიცოცხლოდ ამოილაპარაკა კიმმა

- ნუ ერთი მხრივ კარგი ამბავია ბოსს თუმცა როგორც ამბობენ მედალს ორი მხარე აქვს – ამოიბურტყუნა ჯონგუკმა და ნამჯუნის სახეც წამში დაიძბა. - რა მოხდა?

- ჰანა ვიპოვე.... მაგრამ მარტო არ ყოფილა. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ჯეონმა და ნამჯუნს ტელეფონი გაუწოდა. კიმი დაკვირვებით დააცქერდა ეკრანს ხოლო იქ დანახულმა აიძულა კიდევ ერთხელ ადუღებოდა სისხლი ძარღვებში. ტელეფონის ეკრანიდან ბედნიერი ღმილით უცქერდა ჰანა.. და ის მარტო არ იყო............

Bạn đang đọc truyện trên: Truyen247.Pro

Tags: #kimnamjoon